„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
09.09.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი
ნომერი
#368/3-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-09-14
ბიუროს ნომერი 157

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 81-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 34 ნაწილი: „34. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პერსონალური ასისტენტის სერვისის ფარგლებში პერსონალური ასისტენტის მიერ მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული ანაზღაურება იბეგრება 2 პროცენტით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პერსონალური ასისტენტი რეგისტრირებულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად.“. 2. 154-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ¹“ ქვეპუნქტი: „დ¹) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პერსონალური ასისტენტის სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაცია/საწარმო, რომელიც პერსონალურ ასისტენტს უხდის ამ კოდექსის 81-ე მუხლის 34 ნაწილით გათვალისწინებულ ანაზღაურებას – აღნიშნულ ანაზღაურებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პერსონალური ასისტენტი რეგისტრირებულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 3 დეკემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი