„ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (36682-XIმპ, 09.09.2026) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- - საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ გამომდინარე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან (366/2-XIმპ, 09.09.2026). (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 82 ✗ 1
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
III მოსმენა
✓ 83 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
კანონი
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-09-14
ბიუროს ნომერი 157
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონში
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
01/07/2026,
სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.103216) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი
მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ნარჩენების მართვის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 12.01.2015, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.017608) 47-ე მუხლის:
ა) მე-7 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 ნაწილი:
„71. ამ კოდექსის 31-ე−34-ე, 37-ე და 38-ე მუხლებით გათვალისწინებულ იმ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს, რომლებიც ჩადენილია საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის
მართვაში არსებულ საავტომობილო გზაზე ან/და მის შემადგენელ ნაწილზე, ადგენს ამ
დეპარტამენტის
უფლებამოსილი
თანამშრომელი
შესაბამისი
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ჩადენის შემთხვევაში,
აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული უფლებამოსილი თანამშრომელი უშუალოდ
შეესწრება (დააფიქსირებს) ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს.“;
ბ) მე-11 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 ნაწილი:
„111. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს
საავტომობილო
გზების
დეპარტამენტის
უფლებამოსილ
თანამშრომელს
ამავე
დეპარტამენტის მართვაში არსებულ საავტომობილო გზაზე ან/და მის შემადგენელ ნაწილზე
ჩადენილ, ამ კოდექსის 31-ე−34-ე, 37-ე და 38-ე მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული
სახდელების დადების უფლება აქვს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ჩადენის შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ
აღნიშნული უფლებამოსილი თანამშრომელი უშუალოდ შეესწრება (დააფიქსირებს) ამ
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს.“;
გ) მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას და მისი
შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით
განსაზღვრავს შესაბამისად სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო,
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო,
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი