„სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 4 ოქტომბრის N1479-Iს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-07-22
ბიუროს ნომერი 187
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
„სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის
2013 წლის 4 ოქტომბრის №1479-Iს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1.
„სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს
პარლამენტის
2013
წლის
4
ოქტომბრის
№1479-Iს
დადგენილების
კომისიამ
საქართველოს
მე-5
პუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5.
სახელმწიფო
საკონსტიტუციო
კონსტიტუციის
გადასინჯვის შესახებ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს 2015 წლის 1
მარტამდე.“.
2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
ქუთაისი,
2014 წლის ... ივლისი
№
დავით უსუფაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე
„სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის
2013 წლის 4 ოქტომბრის №1479-Iს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ
ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი
საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის მომზადების
მიზნით 2013 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის მიერ დადგენილებით
შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია. ამავე დადგენილებით, სახელმწიფო
საკონსტიტუციო კომისიას დაევალა საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ
კანონპროექტის საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა 2014 წლის 1 სექტემბრამდე.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შემდეგ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ
იქნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულება და კომისიის შემადგენლობა და
კომისია შეუდგა მუშაობას. კომისიის, აგრეთვე კომისიის სამუშაო ჯგუფების მიერ
კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის მომზადებისა და მის ცალკეულ
დებულებებზე მუშაობის პროცესში გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, რომლებიც
დამატებით
მსჯელობას
საჭიროებენ,
რამაც,
თავის
მხრივ,
შესაძლოა
შეაფერხოს
კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის კომისიის მიერ პარლამენტისათვის
დადგენილ ვადაში (2014 წლის 1 სექტემბრამდე) წარდგენა. ამიტომ, მიზანშეწონილია,
კომისიის მიერ კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის პარლამენტისათვის
წარდგენის ახალ ვადად განისაზღვროს 2015 წლის 1 მარტი.
ა.ბ) დადგენილების პროექტის მიზანი
დადგენილების პროექტი მიზნად ისახავს „სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის
შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 4 ოქტომბრის №1479-Iს
დადგენილებაში ცვლილების შეტანის გზით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ
საქართველოს
კონსტიტუციის
გადასინჯვის
შესახებ
კანონპროექტის
საქართველოს
პარლამენტისათვის წარდგენის ვადის გადაწევას 2014 წლის 1 სექტემბრიდან 2015 წლის 1
მარტამდე.
ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი
დადგენილების
პროექტით
ცვლილება
შედის
„სახელმწიფო
საკონსტიტუციო
კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 4 ოქტომბრის №1479-Iს
დადგენილებაში. კერძოდ, აღნიშნული დადგენილების მე-5 პუნქტი, რომელიც ადგენს
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის
შესახებ კანონპროექტის საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის ვადას, ყალიბდება
ახალი რედაქციით. ნაცვლად დღეს არსებული ვადისა - 1 სექტემბრისა, დადგენილების
პროექტით კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის წარდგენის ახალ ვადად
განისაზღვრება 2015 წლის 1 მარტი.
ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო
დადგენილების პროექტის მიღება არ არის დაკავშირებული დამატებითი ხარჯებით
დაფინანსებასთან.
ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
დადგენილების პროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) დადგენილების პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
დადგენილების პროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
დადგენილების პროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება
დადგენილების პროექტი არ იწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე,
რომლებზეც ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება.
ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
დადგენილების პროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან
სხვა სახის გადასახდელი.
გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
დადგენილების პროექტი არ არის კავშირში ევროკავშირის დირექტივებთან.
გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
დადგენილების პროექტი არ არის კავშირში საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან.
გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
დადგენილების
პროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დადგენილების პროექტის შემუშავებაში
დადგენილების პროექტის შემუშავებაში მონაწილება არ მიუღიათ სახელმწიფო,
არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციას/დაწესებულებას, ექსპერტებს.
დ.ბ) დადგენილების პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება დადგენილების პროექტის მიმართ
ასეთი შეფასებები არ არსებობს.
ე) დადგენილების პროექტის ავტორი
დადგენილების პროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი ვახტანგ
ხმალაძე.
ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი
დადგენილების პროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი ვახტანგ
ხმალაძე.
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
ვებგვერდი, 08/10/2013
სარეგისტრაციო კოდი
010190060.09.001.016175
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. შეიქმნას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საქართველოს კონსტიტუციის
გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის მომზადების მიზნით.
2. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნოს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.
3. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ საქართველოს
პარლამენტს ერთი თვის ვადაში წარუდგინოს დასამტკიცებლად სახელმწიფო
საკონსტიტუციო კომისიის დებულების პროექტი, რომლითაც განისაზღვრება კომისიის
სტრუქტურა, საქმიანობის წესი, საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების
პროცედურები, კომისიის მუშაობაში საზოგადოების ჩართულობის მექანიზმები და სხვა
ორგანიზაციული საკითხები.
4. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ საქართველოს
პარლამენტს ერთი თვის ვადაში წარუდგინოს დასამტკიცებლად სახელმწიფო
საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა, რომელშიც უნდა შედიოდნენ:
ა) საპარლამენტო ფრაქციების და იმ პარლამენტის წევრთა, რომლებიც არ არიან
გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში, ჯგუფის მიერ პროპორციულობის პრინციპის
დაცვით დასახელებული პარლამენტის არაუმეტეს 20 წევრისა;
ბ) იმ კვალიფიციური პოლიტიკური პარტიის ერთი წარმომადგენელი, რომელიც
დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის მეშვეობით არ არის პარლამენტში
წარმოდგენილი;
გ) იმ არაკვალიფიციური პოლიტიკური პარტიის ერთი წარმომადგენელი, რომლის
მიერ დასახელებული პრეზიდენტობის კანდიდატი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში
მონაწილე ამომრჩეველთა 3%-ზე მეტის ხმებს მიიღებს;
დ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარეები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, საქართველოს სახალხო
დამცველი, იუსტიციის მინისტრი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, მთავრობის
საპარლამენტო მდივანი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე;
ე) სამართლის, საჯარო პოლიტიკისა და სახელმწიფო მართვის არაუმეტეს 20
ექსპერტ-სპეციალისტი, მათ შორის, ამავე სფეროში მომუშავე არასამთავრობო
ორგანიზაციის წარმომადგენელი.
5. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის
გადასინჯვის შესახებ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს 2014 წლის 1
სექტემბრამდე.
6. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის და მისი აპარატის საქმიანობა
უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტის აპარატმა.
7. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
ქუთაისი,
4 ოქტომბერი 2013 წ.
N1479-Iს
დავით უსუფაშვილი