„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-07-29
ბიუროს ნომერი 192
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. პატიმრობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 24.03.2010, მუხ.
49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-40 მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მსჯავრდებული უვადო თავისუფლების აღკვეთის მოხდისგან შეიძლება
გათავისუფლდეს, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის 20 წელი.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
9
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირის სასჯელის
მოხდისაგან გათავისუფლების საკითხის განხილვისთვის საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი ვადის ზედმეტად ხანგრძლივობა და ამ კუთხით მისი შეუსაბამობა ევროპული
კანონმდებლობის ტენდენციასთან.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირის სასჯელის
მოხდისაგან გათავისუფლების საკითხის განხილვისათვის საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი ვადის შემცირება და შესაბამისობაში მოყვანა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით
ევროპული კანონმდებლობის ტენდენციასთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„პატიმრობის
კოდექსის“
თავისფლებააღკვეთილი
მე-40
პირის
მუხლის
სასჯელის
მე-6
ნაწილის
მოხდისაგან
თანახმად,
უვადოდ
გათავისუფლების
საკითხს
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო
იხილავს იმ შემთხვევაში, თუ უვადოდ თავისუფლებააღკვეთილმა პირმა ფაქტობრივად
მოიხადა თავისუფლების აღკვეთის 25 წელი.
„ხანგძრძლივი ვადით თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიმართ მოპრყობის შესახებ“
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1976 წლის 17 თებერვლის NR(76)2 რეზოლუციის I.9
და I.12 პუნქტების თანახმად - თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიმართ მოპრყობის
მინიმალური სტანდარტი გულისხმობს: უვადოდ თავისუფლების აღკვეთის სასჯელის
შემცველი ყველა განაჩენის გადასინჯვის უზრუნველყოფას არაუგვიანეს ამგვარი სასჯელის 8დან 14 წლამდე მოხდის პერიოდში და ამგვარი გადასინჯვის შემდგომ გამეორებას
რეგულარული პერიოდულობით.
ევროპის
საბჭოს
2002
წლის
13
ივნისის
„დაპატიმრების
ორდერის
ჩარჩო
სასჯელის გადახედვის
შესაძლებლობა ბრალდებულს მისი მოთხოვნით უნდა ქონდეს სასჯელის მოხდის დაწყებიდან
არაუგვიანეს 20 წლისა.
გადაწყვეტილების“
მე-5
მუხლის
მე-2
პუნქტის
თანახმად
-
რიგ ქვეყნებში უვადოდ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის
გადახედვის უფლება მსჯავრდებულს ენიჭება სასჯელის ფაქტობრივად მოხდის 15 წლის ან
უფრო ნაკლების ვადის გასვლის შემდეგ. მაგალითად: ავსტრიაში - 15 წელი, ბელგიაში - 15
10
წელი, დანიაში -12 წელი, ლიხტენშტეინში - 15 წელი, მონაკოში - 15 წელი, შვედეთში - 10 წელი,
შვეიცარიაში - 10-15 წელი, მაკედონიაში - 15 წელი. 2
როგორც ვხედავთ, უვადოდ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის
გადასინჯვის ვადების განსაზღვრის საკითხში ევროპული კანონმდებლობა ხასიათდება
ლიბერალური ტენდენციით. აღნიშნულის შესაბამისად, კანონპროექტით შემოთავაზებულია
უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირის სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საკითხის
განხილვის
ვადის,
სასჯელის
ფაქტობრივად
მოხდის
25-დან
20
წლამდე
შემცირება
(საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-40 მუხლის მე-6 ნაწილი);
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოადენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის
გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
2
Case of Vinter and other v. The United Kingdom, Judgement, 09.07.2013. გვ.25.
11
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც
არსებობის შემთხვევაში:
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის
შემუშავებაში,
ასეთის
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
შალვა შავგულიძე - „ქართული ოცნება“
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
გიორგი ვოლსკი - „ქართული ოცნება“
ეკა ბესელია - „ქართული ოცნება“
გოგი თოფაძე - „ქართული ოცნება - მრეწველები“
ვახტანგ ხმალაძე - „ქართული ოცნება - რესპუბლიკელები“
ანი მიროტაძე - „ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმი“
გიგა ბუკია - „ქართული ოცნება - კონსერვატორები“
შალვა შავგულიძე - „ქართული ოცნება“
12
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
პატიმრობის კოდექსის იმ მუხლების მოქმედი სრული
რედაქცია, რომლებშიც შედის ცვლილება
მუხლი 40. სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება
1. მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება
მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა:
ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების
აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი;
ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის
არანაკლებ ორი მესამედი;
გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების
აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი;
დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ
პირობით ვადამდე გაათავისუფლეს და პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ
მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.
2. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე
გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა:
ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების
აღკვეთის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი;
ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის
არანაკლებ ნახევარი;
გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების
აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი.
3. მსჯავრდებულის მიერ ფაქტობრივად მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ
უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები.
4. სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებული მსჯავრდებულის
ყოფაქცევის კონტროლს ახორციელებს საამისოდ უფლებამოსილი პრობაციის ბიურო,
ხოლო მსჯავრდებული სამხედრო მოსამსახურის ყოფაქცევისა – სამხედრო ნაწილის
ხელმძღვანელობა.
5. თუ მსჯავრდებულმა სასჯელის მოუხდელ ვადაში:
ა) სისტემატურად ან/და უხეშად თავი აარიდა პირობით ვადამდე გათავისუფლებისას
მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, სასამართლო უფლებამოსილია
დაადგინოს, რომ გაუქმდეს პირობით ვადამდე გათავისუფლება და აღსრულდეს
სასჯელის მოუხდელი ნაწილი;
ბ) გაუფრთხილებლობითი დანაშაული ჩაიდინა, პირობით ვადამდე გათავისუფლების
გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო;
გ) განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო დაუნიშნავს მას სასჯელს საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით
დაინიშნება
სასჯელი
გაუფრთხილებლობითი
დანაშაულის
სასამართლო გააუქმებს პირობით ვადამდე გათავისუფლებას.
13
ჩადენისათვის,
თუ
6.
მსჯავრდებული
უვადო
თავისუფლების
აღკვეთის
მოხდისგან
შეიძლება
გათავისუფლდეს, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის 25 წელი.
7. მსჯავრდებულს , რომელიც პირობით ვადამდე განთავისუფლდება საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 73- ე მუხლის მე -3 ნაწილით გათვალისწინებული
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან ,
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის
ვადა ჩაეთვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში , შემდეგი
გაანგარიშებით
:
საზოგადოებისათვის
თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე .
14
სასარგებლო
შრომის
ხუთი
საათი
–