„მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„2006 წლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (შესწორებული) (MLC, 2006) 2022 წლის ცვლილებები“
- „2006 წლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (შესწორებული) (MLC, 2006) 2022 წლის ცვლილებები“ კონვენცია
- „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-08-31
ბიუროს ნომერი 155
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) 13.06.2023, სარეგისტრაციო კოდი:
400010020.05.001.020885) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.
მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ“ ქვეპუნქტი:
„ჩ) შრომის საერთაშორისო
მუდმივმოქმედი სამდივნო.“.
2.
ბიურო
-
შრომის
საერთაშორისო
ორგანიზაციის
მე-4 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები:
„კ) უზრუნველყოფს საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმებული
მეზღვაურების გარდაცვალების ფაქტის აღრიცხვასა და შრომის საერთაშორისო ბიუროს
გენერალური დირექტორისადმი ყოველწლიური ანგარიშის სახით წარდგენას;
ლ) უფლებამოსილია განახორციელოს იმ პირის ინსპექტირება, რომელიც ჩართულია
მეზღვაურთა დასაქმებაში და არ არის აღიარებული სააგენტოს მიერ.“.
3.
მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, იმ გემთან მიმართებით, სადაც ეკიპაჟის
უსაფრთხო
რაოდენობის
წევრებით
დაკომპლექტების
დოკუმენტით
გათვალისწინებულია 10 ან 10-ზე მეტი მეზღვაური, სააგენტო უფლებამოსილია
გარკვეული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვისა ან მომდევნო ნავსადგურში
შესვლამდე, გასცეს საშეღავათო ნებართვა, გემზე დროებით იმუშაოს მზარეულმა,
რომელიც არ ფლობს მზარეულის კვალიფიკაციას. ეს ნებართვა გაიცემა იმ პირობით, რომ
აღნიშნულ პირს გავლილი აქვს მომზადება ან ინსტრუქტაჟი პირადი ჰიგიენის, გემზე
საკვები პროდუქტის მომზადებისა და შენახვის წესებთან დაკავშირებით.“.
4.
მე-9 მუხლის:
ა) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 და 92 პუნქტები:
„91. სააგენტო აღიარების არმქონე საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის
გამოვლენის
მიზნით
ახორციელებს
ინსპექტირებას
დაინტერესებული
იდენტიფიცირებადი პირის განცხადების/შეტყობინების საფუძველზე ან საკუთარი
ინიციატივით „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ აღიარების არმქონე საკრუინგო
საქმიანობის განმახორციელებელი პირების ინსპექტირების განხორციელების წესის“
შესაბამისად.
92. ინსპექტირების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სააგენტოს დირექტორის
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;
ბ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირს დანერგილი უნდა ჰქონდეს
მეზღვაურთა დაზღვევის ან სხვა ეკვივალენტური საშუალებით დაცვის სისტემა
საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის ან გემთმფლობელის მიერ
შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად
მეზღვაურისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად. მეზღვაური, აღნიშნული
სისტემით გათვალისწინებული საკუთარი უფლებების შესახებ, უნდა იყოს
ინფორმირებული სამუშაოს დაწყებამდე ან სამუშაოს დაწყების პროცესში.“.
5. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:
„14. მეზღვაურს აქვს უფლება დროულ რეპატრიაციაზე იმ შემთხვევაშიც, როდესაც ის
ითვლება მიტოვებულად, როგორც ეს განსაზღვრულია ამ კანონის მე-18 მუხლის
პირველი პუნქტით. აგრეთვე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მიტოვებული
მეზღვაურების ჩანაცვლება კონვენციით განსაზღვრული უფლებების სრული დაცვით.“.
6. მე-19 მუხლს:
ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:
„81. გემთმფლობელი უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი გემებიდან
სასწრაფო სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე მეზღვაურთა დაუყოვნებლივ
გადასვლას ნაპირზე და მათთვის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში სათანადო
მკურნალობის ხელმისაწვდომობას.“;
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:
„13. რეისის დროს მეზღვაურის გარდაცვალების შემთხვევაში, თუ გარდაცვალების
ფაქტი დადგა საქართველოს ტერიტორიაზე ან ღია ზღვაში, როდესაც გემი შემდგომ
შედის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, სააგენტო, თავისი კომპეტენციის
ფარგლებში, ხელს უწყობს გემთმფლობელის მიერ ნეშტის ან ფერფლის რეპატრიაციას
მეზღვაურის ან მისი უახლოესი ნათესავის სურვილის შესაბამისად.“.
7. 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ამ კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გადაწყვეტილების გასაჩივრება მის აღსრულებას არ აჩერებს.“.
8. 31-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. სააგენტომ 2027 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს
მიერ აღიარების არმქონე საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირების
ინსპექტირების განხორციელების წესი.“.
მუხლი 2.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა,
ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2027 წლის 1
იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის
კონვენციაში“ (MLC, 2006) (შემდგომში - კონვენცია) შევიდა ცვლილებები, რომლებიც
დამტკიცდა 2022 წელს
და ძალაში შევიდა 2024 წლის დეკემბერს. ვინაიდან,
საქართველო აღნიშნული კონვენციის წევრი სახელმწიფოა, მას ეკისრება ვალდებულება
როგორც კონვენციით დადგენილი ნორმები, ასევე მასში შესული ცვლილებები ასახოს
ეროვნულ
კანონმდებლობაში.
აღნიშნული
კონვენციით
გათვალისწინებულ
მეზღვაურთა შრომითი უფლებების დაცვას საქართველოში აწესრიგებს „მეზღვაურთა
შრომის შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდგომში - კანონი). კანონის დღეისთვის
მოქმედი რედაქცია კი არ ითვალისწინებს მეზღვაურთათვის იმ დამატებით დამცავ
მექანიზმებს, რომლებიც ზემოაღნიშნული ცვლილებებით არის უზრუნველყოფილი.
შესაბამისად, კანონის ტექსტი ნაწილობრივ შეუსაბამობაში მოდის კონვენციის
განახლებულ
ნორმებთან და საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო
ვალდებულებასთან.
„მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-11 პუნქტი
ითვალისწინებს ჯარიმას იმ შემთხვევაში, თუ მეზღვაურს ასაქმებს ისეთი საკრუინგო
საქმიანობის განმახორციელებელი პირი, რომელიც სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის
სააგენტოს მიერ აღიარებული არ არის, ან თუ მეზღვაური საკრუინგო საქმიანობის
განმახორციელებელი პირის მიერ დასაქმებულია ამ კანონის მე-9 მუხლით
გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევით. თუმცა, კანონის მოქმედი რედაქცია არ
ითვალისწინებს ზემოაღნიშნული დარღვევის გამოსავლენად შესაბამის პროცედურულ
წესსა და პირობებს. აგრეთვე, დაინტერესებული პირის განცხადების ან შეტყობინების
გარეშე, აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმხილველი ორგანო
სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომ - სააგენტო) მოკლებულია
შესაძლებლობას საკუთარი ინიციატივით დაიწყოს მოკვლევა და გამოავლინოს
სამართალდარღვევის ფაქტი. ყოველივე ეს გარემოება კი აფერხებს სააგენტოს, რომ
სრულყოფილად შეასრულოს კანონით განსაზღვრული მასზე დაკისრებული
უფლებამოსილებები და ვალდებულებები.
შესაბამისად, კანონპროექტის მიზანია:
კონვენციის განახლებულ ტექსტთან კანონის შესაბამისობაში მოყვანა და საქართველოს,
როგორც
დროშის
სახელმწიფოს,
მიერ
კონვენციით
გათვალისწინებული
ვალდებულებების ეფექტიანი შესრულების უზრუნველყოფა;
საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე მომუშავე პირებისთვის შრომითი და
სოციალური დაცვის მექანიზმების გაძლიერება, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და
მათი საერთაშორისოდ აღიარებული თანამედროვე სტანდარტებით უზრუნველყოფა;
საჭირო ინსპექტირების წესის შემუშავება სამართალდარღვევის გამოსავლენად;
სააგენტოსთვის უფლებამოსილების მინიჭება საკუთარი ინიციატივით დაიწყოს
მოკვლევა ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის გამოსავლენად.
კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს სამართლებრივი რეგულირების დახვეწას,
სამართლებრივი სიცხადის გაზრდას და ხელს შეუწყობს მეზღვაურთა შრომითი და
სოციალური უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა, მისი არსიდან გამომდინარე,
საჭიროებს შესაბამისი ცვლილების განხორციელებას „მეზღვაურთა შრომის შესახებ“
საქართველოს კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, აღმოიფხვრება კანონსა და კონვენციის განახლებულ
ნორმებს შორის შეუსაბამობა, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს კონვენციის
განახლებული ნორმების ეროვნულ დონეზე იმპლემენტირების საერთაშორისო
ვალდებულების შესრულებას. აგრეთვე, აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს
ქართველი მეზღვაურების სოციალური და შრომითი უფლებების დაცვის გარანტიების
გაზრდას. კერძოდ, დამატებით მოწესრიგდება მეზღვაურთათვის ფინანსური
უზრუნველყოფის გარანტიების, დროებით მომუშავე მზარეულისთვის საშეღავათო
ნებართვის გაცემის, მიტოვებული მეზღვაურების რეპატრიაციის უფლებისა და
დროული სამედიცინო მომსახურების გაწევის საკითხები.
ასევე, განისაზღვრება კანონის 29-ე მუხლის მე-11 პუნქტის სამართალდარღვევის
გამოსავლენად საჭირო ინსპექტირების წესები, კერძოდ, გაიწერება თუ რა საფუძვლით
შეუძლია ინსპექტირების განხორციელება სააგენტოს, რაც უზრუნველყოფს ამ
საკითხთან დაკავშირებით სამართლებრივ სიცხადესა და განსაზღვრულობას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგ ცვლილებებს:
კანონს ემატება ნორმა, რომელიც ადგენს „შრომის საერთაშორისო ბიუროს“
განმარტებას.
აგრეთვე, სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილებებს
ემატება ქვეპუნქტები, რომელთა მიხედვითაც სააგენტო დამატებით უზრუნველყოფს
მეზღვაურთა გარდაცვალების ფაქტის აღრიცხვასა და ინსპექტირების განხორცილებას.
ცვლილება უზრუნველყოფს გემზე არაკვალიფიციური მზარეულისთვის
დროებითი საშეღავათო ნებართვის გაცემას, შესაბამისი პირობების დაცვით.
კანონპროექტით უზრუნველყოფილია, მეზღვაურების ინფორმირება
მათთვის ფინანსური უზრუნველყოფის გარანტიების შესახებ დასაქმებამდე ან/და
შერჩევის პროცესში.
კანონპროექტი, ასევე განსაზღვრავს სააგენტოს მიერ აღიარების არმქონე
საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიმართ ინსპექტირების
განხორციელების უფლებამოსილებასა და საფუძვლებს.
ამასთან, კანონის ნორმა, რომელიც ეხება მეზღვაურთა რეპატრიაციის
საკითხს, ემატება პუნქტი, რაც დამატებით უზრუნველყოფს მიტოვებული მეზღვაურის
დროულ რეპატრიაციას და მის ჩანაცვლებას კონვენციით განსაზღვრული უფლებების
სრული დაცვით.
გარდა ამისა, კანონის ემატება ნორმა, რომელიც შეეხება სასწრაფო
სამედიცინო დახმარების მქონე მეზღვაურთათვის ნაპირზე შეუფერხებელი
გადმოსვლისა და სათანადო მკურნალობის მიზნით, სამედიცინო დაწესებულებასთან
წვდომის უზრუნველყოფას. ამავე მუხლს ემატება პუნქტი, რომელიც ეხება რეისის დროს
გარდაცვლილი მეზღვაურის ნეშტის ან ფერფლის რეპატრიაციის პროცედურულ და
სამართლებრივ ხელშეწყობას.
ცვლილების შესაბამისად, მეზღვაურის შრომის პირობების დარღვევის
მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების
გასაჩივრება არ შეაჩერებს მის აღსრულებას.
კანონპროექტის მიხედვით, სააგენტოს ეკისრება ვალდებულება, რომ 2027
წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ
აღიარების არმქონე საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირების
ინსპექტირების განხორციელების წესი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი,
გარდა
საკრუინგო
საქმიანობის
განმახორციელებელი
პირების
ინსპექტირებასთან დაკავშირებული ნორმებისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე,
ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და
მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ხოლო, საკრუინგო საქმიანობის
განმახორციელებელი
პირების
ინსპექტირებასთან
დაკავშირებული
ნორმები
ამოქმედდება 2027 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან, სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის
სააგენტომ აღნიშნულ პერიოდამდე უნდა დაამტკიცოს „საზღვაო ტრანსპორტის
სააგენტოს მიერ აღიარების არმქონე საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი
პირების ინსპექტირების განხორციელების წესი. ამასთან, კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსების წყაროა სსიპ - საზღვაო
ტრანსპორტის სააგენტოს ბიუჯეტი.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას შესაძლოა გავლენა ჰქონდეს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე, ამასთან კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
კანონპროექტის მიხედვით, დგინდება სააგენტოს უფლებამოსილება უკიდურესი
აუცილებლობისას გასცეს საშეღავათო ნებართვა, გემზე მზარეულის კვალიფიკაციის არ
მქონე პირის დასაქმებასთან დაკავშირებით. აღნიშნულს შესაძლოა დადებითი
ფინანსური გავლენა ჰქონდეს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებზე, ვინაიდან
საშეღავათო ნებართვის მოქმედების პერიოდში გემზე დასაქმებული მზარეულის
კვალიფიკაციის არ მქონე იმ პირის ანაზღაურებიდან, რომელიც საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება დაბეგვრის ობიექტს, 20% საშემოსავლო
გადასახადის სახით, მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში.
თუ საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი სააგენტოს აღიარების გარეშე
ახორციელებს საქმიანობას, კანონის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებულია ჯარიმა
29-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად. ასევე, კანონის მოქმედი რედაქციით პირს
შეუძლია გაასაჩივროს კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების
შესახებ სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება. ამ შემთხვევაში
სამართალდარღვევის ოქმით დაწესებული ჯარიმის გადახდის ვადის დინება ჩერდება
სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. ხოლო წარმოდგენილი
ცვლილებით, კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების
თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრება მის აღსრულებას არ აჩერებს. შესაბამისად,
აღნიშნული გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
ვინაიდან სამართალდამრღვევებს ჯარიმის გადახდა მოუწევთ დადგენილების
გასაჩივრების შემთხვევაშიც. გავლენის კონკრეტული ოდენობა კი დამოკიდებული
იქნება ჯარიმის ოდენობასა და სამართალდარღვევის რაოდენობაზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტს
არ
ექნება
ფინანსური
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე,
ვინაიდან, ხარჯები დაფინანსდება
ბიუჯეტიდან.
სსიპ
-
საზღვაო
ტრანსპორტის
სააგენტოს
კანონპროექტის მიხედვით, განიმარტა შრომის საერთაშორისო ბიურო, რომელიც
წარმოადგენს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მუდმივმოქმედი სამდივნოს.
კანონპროექტის შესაბამისად, სააგენტოს უჩნდება
ვალდებულება უზრუნველყოს
საქართველოს
დასაქმებული
დროშის
ქვეშ
მცურავ
გემებზე
მეზღვაურების
გარდაცვალების ფაქტის აღრიცხვა და შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალური
დირექტორისადმი ყოველწლიური ანგარიშის სახით წარდგენა. ამასთან, საქართველოს
აღნიშნულ ბიუროში არც საწევრო და არც რაიმე დამატებითი საფასურის გადახდა არ
უწევს, ხოლო ინფორმაციის აღრიცხვა და წარდგენა განხორციელდება სსიპ - საზღვაო
ტრანსპორტის სააგენტოს არსებული ადამიანური რესურსით, დამატებითი საბიუჯეტო
ხარჯების გარეშე.
ამასთან, კანონპროექტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილი ხდება განახორციელოს
იმ საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის
ინსპექტირება, რომელიც
ჩართულია მეზღვაურთა დასაქმებაში და არ არის აღიარებული სააგენტოს მიერ.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ფუნქციებს სააგენტო განახორციელებს არსებული
ადამიანური და მატერიალური რესურსის ფარგლებში და არ საჭიროებს სახელმწიფო
ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს,
აგრეთვე კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში
არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
აღნიშნული კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფინანსური შედეგები იმ
პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტი.
როგორც უკვე აღინიშნა, თუ საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი
სააგენტოს აღიარების გარეშე ახორციელებს საქმიანობას, კანონის მოქმედი რედაქციით
გათვალისწინებულია ჯარიმა 29-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად. ასევე, კანონის
მოქმედი რედაქციით პირს შეუძლია გაასაჩივროს კანონის 29-ე მუხლით
გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების შესახებ სამართალდარღვევის საქმეზე
მიღებული დადგენილება. ამ შემთხვევაში სამართალდარღვევის ოქმით დაწესებული
ჯარიმის გადახდის ვადის დინება ჩერდება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების
გამოტანამდე.
განსაზღვრული
ხოლო
წარმოდგენილი
პასუხისმგებლობის
ცვლილებით,
დაკისრების
კანონის
თაობაზე
29-ე
მუხლით
გადაწყვეტილების
გასაჩივრება მის აღსრულებას არ აჩერებს. შესაბამისად, აღნიშნული გავლენას მოახდენს
სამართალდამრღვევების ფინანსებზე, ვინაიდან მათ ჯარიმის გადახდა მოუწევთ
დადგენილების გასაჩივრების შემთხვევაშიც. აღსანიშნავია, ვინაიდან დაჯარიმების
შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას, სასამართლოს
მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადახდილი
დაუბრუნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ჯარიმა
პირს
კანონპროქტის თანახმად, მეზღვაურს აქვს უფლება დროულ რეპატრიაციაზე იმ
შემთხვევაში,
როდესაც
ის
ითვლება
მიტოვებულად.
აღსანიშნავია,
რომ
რეპატრიაციასთან დაკავშირებული ხარჯების (მათ შორის, მგზავრობის, საკვების და
საცხოვრებლით
უზრუნველყოფის
ხარჯები)
დაფარვას,
როგორც
დღეის
მდგომარეობით,
ისე
წარმოდგენილი
კანონპროექტით,
უზრუნველყოფს
გემთმფლობელი. ხარჯების კონკრეტული ოდენობა კი დამოკიდებულია ყოველი
კონკრეტული
შემთხვევის
ინდივიდუალურ
მახასიათებლებზე.
შესაბამისად,
კანონპროექტს ამ ნაწილში არ ექნება ფინანსური გავლენა იმ პირებზე, რომელზეც
ვრცელდება ამ მუხლის მოქმედება.
ამასთან,
კანონპროექტი
შეეხება
რეისის
დროს
მეზღვაურის
გარდაცვალების
შემთხვევასაც, თუ გარდაცვალების ფაქტი დადგა საქართველოს ტერიტორიაზე ან ღია
ზღვაში, როდესაც გემი შემდგომ შედის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. როგორც
მოქმედი კანონმდებლობით, ისე წარმოდგენილი ცვლილებებით რეისის განმავლობაში,
მეზღვაურის გარდაცვალების შემთხვევაში გემთმფლობელია პასუხისმგებელი ნეშტის
ან/და ფერფლის გადასვენებისთვის საჭირო ხარჯების გაწევაზე. შესაბამისად,
აღნიშნული ცვლილება არ მოახდენს გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
კანონპროექტით დგინდება სააგენტოს უფლება, უკიდურესი აუცილებლობისას გასცეს
საშეღავათო ნებართვა, რომლის ფარგლებშიც (არა უმეტეს 1 თვისა ან მომდევნო
ნავსადგურში შესვლამდე) გემზე მზარეულად მუშაობის ნებართვა მიეცემა მზარეულის
კვალიფიკაციის არ მქონე პირს, იმ პირობით, რომ მას გავლილი აქვს
მომზადება/ინსტრუქტაჟი პირადი ჰიგიენის, გემზე საკვები პროდუქტის მომზადებისა
და შენახვის წესებთან დაკავშირებით. უკიდურესი აუცილებლობა დგინდება სააგენტოს
მიერ და დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული შემთხვევის ინდივიდუალურ
მახასიათებლებზე. აღნიშნული არ მოახდენს გავლენას სააგენტოს ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე, ვინაიდან უკიდურესი აუცილებლობის შეფასებასა და საშეღავათო ნებართვას
სააგენტო გასცემს არსებული ადამიანური და მატერიალური რესურსის ფარგლებში.
ამასთან, კანონპროექტს ამ ნაწილში არ ექნება გავლენა სააგენტოს შემოსავლებზე,
ვინაიდან საშეღავათო ნებართვების გაცემა არ არის დაკავშირებული საფასურებთან.
კანონპროექტმა ასევე შესაძლოა დადებითი ფინანსური გავლენა მოახდინოს იმ პირებზე,
რომელთაც არ აქვთ მზარეულის კვალიფიკაცია, ვინაიდან უკიდურესი აუცილებლობის
შემთხვევაში, გემზე დასაქმებულ პირებს შესაძლოა დაეკისროთ მზარეულის
ფუნქციების დროებით შესრულება. გავლენის კონკრეტული ოდენობა კი
დამოკიდებული იქნება
მახასიათებლებზე.
ყოველი
კონკრეტული
შემთხვევის
ინდივიდუალურ
როგორც აღინიშნა, საშეღავათო ნებართვის ასაღებად გემთმფლობელს არ სჭირდება
საფასურის გადახდა, ამასთან კანონპროექტი არ ითვალისწინებს მზარეულის ფუნქციის
დროებით შეთავსების მიზნით კვალიფიკაციის არმქონე პირის გადამზადების
ვალდებულებას. შესაბამისად,
მოცემული ცვლილება ასევე არ მოახდენს გავლენას
გემთმფლობელის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
არსებული რედაქციით, გემზე მზარეულის კვალიფიკაციის არ მქონე პირის დასაქმება
ითვალისწინებს
გემთმფლობელის
დაჯარიმებას
10
000
ლარი
ოდენობით.
კანონპროექტი ამ ნაწილში დადებით გავლენას მოახდენს გემთმფლობელის ფინანსურ
მდგომარეობაზე, ვინაიდან უკიდურესი აუცილებლობისას საშეღავათო ნებართვის
მოქმედების პერიოდში გემთმფლობელს ენიჭება უფლებამოსილება გემზე მზარეულად
დაასაქმოს ის პირი, რომელიც არ ფლობს შესაბამის კვალიფიკაციას და ეს არ გამოიწვევს
მის დაჯარიმებას. გავლენის კონკრეტული ოდენობა
აუცილებელი უკიდურესობის დადგომის სიხშირეზე.
დამოკიდებული
იქნება
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ეხება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღებას და არც მისი არსებული ოდენობის შეცვლას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ
ხელშეკრულებებს.
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტი მიიღება შესაბამისი კონვენციისა და მისი ცვლილებების მოთხოვნათა
იმპლემენტაციის მიზნით, კერძოდ, კანონპროექტის მომზადება უკავშირდება:
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის
კონვენციის“ A.3.2. სტანდარტის მე-6 პუნქტსა; და
2006 წლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (შესწორებული) (MLC, 2006) 2022 წლის
ცვლილებებს, კერძოდ:
ცვლილება კოდექსში 1.4 რეგულაციასთან დაკავშირებით - მეზღვაურთა შერჩევა და
შრომითი მოწყობა;
ცვლილება კოდექსში 2.5 რეგულაციასთან დაკავშირებით - რეპატრიაცია;
ცვლილება კოდექსში 4.1 რეგულაციასთან დაკავშირებით - სამედიცინო მომსახურება
გემის ბორტზე და ნაპირზე (სტანდარტი A4.1 - სამედიცინო მომსახურება გემის ბორტზე
და ნაპირზე, მე-5 და მე-6 პუნქტების დამატებასთან დაკავშირებით და გაიდლაინი
B4.1.4. - სამედიცინო დახმარება სხვა გემების მიმართ
თანამშრომლობა, 1(ლ) პუნქტის ცვლილებასთან დაკავშირებით;
და
საერთაშორისო
ცვლილება კოდექსში 4.3 რეგულაციასთან დაკავშირებით - ჯანმრთელობის დაცვა,
უსაფრთხოების უზრუნველყოფა და უბედური შემთხვევების პრევენცია (სტანდარტი
A4.3 – 5(ა) პუნქტის დამატებასთან დაკავშირებით).
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ - საზღვაო
ტრანსპორტის სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.