„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
17.06.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ხელაძე, ბეჟან წაქაძე, ზურაბ რურუა, გიორგი ბარვენაშვილი, ლევან მაჭავარიანი
ნომერი
#353/3-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-22
ბიუროს ნომერი 151

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 200020000.05.001.016788) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის: ა) „ჰ35“ პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ36“ პუნქტი: „ჰ36) წმინდა ანაზღაურება - გადახდების, ფასდაკლებების ან წამახალისებელი ანაზღაურების მთლიანი წმინდა ოდენობა, რომელსაც ემიტენტი იღებს საბარათე სქემისგან, ექვაირერისგან ინსტრუმენტით ან ნებისმიერი განხორციელებულ სხვა გადახდის შუამავლისგან ოპერაციებთან საბარათე ან მათთან დაკავშირებულ საქმიანობიდან გამომდინარე.“. 2. 131 მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების ის პროვაიდერი, რომელსაც შეარჩევს საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი კომისია, შემოსავლების სამსახური და რომლის შემადგენლობაში მონაწილეობენ სსიპ სსიპ საქართველოს ეროვნული ბანკი, გარდა ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისა და ამ მუხლის უფლებამოსილია პირველი პუნქტით განახორციელოს გათვალისწინებული საქართველოს საქმიანობისა, მთავრობის მიერ დადგენილებით განსაზღვრული, საკონკურსო პირობებით გათვალისწინებული საქმიანობა. აღნიშნული სუბიექტი აწვდის პოს-ტერმინალებს, მათ შორის, ელექტრონული კომერციის ტერმინალებს და მასთან დაკავშირებულ მომსახურებას საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ სავაჭრო/მომსახურების ობიექტებს და ელექტრონული კომერციის ობიექტებს, მათ შორის, სავაჭრო პლატფორმებს და სავაჭრო პლატფორმის ორგანიზატორებს.” 3. 341 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 342 მუხლი: „მუხლი 342. ურთიერთგაცვლის საკომისიო „1. ურთიერთგაცვლის საკომისიოს ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს თითოეული გადახდის ოპერაციის ღირებულების 0,3%-ს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზედა ზღვრის რეგულირების მიზნებისთვის, ნებისმიერი შეთანხმებული ანაზღაურება, მათ შორის წმინდა ანაზღაურება, რომელსაც გააჩნია ურთიერთგაცვლის საკომისიოს ექვივალენტური მიზანი ან ეფექტი და რომელსაც ემიტენტი იღებს საგადახდო ბარათის სქემისგან, ექვაირერისგან ან ნებისმიერი სხვა შუამავლისგან საგადახდო ტრანზაქციებთან ან დაკავშირებულ საქმიანობასთან მიმართებით, განიხილება ურთიერთგაცვლის საკომისიოს ნაწილად. 3. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ ყველა გადახდის ოპერაციაზე, მათ შორის, ადგილობრივი და უცხოური საგადახდო სქემით შესრულებულ ოპერაციებზე, გარდა უცხოური საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ გამოშვებული საგადახდო ინსტრუმენტით შესრულებული ოპერაციებისა. 4. საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს, საგადახდო სქემებს და სხვა დაკავშირებულ მხარეებს არ აქვთ უფლება გამოიყენონ ისეთი პრაქტიკა, რომელიც მიზნად ისახავს ურთიერთგაცვლის საკომისიოსთვის დაწესებული შეზღუდვის გვერდის ავლას ან/და აქვს ამგვარი ეფექტი, მათ შორის, საკომისიოების გადაკლასიფიცირება, რამდენიმე საკომისიოდ ფორმირება, ახალი ტიპის საკომისიოს დაწესება და სხვა.“ მუხლი 2. 1. ეს კანონი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს საგადახდო ბაზარზე უნაღდო ანგარიშსწორების წილის ზრდამ გამოკვეთა სტრუქტურული ხასიათის გამოწვევები. კერძოდ, საცალო ვაჭრობისა და მომსახურების სექტორს საბარათე ოპერაციების მიღებისას უწევს ფინანსური ხარჯის გაღება. ამ ხარჯის დიდ კომპონენტს წარმოადგენს ურთიერთგაცვლის საკომისიო. ევროპის კავშირის პარლამენტმა, 2015 წელს მიიღო რეგულაცია 2015/751 საბარათე ტრანზაქციებისთვის ურთიერთგაცვლის საკომისიოს შესახებ 1 და მე-3 და მე-4 მუხლებით დაადგინა ურთიერთგაცვლის საკომისიოების ზედა ზღვრები საბარათე ტრანზაქციებისთვის. ასევე, წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს ეფექტურ სამართლებრივ ბარიერებსა და ანტი-ევაზიურ მექანიზმებს მხარეებისთვის ისეთი პრაქტიკის განხორციელების აღსაკვეთად, რაც კანონპროექტით შემოთავაზებული ზედა ზღვრისგან თავის არიდებას ითვალისწინებს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები ეხება ურთიერთგაცვლის საკომისიოს რეგულირებასა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან დაკავშირებით რეგულაციების დაზუსტებას. „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების რეგულირებისა და მონაწილეების, საგადახდო მხარეების, ზედამხედველობის საგადახდო პრინციპებს, მომსახურების მომსახურების საგადახდო სისტემის განხორციელებაში ჩართული მომხმარებლების უფლებებს, Regulation (EU) 2015/751 of the European Parliament and of the Council of 29 April 2015 on interchange fees for card-based payment transactions https://eur-lex.europa.eu/eli/reg/2015/751/oj/eng ; 1 ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს, შესაბამისად აუცილებელია ცვლილება განხორციელდეს აღნიშნულ კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: ურთიერთგაცვლის საკომისიოს ზედა ზღვრის დადგენა რიგ შემთხვევებში შეამცირებს ობიექტების მიერ გადასახდელ საკომისიოს. ასევე „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება ხორციელდება საქართველოს კანონში საგადასახადო კოდექსში ცვლილებიდან გამომდინარე და კანონპროექტის მიღებით, ფართოვდება საგადახდო მომსახურების პროვაიდერთა ნებადართული საქმიანობების ჩამონათვალი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით „საგადახდო სისტემებისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება 342 მუხლი რომელიც განსაზღვრავს ურთიერთგაცვლის საკომისიოს ზედა ზღვარს. ასევე საგადასახადო კოდექსში ცვლილებებიდან გამომდინარე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის მიერ, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით შერჩეულ საგადახდო მომსახურების რეგისტრირებულ პროვაიდერს გაუფართოვდება ნებადართული საქმიანობების ჩამონათვალი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული მიმართებით ქვეპუნქტი არ (წარმოდგენილი გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტი არ არის კანონპროექტთან ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ) ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შევა 2027 წლის 1 იანვრიდან, რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების ამგვარი ვადების დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): მოთხოვნილი არ არის კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). მასში აღინიშნება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დაფინანსების საჭიროებას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: ურთიერთგაცვლის საკომისიოს ზედა ზღვრის 0,3%-მდე შემცირება მნიშვნელოვნად შეამცირებს სავაჭრო/მომსახურების ობიექტების საოპერაციო ხარჯებს საბარათე ტრანზაქციების მიღებისას. ურთიერთგაცვლის საკომისიოს ზედა ზღვრის დადგენის შედეგად, სავაჭრო/მომსახურების ობიექტებისთვის შესაძლოა გაიზარდოს მათი მოგება. კანონპროექტის სახელმწიფო ბიუჯეტზე გავლენა დამოკიდებულია მომავალში საგადახდო ოპერაციების ოდენობასა და ზომაზე, კერძოდ, როგორ შეეცვლებათ ხარჯები და შემოსავლები მერჩანტებსა და საბარათე ინსტრუმენტის გამომშვებ სუბიექტებს. კანონპროექტს გავლენა არ ექნება ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტით ურთიერთგაცვლის საკომისიოზე 0,3%-იანი მაქსიმალური ზედა ზღვრის დაწესება სავაჭრო/მომსახურების პირდაპირ ფინანსურ გავლენას მოახდენს ობიექტებზე, რომლებსაც საბარათე ოპერაციების მიღებისას უწევთ ფინანსური ხარჯის გაღება. ფინანსური გავლენის ზომა უშუალოდ დამოკიდებულია ამ ობიექტების მიერ განხორციელებული საბარათე გადახდის ოპერაციების ოდენობასა და მოცულობაზე. კანონპროექტი ფინანსურ გავლენას მოახდენს საბარათე სქემებზე, ემიტენტებსა და ექვაირერებზე. მათ შეეზღუდებათ ურთიერთგაცვლის საკომისიოს სახით თითოეული გადახდის ოპერაციის ღირებულების 0,3%-ზე მეტის მიღება. გავლენის ზომა დამოკიდებული იქნება საგადახდო ოპერაციების ოდენობასა და ზომაზე. ასევე, კანოპროექტი დადებით ფინანსურ გავლენას იქონიებს პოს-ტერმინალების, მათ შორის, ელექტრონული კომერციის ტერმინალებისა და მასთან დაკავშირებულ მომსახურების მიმწოდებელ პირზე, ხოლო ფინანსური გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება მთავრობის მიერ შექმნილი კომისიის მიერ დადგენილ პირობებზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში აღინიშნება: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან მიმართება და საქართველოს ორმხრივ შეთანხმებებთან, და მრავალმხრივ აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ხელაძე, ბეჟან წაქაძე, ზურაბ რურუა, გიორგი ბარვენაშვილი, ლევან მაჭავარიანი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ხელაძე, ბეჟან წაქაძე, ზურაბ რურუა, გიორგი ბარვენაშვილი, ლევან მაჭავარიანი.