„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
09.09.2026
ავტორი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი − „საქპატენტი“
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#369/2-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-09-14
ბიუროს ნომერი 157

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, (www.matsne.gov.ge) 07.03.2024, სარეგისტრაციო კოდი: 050050000.05.001.102233) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის ჩამონათვალის დაზუსტების შესახებ განცხადება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს − „საქპატენტს“ უნდა წარედგინოს ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 5 წლისა. დაზუსტებული საქონელი უნდა აკმაყოფილებდეს „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს. დაზუსტებული საქონელი კანონით დადგენილი წესით შეიტანება სასაქონლო ნიშნების რეესტრში და შესაბამისი მონაცემები ქვეყნდება სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში. ამ პუნქტის თანახმად, საქონელი უნდა დაზუსტდეს „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის 43 პუნქტით, 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, 28-ე მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებითა და 451 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 1