„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.07.2014
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი შალვა შავგულიძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გ. ვოლსკი, ე. ბესელია, გ. თოფაძე, ვ. ხმალაძე, ა. მიროტაძე, გიგა ბუკია, შ. შავგულიძე,
ნომერი
#07-3/353/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-07-29
ბიუროს ნომერი 192

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 72-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მსჯავრდებული უვადო თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან შეიძლება გათავისუფლდეს, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის ოცი წელი და თუ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მიიჩნევს, რომ საჭირო აღარ არის, მსჯავრდებულმა გააგრძელოს ამ სასჯელის მოხდა.“. 2. 73-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება შეეცვალოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების შეზღუდვით, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის თხუთმეტი წელი და თუ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მიიჩნევს, რომ საჭირო აღარ არის, მსჯავრდებულმა გააგრძელოს ამ სასჯელის მოხდა.“. მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა უზრუნველყოს შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტი 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირის სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის საკითხის განხილვისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადების ზედმეტად ხანგრძლივობა და ამ კუთხით მათი შეუსაბამობა ევროპული კანონმდებლობის ტენდენციასთან. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირის სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის საკითხის განხილვისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადების შემცირება და შესაბამისობაში მოყვანა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ევროპული კანონმდებლობის ტენდენციასთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, უვადოდ თავისფლებააღკვეთილი პირის სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საკითხს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო იხილავს იმ შემთხვევაში, თუ უვადოდ თავისუფლებააღკვეთილმა პირმა ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის 25 წელი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად კი უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის საკითხი განიხილება იმ შემთხვევაში, თუ უვადოდ თავისუფლებააღკვეთილმა პირმა მოიხადა თავისუფლების აღკვეთის 20 წელი. „ხანგძრძლივი ვადით თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიმართ მოპრყობის შესახებ“ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1976 წლის 17 თებერვლის NR(76)2 რეზოლუციის I.9 და I.12 პუნქტების თანახმად - თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიმართ მოპრყობის მინიმალური სტანდარტი გულისხმობს: უვადოდ თავისუფლების აღკვეთის სასჯელის შემცველი ყველა განაჩენის გადასინჯვის უზრუნველყოფას არაუგვიანეს ამგვარი სასჯელის 8დან 14 წლამდე მოხდის პერიოდში და ამგვარი გადასინჯვის შემდგომ გამეორებას რეგულარული პერიოდულობით. ევროპის საბჭოს გადაწყვეტილების“ მე-5 2002 წლის მუხლის მე-2 13 ივნისის პუნქტის 2 „დაპატიმრების თანახმად - ორდერის ჩარჩო სასჯელის გადახედვის შესაძლებლობა მსჯავრდებულს მისი მოთხოვნით უნდა ქონდეს სასჯელის მოხდის დაწყებიდან არაუგვიანეს 20 წლისა. რიგ ქვეყნებში უვადოდ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის გადახედვის უფლება მსჯავრდებულს ენიჭება სასჯელის ფაქტობრივად მოხდის 15 წლის ან უფრო ნაკლების ვადის გასვლის შემდეგ. მაგალითად: ავსტრიაში - 15 წელი, ბელგიაში - 15 წელი, დანიაში -12 წელი, ლიხტენშტეინში - 15 წელი, მონაკოში - 15 წელი, შვედეთში - 10 წელი, შვეიცარიაში - 10-15 წელი, მაკედონიაში - 15 წელი. 1 როგორც ვხედავთ, უვადოდ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის გადასინჯვის ვადების განსაზღვრის საკითხში ევროპული კანონმდებლობა ხასიათდება ლიბერალური ტენდენციით. აღნიშნულის შესაბამისად, კანონპროექტით შემოთავაზებულია უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირის სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საკითხის განხილვის ვადის, სასჯელის ფაქტობრივად მოხდის 25-დან 20 წლამდე შემცირება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის მე-7 ნაწილი); ხოლო სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის საკითხის განხილვის ვადის - 20-დან 15 წლამდე შემცირება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილი). ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოადენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახდელის შემოღებას. 1 გადასახადის, მოსაკრებლის Case of Vinter and other v. The United Kingdom, Judgement, 09.07.2013. გვ.25. 3 გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: შალვა შავგულიძე - „ქართული ოცნება“ ვ) კანონპროექტის ინიციატორი: გიორგი ვოლსკი - „ქართული ოცნება“ ეკა ბესელია - „ქართული ოცნება“ გოგი თოფაძე - „ქართული ოცნება - მრეწველები“ ვახტანგ ხმალაძე - „ქართული ოცნება - რესპუბლიკელები“ ანი მიროტაძე - „ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმი“ გიგა ბუკია - „ქართული ოცნება - კონსერვატორები“ შალვა შავგულიძე - „ქართული ოცნება“ 4
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც შედის ცვლილება მუხლი 72. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება 1. ის, ვისაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა ან თავისუფლების შეზღუდვა, შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა, ხოლო თუ პირს სასჯელის სახით დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა, იგი შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, თუ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. ამასთანავე, იგი შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან. 2. პირობით ვადამდე გათავისუფლებისას მსჯავრდებულს შეიძლება დაეკისროს ამ კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობა, რომელიც მან უნდა შეასრულოს სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადაში. 3. პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი; დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს, ხოლო პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე. 4. მსჯავრდებულის მიერ ფაქტობრივად მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა იყოს ექვს თვეზე ნაკლები. 5. პირობით ვადამდე გათავისუფლებული მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლს ახორციელებს საამისოდ უფლებამოსილი სააღსრულებო ბიურო, ხოლო სამხედრო მოსამსახურის ყოფაქცევისა – სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა. 6. თუ მსჯავრდებულმა სასჯელის მოუხდელ ვადაში: ა) ჯიუტად თავი აარიდა პირობით ვადამდე გათავისუფლებისას მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, სასამართლოს შეუძლია ამ მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნული ორგანოების წარდგინებით დაადგინოს, რომ გაუქმდეს პირობით ვადამდე გათავისუფლება და აღსრულდეს სასჯელის მოუხდელი ნაწილი; ბ) გაუფრთხილებლობითი დანაშაული ჩაიდინა, პირობით ვადამდე გათავისუფლების გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო; გ) განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო დაუნიშნავს მას სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. 5 იმავე წესით დაინიშნება სასჯელი გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის, თუ სასამართლო გააუქმებს პირობით ვადამდე გათავისუფლებას. 7. მსჯავრდებული უვადო თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან შეიძლება გათავისუფლდეს, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის ოცდახუთი წელი და თუ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მიიჩნევს, რომ საჭირო აღარ არის, მსჯავრდებულმა გააგრძელოს ამ სასჯელის მოხდა. 8. მსჯავრდებულს, რომელიც პირობით ვადამდე განთავისუფლდება ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილითგათვალისწინებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადა ჩაეთვლება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე. 9. მსჯავრდებულს, რომელიც პირობით ვადამდე გათავისუფლდება ამ კოდექსის 73-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული თავისუფლების შეზღუდვის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, თავისუფლების შეზღუდვის სახით ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადა ჩაეთვლება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: თავისუფლების შეზღუდვის ერთი დღე − თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე. მუხლი 73. სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით 1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს შეუძლია ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის დროს მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით. ამასთანავე, იგი შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს ჩამორთმევისა). დამატებითი სასჯელის მოხდისაგან (გარდა ქონების 2. სასჯელის მოუხდელი ნაწილი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა დანიშნული სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი. 3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს შეუძლია თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის დროს მისივე თანხმობით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ კოდექსის 44-ე მუხლის (გარდა პირველი და მე-2 ნაწილებისა) მოთხოვნები. ამასთანავე, მსჯავრდებული შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან (გარდა ქონების ჩამორთმევისა). 31. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს შეუძლია თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს მისივე თანხმობით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების შეზღუდვით, რომელსაც მსჯავრდებული მოიხდის თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების მოთხოვნები. ამასთანავე, მსჯავრდებული 6 შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან (გარდა ქონების ჩამორთმევისა). 4. ამ მუხლის მე -3 ან 31 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების შეზღუდვით შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ მაშინ , თუ მან ფაქტობრივად მოიხადა : ა ) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი ; ბ ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი ; გ ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი ; დ ) ორი მესამედი სასჯელისა , რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს , რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს , ხოლო პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ კოდექსის 72- ე მუხლის მე -6 ნაწილის საფუძველზე . 5. ამ მუხლის მე -3 ან 31 ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებულს , რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის არ შესრულებია 18 წელი , სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების შეზღუდვით შეიძლება შეეცვალოს მხოლოდ მაშინ , თუ მან ფაქტობრივად მოიხადა : ა ) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მეოთხედი ; ბ ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი ; გ ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი . 6. ამ მუხლის მე-3 ან 31 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიერ ფაქტობრივად მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა იყოს სამ თვეზე ნაკლები. ეს წესი არ ვრცელდება მსჯავრდებულზე, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის არ შესრულებია 18 წელი. 7. მსჯავრდებულს საზოგადოებისათვის უვადო სასარგებლო თავისუფლების შრომით ან აღკვეთა თავისუფლების შეიძლება შეეცვალოს შეზღუდვით, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის ოცი წელი და თუ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მიიჩნევს, რომ საჭირო აღარ არის, მსჯავრდებულმა გააგრძელოს ამ სასჯელის მოხდა. 8. თუ ამ მუხლის მე-3 ან 31 ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებულს სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ნაწილი ჩათვლილი აქვს პირობით, გამოსაცდელი ვადის დენა იწყება სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ან თავისუფლების შეზღუდვის მოხდის მომენტიდან. 9. ამ მუხლის მე-3 ან 31 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლს ახორციელებს საამისოდ უფლებამოსილი პრობაციის ბიურო . 10. თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულმა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდისას: 7 მსჯავრდებულმა ა) ჯიუტად თავი აარიდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ან სხვა მიზეზით სასჯელის შემდგომი მოხდა მიზანშეუწონელია, სასამართლოს შეუძლია პრობაციის ბიუროს წარდგინებით დაადგინოს, რომ გაუქმდეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა და აღსრულდეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი; ბ) ჩაიდინა გაუფრთხილებლობითი დანაშაული, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო; გ) ჩაიდინა განზრახი დანაშაული, სასამართლო აუქმებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას და უნიშნავს მას სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის, თუ სასამართლო გააუქმებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას. გამონაკლის შემთხვევაში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს მთავარ პროკურორთან ან მის მოადგილესთან. 11. ამ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ჩაითვლება თავისუფლების აღკვეთის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე. 12. თუ ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებულმა მსჯავრდებულმა თავისუფლების შეზღუდვის მოხდისას: ა) ჯიუტად თავი აარიდა დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, ან სხვა მიზეზით სასჯელის შემდგომი მოხდა მიზანშეუწონელია, სასამართლოს შეუძლია თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების წარდგინებით დაადგინოს, რომ გაუქმდეს თავისუფლების შეზღუდვა და აღსრულდეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი; ბ) ჩაიდინა გაუფრთხილებლობითი დანაშაული, თავისუფლების შეზღუდვის გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო; გ) ჩაიდინა განზრახი დანაშაული, სასამართლო აუქმებს თავისუფლების შეზღუდვას და უნიშნავს მას სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის, თუ სასამართლო გააუქმებს თავისუფლების შეზღუდვას. გამონაკლის შემთხვევაში თავისუფლების შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს მთავარ პროკურორთან ან მის მოადგილესთან. 13. ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული სასჯელს იხდიდა თავისუფლების შეზღუდვის სახით, ჩაითვლება თავისუფლების აღკვეთის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: თავისუფლების შეზღუდვის ერთი დღე – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე. 14. ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 8