„სახელმწიფო ენის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
31.07.2014
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი
ნომერი
#07-3/357/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო ენის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-09-02
ბიუროს ნომერი 196

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი სახელმწიფო ენის შესახებ ქართული სახელმწიფო ენა წარმოადგენს საქართველოს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას და მისი სახელმწიფოებრიობის აუცილებელ პირობას. იგი არის საქართველოს ყველა მოქალაქის საერთო სახელმწიფოებრივი კუთვნილება. სახელმწიფო ყველა თავის ფუნქციას აღასრულებს სახელწიფო ენაზე. სახელმწიფო იცავს ამ ენას და გასაზღვრავს მისი ფუნქციონირებისა და განვითარების პოლიტიკას. საქართველოს სახელმწიფო, ამავე დროს იცავს და განამტკიცებს ქვეყანაში ენათა და კულტურათა თანაარსებობისა და ჰარმონიული განვითარების საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებულ ტრადიციას, დაუშვებლად მიიჩნევს ნებისმიერი ენის მიმართ უპატივცემლობის გამოხატვას, საქართველოს მოქალაქის ენობრივი უფლებების შელახვას, აღკვეთს ენობრივი პოლიტიკის კონსტიტუციური პრინციპების საწინააღმდეგო ყოველგვარ ქმედებას. თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი განამტკიცებს სახელმწიფო ენის კონსტიტუციურ სტატუსს, ადგენს მისი გამოყენებისა დადაცვის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს სახელმწიფო და სხვა (არასახელმწიფო) ენების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. 2. ეს კანონი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, აგრეთვე, საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებზე და უცხოელებზე. 3. ეს კანონი არ ვრცელდება პირად ურთიერთობებზე. მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა სახელმწიფო ენის შესახებ 1. საქართველოს კანონმდებლობა სახელმწიფო ენის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან. 2. სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი. მუხლი 3. კანონში გამოყენებული ცნებები და ტერმინები ამ კანონში გამოყენებულ ცნებებსა და ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სახელმწიფო ენა - ენა (ენები), რომელსაც საქართველოს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული ეს სტატუსი და რომელიც, ისტორიული ტრადიციის შესაბამისად, წარმოადგენს სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და ქვეყნის მოქალაქეთა, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ურთიერთობის ძირითად საშუალებას. ბ) არასახელმწიფო ენა - სახელმწიფო ენის (ენების) გარდა, ნებისმიერი სხვა ენა, რომლითაც სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მცხოვრები სხვა პირები პირად ცხოვრებაში თუ საჯაროდ. გ) საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი - საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ენის ფუნქციონირების მაკონტროლებელი და საზედამხედველო დაწესებულება. დ) სახელმწიფო ენის მუდმივმოქმედი სახელმწიფო კომისია - საქართველოს მთავრობასთან არსებული სახელმწიფო ენის ნორმალიზაციისა და სტანდარტიზაციის, სალიტერატურო ენის ნორმათა და სპეციალურ ტერმინთა დამდგენი ორგანო. ე) სახელმწიფო ენის პროგრამა - სახელმწიფო ენის განვითარების, ნორმალიზაციისა და სტანდარტიზაციის ძირითად მიმართულებათა განმსაზღვრელი ერთიანი დოკუმენტი, რომელსაც შეიმუშავებს სახელმწიფო ენის მუდმივმოქმედი სახელმწიფო კომისია და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. ვ) ტრანსლიტერაცია - ერთი ენის ფონემების (ბგერების) გადმოცემა მეორე ენის დამწერლობის ნიშნებით. ზ) ტოპონიმი - რაიმე გეოგრაფიული ობიექტის ( ნებისმიერი ადგილის, სოფლის, მთის, ტყის, მინდვრის, მდინარის და სხვ.) აღმნიშვნელი სახელწოდება. მუხლი 4. სახელმწიფო ენის სტატუსი 1. საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთში - აგრეთვე, აფხაზური. 2. სახელმწიფო უზრუნველყოფს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვას. 3. სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს ქართველურ ენა-კილოთა შენარჩუნებასა და შესწავლაზე, როგორც სახელმწიფო ენის სიცოცხლისუნარიანობის უმნიშვნელოვანეს პირობაზე. მუხლი 5. სახელმწიფო ენის დაცვის გარანტიები 1. სახელმწიფო ენის დაცვის, მისი ფუნქციონირებისა და განვითარების უმთავრესი გარანტი არის სახელმწიფო. 2. სახელმწიფო ენის დაცვის გარანტიები განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით. 3. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები სახელმწიფო და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში უზრუნველყოფენ სახელმწიფო ენის ფუნქციონირებისა და დაცვისათვის აუცილებელ ორგანიზაციულ და მატერიალურტექნიკურ პირობებს. 4. სახელმწიფო უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის პროგრამების განხორციელებას. მუხლი 6. სახელმწიფო და სხვა (არასახელმწიფო) ენების გამოყენების გარანტიები 1. სახელმწიფო უზრუნველყოფს სათანადო პირობებს სახელმწიფო ენის შესწავლისა და გამოყენებისთვის. 2. საქართველოს მოქალაქე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, უზრუნველყოფილია საჯარო ინფორმაციით სახელმწიფო ენაზე, (იმ შემთხვევაში, როდესაც საჯარო ინფორმაცია დაცულია სახელმწიფო ენაზე). 3. ყოველი საჯარო მოსამსახურე, კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფილია სამსახურებრივი ინფორმაციით სახელმწიფო ენაზე. 4. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია ფლობდეს სახელმწიფო ენას. 5. არასახელმწიფო ენების გამოყენება თავისუფალია, თუ ამით არ იზღუდება სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსი. მუხლი 7. განათლების ენის არჩევის თავისუფლება 1. საქართველოში მცხოვრებ ყოველ პირს უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განათლების მისაღებად აირჩიოს სხვა ენა. 2. საქართველოს ტერიტორიაზე არსებული არასახელმწიფოენოვანი სასწავლო დაწესებულებები ვალდებული არიან შესაბამის კონტინგენტს შესთავაზონ სახელმწიფო ენის სპეციალური (არჩევითი) კურსი. მუხლი 8. სახელმწიფოს საგარეო ენობრივი პოლიტიკის პრინციპები საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების (შეთანხმებების) გათვალისწინებით სახელმწიფო ხელს უწყობს: ა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს სახელმწიფო ენის სწავლებას. ბ) ქართველოლოგიური კვლევების გაღრმავებას, ქართული ენის პოპულარიზაციას; გ) სათანადო სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის გავრცელებას, კონფერენციების და სამეცნიერო ფორუმების ორგანიზებას. თავი II სახელმწიფო ენის გამოყენების სამართლებრივი პრინციპები მუხლი 9. საქართველოს მოქალაქეების უფლება-მოვალეობანი ენის გამოყენების სფეროში 1. საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებაა სახელმწიფოსაგან მოითხოვოს სახელმწიფო ენის დაცვის, შესწავლისა და განვითარებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი გარანტიების უზრუნველყოფა. 2. საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობა დაამყაროს სახელმწიფო ენაზე, გარდა კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა. 3. მოქალაქის ენობრივ უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვა მოქალაქეთა შესაბამისი უფლებები და თავისუფლებები. მუხლი 10. მოქალაქის უფლება მიიღოს ოფიციალური დოკუმენტები სახელმწიფო ენაზე საქართველოს ყველა მოქალაქეს უფლება აქვს მოითხოვოს და კანონით დადგენილი წესით მიიღოს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მის შესახებ არსებული ოფიციალური დოკუმენტები და ინფორმაცია სახელმწიფო ენაზე, გარდა იმ დოკუმენტების ასლებისა, რომლებიც გაიცემა შესაბამისი ორიგინალის ენაზე. თავი III სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობის, საქმისწარმოებისა და სამართალწარმოების ენა მუხლი 11. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმისწარმოების ენა 1. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობა ხორციელდება სახელმწიფო ენაზე, გარდა კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემთხვევებისა. 2. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ოფიციალური საქმისწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. 3. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის ურთიერთობა, მიმოწერა და თანამშრომლობა ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. 4. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთა განცხადებებს, საჩივრებსა და წინადადებებს განიხილავენ და უპასუხებენ სახელმწიფო ენაზე, გარდა კანონმდებლობით გამონაკლისი შემთხვევებისა. მუხლი 12. სამართალშემოქმედებისა და საკანონმდებლო საქმიანობის ენა დადგენილი 1. საქართველოში სამართლებრივი აქტები მზადდება და მიიღება (გამოიცემა) ქართულ ენაზე, აფხაზეთში - აგრეთვე, აფხაზურ ენაზე. 2. საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის წარდგენა ხდება ქართულ ენაზე. 3. სამართლებრივი ნორმატიული აქტები ოფიციალურად ქვეყნდება ქართულ ენაზე, აფხაზეთში - აგრეთვე, აფხაზურ ენაზე. მუხლი 13. სამართალწარმოების ენა საქართველოს კონსტიტუციისა და საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. მუხლი 14. ენის გამოყენება საქართველოს სამხედრო ძალებში 1. საქართველოს სამხედრო და სხვა გასამხედროებულ ძალებში ოფიციალური საქმიანობა ხორციელდება სახელმწიფო ენაზე (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა თუ შეთანხმებებით დადგენილია განსხვავებული წესები). 2. საქართველოს სამხედრო და სხვა გასამხედროებულ ძალებში სამსახურისა და სამხედრო ბრძანებების ენა არის ქართული. მუხლი 15. ბეჭდების, შტამპების, შტემპელების, ბლანკების ტექსტის, განცხადებებისა და შეტყობინებების ენა 1. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ბეჭდების, შტამპების, შტემპელების, ბლანკების ტექსტი დგება საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შესაბამისი სახელმწიფო ტექსტი ენაზე. პარალელურად გამოყენებულ იქნეს ერთ-ერთ არასახელმწიფო ენაზე. 2. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ოფიციალური საჯარო განცხადებებისა და შეტყობინების ტექსტი სრულდება სახელმწიფო ენაზე. თავი IV საგარეო ურთიერთობების ენა მუხლი 16. საგარეო ურთიერთობების ენა საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლები ვალდებული არიან საგარეო ურთიერთობებისას გამოიყენონ საერთაშორისო სამართლის ნორმებით განსაზღვრული უფლებები სახელმწიფო ენების სფეროში. თავი V არჩევნების, რეფერენდუმის, პლებისციტისა და ოფიციალურ ღონისძიებათა ენა მუხლი 17. არჩევნების ენა არჩევნების პროცესში კანდიდატთა რეგისტრაცია, სათანადო დოკუმენტაციის შედგენა და საარჩევნო პროცედურები უნდა განხორციელდეს სახელმწიფო ენაზე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. მუხლი 18. რეფერენდუმისა და პლებისციტის ენა 1. საქართველოში რეფერენდუმი და პლებისციტი მზადდება და ტარდება სახელმწიფო ენაზე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სახელმწიფო ენაზე ფორმდება რეფერენდუმისა და პლებისციტის ჩასატარებელი ბიულეტენები და რეფერენდუმის, პლებისციტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. მუხლი 19. კონკურსებისა და ატესტაციების ენა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში „საჯარო სამსახურის შესახებ“კანონით გათვალისწინებული კონკურსები და ატესტაციები ტარდება და მათთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ფორმდება სახელმწიფო ენაზე. მუხლი 20. ოფიციალურ ღონისძიებათა ენა 1. სახელმწიფო და ადგილობრივი დაწესებულებების, ორგანიზაციებისა თვითმმართველობის ორგანოების, და ოფიციალური საწარმოების ღონისძიებები (ყრილობები, სესიები, სხდომები, სიმპოზიუმები, მიღებები და სხვ.) ტარდება სახელმწიფო ენაზე, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ღონისძიებაზე გამომსვლელის მიერ არასახელმწიფო ენის გამოყენების შემთხვევაში უნდა განხორციელდეს თარგმანი სახელმწიფო ენაზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე ორგანიზებულ საერთაშორისო ხასიათის ოფიციალურ ღონისძიებებზე. თავი VI საკუთარ სახელთა და სახელწოდებათა ენა მუხლი 21. ტოპონიმთა და კარტოგრაფიულ გამოცემათა ენა 1. ტოპონიმები არ ითარგმნება და სხვა ენებზე გადმოიცემა სალიტერატურო ენათა ნორმებით დადგენილი ტრანსლიტერაციის წესების შესაბამისად. 2. ტოპონიმები იქმნება და ოფიციალურად არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. გამოიყენება სახელმწიფო ენაზე, 3. ტოპონიმებთან დაკავშირებული სხვა საკითხები წყდება შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე. მუხლი 22. სახელის, მამის სახელისა და გვარის დაწერილობა 1. საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის სახელის, მამის სახელისა და გვარის ოფიციალური რეგისტრაცია და გამოყენება ხდება სახელმწიფო ენაზე. 2. საქართველოს ყველა მოქალაქეს უფლება აქვს გამოიყენოს საკუთარი სახელი, მამის სახელი და გვარი მშობლიურ ენაზე, აგრეთვე აქვს უფლება მისი ოფიციალურად აღიარებისა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. სახელი, მამის სახელი და გვარი სახელმწიფო ენიდან სხვა ენაზე და სხვა ენიდან სახელმწიფო ენაზე გადმოიცემა შესაბამისი სალიტერატურო ენის ნორმებით დადგენილი ტრანსლიტერაციის წესების დაცვით. 4. სახელის, გვარისა და მამის სახელის კორექტირება (შესწორება ან/და დამატება) ხდება სახელმწიფო ენაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 23. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, დაწესებულების, საწარმოსა და ორგანიზაციის სახელწოდების ენა 1. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ოფიციალური სახელწოდებები იქმნება და გამოიყენება სახელმწიფო ენაზე. ეს სახელწოდებები, სახელმწიფო ენასთან ერთად, შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს ერთ-ერთ არასახელმწიფო ენაზე. 2. დაწესებულების, საწარმოსა და ორგანიზაციის სახელწოდება სახელმწიფო რეესტრში შეიტანება სახელმწიფო ენაზე. 3. საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების სახელდება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ამ მუხლის 1-3 პუნქტებით განსაზღვრულ სახელწოდებათა შეუსაბამობა მითითებულ ნორმებთან უნდა გასწორდეს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის რეკომენდაციის შესაბამისად. მუხლი 24. სასაქონლო (მომსახურების) ნიშნების გამოყენება არასახელმწიფოენოვანი სასაქონლო ნიშნების გამოყენება უნდა მოხდეს ქართულენოვანი დაწერილობით (ტრანსლიტერაციით). თავი VII საჯარო ინფორმირებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ენა მუხლი 25. საჯარო ინფორმირების ენა საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილი განცხადების, შეტყობინების, სასათაურო წარწერის, პლაკატის, აბრის, აფიშის, რეკლამისა და სხვა ვიზუალური ინფორმაციის ტექსტები სრულდება სახელმწიფო ენაზე, გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. მუხლი 26. საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილ წარწერათა განლაგება 1. საჯარო ინფორმაციისათვის განკუთვნილ წარწერათა წარმოდგენა სახელმწიფო ენაზე სავალდებულოა; ამ წარწერათა არასახელმწიფო ენაზე წარმოდგენის ზოგადსავალდებულო წესებს შეიმუშავებს სახელმწიფო ენის მუდმივმოქმედი სახელმწიფო კომისია. 2. ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში ოფიციალურ სახელწოდებათა სახელმწიფო და არასახელმწიფო ენებზე გადმოცემისას სახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი თავსდება მარცხნივ (ზევით), ხოლო არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი - მარჯვნივ (ქვევით). 3. ოფიციალურ სახელწოდებათა ქართულ, აფხაზურ და არასახელმწიფო ენებზე გადმოცემისას ქართული ტექსტი თავსდება მარცხნივ (ზევით), აფხაზური ტექსტი - ცენტრში, ხოლო არასახელმწიფოენოვანი ტექსტი - მარჯვნივ (ქვევით). 4. ყველა სახვა შემთხვევაში სახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი თავსდება სხვა ენაზე შესრულებული ტექსტის მარცხნივ ან ზემოთ; ამასთანავე, ეს წესი მოქმედებს უცხოენოვანი წარწერის ყოველი ახალი გამოყენებისას. 5. არასახელმწიფოენოვანი ტექსტის სახელმწიფო ენაზე შესრულებულ ტექსტთან ერთად გამოყენებისას არასახელმწიფოენოვანი შრიფტი ზომით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ შრიფტს. მუხლი 27. საზოგადოებრივი ცნობარებისა და სხვა საინფორმაციო მასალების ენა 1. საზოგადოებრივი ცნობარებისა და სხვა საინფორმაციო მასალები როგორც წესი გამოიცემა და ქვეყნდება სახელმწიფო ენაზე. 2. იურიდიული და/ან ფიზიკური პირის მიერ საქართველოში გასავრცელებლად გამოცემულ ცნობარებსა და ამ სახის სხვა საინფორმაციო მასალებს, რომლებიც შედგენილია არასახელმწიფო ენაზე, თან უნდა ახლდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებული თარგმანი. მუხლი 28. მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ენა 1. გაზეთებისა და ჟურნალების გამოცემა, აგრეთვე, ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის გადაცემები ხორციელდება სახელმწიფო ენაზე, გარდა კანონმდებლობით გათვალიწინებული სხვა შემთხვევებისა. 2. მასობრივი ინფორმაციის ის საშუალებები, რომლებიც მაუწყებლობენ სახელმწიფო ენაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებულ იქნეს არასახელმწიფო ენებიც, მაგრამ ტელე-და რადიომაუწყებლობის საეთერო დროის არაუმეტეს 10%-ისა. 3. მასობრივი ინფორმაციის საშუალებით საჯარო გადაცემის მიზნით ნაჩვენები აუდიოვიზუალური პროდუქციის თარგმნისას და დუბლირებისას გამოიყენება სახელმწიფო ენა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 29. რეკლამის ენა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში 1. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში რეკლამისათვის ენის გამოყენების სამართლებრივ საფუძველს განსაზღვრავს ეს კანონი, კანონი „რეკლამის შესახებ“ და სხვა საკანონდებლო აქტები. 2. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში რეკლამა ვრცელდება სახელმწიფო ენაზე, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა. 3. სახელმწიფოენოვანთან ერთად არასახელმწიფო ენაზე შესრულებული სარეკლამო განცხადების გამოყენებისას სახელმწიფოენოვანი ვერსია უნდა იყოს უფრო მკაფიოდ გამოხატული, წასაკითხი და მოსასმენი. თავი VIII სახელმწიფო ენის გამოყენება სხვა სფეროებში მუხლი 30. მომხმარებლის უფლება - მიიღოს ინფორმაცია სახელმწიფო ენაზე 1. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია სახელმწიფო ენაზე, გარდა კანონმდებლობით გათვალიწინებული სხვა შემთხვევებისა. 2. სახელმწიფო ენის არცოდნა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მომსახურებაზე უარის თქმის მოტივად. მუხლი 31. ენის გამოყენება მეცნიერების სფეროში 1. აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის მოსაპოვებლად ნაშრომის წარდგენა და საჯარო დაცვა ხდება სახელმწიფო ენაზე, გარდა კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისისა. 2. სახელმწიფო სამეცნიერო დაწესებულებებში მეცნერული კვლევების შედეგები ფორმდება და ვრცელდება სახელმწიფო, ენაზე გარდა კანონმდებლობით გათვალიწინებული სხვა შემთხვევებისა. 3. სამეცნიერო კვლევის შედეგების არასახელმწიფო ენაზე გამოქვეყნების შემთხვევაში, მას უნდა ახლდეს სახელმწიფოენოვანი თარგმანი ან ვრცელი რეზიუმე. 4. ტექნიკურ დოკუმენტაციასა ტერმინოლოგია. და ტერმინოლოგიის საქმისწარმოებაში გამოიყენება ერთიანი დადგენისა გამოყენების ნორმებს და განსაზღვრავს სახელმწიფო ენის მუდმივმოქმედი სახელმწიფო კომისია. 5. ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოს მოქალაქეების მიერ უცხოეთში გამოქვეყნებულ ნაშრომებზე. მუხლი 32. ენის გამოყენება ინფორმატიკის სფეროში 1. სახელმწიფო უზრუნველყოფს საინფორმაციო ტექნოლოგიებში ქართული ენის გამოყენებას. 2. ინფორმატიკის საშუალებებით ინფორმაციის მიღება და გავრცელება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. 3. კომპიუტერული (ელექტრონული) ტექნიკა, რომელიც გამოიყენება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, უნდა უზრუნველყოფდეს ტექსტის შესრულებას სახელმწიფო ენაზე. მუხლი 33. ენის გამოყენება კულტურის სფეროში მოქალაქეებისათვის მსოფლიო კულტურის მიღწევების სრულფასოვანი გაცნობის მიზნით სახელმწიფო ხელს უწყობს: ა) მხატვრული, სამეცნიერო, პოლიტიკური და სხვა ლიტერატურის თარგმნასა და გამოცემას სახელმწიფო ენაზე. ბ) აუდიოვიზუალური ნაწარმოებების თარგმნასა და საჯარო გადაცემას სახელმწიფო ენაზე. თავი IX სახელმწიფო ენის ცოდნასთან დაკავშირებული მოთხოვნები მუხლი 34. სახელმწიფო ენის ცოდნის მოთხოვნებთან პირის შესაბამისობის შეფასება 1. სახელმწიფო ენის ცოდნის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან პირის შესაბამისობის შეფასება ხდება სახელმწიფო გამოცდის მეშვეობით. 2. სახელმწიფო გამოცდის ჩატარების წესს ადგენს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი (განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად) და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 3. სახელმწიფო გამოცდის დეპარტამენტი. ჩატარებას უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის 4. პირი, ვინც სახელმწიფო ენის გამოცდას ჩააბარებს, მიიღებს შესაბამის დოკუმენტს (სერტიფიკატს), რომლის გამოყენებაც მას შეუძლია საჯარო სამსახურში მიღებისას, მოქალაქეობის მოპოვებისას და სხვა დანიშნულებისამებრ. 5. ენის სახელმწიფო გამოცდას არ აბარებენ ის პირები, რომელთაც ზოგადი ან უმაღლესი განათლება მიღებული აქვთ სახელმწიფო ენაზე. თავი X სახელმწიფო ენის დაცვის სახელმწიფო კონტროლი და შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენცია ამ სფეროში მუხლი 35. სახელმწიფო ენის დაცვის სახელმწიფო კონტროლი სახელმწიფო ენის დაცვის სახელმწიფო კონტროლს თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ: ა) საქართველოს პარლამენტი; ბ) საქართველოს მთავრობა; გ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები; გ) სახელმწიფო ენის დეპარტამენტი. მუხლი 36. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი 1. სახელმწიფო ენის დაცვის კონტროლს, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ ფარგლებში, ახორციელებს ,,საქარველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი“, რომელიც არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 3. სახელმწიფო ენის დეპარტამენტს ხელძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერმინისტრი. 4. სახელმწიფო ენის დეპარტამენტზე არ ვრცელდება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი. 5. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი: ა) უზრუნველყოფს ერთიანი პოლიტიკის განხორციელებას სახელმწიფო ენის დაცვის, განვითარებისა და გამოყენების სფეროში; ბ) შეიმუშავებს და გამოსცემს სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარებისათვის აუცილებელ ნორმატიულ აქტებს; გ) ახორციელებს კონტროლს ,,სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს კანონის შესრულებაზე; დ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აძლევს რეკომენდაციებს ენის გამოყენების სფეროში არსებული დარღვევების აღმოსაფხვრელად; ე) უფლებამოსილია გამოიყენოს ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები ,,სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის დარღვევის ფაქტზე; ვ) რეკომენდაციით მიმართავს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს სახელმწიფო ენის კანონის დარღვევისათვის კონკრეტული პირის მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ; ზ) უზრუნველყოფს სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებას სახელმწიფო ენაში; თ) ახორციელებს საინფორმაციო და მეთოდური უზრუნველყოფის ღონისძიებებს სახელმწიფო ენის სფეროში; ი) ახორციელებს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 6. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი უფლებამოსილია სახელმწიფო ორგანოებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია ამ კანონითა და დეპარტამენტის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით. 7.ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ დეპარტამენტისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. გამოთხოვილი ინფორმაცია დეპარტამენტს უნდა წარედგინოს მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში. მუხლი 37. სახელმწიფო ენის მუდმივმოქმედი სახელმწიფო კომისია 1. საქართველოს მთავრობასთან არსებული სახელმწიფო ენის მუდმივმოქმედი სახელმწიფო კომისია მოქმედებს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 2. სახელმწიფო ენის მუდმივმოქმედ სახელმწიფო კომისიას ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ნიშნავს კომისიის თანათავმჯდომარეს და კომისიის წევრებს. 3. სახელმწიფო ენის მუდმივმოქმედი სახელმწიფო კომისია ადგენს ქართული სალიტერატურო ენის ნორმებს, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 4. სახელმწიფო ენის ფუნქციონირების სფეროებში ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დაცვა სავალდებულოა. 5. სახელმწიფო ენის მუდმივმოქმედი სახეხელმწიფო კომისიის მატერიალურ- ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი. მუხლი 38. სახელმწიფო ენის პროგრამები 1. სახელმწიფო ენის მუდმივმოქმედი სახელმწიფო კომისია შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო ენის განვითარების ერთიან პროგრამას. 2. სახელმწიფო ენის პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფენ კანონმდებლობით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები. 3. სახელმწიფო ენის პროგრამები ითვალისწინებს: ა) სახელმწიფო ენაზე სამეცნიერო და სამეცნიერო- პოპულარული ლიტერატურის მიზნობრივ გამოცემას; ბ) შესაბამისი სამეცნიერო კვლევების გააქტიურებას; გ) სათანადო პირობების შექმნას სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული კადრების მოსამზადებლად; დ) სახელმწიფო ენის სწავლებისა და ენობრივი კულტურის ამაღლების მიზნით განათლების სისტემისთვის ხელის შეწყობას. 4. სახელმწიფო ენის პროგრამების დაფინანსებას (სრულად ან ნაწილობრი) უზრუნვეყოფს სახელმწიფო ბიუჯეტი. 5. სახელმწიფო ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას სახელმწიფო ენის პროგრამების განხორციელების მიზნით. თავი XI პასუხისმგებლობა და სანქციები მუხლი 39. პასუხისმგებლობა ,,სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონმდებლობის დარღვევისათვის სახელმწიფო ენის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის პირი პასუხს აგებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 40. სახელმწიფო ენის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებელი პირები 1. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციების ორგანოების, დაწესებულებებისა და კანონმდებლობით, ეკისრებათ პერსონალური პასუხისმგებლობა მათდამი დაქვემდებარებული სფეროს ფარგლებში კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევისათვის. ხელმძღვანელებს, სახელმწიფო ენის მოქმედი შესახებ 2. მომსახურების სფეროს დაწესებულებები (ორგანიზაციები) ვალდებული არიან აანაზღაურონ მომსახურების სფეროს შესაბამისი თანამდებობის პირის ან რიგითი მუშაკის მიერ სახელმწიფოსათვის ან ფიზიკური პირისათვის სახელმწიფო ენის შესახებ კანონის დარღვევით მიყენებული ზიანი სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 41. სანქციები ამ კანონის დარღვევისათვის 1. ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფო ენის დეპარტამენტი უფლებამოსილია სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები წერილობით გააფრთხილოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად. 2. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი უფლებამოსილია ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის, 26-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-5 პუნქტებისა და 29-ე მუხლის დარღვევისათვის შესაბამის პირებს დააკისროს ჯარიმა, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოიფხვრა დარღვევა ან ჯარიმის, როგორც სანქციის გამოყენებიდან 1 წლის განმავლობაში ჩადენილ იქნა ახალი დარღვევა. 3. ამ კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმს ადგენს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამდებობის პირი, ხოლო საქმეს განიხილავს დეპარტამენტი. 4. გაფრთხილების ან ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოპასუხე უფლებამოსილია გათვალისწინებული მოითხოვოს სანქციის ზიანის ანაზღაურება ამ კანონით არამართლზომირი გამოყენების გამო. ზიანის ოდენობას ადგენს სასამართლო. მუხლი 42. ჯარიმის ოდენობა და გადახდის წესი 1. ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის, 26-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფო ენის დეპარტამენტი უფლებამოსილია შესაბამის პირებს დააკისროს ჯარიმა 100-დან 300 ლარამდე. 2. დაჯარიმების შემდეგ დამრღვევის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დეპარტამენტი უფლებამოსილია დამრღვევი დააჯარიმოს 300-დან 500 ლარამდე. 3 ამ კანონის 29-ე მუხლის დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფო ენის დეპარტამენტი უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა 200-დან 500 ლარამდე. 4. დაჯარიმების შემდეგ დამრღვევის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დამრღვევი დააჯარიმოს 500-დან 1000 ლარამდე. დეპარტამენტი უფლებამოსილია 5. დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება მოტივებისა და საფუძვლის მითითებით გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში წერილობით ეცნობება დამრღვევს. 6. დამრღვევის მიერ ჯარიმა გადახდილ უნდა იქნეს დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების დამრღვევისათვის ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში. 7. დამრღვევის მიერ დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი-აღსრულების ეროვნული ბიურო. ჯარიმის თანხა ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. მუხლი 43. უკანონოდ განლაგებული წარწერის დემონტაჟი 1. თუ ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების დარღვევისათვის ერთი წლის განმავლობაში მეორედ დაჯარიმების შემდეგ დარღვევა არ აღმოიფხვრა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ განსაზრვრულ გონივრულ ვადაში, დეპარტამენტი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს უკანონოდ განლაგებული წარწერის დემონტაჟის მოთხოვნით. 2. დემონტაჟის უზრუნველყოფს სფეროში თაობაზე სასამართლოს საქართველოს შემავალი საჯარო იუსტიციის სამართლის გადაწყვეტილების აღსრულებას სამინისტროს მმართველობის იურიდიული პირი-აღსრულების ეროვნული ბიურო. დემონტაჟისათვის აუცილებელი თანხა ეკისრება დამრღვევს. თავი XII გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი მუხლი 44. ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები 1. ამ კანონის ამოქმედებიდან 2015 წლის 1 ივნისამდე საქართველოს მთავრობამ მიიღოს დადგენილება ,,სახელმწიფო ენის სახელმწიფო გამოცდის ჩაბარების წესის შესახებ“. 2. ამ კანონის ამოქმედებიდან შესაბამისობაში იქნეს 2015 წლის 1 ივნისამდე კანონის მოთხოვნებთან მოყვანილი სასაქონლო ნიშნებისა და საჯარო ინფორმაციისათვის განკუთვნილ წარწერათა დაწერილობა და განლაგება. 3. ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა მუდმივმოქმედი სახელმწიფო კომისიის დებულებები. მუხლი 45. კანონის ამოქმედება და სახელმწიფო ენის 1.ეს კანონი გარდა 24-ე, 34-ე, 39-ე, მე-40, 41-ე, 42-ე და 43-ე მუხლებისა, ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან. 2. ამ კანონის 24-ე, 34-ე, 39-ე, მე-40,41-ე, 42-ე და 43-ე მუხლები ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივნისიდან. საქართველოს პრეზიდენტი გ. მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი კანონპროექტზე ,,სახელმწიფო ენის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროქტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქართული ენის კონსტიტუციური სატატუსის (აფხაზეთში - აგრეთვე, აფხაზური ენის სტატუსის) უზრუნველყოფა, მისი ფუნქციონირების, დაცვისა და გამოყენების მექანიზმების სრულყოფა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქართული ენის, (აფხაზეთში - აგრეთვე, აფხაზური ენის) სახელმწიფო სტატუსის განმტკიცება და სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მის გამოყენებაზე, დაცვაზე, განვითარებაზე, შესწავლასა და პოპულარიზაციაზე განუხრელად ზრუნვა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: სახელმწიფო ენის ცნება გულისხმობს ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის უზრუნველყოფას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და ქართული და აფხაზური ენების სახელმწიფოებრივი სტატუსის უზრუნველყოფას აფხაზეთის ტერიტორიაზე. ქართული სახელმწიფო ენის საკანონმდებლო ინიციატივა სრულად იზიარებს და ემყარება იმ ძირითად პოსტულატებს, რომლებიც ამ თვალსაზრისით ევროგაერთიანების ფუძემდებლურ დოკუმენტებშია გამოხატული. ქართული კანონპროექტი, ფაქტობრივ, სრულად ითვალისწინებს იმ ნაირგვარ გამოცდილებას, რაც სხვადასხვა ქვეყნების ანალოგიურ საკანონმდებლო აქტებში არის ფიქსირებული; ოღონდ ითვალისწინებს არა დიქტატისა და სიმკაცრის, არამედ მაქსიმალური ლოიალობისა და ტოლერანტობის კუთხით. შეიძლება ითქვას, რომ ქართული კანონპროექტი ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური იურიდიული დოკუმენტია ამ ხასიათის იურიდიულ აქტებს შორის. ქართული სახელმწიფო ენის კანონპროექტი, უპირველეს ყოვლისა, ქმნის პირობას, რომ ქვეყანამ ენობრივი პოლიტიკა განახორციელოს იმ პოზიტიური გამოცდილების საფუძველზე, რომელიც ისტორიამ მრავალეროვანი თანაცხოვრების საფუძველზე ჩამოაყალიბა საქართველოში და რომელიც შეიძლება ერთ-ერთი სანიმუში იყოს; ადამიანთა სამოქალაქო თანაცხოვრების, ეთნიკური, ენობრივი, კონფესიური ტოლერანტობის ის ნიმუში, რომელიც საქართველოში ხანგრძლივი ისტორიული გამოცდილებით ჩამოყალიბდა, ნამდვილად უნიკალური მოვლენაა საერთაშორისო მასშტაბით და უგნურება იქნებოდა უგულებელგვეყო ეს მნიშვნელოვანი მონაპოვარი. ნიმუშად ორი უახლოესი ასწლეულის გამოცდილებაც გამოდგება: ცნობილია, რომ მე-19-20 საუკუნეებში საქართველოში, ბევრი განვითარებული ქვეყნისაგან განსხვავებით, ბუნებრივად ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომ ეროვნულ უმცირესობებს თავისუფლად გამოეხატათ საკუთარ ენაზე ჰქონოდათ კულტურული ინტერესები. სახელმწიფო სკოლები ამავე ეს ტრადიცია დროს, და უმცირესობათა კომპაქტური დასახლებების სამოქალაქო იზოლაციისა და გაუცხოების პრობლემას ნაკლებად ქმნიდა იმ ეტაპზე - საბჭოთა უნიტარული მმართველობის პირობებში. იმ პერიოდში, მართლაც, ქართულ ენაზე კომუნიკაცია რეგიონის ყველა მოსახლეს შეეძლო. მაგრამ გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ, რაც არსებითად გაწყდა ეკონომიკური და კულტურული კავშირები რეგიონებთან, სამოქალაქო დეზინტეგრაციის პროცესი ძალზე შორს წავიდა და რამდენიმე თაობა გაიზარდა ისეთი, რომელიც საერთოდ ვერ ფლობს სახელმწიფო ენას, ანუ მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს საკუთარი სამოქალაქო უფლებები. რა გამოსავალი არსებობს აქედან? ამგვარი პრობლემის გადაჭრის ორი გზა არსებობს: ან უნდა გატარდეს სამოქალაქო დაახლოების, გაუცხოებისა და დეზინტეგრაციის შედეგების თანამიმდევრული დაძლევის პოლიტიკა, ან უნდა გაგრძელდეს დღეისათვის შექმნილი ვითარება - ფაქტობრივად კულტურული აპარტეიდის რეჟიმი (რომელიც, მართალია, გამიზნული პოლიტიკა არ არის, მაგრამ ეს სულაც არ არის რიგითი მოქალაქის მდგომარეობის შემამსუბუქებელი). კანონპროექტი სახელმწიფო ენის შესახებ ამზადებს სამართლებრივ საფუძვლებს საქართველოს ყოველი მოქალაქის სამოქალაქო უფლებათა სრული და თანაბარი რეალიზაციისათვის. ეს არის ქვეყნის მოქალაქეების გაუცხოებისა და საზოგადოებრივი პირობების მიმართ არათანასწორუფლებიანობის ანუ დისკრიმინაციული მდგომარეობის დაძლევის ცივილური გზა. კანონპროექტის ინიციატორთა პათოსია: "მოქალაქეები (უმცირესობები), რომელთაც სახელმწიფო ენა არ იციან, დისკრიმინირებული არიან თავიანთი შესაძლებლობების რეალიზაციის მხრივ და მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, დაძლიონ ეს მდგომარეობა." წარმოდგენილი კანონპროექტის ძირითადი ინტენცია ის არის, რომ არ გაუარესდეს ენობრივ უმცირესობათა კულტურული თვითგამოხატვის ის (არცთუ ურიგო) მდგომარეობა, რომელიც ტრადიციულად ჩამოყალიბდა, მაგრამ, ამავე დროს, დაიძლიოს მათი იზოლაცია საერთო სახელმწოფო ცხოვრებისაგან. ამ ვითარებიდან გამოსავალი კი მხოლოდ სახელმწიფო ენასთან წვდომის გზაა. სახელმწიფოს მცდელობა, დაარეგულიროს ცალკეულ მოქალაქეთა და რეგიონთა ურთიერთობები და ხელი შეუწყოს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ჰარმონიზაციის პროცესს, უნდა აღქმულ იქნეს არა როგორც „პოლიტიკის გამკაცრება“, არამედ როგორც ზრუნვა საკუთარ მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების სრულფასოვანი რეალიზაციისათვის. საქართველოში არც ყოფილა და არც არის შესაძლებელი იყოს "მკაცრი" პოლიტიკა მცირე ენობრივი ჯგუფების მიმართ და, თუ ობიექტური თვალი კანონპროექტს ამ ნიშნით დააკვირდება, დარწმუნდება, რომ აქ არ არის გამოყენებული არცერთი ის რადიკალური მოთხოვნა, რომლებიც სხვა ქვეყნების საკანონმდებლო პრეცედენტებს წარმოადგენენ; მაგალითად, ქართულ კანონპროექტში არ არის მოთხოვნა: ა) სახელმწიფო ენის ფლობის საყოველთაო სამოქალაქო ვალდებულების; ბ) სახელმწიფო სკოლების მხოლოდ სახელმწიფო ენაზე არსებობის; გ) ენის პოლიციის არსებობის და სხვ. მართალია, კანონპროექტში არის ადმინისტრაციული სანქციების გამოყენების შესაძლებლობა, მაგრამ ეს შეეხება მხოლოდ გარე გაფორმების ენობრივ მოწესრიგებას და ისიც უკუდურესად შეზღუდულ პირობებში. ადმინისტრაციული ჯარიმების გამოყენებამ უნდა უზრუნველყოს ენობრივი ნორმების დაცვა და შექმნას პრევენციული გარემო პოტენციური დამრღვევების გაფრთხილების მიზნით. წინააღმდეგ შემთხვევაში კანონის შესაბამისი მუხლები მხოლოდ ქაღალდზე დაწერილ არაფრისმთქმელ დეკლარაციად დარჩება. ამ შემთხვევაში სანქციები ერთნაირად ვრცელდება სახელმწიფო და კერძო სექტორზე, ვინაიდან სახელმწიფო ენის კონსტიტუციით განსაზღვრული სივრცის შეზღუდვა ძირითადად კერძო სექტორში ვლინდება, რადგანაც ეს სექტორია დომინანტი მეწარმეობის, ვაჭრობისა და სარეკლამო ბაზარზე და სახელმწიფო ენის როგორც ფუნქციონირების, ისე ნორმატიულობის დაცვა სწორედ რომ ამ სეგმენტში ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. წარმოდგენილი კანონპროექტის რბილ დამოკიდებულებას სანქციებთან დაკავშირებით ხაზს უსვამს თვით დარღვევათა პრევენციის წესი, ვინაიდან ყველა შემთხვევაში მითითებულია კონკრეტული დარღვევის შესახებ წინასწარი, დროით განსაზღვრული, გაფრთხილებისა და გამოსწორების შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ წინამდებარე კანონპროექტი უფრო დახვეწილი ვარიანტია იმ კანონპროექტისა, ინიცირებული. რომელიც იმ 2002 წლისათვის იყო საქართველოს პარლამენტში კანონპროექტზე არსებობდა ყველა აუცილებელი ოფიციალური სტრუქტურის დასკვნა, მათ შორის - ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის როლფ ეკეუსისა და წინამდებარე კანონპროექტის განხილვის უფრო აკადემიურ დონეზე წარმართვისათვის კარგი იქნებოდა, თუ დავუბრუნდებოდით იმდროინდელი შეფასებებისა და შენიშვნების ერთობ სოლიდურ შემადგენლობას. მას შემდეგ ბევრი რამ პოზიტიურად შეიცვალა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე და ევროპასთან დაახლოებაც ბევრად უფრო ხელშესახები გახდა, რამაც შესაძლებელი უნდა გახადოს ქართული სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის რეალური გარანტიების აღიარება და დამკვიდრება. კანონპროექტით საქართველოს სახელმწიფო დაუშვებლად მიიჩნევს ნებისმიერი ენის მიმართ უპატივცემლობას, საქართველოს მოქალაქის ენობრივი უფლებების შელახვას, აღკვეთს ენობრივი პოლიტიკის კონსტიტუციური პრინციპების საწინააღმდეგო ყოველგვარ ქმედებას. კანონპროექტი განსაზღვრავს მხოლოდ სახელმწიფო და არასახელმწიფო ენების ცნებებს. მისი რეგულირების სფერო მოიცავს სახელმწიფო ენის ფუნქციონირების ფარგლებს. არასახელმწიფო ენის ცნება კი გულისხმობს ყველა სხვა ენას, რომლითაც შეიძლება საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მცხოვრები სხვა პირები სარგებლობდნენ პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამასთანავე, სამართლის საქართველოს საყოველთაოდ კონსტიტუციის აღიარებული 38-ე პრინციპებისა მუხლისა და და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ თავისუფლად, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში თუ საჯაროდ. კანონპროექტი ყურადღებას უთმობს სახელმწიფო ენის პოპულარიზაციისა და შესწავლის პრობლემას, სახელმწიფო ენის სპეციალური პროგრამების მომზადებასა და განხორციელებას, აცხადებს საქართველოს მოქალაქეთა ვალდებულებას ფლობდნენ და პატივს სცემდნენ სახელმწიფო ენას. ამავე დროს, პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო ენის ცოდნის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან პირის შესაბამისობის შეფასებას, რაც სახელმწიფო ენის გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს. ამ ვალდებულებისგან თავისუფლდებიან ის პირები, რომელთაც ზოგადი ან უმაღლესი განათლება მიღებული აქვთ სახელმწიფო ენაზე. სახელმწიფო ენის შესწავლის პირობას ასევე ქმნის, საქართველოში შექმნილ არასახელმწიფო სასწავლო დაწესებულებებში სახელმწიფო ენის სავალდებულო სწავლების მოთხოვნა. ენობრივი პოლიტიკის განხორციელების წარმმართველ ორგანოებად კანონპროექტი ასახელებს საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას. სახელმწიფო ენის დაცვის ორგანოებიდან ცალკე გამოყოფილია ორი სპეციალიზებული ინსტიტუტი - სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და სახელმწიფო ენის მუდმივმოქმედი სახელმწიფო კომისია. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი პროექტში მოაზრებულია, როგორც პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო, რომელიც საჯარო სამათლის იურიდიული პირია. დეპარტამენტი განახორციელებს კონტროლს და ზედამხედველობას ,,სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის აღსრულებაზე. მას უფლება ექნება კანონის დამრღვევთა მიმართ გამოიყენოს მუხლებით. პასუხისმგებლობის ზომები, რომლებიც დგინდება ამ კანონის შესაბამისი საცქციის სახით გათვალისწინებულია ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ჯარიმების დაკისრება თუ სახელმწიფო ენის დპარტამენტის მიერ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში დამრღვევის მიერ არ აღმოიფხვრება დარღვევა ან 1 წლის განმავლობაში ჩადენილი იქნება ახალი დარღვევა. ამასთან ფიზიკური პირის დაჯარიმება კანონით გათვალისწინებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კონკრეტული ობიექტის მესაკუთრე ან მეწარმე სუბიექტია (ინდივიდუალური საწარმოს მფლობელი). რაც შეეხება სახელმწიფო ენის მუდმივმოქმედ სახელმწიფო კომისიას, ის საქართველოს მთავრობასთან ასებული მუდმივმოქმედი ორგანოა, მისი დანიშნულება იქნება დადგენა ქართული სალიტერატურო ენის ნორმებისა, რომელთაც დაამკიცებს საქართველოს მთავრობა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით გათვალისწინებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო ენის დეპატამენტის - შექმნა, რაც გამოიწვევს ცვლილებას სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ხარჯვით ნაწილში. სახემწიფო ენის დეპარტამენტი იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის დებულებას დაამტკიცებს მთავრობა. სახელმწიფო ენის დეპარტამენტში იმუშავებს 50-მდე თანამშრომელი. მისი გამართული ფუნქციონირებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჭირო იქნება დაახოლებით 1 მილიონი ლარის გამოყოფა. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალიწინებულია სახელმწიფო ენის დეპარტამენტის შექმნა, რომლსაც უფლება ექნება ,,სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის დარღვევის შემთხვევებში დამრღვევთა მიმართ გამოიყენოს ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები. ამ პროექტით განსაზღვრულია სანქციები ფულადი ჯარიმების სახით, რომლებიც გამოყენებულ იქნება ,,სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის დარღვევისათვის. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გამოიწვევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. აღნიშნული ცვლილება დაკავშირებული იქნება სახელმწიფო ენის დეპარტამენტის შექმნასთან, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გამოეყოს მილიონ ლარამდე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება დაკავშირებულია იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან, რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის და მოსაკრებლის დაწესებას. იგი ითვალისწინებს მხოლოდ გადასახდელის სახით ჯარიმის დაწესებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადების პროცესში კომიტეტი კონსულტაციებს გადიოდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სპეციალურ ჯგუფთან აკად. თამაზ გამყრელიძის ხელმძღვანელობით. აგრეთვე მეცნიერებთან, მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სპეციალისტებთან, საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციების მოსაზრებები გატვალიწინებული იქნა კომიტეტის მიერ. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია ენათმეცნიერებისა და იურისტების ჯგუფი აკადემიკოს თამაზ გამყრელიძისა და მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ავთანდილ არაბულის ხელმძღვანელობით. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის განათლების,