„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-07-22
ბიუროს ნომერი 187
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 1958-IIს, 05.02.2014წ.) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილებები:
1.
94-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 94. ტრანსფერის სახეები
მუნიციპალიტეტისათვის გამოსაყოფი ტრანსფერის სახეებია:
ა) გათანაბრებითი ტრანსფერი;
ბ) კაპიტალური ტრანსფერი;
გ) მიზნობრივი ტრანსფერი;
დ) სპეციალური ტრანსფერი.“
2.
96-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 96. მუნიციპალიტეტისთვის კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის წესი“
1. კაპიტალური ტრანსფერი გამოეყოფა ერთი ბიუჯეტიდან სხვა ბიუჯეტს
მიზნობრივი კაპიტალური პროექტის განსახორციელებლად და იგი დაკავშირებულია
ტრანსფერის მიმღების არაფინანსური აქტივების ზრდასთან.
2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს კაპიტალური ტრანსფერი შეიძლება გამოეყოს
სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, ხოლო მუნიციპალიტეტს, რომლის ადმინისტრაციული
ტერიტორია მოქცეულია ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში, ასევე
შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან.
3. საქართველოს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან
მუნიციპალიტეტისთვის გამოსაყოფი კაპიტალური ტრანსფერის საერთო მოცულობა
დგინდება საქართველოს/ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით.
4. კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის საფუძველია მუნიციპალიტეტის
ინიციატივა. კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნით მუნიციპალიტეტი
მიმართავს საქართველოს მთავრობას ან/და შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობას. მიმართვაში უნდა დასაბუთდეს კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის
აუცილებლობა და აღინიშნოს კაპიტალური ტრანსფერის მოცულობა.
5. კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის წესს განსაზღვრავს საქართველოს
მთავრობა.“
3. 98-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 98. მუნიციპალიტეტისთვის სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის წესი“
1
ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს სპეციალური ტრანსფერი შეიძლება გამოეყოს
სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, ხოლო მუნიციპალიტეტს, რომლის ადმინისტრაციული
ტერიტორია მოქცეულია ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში, ასევე
შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან. სპეციალური ტრანსფერი
გამოიყოფა სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფების,
საომარი მოქმედებების, ეპიდემიების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების
(ზიანის) სალიკვიდაციოდ, აგრეთვე სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე”
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის მიზეზია
,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილება, რომლის
მიხედვითაც მოხდა სპეციალური და კაპიტალური ტრანსფერის განმარტების
დაზუსტება. შედეგად, საჭიროა კანონპროექტების ურთიერთშესაბამისობაში მოყვანა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია საქართველოს ორგანულ კანონში
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ სპეციალური და კაპიტალური
ტრანსფერის განმარტება შესაბამისობაში მოვიდეს ,,საქართველოს საბიუჯეტო
კოდექსთან“.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
„ადგილობრივი
თვითმმართველობის
კოდექსის“
მოქმედ
რედაქციაში
სპეცილაური
და
კაპიტალური
ტრანსფერი
განიმარტება,
როგორც
მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს და ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან
გამოსაყოფი თანხა. აღნიშნული ზოგადი განმარტება გამორიცხავს სპეციალური და
კაპიტალური ტრანსფერის ავტონომიური რესპუბლიკისთვის გამოყოფას.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებით
რედაქციულად ზუსტდება შესაბამისი მუხლების ფორმულირებები. მითითება კეთდება
რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ არეგულირებს მხოლოდ
მუნიციპალიტეტისთვის კაპიტალური და სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის
საკითხს, რაც არ გამორიცხავს „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით“ ავტონომიური
რესპუბლიკისთვის
სპციალური
და
კაპიტალური
ტრანსფერის
გამოყოფის
შესაძლებლობის გათვალისწინებას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ფინანსური ხარჯების გაწევის
საჭიროებას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
3
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ
ვალდებულებებთან, რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ
ხელშეკრულებებთან:
ორგანიზაციებში
და
მრავალმხრივ
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალხმრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ სახელმწიფო,
არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულებებსა და ექსპერტებს
4
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამეტნის წევრი ნოდარ ებანოიძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამეტნის წევრი ნოდარ ებანოიძე.
5
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისი მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით
შედის ცვლილება:
მუხლი 94. ტრანსფერის სახეები
ტრანსფერი 4 სახისაა:
ა) გათანაბრებითი ტრანსფერი;
ბ) კაპიტალური ტრანსფერი;
გ) მიზნობრივი ტრანსფერი;
დ) სპეციალური ტრანსფერი.
მუხლი 96. კაპიტალური ტრანსფერი
1.კაპიტალური ტრანსფერი გადაეცემა ერთი ბიუჯეტიდან სხვა ბიუჯეტს
მიზნობრივი კაპიტალური პროექტის განსახორციელებლად და იგი დაკავშირებულია
ტრანსფერის მიმღების არაფინანსური აქტივების ზრდასთან.
2. კაპიტალური ტრანსფერი შეიძლება გადაეცეს:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს;
ბ)ავტონომიური
რესპუბლიკის
ბიუჯეტიდან
შესაბამისი
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტს.
3.საქართველოს
სახელმწიფო/ავტონომიური
რესპუბლიკის
ბიუჯეტიდან
მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი კაპიტალური ტრანსფერის საერთო მოცულობა
დგინდება საქართველოს/ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით.
4.კაპიტალური
ტრანსფერის
გადაცემის
საფუძველია
მუნიციპალიტეტის
ინიციატივა. კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნით მუნიციპალიტეტი
მიმართავს საქართველოს მთავრობას ან/და შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობას. მიმართვაში უნდა დასაბუთდეს კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის
აუცილებლობა და აღინიშნოს კაპიტალური ტრანსფერის მოცულობა.
5.კაპიტალური ტრანსფერის გადაცემის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 98. სპეციალური ტრანსფერი
1. სპეციალური ტრანსფერი გამოიყოფა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის ან ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან
შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური
და სხვა სახის კატასტროფების, საომარი მოქმედებების, ეპიდემიების და სხვა
საგანგებო
სიტუაციების
შედეგების
(ზიანის)
სალიკვიდაციოდ,
აგრეთვე
მუნიციპალიტეტის მიერ სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად.
2. სპეციალური ტრანსფერი გამოიყოფა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის
პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად შესაბამისი
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი არასაკმარისია.
6