„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
09.09.2026
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#366/2-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 82 ✗ 1
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-09-14
ბიუროს ნომერი 157

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 13.02.2004, მუხ. 7) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ამ კანონით განსაზღვრული აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების/დაწესებულებების/თანამდებობის პირების (გარდა სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებებისა, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი/მათი სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფოს პირდაპირი ან/და არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/მოქმედი საწარმოებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების საქმიანობის კოორდინაციის განხორციელებისა ხელშეწყობის, და საჯარო სამსახურის პრემიერ-მინისტრის მიერ სფეროში რეგიონული პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციისა და მთავრობის მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით იქმნება მთავრობის ადმინისტრაცია.“. 2. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „დ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას; ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის;“. 3. 241 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მთავრობის შემადგენლობაშია საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სახელმწიფო მინისტრის საქმიანობას უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.“. მუხლი 2. 1. რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბაზაზე ჩამოყალიბდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. 2. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გარდა სახელმწიფო რწმუნებულებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობების კოორდინაციისა და ხელშეწყობის ფუნქციისა, რომელიც გადაეცემა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გარდა სახელმწიფო რწმუნებულებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობების კოორდინაციისა და ხელშეწყობის ფუნქციისა, რომლის უფლებამონაცვლედაც განისაზღვროს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. 3. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მათ სისტემაში არსებული სხვა, შესაბამისი უწყებების საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი უწყებების მიერ ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. 4. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში დასაქმებული საჯარო მოხელეები უკონკურსოდ იქნენ გადაყვანილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში იმავე თანამდებობებზე, რომლებიც მათ ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის ეკავათ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში დასაქმებული საჯარო მოხელეები, მათ მიერ წერილობით გამოხატული თანხმობის შემთხვევაში, უკონკურსოდ იქნენ გადაყვანილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში იმავე თანამდებობებზე, რომლებიც მათ ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის ეკავათ საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში, ასეთი თანამდებობების არარსებობის შემთხვევაში − მათ ტოლფას, ხოლო ტოლფასი თანამდებობის არარსებობისას - მის თანამდებობაზე დაბალ თანამდებობებზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში საჯარო მოხელეს მიეცემა კომპენსაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა ამ პუნქტის ამოქმედებისთანავე შექმნას კომისია, რომელიც განსაზღვრავს ამ პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში დასაქმებული საჯარო მოხელეების ახალ თანამდებობაზე გადაყვანის საკითხს. კომისია ასევე წყვეტს ტოლფასი თანამდებობის ან პირის მის თანამდებობაზე დაბალ თანამდებობაზე გადაყვანის საკითხს. ამ პუნქტით გათვალისწინებული კომისია გადაწყვეტილებას იღებს საჯარო მოხელის მიერ განხორციელებული საქმიანობის, მისი ფუნქციების, მოვალეობებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით. 6. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 20 დღის ვადაში შექმნას კომისია, რომელიც თავის მიერ განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოფს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული საბალანსო მონაცემების მიხედვით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის გადასაცემი აქტივების, მიმდინარე ვალდებულებებისა და სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრას, განკარგვას და გადაცემას. ამ კომისიის სხვა უფლებამოსილებებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 7. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს (მხარჯავი დაწესებულებები) და მათ სისტემაში მოქმედი საბიუჯეტო ორგანიზაციების განკარგვაში არსებული „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება ენიჭებათ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამონაცვლე საბიუჯეტო ორგანიზაციებს (მხარჯავ დაწესებულებებს) და მათ სისტემაში შექმნილ საბიუჯეტო ორგანიზაციებს. საქართველოს მთავრობამ საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით უზრუნველყოს „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე საბიუჯეტო ორგანიზაციების განსაზღვრა. 8. ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული უფლებამონაცვლე უწყებების ჯამური საშტატო რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის ამოქმედებამდე „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საქართველოს რეგიონული სამინისტროს, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსა მთავრობის ადმინისტრაციის ჯამურ საშტატო რიცხოვნობას. და განვითარების საქართველოს 9. ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 10. ამ პუნქტის ამოქმედებისთანავე საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულება და საშტატო ნუსხა. 11. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადების შემთხვევაში ასახოს მასში ამ კანონიდან გამომდინარე ცვლილებები. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის პირველი- მე-4, მე-6მე-9 და მე-11 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის პირველი- მე-4, მე-6-მე-9 და მე-11 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი