„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-22
ბიუროს ნომერი 151
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
საქართველოს
საგადასახადო
კოდექსის
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლს დაემატოს 57-ე ნაწილი შემდეგი რედაქციით:
„57.
საკონტროლო-სალარო
აპარატი
-
ელექტრონული
პროგრამული
უზრუნველყოფა ან/და ტექნიკური მოწყობილობა, რომელიც საქონლის/მომსახურების
მიწოდების დროს უზრუნველყოფს გადახდის ოპერაციის განხორციელებასა და
მომხმარებელთან როგორც ნაღდი ასევე უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციის შესახებ
შესაბამისი მონაცემების აღრიცხვას,
შენახვას და საგადასახადო ორგანოსათვის
გადაცემას.“.
2.
51-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
,,ლ)
აწარმოონ
საკონტროლო-სალარო
აპარატების
სახელმწიფო
რეესტრი,
განახორციელონ საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაცია, გააკონტროლონ
საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვა;“.
3. 259-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.
ეკონომიკური
საქმიანობის
განმახორციელებელი
პირის
მიერ
საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ანგარიშსწორებისას,
შესაბამისი მონაცემები აღირიცხება, ინახება და საგადასახადო ორგანოს გადაეცემა
საკონტროლო-სალარო აპარატის ან/და
გამოყენებით.
მომხმარებლად
ელექტრონული კომერციის ტერმინალის
ჩაითვლება
პირი,
რომელიც
ახორციელებს
ანგარიშსწორებას მისთვის მიწოდებულ/მისაწოდებელ საქონელზე/მომსახურებაზე.“;
ბ) მე-4 ნაწილის:
ბ.ა) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ.ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 - მე-7 ნაწილები:
„5.
გადასახადის
გადამხდელის
საკონტროლო-სალარო
აპარატით
და
ელექტრონული კომერციის ტერმინალით უზრუნველყოფასა და მის ტექნიკურ
მომსახურებას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი კომისიის მიერ
შერჩეული პირი. კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობენ სსიპ შემოსავლების
სამსახური და სსიპ საქართველოს ეროვნული ბანკი.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული პირის შერჩევის წესი
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
7.
გადასახადის
გადამხდელის
მიერ
ამ
მუხლის
მე-5
ნაწილით
გათვალისწინებული პირისათვის გადასახდელი მომსახურების საფასურის ოდენობა,
მისი გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
დადგენილებით.“.
4. 281-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
მომხმარებელთან
საქონლის/მომსახურების
მიწოდების
დროს
ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მუშაობა –
იწვევს
გადასახადის
გადამხდელის
(გარდა
ბაზრობის
ტერიტორიაზე
განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილის დამქირავებელი ფიზიკური
პირისა) დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“;
ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.
მომხმარებელთან
საქონლის/მომსახურების
მიწოდების
დროს
ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა –
იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“.
5. 309-ე მუხლს დაემატოს 148-ე - 152-ე ნაწილები შემდეგი რედაქციით:
„148. 2027 წლის 1 იანვრიდან საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციას
ექვემდებარება მხოლოდ ამ კოდექსის მე-8 მუხლის 57-ე ნაწილით გათვალისწინებული
საკონტროლო-სალარო აპარატი.
149. გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია 2028 წლის 1 მაისამდე
მომხმარებელთან ანგარიშსწორებისას გამოიყენოს საკონტროლო-სალარო აპარატების
მოდელების სახელმწიფო რეესტრში არსებული და საგადასახადო ორგანოში 2027 წლის
1 იანვრამდე რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატი და ელექტრონული
კომერციის ტერმინალი, რომლითაც არ არის უზრუნველყოფილი შერჩეული პირის
მიერ.
150.
გადასახადის
საქონლის/მომსახურების
გადამხდელს,
მიწოდებას
რომელიც
მომხმარებლისათვის
ახორციელებს
საკონტროლო-სალარო
აპარატების მოდელების სახელმწიფო რეესტრში არსებული და 2027 წლის 1 იანვრამდე
საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატით, 2028
წლის 1 მაისამდე პასუხისმგებლობა ამავე კოდექსის 281-ე მუხლის შესაბამისად
დაეკისრება მომხმარებელთან მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებისას.
151.
გადასახადის
გადამხდელი
ვალდებულია
2028
წლის
1
მაისიდან
მომხმარებელთან ანგარიშსწორებისას გამოიყენოს ამ კოდექსის 259-ე მუხლის მე-5
ნაწილით
გათვალისწინებული
საკონტროლო-სალარო
აპარატი
და
ასევე
ელექტრონული კომერციის ტერმინალი.
152. 2027 წლის 1 იანვრამდე საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული
საკონტროლო-სალარო
აპარატის
რეგისტრაციიდან
მოხსნა
განხორციელდეს
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“.
მუხლი 2.
2027 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს:
ა)
გადასახადის
გადამხდელის
საკონტროლო-სალარო
აპარატით
და
ელექტრონული კომერციის ტერმინალით უზრუნველყოფისა და მისი ტექნიკური
მომსახურების განმახორციელებელი პირის შერჩევის წესის განსაზღვრა;
ბ) შერჩეული პირისათვის გადასახდელი მომსახურების საფასურის ოდენობის,
მისი გადახდის წესისა და პირობების განსაზღვრა;
გ)
საქართველოს
მთავრობის
მიერ
შექმნილმა
კომისიამ
უზრუნველყოს
გადასახადის გადამხდელის საკონტროლო-სალარო აპარატით და ელექტრონული
კომერციის ტერმინალით უზრუნველყოფისა და მისი ტექნიკური მომსახურების
განმახორციელებელი პირის შერჩევა.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა, მე-3 ნაწილის
„ა“ და „ბ.ა“ ქვეპუნქტებისა და ,ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 259-ე მუხლის მე5
ნაწილისა,
პირველი
გამოქვეყნებისთანავე.
მუხლის
მე-4
და
მე-5
ნაწილებისა
ამოქმედდეს
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, მე-3 ნაწილის „ა“ და
„ბ.ა“ ქვეპუნქტები და „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 259-ე მუხლის მე-5
ნაწილი, პირველი მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
1.
გადასახადის
გადამხდელის
მიერ
საქონლის
მიწოდებით
ან/და
მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლების რეალური მოცულობის დადგენის
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება საკონტროლო-სალარო აპარატია. საქონლის ან
მომსახურების მიღებისას საბანკო პლასტიკური ბარათით (მათ შორის ელექტრონული
კომერციის ფარგლებში) წარმოებული გადახდები მნიშვნელოვნად აღემატება ნაღდი
ფულით ანგარიშსწორების მაჩვენებელს. შესაბამისად, ეფექტური საგადასახადო
ადმინისტრირებისათვის
მნიშვნელოვანია
უნივერსალური
სალარო
აპარატის
არსებობა, რაც საგადასახადო ორგანოს მისცემს შესაძლებლობას, როგორც ნაღდი
ფულით,
ასევე,
უნაღდო
ფორმით
ანგარიშსწორებისას
განხორციელებული
ტრანზაქციების შესახებ მიიღოს ინფორმაცია.
2.
საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციის, ასევე მისი ტექნიკური
მომსახურების
სფეროში
არსებული
პრაქტიკა
ქმნის
გამარტივდეს
პროცესი.
ამასთანავე,
ეკონომიკური
აუცილებლობას,
საქმიანობის
რომ
ობიექტზე
ანგარიშსწორების ერთი ოპერაციის აღრიცხვა წარმოებს ერთმანეთთან ტექნიკურად
დაკავშირებული, ან დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი რამდენიმე ტექნიკური
მოწყობილობით (მათ შორის, სხვადასხვა საბანკო ტერმინალით), რაც ართულებს
მომხმარებლისათვის საქონლის/მომსახურების დროულ სერვისს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობის
განმახორციელებელი პირის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს
მომხმარებლებთან მხოლოდ ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას წარმოებს შესაბამისი
მონაცემების აღრიცხვა საკონტროლო-სალარო აპარატით. გადასახადის გადამხდელის
მიერ საქონლის მიწოდებით ან/და მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლების
რეალური
მოცულობის
დადგენის
საკონტროლო-სალარო აპარატია,
ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი
საშუალება
რომლის მეშვეობით, საქართველოს ფინანსთა
მინისტრის მიერ დადგენილი წესით
შემოსავლების
სამსახურს.
მონაცემები ონლაინ რეჟიმში გადაეცემა
თანამედროვე
ტექნოლოგიების
განვითარებამ,
მომხმარებელს მისცა შესაძლებლობა საქონლის ან მომსახურეობის მიღებისას
ანგარიშსწორება განახორციელოს უნაღდო გადახდის გზით, პერსონიფიცირებული
საგადამხდელო საშუალებით - საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით. საქონლის
ან მომსახურების მიღებისას (მათ შორის ელექტრონული კომერციის ფარგლებში)
საბანკო პლასტიკური ბარათით წარმოებული გადახდები, რომელიც არ აღირიცხება
საკონტროლო-სალარო აპარატით,
მნიშვნელოვნად აღემატება ნაღდი ფულით
ანგარიშსწორების მაჩვენებელს და შესაბამისად, პროექტით გათვალისწინებულია ა
ისეთი ტიპის უნივერსალური სალარო აპარატის შემოღება, რომლის მეშვეობითაც
შემოსავლების სამსახური შეძლებს, როგორც ნაღდი ფულით, ასევე, უნაღდო ფორმით
(საგადახდო
ბარათის
მეშვეობით)
ანგარიშსწორებისას
განხორციელებული
ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის მიღებას. ამასთან, ყველა ტიპის ტერმინალი
(უნაღდო ანგარიშსწორებისთვის განკუთვნილი) და ნაღდი ანგარიშსწორებისთვის
განკუთვნილი სალარო გაერთიანებული იქნება ერთ მოწყობილობაში.
2. საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციის (გადასახადის გადამხდელთა
მომსახურების ერთ-ერთი სახის), ასევე მისი ტექნიკური მომსახურების სფეროში
არსებული პრაქტიკა ქმნის აუცილებლობას, რომ რეგისტრაციის პროცესს მიეცეს
ორგანიზებული/ცენტრალიზებული ხასიათი, რაც გაამარტივებს და სრულყოფილს
გახდის
მოცემულ
ეკონომიკური
სერვისს
გადასახადის
გადამხდელებისათვის.
საქმიანობის
ობიექტებზე
შესაძლებელს
მათ
გახდის
შორის,
ერთეული
(კონკრეტული) მოწყობილობით ანგარიშსწორების ოპერაციის განხორციელებასა და
აღრიცხვას, როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
საქონლის ან მომსახურების მიღებისას საბანკო პლასტიკური ბარათით
წარმოებული გადახდების შესახებ მონაცემები აღირიცხება საკონტროლო სალარო
აპარატით, ეკონომიკური საქმიანობის ობიექტებზე შესაძლებელი იქნება ერთეული
(კონკრეტული) მოწყობილობით ანგარიშსწორების ოპერაციის აღრიცხვა, როგორც
ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. საკონტროლო-სალარო აპარატის
რეგისტრაციის და მისი ტექნიკური მომსახურების პროცესი გამარტივდება და გახდება
ცენტრალიზებული. შედეგად შემოღებულ იქნება უნივერსალური ტიპის
სალარო
აპარატი, რომლის მეშვეობითაც შემოსავლების სამსახური შეძლებს, როგორც ნაღდი
ფულით,
ასევე,
ანგარიშსწორებისას
უნაღდო
ფორმით
განხორციელებული
(საგადახდო
ბარათის
მეშვეობით)
ტრანზაქციების
შესახებ
ინფორმაციის
მიღებას. ამასთან, ყველა ტიპის ტერმინალი (უნაღდო ანგარიშსწორებისთვის
განკუთვნილი)
და
ნაღდი
ანგარიშსწორებისთვის
განკუთვნილი
სალარო
გაერთიანებული იქნება ერთ მოწყობილობაში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი პროექტით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლს
ემატება ახალი ნაწილი, რომლითაც განიმარტება საკონტროლო-სალარო აპარატი,
რომელიც საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, განხილული იქნება, როგორც ელექტრონული პროგრამული უზრუნველყოფა ან/და ტექნიკური მოწყობილობა,
რომელიც საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს უზრუნველყოფს საბარათე
გადახდის ოპერაციის განხორციელებასა და მომხმარებელთან როგორც ნაღდი ფულით
ანგარიშსწორების, ისე საბარათე გადახდის ოპერაციის შესახებ შესაბამისი მონაცემების
აღრიცხვას, შენახვას და საგადასახადო ორგანოსათვის გადაცემას.
ცვლილება შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის
პირველი ნაწილის ,,ლ“
ქვეპუნქტს, საიდანაც ამოღებულ იქნა მითითება ნაღდი
ფულით ანგარიშსწორებისათვის დასაშვები მოდელების სახელმწიფო რეესტრთან
დაკავშირებით. ახალი რედაქციით ყალიბდება 259-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის
თანახმად, კეთდება ხაზგასმა, რომ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი
პირის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი
ფულით
ან
საბარათე
გადახდის ოპერაციით
ანგარიშსწორებისას
შესაბამისი
მონაცემები აღირიცხება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით. ამასთან, ამავე
მუხლს ემატება მე-5 - მე-7 ნაწილები, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის
საკონტროლო-სალარო აპარატით და ელექტრონული კომერციის ტერმინალით
უზრუნველყოფასა და მის ტექნიკურ მომსახურებას განახორციელებს საქართველოს
მთავრობის
მიერ
შექმნილი
კომისიის
მიერ
შერჩეული
პირი.
კომისიის
შემადგენლობაში მონაწილეობას მიიღებენ სსიპ შემოსავლების სამსახური და სსიპ
საქართველოს ეროვნული ბანკი. აღნიშნული პირისათვის გადასახადის გადამხდელის
მიერ გადასახდელი მომსახურების საფასურის ოდენობა და მისი გადახდის წესი და
პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
უნაღდო ანგარიშსწორების აღურიცხველობის სანქცირების მიზნებისთვის
ცვლილება ეხება 281-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებსაც.
კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლს
ემატება გარდამავალი დებულებები, რომლის თანახმად, 2027 წლის 1 იანვრიდან
საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციას დაექვემდებარება მხოლოდ მე-8 მუხლის 57-ე
ნაწილით გათვალისწინებული ახალი ტიპის საკონტროლო-სალარო აპარატი. ამასთან,
კეთდება ხაზგასმა, რომ გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილი იქნება 2028 წლის
1 მაისამდე მომხმარებელთან ანგარიშსწორებისას გამოიყენოს 2027 წლის 1 იანვრამდე
რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული
ქვეპუნქტი
არ
გამოიყენება
წარმოდგენილ
კანონპროექტთან
მიმართებით (წარმოდგენილი კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს
მთავრობის მიერ)
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტის ამოქმედება გათვალისწინებულია შემდეგ ეტაპებად, კერძოდ:
კანონპროექტის ის დებულებები, რომელიც ითვალისწინებს გადასახადის
გადამხდელის
საკონტროლო-სალარო
აპარატით
უზრუნველყოფისა
და
მისი
ტექნიკური მომსახურების განმახორციელებელი პირის შერჩევას, აგრეთვე, დებულება,
რომელიც ითვალისწინებს პირისათვის გადასახდელი მომსახურების საფასურის
ოდენობის, მისი გადახდის წესისა და პირობების საქართველოს მთავრობის
დადგენილებით განსაზღვრას, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.
კანონპროექტის დანარჩენი დებულებები ამოქმედდება 2027 წლის 1 იანვრიდან.
აღნიშნულ პერიოდამდე საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს გადასახადის
გადამხდელის
საკონტროლო-სალარო
აპარატით
უზრუნველყოფისა
და
მისი
ტექნიკური მომსახურების განმახორციელებელი პირის შერჩევის წესის განსაზღვრას
და შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკისა და შემოსავლების სამსახურის მიერ
უზრუნველყოფილ
აპარატით
იქნება
გადასახადის
უზრუნველყოფისა
და
გადამხდელის
მისი
საკონტროლო-სალარო
ტექნიკური
მომსახურების
განმახორციელებელი პირის შერჩევა. ამასთან, აღნიშნულ პერიოდამდე, საქართველოს
მთავრობა,
ასევე
უზრუნველყოფს
პირისათვის
გადასახდელი
მომსახურების
საფასურის ოდენობის, მისი გადახდის წესისა და პირობების განსაზღვრას.
რაც შეეხება, ამჟამად მოქმედი საკონტროლო-სალარო აპარატების მოქმედების,
ასევე, აღნიშნული აპარატების ჩანაცვლების ვადებს, განხორციელდება ეტაპობრივად,
კერძოდ, პროექტის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ეტაპების შესაბამისად.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება
(თუ
ინიციატორი
ითხოვს
კანონპროექტის
დაჩქარებული
წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალო ვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). მასში აღინიშნება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დაფინანსების საჭიროებას.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი
არ
მოახდენს
გავლენას
სახელმწიფო,
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის
ნაწილზე, ვინაიდან, პროექტი შინაარსობრივად არ
ავტონომიური
ბიუჯეტის ხარჯვით
ითვალისწინებს საბიუჯეტო
სახსრების გამოყოფას.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოშობას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ
პირებზე
გავლენის
ბუნებისა
და
მიმართულების
მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს
პირდაპირი გავლენა:
გადასახადის
გადამხდელებს
მოუწევთ
არსებული
საკონტროლო-სალარო
აპარატების ახლით ჩანაცვლება, ასევე, შერჩეული პირისათვის მომსახურების
საფასურის გადახდა, გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება მთავრობის
გადაწყვეტილებაზე.
კანონპროიექტით
მეშვეობით
ავტომატიზებული
საქმიანობის
ან
განმახორციელებელი
მექანიკური
პირები
მოწყობილობების
ვალდებული
იქნებიან
გამოიყენონ საკონტროლო-სალარო აპარატები.
ასევე, კანოპროექტი გავლენას იქონიებს არსებულ საკონტროლო-სალარო
აპარატების მიმწოდებელ პირებზე, ვინაიდან ეტაპობრივად მოხდება მათი ჩანაცვლება
ახლით, ამასთან, დადებით ფინანსურ გავლენას იქონიებს საკონტროლო-სალარო
აპარატით
და
ელექტრონული
კომერციის
ტერმინალით
უზრუნველყოფის
განმახორციელებელ პირზე, ხოლო ფინანსური გავლენის ოდენობა დამოკიდებული
იქნება მთავრობის მიერ შექმნილი კომისიის მიერ დადგენილ პირობებზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრა.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სტანდარტებთან.მასში აღინიშნება:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
სამართლებრივ
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მრავალმხრივ
მიმართება
ხელშეკრულებებთან
ხელშეკრულების/შეთანხმების
და
არსებობის
საქართველოს
ორმხრივ
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
შემთხვევაში,
რომელსაც
უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში
აღინიშნება:
დ.ა)
სახელმწიფო,
(დაწესებულება),
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: პაატა
კვიჟინაძე, ირაკლი ხელაძე, ბეჟან წაქაძე, ზურაბ რურუა, გიორგი ბარვენაშვილი, ლევან
მაჭავარიანი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: პაატა
კვიჟინაძე, ირაკლი ხელაძე, ბეჟან წაქაძე, ზურაბ რურუა, გიორგი ბარვენაშვილი, ლევან
მაჭავარიანი.