„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- სოფლის მეურნეობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-15
ბიუროს ნომერი 150
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”
მუხლი 1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო
კოდი: 240110000.05.001.016709) დაემატოს შემდეგი შინაარსის 721 მუხლი:
„მუხლი 721. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის სახელმწიფო რეგულირების წესისა და
პირობების დარღვევა
1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის სახელმწიფო რეგულირების წესისა და
პირობების დარღვევა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის გაფრთხილებას, ხოლო აღნიშნული
დარღვევის განმეორება - პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
2.
ამ
მუხლის
პირველი
ნაწილით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის პირველი სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში
მესამედ და მეტჯერ ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 30 000 ლარის
ოდენობით“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
შემუშავებით, რომელიც ითვალისწინებს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის
სახელმწიფო რეგულირების შემოღებას და საქართველოს მთავრობას განუსაზღვრავს
ვალდებულებას დაადგინოს „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის სახელმწიფო
რეგულირების წესი და პირობები“ 2026 წლის 1 სექტემბრამდე.
იმისათვის, რომ მოხდეს აღნიშნული ცვლილების აღსრულება, საჭიროა რომ
მოთხოვნების დარღვევისთვის განსაზღვრული იყოს შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
სფეროში არსებული მოთხოვნების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით,
შესაბამისად, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის სახელმწიფო რეგულირების წესისა
და პირობების დარღვევისთვის პასუხიმგებლობის ზომის დადგენა საჭიროებს საკანონმდებლო
ცვლილების განხორციელებას „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და
მცენარეთა დაცვის კოდექსში“.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად:
•
განისაზღვრება
პასუხისმგებლობა
პესტიციდებისა
და
აგროქიმიკატების
ფასის
სახელმწიფო რეგულირების წესისა და პირობების დარღვევისთვის;
•
უზრუნველყოფილი იქნება ფასის სახელმწიფო რეგულირების მექანიზმის ეფექტიანი
•
აღსრულება და კონტროლი;
შემცირდება პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასების თვითნებური ზრდისა და
•
არამართლზომიერი ფასთწარმოქმნის შემთხვევები;
დაცული იქნება ფერმერებისა და საბოლოო მომხმარებლების ეკონომიკური ინტერესები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და
მცენარეთა დაცვის კოდექსს“ ემატება 721 მუხლი, რომლის მიხედვით: პესტიციდებისა და
აგროქიმიკატების ფასის სახელმწიფო რეგულირების წესისა და პირობების დარღვევა პირველ
შემთხვევაში იწვევს ბიზნესოპერატორის გაფრთხილებას; განმეორების შემთხვევაში იწვევს 5
000 ლარის ოდენობის დაჯარიმებას, ხოლო სამართალდარღვევის პირველი გამოვლენიდან 12
თვის განმავლობაში მესამედ და მეტჯერ განმეორების შემთხვევაში კი იწვევს 30 000 ლარის
ოდენობის დაჯარიმებას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შედის 2026 წლის 1 სექტემბრიდან, ვინიდან ამ თარიღისთვის უნდა
იყოს დამტკიცებული საქართველოს მთავრობის მიერ „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
ფასის სახელმწიფო რეგულირების წესი და პირობები“. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი უკავშირდება „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტს და მიზანშეწონილია აღნიშნული კანონპროექტიც განხილულ იქნეს
დაჩქარებული წესით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსება
განხორციელდება სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი წლის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე, ვინაიდან კანონპროექტი ითვალისწინებს პასუხისმგებლობის ზომის შემოღებას
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის სახელმწიფო რეგულირების წესისა და პირობების
დარღვევისთვის. კერძოდ, ზემოაღნიშნული მოთხოვნების განმეორებით დარღვევაზე წესდება
5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა, ხოლო 12 თვის განმავლობაში მესამედ და მეტჯერ ჩადენილი
დარღვევისთვის კი 30 000 ლარის ოდენობის ჯარიმა.
გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება გამოვლენილი სამართალდარღვევების
რაოდენობაზე და ერთი წლის განმალობაში მათ განმეორებაზე.
კანონპროექტის გავლენას არ მოახდენს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
პროექტით
გათვალისწინებული
სამართალდარღვევების
ადმინისტრირება
განხორციელდება სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს არსებული ფინანსური და
ადამიანური რესურსის ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი ფინანსურ გავლენას იქონიებს იმ ბიზნესოპერატორებზე, რომლებიც
ახორციელებენ პესტიციდების და აგროქიმიკატების იმპორტს, დისტრიბუციასა და საბოლოო
მომხმარებელზე რეალიზაციას, თუ ისისნი დაარღვევენ მთავრობის მიერ დადგენილი ფასის
რეგულირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. ამ მოთხოვნების დარღვევისთვის წესდება
ჯარიმები: პირველ შემთხვევაში ბიზნესოპერატორის გაფრთხილება, განმეორების შემთხვევაში
დაჯარიმება 5 000 ლარის ოდენობით და 12 თვის განმავლობაში მესამედ და მეტჯერ
განმეორების შემთხვევაში დაჯარიმება 30 000 ლარის ოდენობით.
გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება ბიზნესოპერატორის მიერ ჩადენილი
სამართალდარღვევების რაოდენობაზე და ერთი წლის განმალობაში მათ განმეორებაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის სახელმწიფო რეგულირების წესისა და
პირობების დარღვევის განმეორებით ჩადენისთვის წესდება 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა,
ხოლო 12 თვის განმალობაში მესამედ და მეტჯერ ჩადენილი დარღვევისთვის კი 30 000 ლარის
ოდენობის ჯარიმა.
პროექტით გათვალისწინებული ჯარიმის განსაზღვრის პრინციპი ეფუძნება არსებული
პრაქტიკით გათვალისწინებულ დაშვებებს. ასევე, გაანალიზებულია არსებული სხვადასხვა
ჯარიმების ოდენობები და ჯარიმის ოდენობა დაწესებულია იმ პრინციპით, რომ ჯარიმის
ოდენობა იყოს სამართალდარღვევის სიმძიმის შესაბამისი და ადექვატური.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.