„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
17.07.2014
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ნოდარ ებანოიძე
ნომერი
#07-3/348/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-07-22
ბიუროს ნომერი 187

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
\ b)i)h0l3lCIlt) ))hc)4160fl -- LttI6fl3ilqnL Jtdqtat6OIll, bllS'4nL aJ(ilsu3t6[qJbil 6n6at6[1qI Jil0lll, J6nild6llL aJ6bllqSIL J6nt]tqldfll, qJfUilIlll, ?ill,Jbtb 22 o3qoLo, 2014 $cR" N 187/2 b,tilut6or3gqot 3,15<o5ob J6<nnj$ndo: ,,blj,l16o13nqc'rb U':do353$to 3<oqnjb?o g3qoq6bot ?ng,:5ob otc'rb,:$n", ,,,:q6oqolt6o3o 13:'o'!Ato3nqodob 3<oqnjlrto (07-3/348, 17 '07 '2014) 63qoq6dob ?n$'r5ob ?nbb3d" h6,Uo4ado @kqat' r6&,6Jd.'0ldaaob qttJbdaaa\4 Fatxn a66e**tt ) lugoG16lro-lr$o133$r'r 3o3o$6$o . 21.07 .01.0E lbal JoaoOJOJa$C - 23.07 - 0l 08 tr0$.!5 J-a.o36tJ o aLbb6ot, lbtr.^a'Pa a.,n|"!n 29.07. - 01.08. Jt! iJir d I K' t' A\u. iL\ I't ,\61,N"'ntI' l)n1ndEt"o anntoln 636oo6xqo Jc'Ro6oJoL., q.j o3ooatu6o3polol, Joao6c6o ,|fu,r(\Vtn, 6dU! ",u,L,t6n I'q.\t!4,irtr4(r LrJ;6or3gqrT L Jrr6q.r315$ob dolr4r'r rp635tr: L.:j;r6or36qmL Jr6q,''315$oL Jr'raoOSOClLr pr trs')'>drqo316$o g6rJ13o3d?o p,;gflmL 5r'rr43rgo1qo ri6oL J6o0dOoL 6s6toq3s j,,16or3ggiolr Jr16gl.\3056ob cr,.)AAXR(rAr6o1' .)o63Xq'o 3r'r;p6oqg tr.> 3.:5.:6;,y,rd.>bod1; brjr6or33qrolt Jr6q,r036$ob bop6<dr <- b)J)hol3lenb ))hc)41600 ArerSU33$oq,3bs Nl87/ll 2014 $gq,o, 22 o3q,ob b.>jrrro3gq,oU Jr6,q,!ac6ool, 6caE JaC6Oob 163-3 aUbq'otr 0x-2 pr 63-3 Jg6i6Sbolt ts3Usbr0ob.>q, Usjrrro3Xq,oL Jr6q'rAC6Oob 0o36m rqr636b: ltjr6o63q,o[r Jur6q,.:a366otr $3g6ob 6oqrs5 Cbr6oodot 9o6larQcbou Uraudgcq'tC, brCr6,ogCq,srl., Jr6q'sa36goU $6rtoU 6r'rq9.>6r g0r6l',odol, ooXtl lt3r6o60q93\'o C,6()0(,\)(,3(,0) qg'r $r66oqg6g6oq'o ,bsjrt6or33q'<ru Lr5.ryxror'l Jo(.ocCLao ffiq'oqlboU ts36$oL orrobrtX" or3oof0r6or3gq,erbou 3opgf-tao 63q'oq{bob AC$6ob ACLrbCb" (07-31348, "X-o8oq'elb6,.8o u.07.2014) l$Cid,o,gCq,ou Jr6o6ol., J6o&klC6o 6o6boqSqr oj63u QrBCr6,C0Ceo $cboo,. ljrCrf )o)0Cq,c)L J J6q'rAC6Oot or.>3fupo0.:t6ob Jo63gq,o AorQ6oq,C, bcrgtrx'rU Ubqmaob ots3Qgq9o0.>t19 AJ6r6r JobrbodC
წერილი
IIII..I. b)r)hot3lcflb UJdJd,mBCq'OU JJ6RJ305tb0L 9i1360 l)hc)al5on tr,>j16or3Xq,ertr Jr6q,)AC60oU JJr6rOolr Usot66;6o'b,11er qp3.)r66rd36goU gg6mUU ;Jq,b1)o6 3o136 li3o:6rodgl: ilq'6rOr'r6rr Crr,C6, tr,>$6rn31q,ob Jr6q,r0C66ob 636q,r036gob 143 3 O3bq,otr AC 2 JU6COot) 03ltb.:0ol.tqr tr,>3rbo66pX\,rr o6ogor6o3oU fl3troor $.:50o6oqr6g6rn ,]r6(nbJ6(,0COCAb: ,,1t)jtr5oytr1q,ob 3s6o60o ,,tt.>j;6a33gotb ltsbogyg6ot jrcpllllldo 6gq.oq,2AoLt d2g;6ob ot>r,tb.>bg" p; b.>y',>ftory3qxtl o65.>63q. g.>6o60o '.>gt6oq.oAdtqlo o19oot0ds6otg1q,o6ob,1ogtfub1o 6gq,og,jbob 0g9;6ob d3b.tb7A . 6rnbo3or, $$r0oqr616oq' 3,>6o&)6ogjgSbtr dotrgSor Olr3q,3q,ob;. qo.:6r6rno: g.J6O0qC5C. J,>go3olrg10oor. 6erqrr6 96.>6oodg tt,>jr6orpqrob Jr6q,;6966olr $6rlo
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №47, 28.12.2009, მუხ. 361) საქართველოს კანონში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-6 მუხლის ,,ჟ“ ქვეპუნქტი: ა) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ჟ) სპეციალური ტრანსფერი - გამოიყოფა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისა და ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტისთვის, ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისთვის სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფების, საომარი მოქმედებების, ეპიდემიების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების (ზიანის) სალიკვიდაციოდ, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად ფინანსური დახმარების სახით გამოყოფილი სახსრები;“ ბ) „ჟ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ჟ1) კაპიტალური ტრანსფერი - გამოიყოფა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისა და ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტისთვის, ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისთვის მიზნობრივი კაპიტალური პროექტის განსახორციელებლად და იგი დაკავშირებულია ტრანსფერის მიმღების არაფინანსური აქტივების ზრდასთან;“ 2. 791 და 792 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 791. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის წესი 1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტს სპეციალური ტრანსფერი შეიძლება გამოეყოს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, ხოლო ადგილობრივ თვითმართველ ერთეულს, რომლის ადმინისტრაციული ტერიტორია მოქცეულია ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში, ასევე შესაბამისი ავტონომიური 1 რესპუბლიკის ბიუჯეტიდან. სპეციალური ტრანსფერი გამოიყოფა სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფების, საომარი მოქმედებების, ეპიდემიების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების (ზიანის) სალიკვიდაციოდ, აგრეთვე სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს მთავრობას/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ფინანსური დახმარების სახით სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნით. მიმართვაში უნდა აღინიშნოს სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნის საფუძველი და სპეციალური ტრანსფერის მოცულობა. 3. სპეციალური ტრანსფერი გამოიყოფა შესაბამისად საქართველოს მთავრობის ან/და ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით. 4. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტისათვის სპეციალური ტრანსფერი გამოიყოფა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროცედურით.“ მუხლი 792. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის წესი 1. კაპიტალური ტრანსფერი გამოეყოფა ერთი ბიუჯეტიდან სხვა ბიუჯეტს მიზნობრივი კაპიტალური პროექტის განსახორციელებლად და იგი დაკავშირებულია ტრანსფერის მიმღების არაფინანსური აქტივების ზრდასთან. 2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტს კაპიტალური ტრანსფერი შეიძლება გამოეყოს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, ხოლო ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს, რომლის ადმინისტრაციული ტერიტორია მოქცეულია ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში, ასევე შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან. 3. სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გამოსაყოფი კაპიტალური ტრანსფერის საერთო მოცულობა დგინდება საქართველოს/ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით. 4. კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის საფუძველია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ინიციატივა. კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული მიმართავს საქართველოს მთავრობას ან/და შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. მიმართვაში უნდა დასაბუთდეს კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის აუცილებლობა და აღინიშნოს კაპიტალური ტრანსფერის მოცულობა. 5. კაპიტალური ტრანსფერი გამოიყოფა შესაბამისად საქართველოს მთავრობის ან/და ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით. 6. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტისათვის კაპიტალური ტრანსფერი გამოიყოფა ამ მუხლის მე-4, მე-5 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პროცედურით. 7. კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“. 2 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 3
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღების მიზანია სპეციალური და კაპიტალური ტრანსფერის განმარტების გადახედვა, რათა შესაძლებელი გახდეს სპეციალური და კაპიტალური ტრანსფერის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტისთვის გამოყოფა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი ავტონომიური რესპუბლიკისთვის სპეციალური და კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის შესაძლებლობის განსაზღვრა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი ორგანულ კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიღებასთან დაკავშირებით ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 1959-IIს, 05.02.2014წ) საქართველოს კანონის თანახმად, სპეციალური ტრანსფერის განმარტება აღარ მოიცავს ავტონომიური რესპუბლიკისთვის სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის შესაძლებლობას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მოქმედი რედაქცია. წარმოდგენილი ცვლილებით სპეციალური ტრანსფერის განმარტებაში კეთდება მითითება ავტონომიურ რესპუბლიკის ბიუჯეტზეც, რათა შესაძლებელი გახდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სპეციალური ტრანსფერის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტისთვისაც გამოყოფა. მსგავსი ცვლილება ხორციელდება კაპიტალური ტრანსფერის განმარტებაში, რაც გულისხმობს ავტონომიური რესპუბლიკისთვის კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის შესაძლებლობის გათვალისწინებას. ზემოთ აღნიშნული განმარტებების ცვლილებებთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილებები ხორციელდება კოდექსის სხვა მუხლებშიც. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ფინანსური ხარჯების გაწევის 4 საჭიროებას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან, რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალხმრივ ხელშეკრულებებს. 5 დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, რომლებმაც ან/და საერთაშორისო მონაწილეობა ორგანიზაცია/ მიიღეს კანონპროექტის მიუღიათ სახელმწიფო, შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულებებსა და ექსპერტებს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამეტნის წევრი ნოდარ ებანოიძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამეტნის წევრი ნოდარ ებანოიძე. 6
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება: მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. საქართველოს საბიუჯეტო სისტემის სამართლებრივი საფუძვლები საქართველოს საბიუჯეტო სისტემის მონაწილეთა საბიუჯეტო უფლებამოსილებანი ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კოდექსის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის, გადასახადებისა და მოსაკრებლების თაობაზე საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტების საფუძველზე.“. 2. მე-6 მუხლის: ა) „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) ადგილობრივი თვითმმართველობა, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული, საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებები – შეესაბამება საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მოცემულ განმარტებებს; ო) გათანაბრებითი ტრანსფერი – საკუთარ უფლებამოსილებათა განხორციელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ კოდექსით დადგენილი ფორმულის შესაბამისად გამოყოფილი თანხები, რომელთა გამოყენების მიმართულებებს დამოუკიდებლად განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო − საკრებულო;“; ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) სპეციალური ტრანსფერი − სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფების, საომარი მოქმედებების, ეპიდემიების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების (ზიანის) სალიკვიდაციოდ, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ სხვა ღონისძიებების 7 განსახორციელებლად ფინანსური დახმარების სახით გამოყოფილი სახსრები;“; გ) „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ1“ ქვეპუნქტი: „ჟ1) კაპიტალური ტრანსფერი − სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის კაპიტალური პროექტის განსახორციელებლად გადაცემული მიზნობრივი სახსრები, რომლებიც დაკავშირებულია ტრანსფერის მიმღების არაფინანსური აქტივების ზრდასთან;“. 3. 65-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობა საბიუჯეტო საქმიანობაში გარანტირებულია ამ კოდექსით გათვალისწინებული საკუთარი შემოსულობებით და საკუთარ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის გადასახდელების გაწევის დამოუკიდებლად განსაზღვრით, აგრეთვე კანონით დადგენილ ფარგლებში დელეგირებულ უფლებამოსილებათა დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლებით.“. 4. 69-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ კოდექსის 67-ე და 68-ე მუხლების შესაბამისად გამოყოფილი ასიგნებებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება და ამ მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ცვლილებები უნდა განხორციელდეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“. 5. 71-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საკუთარ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარების სახით გადაეცემა გათანაბრებითი ტრანსფერი. 3. გათანაბრებითი ტრანსფერის მიზანია სხვადასხვა ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის ფინანსური რესურსების გათანაბრება.“. 6. 77-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად არაუგვიანეს 15 ნოემბრისა შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გამგებელი/მერი განსახილველად წარუდგენს წარმომადგენლობით ორგანოს − საკრებულოს.“. 7. 78-ე მუხლის მე-3−მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. შენიშვნების არსებობის შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო − საკრებულო არაუგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით უბრუნებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გამგებელს/მერს. 4. ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტებს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გამგებელი/მერი წარუდგენს წარმომადგენლობით ორგანოს − საკრებულოს. 5. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს − 8 საკრებულოს მიერ განხილვისას ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გამგებელთან/მერთან შეთანხმებით. 6. თუ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითმა ორგანომ − საკრებულომ არ დაამტკიცა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გამგებლის/მერის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი ან გამგებლის/მერის მიერ საკრებულოს შენიშვნების გაუზიარებლობის შემთხვევაში − ბიუჯეტის პირვანდელი რედაქცია, საკრებულო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის 3/5-ით დაამტკიცოს საკრებულოს ფრაქციის ან საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მიერ ინიციირებული ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს მხოლოდ საკრებულოს მიერ ამ მუხლის მე3 ნაწილის შესაბამისად გამგებლისათვის/მერისათვის გაგზავნილი შენიშვნები ან მათი ნაწილი. 7. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დასაგეგმი წლის დაწყებამდე დაუმტკიცებლობის შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გამგებელი/მერი უფლებამოსილია თითოეულ პრიორიტეტზე ყოველთვიურად გასცეს თანხა არაუმეტეს გასული საბიუჯეტო წლის ასიგნებების 1/12ისა. ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს − საკრებულოს და გამგებელს/მერს ვადამდე უწყვეტს უფლებამოსილებას და შემოიღებს პირდაპირ სახელმწიფო მმართველობას. ასეთ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტს პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ უნდა შეიცავდეს ამ კოდექსის 77-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ ინფორმაციას.“. 8. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 791 და 792 მუხლები: „მუხლი 791. სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის წესი 1. სპეციალური ტრანსფერი გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის ან ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფების, საომარი მოქმედებების, ეპიდემიების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების (ზიანის) სალიკვიდაციოდ, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად, თუ შესაბამისი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი არასაკმარისია. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს მთავრობას ფინანსური დახმარების სახით სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის 9 მოთხოვნით. მიმართვაში უნდა აღინიშნოს სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნის საფუძველი და სპეციალური ტრანსფერის მოცულობა. 3. საქართველოს მთავრობა მოთხოვნის წარდგენიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის თაობაზე ან სპეციალური ტრანსფერის გამოყოფაზე უარის თქმის შესახებ. მუხლი 792. კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის წესი 1. კაპიტალური ტრანსფერი გადაეცემა ერთი ბიუჯეტიდან სხვა ბიუჯეტს მიზნობრივი კაპიტალური პროექტის განსახორციელებლად და იგი დაკავშირებულია ტრანსფერის მიმღების არაფინანსური აქტივების ზრდასთან. 2. კაპიტალური ტრანსფერი შეიძლება გადაეცეს: ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტს; ბ) ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტს. 3. სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი კაპიტალური ტრანსფერის საერთო მოცულობა დგინდება საქართველოს/ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით. 4. კაპიტალური ტრანსფერის გადაცემის საფუძველია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ინიციატივა. კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული მიმართავს საქართველოს მთავრობას ან/და შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. მიმართვაში უნდა დასაბუთდეს კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის აუცილებლობა და აღინიშნოს კაპიტალური ტრანსფერის მოცულობა. 5. კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისად საქართველოს მთავრობა ან/და შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. 6. კაპიტალური ტრანსფერის გადაცემის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“. 10