„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
07.08.2026
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#360/2-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-08-31
ბიუროს ნომერი 155

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-17 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს უფლებამოსილებების ხელშეკრულებით დელეგირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. სათანადო ხელშეკრულება იდება მუნიციპალიტეტსა და შესაბამის სამინისტროს/სახელმწიფო მინისტრს/სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებას შორის, ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით. ხელშეკრულებას ხელს აწერს მუნიციპალიტეტის მერი და ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო სრული შემადგენლობის უმრავლესობით.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. უფლებამოსილებების დელეგირებისას იმავე აქტით უნდა განისაზღვროს ის სამინისტრო/სახელმწიფო მინისტრი/სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას სახელმწიფო დარგობრივ ზედამხედველობას გაუწევს.“. 2. 96-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას/საქართველოს სამინისტროებს/სახელმწიფო მინისტრს ან/და საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას/საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებს მიმართოს ფინანსური დახმარების სახით კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნით. ამ მიმართვაში აღინიშნება კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნის საფუძველი და ტრანსფერის მოცულობა.“. 3. 98-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას/საქართველოს სამინისტროებს/სახელმწიფო მინისტრს ან/და საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას/საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებს მიმართოს ფინანსური დახმარების სახით სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნით. ამ მიმართვაში აღინიშნება სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნის საფუძველი და ტრანსფერის მოცულობა.“. 4. 130-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მუნიციპალიტეტის მიერ მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოა შესაბამისი სამინისტრო/სახელმწიფო მინისტრი/სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება, რომლის უფლებამოსილების დელეგირებაც განხორციელდა კანონის შესაბამისად ან საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი