„საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„2006 წლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (შესწორებული) (MLC, 2006) 2022 წლის ცვლილებები“
- „2006 წლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (შესწორებული) (MLC, 2006) 2022 წლის ცვლილებები“ კონვენცია
- „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-08-31
ბიუროს ნომერი 155
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საზღვაო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი,
1997, გვ. 10) 66-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „41“ ქვეპუნქტი:
„41. უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია,
,,მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გარკვეული
ვადით, მაგრამ არაუმეტეს ერთი თვისა ან მომდევნო ნავსადგურში შესვლამდე, გასცეს
საშეღავათო ნებართვა, რომლის საფუძველზე გემზე მზარეულის მოვალეობის
დროებით შესრულება შესაძლოა დაევალოს პირს, რომელიც არ ფლობს მზარეულის
კვალიფიკაციას.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „მეზღვაურთა შრომის შესახებ“
საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებით, რომლებიც, თავის მხრივ,
მომზადდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 2006 წლის 23 თებერვლის
„საზღვაო შრომის კონვენციის“ (შემდგომში — კონვენცია) ნორმებთან ეროვნული
კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიზნით. ვინაიდან, საქართველო აღნიშნული
კონვენციის წევრი სახელმწიფოა, მას ეკისრება საერთაშორისო ვალდებულება,
უზრუნველყოს
კონვენციით
დადგენილი
სტანდარტების
სრული
ასახვა
შიდასახელმწიფოებრივ სამართლებრივ აქტებში.
„მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით, სხვა ცვლილებებთან
ერთად, გათვალისწინებულია კონვენციის A3.2 სტანდარტის მე-6 პუნქტით
განმტკიცებული გამონაკლისის იმპლემენტაცია, რაც გულისხმობს უკიდურესი
აუცილებლობის
შემთხვევებში,
გემზე
არასრული
კვალიფიკაციის
მქონე
მზარეულისთვის საშეღავათო ნებართვის გაცემას გარკვეული პირობების დაცვით.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს საზღვაო კოდექსის 66-ე მუხლი არეგულირებს
გემის მზარეულთან დაკავშირებულ საკითხებს, „მეზღვაურთა შრომის შესახებ“
საქართველოს კანონის პარალელურად, აუცილებელია საზღვაო კოდექსშიც
განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება.
შესაბამისად, კანონპროექტის მიზანია საქართველოს საზღვაო კოდექსის კონვენციის
ტექსტთან შესაბამისობაში მოყვანა და საქართველოს, როგორც დროშის სახელმწიფოს
მიერ
ნაკისრი
საერთაშორისო
ვალდებულებების
ეფექტიანი
შესრულების
უზრუნველყოფა. კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს სამართლებრივი
რეგულირების დახვეწას, საკანონმდებლო სიცხადის გაზრდას და უზრუნველყოფს
მეზღვაურთა შრომითი და სოციალური უფლებების დაცვას საერთაშორისო
სტანდარტების შესაბამისად.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა, მისი არსიდან გამომდინარე,
საჭიროებს შესაბამისი ცვლილების განხორციელებას საქართველოს საზღვაო კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად ჩამოყალიბდება სამართლებრივი საფუძველი, რომლის
საფუძველზეც უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელი გახდება გემზე
მზარეულის პოზიციაზე დროებით (არაუმეტეს ერთი თვისა ან მომდევნო ნავსადგურში
შესვლამდე) ისეთი პირის დაშვება, რომელიც არ ფლობს შესაბამის კვალიფიკაციას, თუმცა
მიღებული აქვს სპეციალური საშეღავათო ნებართვა. ეს ნებართვა გაიცემა იმ პირობით,
რომ აღნიშნულ პირს გავლილი აქვს მომზადება ან ინსტრუქტაჟი პირადი ჰიგიენის, გემზე
საკვები პროდუქტის მომზადებისა და შენახვის წესებთან დაკავშირებით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით, საქართველოს საზღვაო კოდექსის შესაბამის მუხლს ემატება ნორმა,
რომელიც უზრუნველყოფს გემზე კვალიფიკაციის არმქონე მზარეულისთვის დროებითი
საშეღავათო ნებართვის გაცემას, შესაბამისი პირობების დაცვით.
აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს კოდექსის ჰარმონიზაციას კონვენციისა და
„მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებთან.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი
ამოქმედდება
გამოქვეყნებისთანავე,
ვინაიდან,
მისი
ამოქმედებისათვის
დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული
ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსების წყაროა სსიპ - საზღვაო
ტრანსპორტის სააგენტოს ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტს არ ექნება ფინანსური გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
კანონპროექტის მიხედვით, დგინდება სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს
ვალდებულება
უზრუნველყოს
დროებით
გასცეს
საშეღავათო
ნებართვა
არაკვალიფიციურ მზარეულზე. აღნიშნულ ფუნქციას სააგენტო განახორციელებს
არსებული ადამიანური და მატერიალური რესურსის ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს,
აგრეთვე კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული
უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტით დგინდება სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფლება,
უკიდურესი აუცილებლობისას გასცეს საშეღავათო ნებართვა, რომლის ფარგლებშიც (არა
უმეტეს 1 თვისა ან მომდევნო ნავსადგურში შესვლამდე) გემზე მზარეულად მუშაობის
ნებართვა მიეცემა მზარეულის კვალიფიკაციის არ მქონე პირს, იმ პირობით, რომ მას
გავლილი აქვს მომზადება/ინსტრუქტაჟი პირადი ჰიგიენის, გემზე საკვები პროდუქტის
მომზადებისა და შენახვის წესებთან დაკავშირებით. უკიდურესი აუცილებლობა
დგინდება სააგენტოს მიერ და დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული შემთხვევის
ინდივიდუალურ მახასიათებლებზე. აღნიშნული არ მოახდენს გავლენას სააგენტოს
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან უკიდურესი აუცილებლობის შეფასებასა და
საშეღავათო ნებართვას სააგენტო გასცემს არსებული ადამიანური და მატერიალური
რესურსის ფარგლებში. ამასთან, კანონპროექტს ამ ნაწილში არ ექნება გავლენა სააგენტოს
შემოსავლებზე, ვინაიდან საშეღავათო ნებართვების გაცემა არ არის დაკავშირებული
საფასურებთან.
როგორც აღინიშნა, საშეღავათო ნებართვის ასაღებად გემთმფლობელს არ სჭირდება
საფასურის გადახდა, ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს მზარეულის ფუნქციის
დროებით შეთავსების მიზნით კვალიფიკაციის არმქონე პირის გადამზადების
ვალდებულებას. შესაბამისად, მოცემული ცვლილება ასევე არ მოახდენს გავლენას
გემთმფლობელის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ეხება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღებას და არც მისი არსებული ოდენობის შეცვლას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ
ხელშეკრულებებს.
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტი მიიღება კონვენციის მოთხოვნის იმპლემენტაციის მიზნით. კერძოდ,
კანონპროექტის მომზადება უკავშირდება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006
წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ A.3.2. სტანდარტის მე-6 პუნქტს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ - საზღვაო
ტრანსპორტის სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.