„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-09-14
ბიუროს ნომერი 157
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს
კანონის
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
28.07.2020,
სარეგისტრაციო კოდი: 280080020.05.001.020008) მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის
მე-4 პუნქტი:
„4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პერსონალური ასისტენტის სერვისით
უზრუნველყოფა ხორციელდება ამ კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული შესაბამისი
ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით, მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე.“.
მუხლი 2.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრმა 2026 წლის 3 დეკემბრამდე უზრუნველყოს „შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის
სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 18
თებერვლის №01-13/ნ ბრძანების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 3 დეკემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი