„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
09.09.2026
ავტორი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი − „საქპატენტი“
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#369/2-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-09-14
ბიუროს ნომერი 157

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5(12), 1999 წელი, მუხ. 22) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) იმ საქონლის ჩამონათვალს, რომლისთვისაც მოითხოვება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია. დასაშვებია საქონლის ჩამონათვალის უცხო ენაზე წარდგენა დანართის სახით, რომლის ქართული თარგმანი საქპატენტს წარედგინება განაცხადის შეტანის დღიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.“. 2. მე-11 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ აღადგინოს საქმის წარმოება განაცხადზე.“. 4. 151 მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საქპატენტი ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნებს. თუ საგანაცხადო მასალებს აკლია აღნიშნული პუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საბუთი, განმცხადებელი ვალდებულია 15 კალენდარული დღის ვადაში წარადგინოს ისინი. წინააღმდეგ შემთხვევაში საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას საქმის წარმოების ვადების ცვლილების შესახებ და განაცხადს განიხილავს ამ კანონის II თავით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში, დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარებისთვის გადახდილი საფასური ექვემდებარება დაბრუნებას, ხოლო განმცხადებელი ვალდებულია გადაიხადოს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისთვის განსაზღვრული საფასური საქპატენტის მიერ საქმის წარმოების ვადების ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ბიულეტენში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მონაცემების გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს სააპელაციო პალატაში/სასამართლოში წარადგინოს სააპელაციო საჩივარი/სარჩელი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით ამ კანონით განსაზღვრული წესით.“. 5. მე-16 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. ექსპერტიზის გადაწყვეტილების გასაჩივრება“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. განმცხადებელს არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საქონლის მთლიანი ჩამონათვალის ან მისი ნაწილის მიმართ შეუძლია გაასაჩივროს სააპელაციო პალატაში ან სასამართლოში მისი ოფიციალური გაცნობის დღიდან 3 თვის ვადაში.“; გ) 42 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მხოლოდ ადრინდელი უფლების მფლობელს, თუ არსებობს 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძველი.“; დ) 43 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „43. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში ადრინდელი სასაქონლო ნიშნის მფლობელი, რომელიც ასაჩივრებს საქპატენტის მიერ მიღებულ დადებით გადაწყვეტილებას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ, ვალდებულია, თუ ადრინდელი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თარიღიდან გასულია 5 წელზე მეტი, სააპელაციო პალატას წარუდგინოს მტკიცებულება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გათვალისწინებული სასაქონლო ნიშნის განაცხადის შეტანის ან პრიორიტეტის თარიღამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში სასაქონლო ნიშანი რეალურად გამოიყენებოდა საქართველოში იმ საქონლისთვის, რომლისთვისაც რეგისტრირებულია ეს სასაქონლო ნიშანი და რომელსაც ადრინდელი სასაქონლო ნიშნის მფლობელი უთითებს სააპელაციო საჩივრის საფუძვლად. სასაქონლო ნიშნის რეალური გამოყენების მტკიცებულების წარუდგენლობის ან მისი გამოუყენებლობის საპატიო მიზეზის მიუთითებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარზე საქმისწარმოება წყდება. თუ ადრინდელი სასაქონლო ნიშანი გამოიყენებოდა რეგისტრირებული საქონლის მხოლოდ ნაწილის მიმართ, სააპელაციო საჩივარზე საქმისწარმოების მიზნებისთვის მიიჩნევა, რომ ადრინდელი სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია საქონლის მხოლოდ შესაბამისი ნაწილისთვის.“; ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ან/და სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში გადაწყვეტილების ოფიციალური გაცნობის დღიდან 3 თვის ვადაში.“. 6. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ ამ კანონის მე-16 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სააპელაციო პალატაში ან სასამართლოში არ იქნება შეტანილი სააპელაციო საჩივარი ან სარჩელი, ან ამავე პუნქტების შესაბამისად შეტანილი სააპელაციო საჩივრის ან სარჩელის საფუძველზე მიღებულია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში, საქპატენტი არეგისტრირებს სასაქონლო ნიშანს სასაქონლო ნიშნების რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) და მონაცემებს რეგისტრირებული ნიშნის შესახებ აქვეყნებს ბიულეტენში.“. 7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 მუხლი: „მუხლი 181. წინასწარი ძიება 1. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს საქპატენტს წინასწარი ძიების მომსახურების მისაღებად, რათა დადგინდეს, არის თუ არა კონკრეტული სიმბოლოს ან სიმბოლოთა ერთობლიობის იდენტური სასაქონლო ნიშანი დაცული საქართველოში (საქპატენტში რეგისტრაციის ან საერთაშორისო რეგისტრაციის მოქმედების გავრცელების გზით) ან/და არის თუ არა საქპატენტში წარდგენილი განაცხადი იმავე სიმბოლოს ან სიმბოლოთა ერთობლიობის იდენტური სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ან/და საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე საქართველოში დაცვის მინიჭების მოთხოვნით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი საფასურის გადახდიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, საქპატენტი ატარებს წინასწარ ძიებას და შედეგს აცნობებს დაინტერესებულ პირს. 3. წინასწარი ძიებისთვის დადგენილი საფასური გადაიხდება მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა. ამ საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოთხოვნა დარჩება განუხილველი. 4. წინასწარი ძიების განხორციელების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.“. 8. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „განაცხადზე ფორმალური დაჩქარებული მოთხოვნების ექსპერტიზისთვის, ექსპერტიზისთვის, პრიორიტეტის არსობრივი მოთხოვნისთვის, ექსპერტიზისთვის, წინასწარი ძიებისთვის, ექსპერტიზის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისთვის, ცვლილებების რეგისტრაციისთვის, გამოქვეყნებისთვის, მოწმობის გაცემისთვის, რეესტრიდან ამონაწერის გაცემისთვის, რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურული ვადების შეჩერებისთვის, აღდგენისა და გაგრძელებისთვის, სასაქონლო ნიშნის დაყოფისთვის, დაყოფის საფუძველზე წარმოშობილი სასაქონლო ნიშნების გაერთიანებისა და სასაქონლო ნიშნის სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებების განხორციელებისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გადაიხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ოდენობის საფასური.“. 9. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სასაქონლო ნიშნის გამოყენებად მიიჩნევა მისი გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე სასაქონლო ნიშნის მფლობელის, ლიცენზიატისა და სასაქონლო ნიშნის მფლობელის თანხმობით მესამე პირის მიერ.“. 10. 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სასაქონლო ნიშანი რეალურად არ გამოიყენებოდა საქართველოში უწყვეტად 5 წლის განმავლობაში იმ საქონლისთვის, რომლისთვისაც რეგისტრირებულია საქართველოში. თუ სასაქონლო ნიშნის საქართველოში გამოყენება დაიწყო ან განახლდა აღნიშნული 5-წლიანი ვადის გასვლიდან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნამდე პერიოდში, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმება დაუშვებელია.“. 11. 28-ე მუხლის პირველი პუნქტის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სასაქონლო ნიშანი შეიცავს ისეთ საფირმო სახელწოდებას, რომელზეც საქართველოში უფლებები წარმოშობილია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე, რის შედეგადაც ჩნდება აღრევის შესაძლებლობა;“; ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) სასაქონლო ნიშანი არის მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე ისეთი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი, რომელსაც საქართველოში აქვს რეპუტაცია და სასაქონლო ნიშნის გამოყენება განმცხადებელს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს დაცული სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან განმასხვავებელუნარიანობას. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის ჩამონათვალი სხვადასხვაა, თუ სასაქონლო ნიშნის გამოყენება მის მფლობელს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს საქართველოში რეპუტაციის მქონე სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას და/ან განმასხვავებელუნარიანობას;“; გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. სადავო სასაქონლო ნიშნის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში, ადრინდელი სასაქონლო ნიშნის მფლობელი, რომელიც ითხოვს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობას, ვალდებულია, თუ ადრინდელი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თარიღიდან გასულია 5 წელზე მეტი, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულება, რომ სადავო სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის შეტანის თარიღამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში სასაქონლო ნიშანი რეალურად გამოიყენებოდა იმ საქონლისთვის, რომლისთვისაც რეგისტრირებულია ეს სასაქონლო ნიშანი და რომელსაც ადრინდელი სასაქონლო ნიშნის მფლობელი უთითებს სარჩელის საფუძვლად. სასაქონლო ნიშნის რეალური გამოყენების მტკიცებულების წარუდგენლობის ან მისი გამოუყენებლობის საპატიო მიზეზის მიუთითებლობის შემთხვევაში, სარჩელზე საქმისწარმოება წყდება.“. მუხლი 2. 1. 2027 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილების ამ კანონთან შესაბამისობა. 2. 2027 წლის 1 იანვრამდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა − „საქპატენტმა“ უზრუნველყოს: ა) „სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს №05 ბრძანებით დამტკიცებული „სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის ამ კანონთან შესაბამისობა; ბ) „საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის დებულების“ დამტკიცების თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2011 წლის 18 მარტის №02 ბრძანების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი