„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
06.04.2012
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა
ნომერი
#07-3/584/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-04-10
ბიუროს ნომერი 238

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
tJdJdUltCqnU JJdqJAC60fll, [[XdnU EJqJ6'U0t0fl qfl rI 6n14Al0lliqn Id0lll, aJGbIqil[L JdnBtqX,4fll, ldnildOlll, qJEUCbllU ?ill,Jb0[ l0 sJr6oqo. 2012 SC11o oj0o N 238 trrjr6ognqoL ,;r6o6oL Jr6onilgo ,,br;lrr6o31ry1L . trQ9A6, Lr3r5o50q3}qo r;l$E g3qoqSdoU ?3$s5ot ?nLtb3B" U.r..l. J.rr6pc0fl5$ot $&36C3o: 313s3s 3l s53.gsd'odX, t. qeoqolqlrs,yrorltorr,fr8n6C0. 8 - 1l Scolro l-4AJotlo L h,:t,,nrP., ar441, rRrac$ot x3eCtlor ertXpls fo lrc&rjsqcjo os$saJ6.nl, Jc'Ao$c6o trjr6o3nqoL J.rr6qs0n6$ot bo2<6o rq6n6b: ;oAo$np6ftr brjor6o36qob J.:r6q;3n5$ot [-.t".,95.it"'s,,aa"6o1q'o r JOo qr t;Jrr6q;3X5$o 316sj6o6d?o b Jr6 rn j$o b 6s5boq' 3r X Lr jrr6orggqob J.:r6qs0X56otr or.:33Yqrn0r16X
წერილი
uJdJ6oSCRt')L JJ6RJ00500L $fl360 lt.;j,;6annq'olt )niqrA056ol) ndn'olj lt.;o66s6o 1>s6ot t gptt1g;lX6goL T96oltlt ;1,:g' J,:$ o 5 n otn6 12 oo Srodn lt jrqlsgoSo norn6, Lsjs6or3nqoL,joSlrgogl6ooL 67-6 81tq'oL ooSrbSrp $'sr63r'r6op615or Lsj,>r6o3nqoL Js6RrA060nl, $66gLoL ;sLr6ntr s5lsg.rr6odoL.: ps $gosp 3g.p3,:L 3on6 L,;;;5o53qnlqo oSogcrgoSoL $'6lmo 3o3$.:qnd3q J,)5r'r5J6t.l3d$t': 'h:js6ornnqolr $o6on6or lrs;s5o53q$go ,r;lg?o ggqoqnboU ?6gu5oL tsntrsb6d". 6ortogor, tr3&nsq5ots51q ;,;5o5J6o1|gL 3o\;3o ?XU,>d.:8oLo SL3pnqolr. oh. psSsr6oo: " " tsi6ORrR Jsgogol4pSoor, dsLbl06 s5x.rB!6o40 t3osq ;13s3s !CA[6!qir0q,.' j booqqsl3cqo 00q: ,8 16 9l /, -
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 1. 38-ე მუხლის „ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სარჩელზე, აგრეთვე განცხადებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე;“. 2. 44-ე მუხლის „გ’’ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1’’ ქვეპუნქტი: „გ1) სასამართლოს დავალებით ფაქტების კონსტატაციაზე გაწეული ხარჯები;’’ 3. 45-ე მუხლის მე–2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე– 21 ნაწილი: ‘’ 21. სასამართლოს დავალებით ფაქტების კონსტატაციის მომსახურების ანაზღაურება ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად იმ პირის მიერ, ვისი შუამდგომლობითაც გამოიტანა სასამართლომ დავალება ადგილზე დათვალიერების შესახებ ფაქტების კონსტატაციის მიზნით, ხოლო სასამართლოს ინიციატივით განხორციელებულ ფაქტების კონსტატაციის შემთხვევაში – მხარეების მიერ თანაბრად’’. 4. 102–ე მუხლის მე–2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნაგანმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით’’. 5. 122–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 122. ადგილზე დათვალიერების ჩატარება ადგილზე დათვალიერებას აწარმოებს საქმის განმხილველი მოსამართლე. თუ საქმეს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა იხილავს, ადგილზე დათვალიერების მოვალეობა, ამ სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება დაეკისროს მის ერთ-ერთ წევრს. ფაქტების კონსტატაციის მიზნით ადგილზე დათვალიერება სასამართლომ შეიძლება დაავალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს“. 6. 186-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) არსებობს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ ან მორიგების პირობების დამტკიცების შესახებ იმავე საქმესთან დაკავშირებით;“. 7. თავი XXXIV ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. აღსრულების ქვემდებარე აქტები ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე და კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებისათვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის გადაწყვეტილება, სანოტარო აქტი, გირავნობის მოწმობა, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის აქტი, საქართველოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი შესაბამისი ინდივიდუალური იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება უცხოელთა საქართველოდან გაძევების შესახებ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (შემდგომში - დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება), უძრავი ქონების შემძენის (სააღსრულებო წარმოებისას – აუქციონზე ქონების შემძენი, აუქციონის გარეშე ქონების შემძენი, ქონების ნატურით მიმღები) განცხადება სხვისი მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტურ სამსახურთან არსებული სამედიცინო მედიაციის 1 სამსახურის გადაწყვეტილება, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის II კარით გათვალისწინებული მაკონტროლებელი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნა და შემდეგი სასამართლო აქტები (შემდგომში – გადაწყვეტილება): ა) კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებისა; ბ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, განჩინება, დადგენილება და ბრძანება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში; გ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის ან/და ქონების ჩამორთმევის დაკისრების შესახებ; დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო დადგენილება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში და ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ; ე) გადახდის ბრძანება და ბრძანება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე; ვ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება; ზ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლით გათვალისწინებული, სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება; თ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით; ი) სხვა სახელმწიფოს სასამართლოს, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ის გადაწყვეტილებები, რომელთა აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით; კ) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის თანახმად, სავალდებულოა საქართველოსათვის; ლ) სასამართლოს გადაწყვეტილება უცხოელთა საქართველოდან გაძევების შესახებ; მ) სასამართლოს გადაწყვეტილება მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ; ნ) საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულება სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმებისა და დაპატიმრების შესახებ; ო) მოსამართლის ბრძანება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 8 VII თავით გათვალისწინებულ საკითხებზე.“. 2. მე-3 მუხლის 13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1 . აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია პირის მიმართვის საფუძველზე განახორციელოს შეფასების მომსახურება. ასეთი მომსახურების საფასური განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“ 3 3. 146 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის მიმართ, ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით, გამოიყენება ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის „გ“, „დ“ და „ი“–„ნ“ ქვეპუნქტებისა, მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადებასთან და დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებასთან (თუ გამარტივებული წარმოებისას აპლიკანტმა მოითხოვა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულება) დაკავშირებული სააღსრულებო 4 1 წარმოებისა, მე-3 მუხლის პირველი−1 პუნქტებისა, მე-4 და მე-5 მუხლებისა, III თავისა, 2 1 15 მუხლისა, მე-17 მუხლის მე-11 პუნქტისა, 18 მუხლის მე-2 პუნქტისა, 21-ე მუხლის მე1 5 და მე-6 პუნქტებისა, 25-ე მუხლის მე-4 და 4 პუნქტებისა, 28-ე მუხლის მე-5 პუნქტისა, 1 28 მუხლისა, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა, 38-ე და 39-ე მუხლებისა, 47-ე მუხლის მე-4 პუნქტისა, 49-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, 50-ე და 62-ე მუხლებისა, 69-ე 2 1 2 3 მუხლის პირველი–1 პუნქტებისა, 75-ე, 76-ე, 77 და 77 მუხლებისა, 82 მუხლის მე-2 1 3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა, 90 და 90 –91-ე მუხლებისა, XVI2 თავისა, 113-ე მუხლის პირველი–მე-6 და მე-9–მე-11 პუნქტებისა, მე-12 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებისა და მე-13– 2 მე-16 პუნქტებისა და 113 მუხლისა.“. 4. მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული ფაქტების კონსტატაციასთან დაკავშირებული ქმედებისა) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში“; 5. 183 მუხლის: ა)პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააღსრულებო წარმოების მხარესა და დაინტერესებულ პირს, რომელთა კანონიერ ინტერესზედაც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, უფლება აქვთ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული ფაქტების კონსტატაციასთან დაკავშირებული ქმედებისა) ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ასეთი გასაჩივრება ავტომატურად ვერ შეაჩერებს გასაჩივრებულ სააღსრულებო ქმედებას. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით ან სააღსრულებო წარმოების მხარის/დაინტერესებული პირის შუამდგომლობით შეაჩეროს გასაჩივრებული სააღსრულებო ქმედება.“; ბ) მე-5 პუნქტის: ბ.ა) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „ზ) გასაჩივრებულია აღმასრულებლის ქმედება ამ კანონით გათვალისწინებული ფაქტების კონსტატაციასთან დაკავშირებით. 6. მე-20 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქვიით: ,,1. სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე, გარდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების, უცხოელთა საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლით განსაზღვრული გირავნობის მოწმობისა, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადების და დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებული საქმეებისა.“. ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სასამართლოს განჩინება, რომელიც მიიღება სააღსრულებო წარმოების პროცესში და ექვემდებარება აღსრულებას, აღსრულდება სააღსრულებო ფურცლის გარეშე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების ან ისეთი განჩინების საფუძველზე, რომელზეც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.“ 7. 25-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის ფურცლის საფუძველზე, წერილობითი ადამიანის განცხადებისა უფლებათა და ევროპული სააღსრულებო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან და უცხოელთა საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებით – საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ1 სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 258 მუხლით განსაზღვრული გირავნობის მოწმობის აღსრულებასთან დაკავშირებით – გირავნობის მოწმობის მფლობელი მოგირავნის განცხადებისა და გირავნობის მოწმობის საფუძველზე, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადებასთან დაკავშირებით – სხვისი მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ უძრავი ქონების შემძენის განცხადების საფუძველზე, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით - დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების და კრედიტორის განცხადების საფუძველზე. თუ ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების თაობაზე მოთხოვნებთან დაკავშირებით გამარტივებული წარმოებისას წინასწარ მოთხოვნილი იყო დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულება, კრედიტორი აღარ წარადგენს განცხადებას აღსრულების დაწყების მოთხოვნით. აღსრულებისას, ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული იმ გადაწყვეტილების რომელზედაც აუცილებელია სააღსრულებო ფურცლის არსებობა, აღსრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ პირები, რომელთა სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს აღსრულება, კონკრეტულად არიან დასახელებული სააღსრულებო ფურცელში. თუ კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით ან რეგისტრირებული გირავნობით, იძულებითი აღსრულება წარმოებს მაშინაც, როდესაც უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონების მესაკუთრე არ არის სააღსრულებო ფურცელში მოხსენიებული მოვალე. ასეთ შემთხვევაში ქონების რეგისტრირებული მესაკუთრის მიმართ მოქმედებს მოვალის უფლებამონაცვლედ ყოფნის პრეზუმფცია, სანამ სხვა რამ არ დამტკიცებულა. თუ გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასამართლო სააღსრულებო ფურცელს უგზავნის აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოს მოვალის ადგილსამყოფლის მიხედვით.“; ბ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი: „101. ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებისას მოვალის ქონებას აღსრულების ეროვნული ბიურო ყადაღას განმეორებით არ დაადებს, თუ აღნიშნულ ქონებას ყადაღა დაედო ამ კანონის XVI1 თავით გათვალისწინებული ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების თაობაზე გამარტივებული წარმოებისას.“. 8. 30-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 9. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი: „71. ამ კანონის მე–2 მუხლით გათვალისწინებული დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით სააღსრულებო წარმოების დაწყებისას, აღსრულების წინასწარი საფასური ჩაითვლება კრედიტორის მიერ გადახდილად, თუ გამარტივებული წარმოებისას მას აღნიშნული საფასური საგარანტიო თანხის სახით სრულად შეტანილი აქვს აღსრულების ეროვნულ ბიუროში.“. 10. მე-40 მუხლის 61 და მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს; 11. მე-40 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 401 მუხლი: მუხლი 401. მოვალის ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება 1. თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია გაათავისუფლოს მოძრავი ქონება ყადაღისაგან იმ შემთხვევაში, თუ მოვალე დაფარავს მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას ამ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე. თუ ყადაღადადებულ ქონებაზე, რეგისტრირებულია გირავნობა (მათ შორის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა) სხვა პირის/პირების სასარგებლოდ, ამ მუხლით დადგენილი წესით ყადაღის მოხსნის მიუხედავად, გირავნობა უცვლელი რჩება. 2. თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია გაათავისუფლოს მოძრავი ქონება ყადაღისაგან იმ შემთხვევაში, თუ ამ ქონებაზე არ არის რეგისტრირებული გირავნობის უფლება სხვა მოგირავნის/მოგირავნეების სასარგებლოდ და მოვალე დაფარავს ქონების საბაზრო ღირებულებას ამ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე. 3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოვალის განცხადების საფუძველზე მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას ადგენს აღსრულების ეროვნული ბიურო ან აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალებით სხვა კომპეტენტური პირი. მოვალე უფლებამოსილია მოძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ განცხადებას დაურთოს სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში გაცემული კომპეტენტური პირის ან ორგანოს დასკვნა ქონების 4. 5. 6. 7. საბაზრო ღირებულების შესახებ, რომლის დასაშვებობის საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიურო. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით განსაზღვრული წესით მოვალის მოძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შემთხვევაში, ამ ქონებაზე, ამავე სააღსრულებო წარმოების ფარგლებში აღსრულება არ დაიშვება, ხოლო მოვალის მიერ გადახდილი ქონების ღირებულება ჩაითვლება აღსასრულებელი მოთხოვნის შესრულებულ ნაწილად. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული წესით მოძრავ ქონებაზე, როგორც გირავნობის საგანზე, ყადაღის გაუქმება იწვევს, ამ ქონებაზე ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო გირავნობის გაუქმებას. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე კრედიტორის განცხადების საფუძველზე ყადაღადადებულ ქონებას ამორიცხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან. არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ იძულებითი აღსრულების განხორციელებისას, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ამ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებისა, მოგირავნე განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას და აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს გირავნობის უფლების დამადასტურებელ ამონაწერს შესაბამისი რეესტრიდან, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ქონებას ყადაღისაგან ათავისუფლებს 12. 47-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. თუ ქონების აღწერისას ფასების დადგენა შეუძლებელია, ქონებას ყადაღის დადების რეგისტრაციის შემდეგ შეაფასებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალებით სხვა კომპეტენტური პირი.“ 13. 54-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი „21. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნათა აღსრულების რიგითობის განსაზღვრის მიზნებისათვის, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების იძულებითი აღსრულებისას, მოვალის ქონებაზე აღმასრულებლის მიერ ყადაღა დადებულად ითვლება ამ ბრძანებასთან დაკავშირებით სააღსრულებო წარმოების დაწყების მომენტიდან.“. 14. 69-ე მუხლს 12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 პუნქტი: „13. თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით და მოვალე პირის რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ქონებაზე საკუთრების უფლება დაუდგენელია, აღსრულების ეროვნული ბიურო მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით ამ ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. ამის თაობაზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომლის საფუძველზეც აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს ქონების რეგისტრაციის თაობაზე, მათ შორის დაუზუსტებელი მახასიათებლებით“. 15. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის XVI1 და XVI2 თავები: „თავი XVI1 გამარტივებული წარმოება ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების თაობაზე მოთხოვნებთან დაკავშირებით მუხლი 912. ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების თაობაზე გამარტივებული წარმოების ზოგადი პრინციპები 1. ამ თავით დადგენილი გამარტივებულ წესით აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების თაობაზე მოთხოვნებთან დაკავშირებით. 2. გამარტივებული წარმოება არ დაიშვება, თუ მოთხოვნის წამოყენება დამოკიდებულია ჯერ კიდევ შეუსრულებელ საპასუხო ვალდებულებაზე. 3. გამარტივებული წარმოება აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიშვება მაშინაც, როდესაც მხარეებს ხელშეკრულებით განსაზღვრული ჰქონდათ დავის განხილვისა და გადაწყვეტის განსხვავებული წესი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულია დავის განხილვა არბიტრაჟის მიერ. მუხლი 913. მხარეები გამარტივებულ წარმოებაში 1. მხარეებს გამარტივებულ წარმოებაში წარმოადგენენ აპლიკანტი და რესპონდენტი. 2. აპლიკანტი არის პირი, რომელსაც გააჩნია დოკუმენტალურად დადასტურებული ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნა და რომელიც მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით, ხოლო რესპონდენტი არის პირი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აპლიკანტის მოთხოვნა. 3. გამარტივებულ წარმოებაში დაიშვება მხარეთა თანამონაწილეობა და წარმომადგენლობა. მუხლი 914. განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ 1. დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. 2. განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ უნდა შეიცავდეს: ა) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების (თუ საქმეში მონაწილეობს წარმომადგენელი) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს (ფაქტობრივ საცხოვრებელ ან/და საქმიანობის ადგილს), სხვა საკონტაქტო მონაცემებს; ბ) აპლიკანტის საბანკო რეკვიზიტებს; გ) აპლიკანტის მოთხოვნას; დ) დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა მეშვეობითაც აპლიკანტი ასაბუთებს თავის მოთხოვნას და რომლებიც ერთვის განცხადებას; ე) მითითებას იმის შესახებ ითხოვს თუ არა აპლიკანტი გამარტივებული წარმოებისას გაწეული დამატებითი ხარჯის, რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გათვალისწინებული საფასურისაგან, ანაზღაურებას; ვ) მითითებას იმის შესახებ, რომ აღძრული მოთხოვნა არ არის დამოკიდებული აპლიკანტის მხრივ რაიმე საპასუხო ვალდებულების შესრულებაზე, ან რომ მის მიერ ასეთი ვალდებულების შესრულება უკვე განხორციელდა; ზ) მითითებას იმის შესახებ ითხოვს თუ არა აპლიკანტი დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას; თ) მითითებას იმის შესახებ ითხოვს თუ არა აპლიკანტი მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის გამოყენებას; ი) აპლიკანტის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას. 3. განცხადებაში მითითებული მტკიცებულებების შესაბამისი დოკუმენტები უნდა იქნეს წარმოდგენილი დედნის ან/და დამოწმებული ასლების სახით. 4. განცხადებას უნდა ერთვოდეს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ განცხადება შეაქვს წარმომადგენელს. 5. განცხადების შეტანისას აპლიკანტი იხდის სააპლიკაციო საფასურს. სააპლიკაციო საფასურის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 6. თუ აპლიკანტი ითხოვს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას, აპლიკანტმა საგარანტიო თანხის სახით აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე უნდა შეიტანოს ამ კანონით გათვალისწინებული აღსრულების წინასწარი საფასური. 7. თუ აპლიკანტი ითხოვს მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის გამოყენებას, მან უნდა მიუთითოს რესპონდენტის ქონება, ქონების საიდენტიფიკაციო მაჩვენებლები და გადაიხადოს ასეთი ღონისძიებისათვის განსაზღვრული საფასური. მუხლი 914. ხარვეზის დადგენა 1. დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აღსრულების დოკუმენტების ეროვნული ბიურო ამოწმებს განცხადების ფორმალურ და შინაარსობრივ მხარეს გამოსასწორებლად და თანდართული და უფლებამოსილია ხარვეზის აპლიკანტს დაუდგინოს ვადა არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა, თუ ხარვეზის შინაარსიდან გამომდინარე შესაძლებელია მისი გამოსწორება. 2. დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენამდე გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების ვადის დინება ჩერდება. იგი განახლდება შესაბამისი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენისთანავე. 3. აღსრულების ეროვნული ბიურო აპლიკანტის მოთხოვნის უფლების შემოწმებისას ეყრდნობა მხოლოდ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებაში და თანდართულ წერილობით მტკიცებულებებში არსებულ მონაცემებს. 4. აპლიკანტის დავალიანების იმ მიერ განცხადებაში ოდენობად, მითითებული რომლის მოთხოვნის გადახდევინებასაც ოდენობა ითხოვს მიიჩნევა აპლიკანტი რესპონდენტისაგან. მუხლი 915. დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების დაბრუნება 1. აღსრულების ეროვნული ბიურო დაუბრუნებს აპლიკანტს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას თუ: ა) სასამართლოს წარმოებაშია საქმე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; ბ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება იმავე საქმესთან დაკავშირებით, ასევე გადაწყვეტილება ან განჩინება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ; გ) არსებობს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, მორიგების პირობების დამტკიცების შესახებ ან გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე იმავე საქმესთან დაკავშირებით; დ) აპლიკანტი დადგენილ ვადაში არ აღმოფხვრის ხარვეზს; ე) განცხადება შეიტანა არაუფლებამოსილმა პირმა; ვ) განცხადება შეიტანა ქმედუუნარო პირმა. 2. განცხადების აპლიკანტისათვის დაბრუნება იწვევს გამარტივებული წარმოების დასრულებას. 3. განცხადების დაბრუნების შემთხვევაში აპლიკანტს დაუბრუნდება მის მიერ საგარანტიო თანხის სახით შეტანილი აღსრულების წინასწარი საფასური და ყადაღის დადებისათვის გადახდილი საფასური. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების, ასევე ხარვეზის შემდგომში აღმოფხვრის შემთხვევაში აპლიკანტი უფლებამოსილია ამ თავით დადგენილი წესის დაცვით აღსრულების ეროვნულ ბიუროში ხელახლა შეიტანოს განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ. მუხლი 916. შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ 1. აღსრულების ეროვნული ბიურო 5 სამუშაო დღის ვადაში განცხადების რეგისტრაციიდან ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. 2. შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ უნდა შეიცავდეს: ა) გამარტივებული წარმოების ნომერს; ბ) აპლიკანტის დასახელებას, დაყენებულ მოთხოვნას და მოთხოვნის საფუძველს; გ) მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში დაფაროს დავალიანება სრულად თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს ან განახორციელოს ერთ–ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი მოქმედება: გ.ა) დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ბ) განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ იგი არ ეთანხმება მოთხოვნას; გ.გ) წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; გ.დ) წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ე) წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ. ე) განმარტებას იმის შესახებ თუ რა სამართლებრივი შედეგი მოყვება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას; ვ) გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობას, ანგარიშსწორების წესს და აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო რეკვიზიტებს. 3. ამ მუხლის მე–2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად რესპონდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტები უნდა შეიცავდეს: ა) რესპონდენტის დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს; ბ) გამარტივებული წარმოების ნომერს, აპლიკანტის დასახელებას; ბ) პროტესტის შემთხვევაში – მოთხოვნის სრულ უარყოფას (თუ რესპონდენტის წინააღმდეგ მიმართულია რამოდენიმე აპლიკანტის მოთხოვნა, აღნიშვნას იმის შესახებ თუ რომელ მოთხოვნას უარყოფს რესპონდენტი), მოთხოვნის სრულად აღიარების შემთხვევაში – მითითებას მოთხოვნის სრულად ცნობის შესახებ, მოთხოვნის ნაწილის აღიარების შემთხვევაში – მითითებას იმის შესახებ, თუ მოთხოვნის რომელ ნაწილს ცნობს რესპონდენტი; დ) რესპონდენტის (უფლებამოსილი პირის) ხელმოწერას. 4. აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას შემდეგ შემთხვევებში: ა) რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე–2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არცერთ მოქმედებას, – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; ბ) რესპონდენტი სრულად აღიარებს მოთხოვნას, – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; გ) რესპონდენტი აღიარებს მოთხოვნის ნაწილს – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის აღიარებულ ნაწილზე. 5. დავალიანების მოთხოვნასთან ერთად გადახდევინების შესახებ რესპონდენტს დაეკისრება ბრძანებით ასევე აპლიკანტის გამარტივებული ძირითად წარმოებისას აპლიკანტის მიერ გაწეული დამატებითი ხარჯი, რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გადახდილი საფასურისაგან. რესპონდენტს დამატებითი ხარჯის გადახდა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს მოთხოვნილი ჰქონდა ასეთი ხარჯის ანაზღაურება. 6. აღსრულების ეროვნული ბიურო იღებს გადაწყვეტილებას დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე შემდეგ შემთხვევებში: ა) რესპონდენტი წარადგენს პროტესტს მოთხოვნაზე, – გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე მიიღება მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; ბ) რესპონდენტი დაფარავს დავალიანების ნაწილს, – გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე მიიღება მოთხოვნის დარჩენილ ნაწილთან მიმართებაში; გ) რესპონდენტი აღიარებს მოთხოვნის ნაწილს, – გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე მიიღება მოთხოვნის დარჩენილ ნაწილთან მიმართებაში. 7. გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე ეცნობება აპლიკანტს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. 8. გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე შემდგომში გამორიცხავს გამარტივებულ წარმოებას აღსრულების ეროვნულ ბიუროში იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. 9. აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე არ ართმევს აპლიკანტს უფლებას რესპონდენტის წინააღმდეგ აღძრას სარჩელი სასამართლოში საერთო წესით. 10. გამარტივებული შეტყობინების ჩაბარება წარმოებისას წარმოებს გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების ცნობება საჯარო გამოცხადების გზით. მუხლი 917. განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ 1. რესპონდენტი უფლებამოსილია გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ. რესპონდენტის მხრიდან მორიგების შეთავაზებად ითვლება შემთხვევა, როდესაც რესპონდენტი მართებულად მიიჩნევს დავალიანების ოდენობას ან მის ნაწილს, მაგრამ ითხოვს დავალიანების ან მისი ნაწილის დაფარვის ვადის გაზრდას ან განაწილვადებას. 2. განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ უნდა შეიცავდეს რესპონდენტის დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, აპლიკანტის დასახელებას, გამარტივეული წარმოების ნომერს, აპლიკანტის მიერ დაყენებული მოთხოვნის სრულ ოდენობას, დავალიანების იმ ოდენობას, რომელსაც ეთანხმება რესპონდენტი, დაფარვის ვადას, ხოლო განაწილვადების მოთხოვნის შემთხვევაში გადახდის გრაფიკს. 3. აღსრულების ეროვნული ბიურო რესპონდენტის განცხადებას მორიგების შეთავაზების შესახებ უგზავნის აპლიკანტს და განუსაზღვრავს ვადას, რათა მან განაცხადოს თანხმობა ან უარი მორიგებაზე. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აპლიკანტის თხოვნით გაზარდოს განსაზღვრული ვადა არაუმეტეს 30 დღით. მხარეთა შორის მიუღწევლობა იწვევს რესპონდენტის პროტესტის შემთხვევაში შეთანხმების გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგს. რესპონდენტის თანხმობის შემთხვევაში დასაშვებია დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა დავალიანების იმ ოდენობაზე, რომელსაც ცნობს რესპონდენტი, ხოლო მოთხოვნის ნაწილზე, რომელიც არ აღიარა რესპონდენტმა, მიიღება გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე, რაც არ ართმევს აპლიკანტს სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას. 4. ამ მუხლის მე–3 პუნქტში აღნიშნული ვადის განმავლობაში მხარეებს უფლება აქვთ შეთანხმდნენ დავალიანების სხვა ოდენობაზე და დაფარვის პირობებზე. მხარეთა შეთანხმება ფორმდება წერილობით. 5. დავალიანების ოდენობის და დაფარვის პირობების თაობაზე მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიურო ამტკიცებს მხარეთა მორიგების პირობებს. მორიგება არ უნდა შეიცავდეს აპლიკანტის მხრიდან რაიმე საპასუხო ვალდებულების პირობას. 6. რესპონდენტის მიერ მორიგებით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში აპლიკანტის განცხადების საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას მორიგების პირობებში აღნიშნული და რესპონდენტის მიერ დაუფარავი დავალიანების ოდენობაზე. 7. მორიგების პირობების დარღვევის გამო დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, აპლიკანტს დაუბრუნდება საგარანტიო თანხის სახით შეტანილი აღსრულების წინასწარი საფასურის ის ნაწილი, რომელიც აღემატება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებაში აღნიშნულ დავალიანების ოდენობას. თუ რესპონდენტი ჯეროვნად შეასრულებს მორიგების პირობებს, რაც გამორიცხავს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას, აპლიკანტს დაუბრუნდება საგარანტიო თანხის სახით შეტანილი აღსრულების წინასწარი საფასური. მუხლი 918. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება 1. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება უნდა შეიცავდეს: ა) ბრძანების ნომერს და გამოცემის ადგილს; ბ) გამარტივებული წარმოების ნომერს; გ) ბრძანების მიღების თარიღს; დ) მხარეების დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს (ფაქტობრივ საცხოვრებელ ან/და საქმიანობის ადგილს), სხვა ცნობილ საკონტაქტო მონაცემებს; ე) დავალიანების ოდენობას; ვ) აპლიკანტის მიერ გამარტივებული წარმოებისას გაწეული ხარჯის ოდენობას; ზ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას; 2. აპლიკანტის მიერ გაწეული ხარჯის ოდენობა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებაში მიეთითება და გადაიხდევინება იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს მოთხოვნილი ჰქონდა ასეთი ხარჯის ანაზღაურება. 3. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გასაჩივრება დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ არსებითად დარღვეულია გამარტივებული წარმოების ამ თავით დადგენილი პროცედურა. 4. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება ძალაშია გამოცემის დღიდან. იგი მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, თუ აპლიკანტი ითხოვს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას და საგარანტიო თანხის სახით შეტანილი აქვს აღსრულების წინასწარი საფასური. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების ასლი ეგზავნება აპლიკანტსა და რესპონდენტს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. 5. იმ შემთხვევაში თუ აპლიკანტი არ ითხოვს დაუყოვნებლივ აღსრულებას, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება, მოთხოვნის შემთხვევაში, გადაეცემა აპლიკანტს, ხოლო მისი აღსასრულებლად წარდგენის ვადაა გამოცემიდან 5 წელი. მუხლი 919. მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიება 1. აპლიკანტის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით აღსრულების ეროვნული ბიურო დაადებს ყადაღას მარეგისტრირებელ ორგანოში რესპონდენტის დარეგისტრირებულ ქონებას ქვემოთ ჩამოთვლილი გარემოებების ერთდროულად არსებობის შემთხვევაში: ა) აპლიკანტი ითხოვს მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით რესპონდენტის ქონებაზე ყადაღის გამოყენებას; ბ) აპლიკანტი ითხოვს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას და საგარანტიო თანხის სახით შეტანილი თანხა აკმაყოფილებს აღსრულების წინასწარი საფასურისათვის გათვალისწინებულ ოდენობას; გ) აპლიკანტი თავად მიუთითებს თუ რესპონდენტის რომელ ქონებაზე უნდა იქნეს გამოყენებული მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება; დ) აპლიკანტს გადახდილი აქვს ყადაღის დადებისათვის გათვალისწინებული საფასური. 2. მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ქონებაზე ყადაღის დადებისათვის საფასურის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 3. ყადაღა გაუქმდება, თუ: ა) აპლიკანტს დაუბრუნდება განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ; ბ) აპლიკანტი გაითხოვს განცხადებას დავალიანების გადახდევინების შესახებ; გ) აპლიკანტი მოითხოვს ყადაღის გაუქმებას; დ) რესპონდენტი სრულად დაფარავს დავალიანებას ამ თავით დადგენილი წესით; 4. თუ რესპონდენტი დადგენილ ვადაში წარადგენს პროტესტს აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დროს რესპონდენტის ქონებაზე დადებული ყადაღა გაუქმდება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილების აპლიკანტისათვის ჩაბარებიდან 1 თვის შემდეგ, თუ აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ ეცნობა იმავე საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დაწყების შესახებ. სასამართლო უფლებამოსილია გააუქმოს ან შეცვალოს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება. 5. მხარეთა შორის მორიგების პირობების დამტკიცების შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო გააუქმებს ყადაღას, თუ ამას მოითხოვს აპლიკანტი. 6. აპლიკანტი პასუხისმგებელია რესპონდენტისათვის მიყენებული ზიანისათვის, თუ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ყადაღა გაუმართლებელი გამოდგა. მუხლი 9110. გამარტივებული წარმოების საფასური 1. გამარტივებული წარმოების საფასური არის გამარტივებული წარმოებისას აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების საფასური, რომელიც გადაიხდევინება დავალიანების სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის შემთხვევაში. გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 2. გამარტივებული წარმოების საფასურს იხდის რესპონდენტი მის მიერ დავალიანების ან დავალიანების ნაწილის დაფარვის დროს. 3. გამარტივებული წარმოებისას მხარეებს შორის ანგარიშსწორება ჩაითვლება განხორციელებულად, თუ იგი წარმოებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით. 4. აღსრულების ეროვნული ბიურო მის ანგარიშზე რესპონდენტის მიერ შეტანილ თანხას, წარმართავს აპლიკანტის საბანკო ანგარიშზე გამარტივებული წარმოების საფასურის გამოკლებით. პერიოდულად შეტანილ თანხას გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობა გამოაკლდება პროპორციულად. 5. რესპონდენტის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე თანხის შეტანის დღე ითვლება მის მიერ აპლიკანტისათვის გადახდის დღედ. მუხლი 9111. განცხადების გამოხმობა 1. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემამდე, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე ან მორიგების პირობების დამტკიცებამდე აპლიკანტს უფლება აქვს გაიხმოს თავისი განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილი განცხადებით. 2. რესპონდენტისათვის შეტყობინების ჩაბარების შემდგომ განცხადების გახმობის შემთხვევაში, აპლიკანტს დაუბრუნდება წინასწარ შეტანილი საგარანტიო თანხის ნახევარი, ხოლო რესპონდენტისათვის შეტყობინების ჩაბარებამდე განცხადების გახმობის შემთხვევაში, აპლიკანტს სრულად დაუბრუნდება წინასწარ შეტანილი საგარანტიო თანხა. 3. განცხადების გახმობის შემთხვევაში აპლიკანტს დაუბრუნდება ყადაღის დადებისათვის გადახდილი საფასური, თუ ამ დროისათვის მარეგისტრირებელ ორგანოში არ განხორციელებულა ყადაღის რეგისტრაცია. თავი XVI2 ფაქტების კონსტატაცია მუხლი 9112. ფაქტების კონსტატაციის ზოგადი პრინციპები 1. აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს ფაქტების კონსტატაციას დაინტერესებული მხარის მიმართვის ან სასამართლო დავალების საფუძველზე. 2. ფაქტების კონსტატაცია გულისხმობს ფაქტობრივი გარემოებების შესახებ არსებული მდგომარეობის ასახვას ამ თავით დადგენილი წესით. 3. ფაქტების კონსტატაცია გამოიყენება ისეთ გარემოებებთან მიმართებაში, რომლის აღქმა და აღწერა შესაძლებელია. 4. ფაქტების კონსტატაცია დასაშვებია დღე–ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. მუხლი 91 13. ფაქტების კონსტატაციის საფუძველი 1. ფაქტების კონსტატაციის საფუძველს წარმოადგენს ფაქტების კონსტატაციის მოთხოვნით დაინტერესებული მხარის მიმართვა . 2. დაინტერესებულ მხარეს, რომლის მიმართვის საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს ფაქტების კონსტატაციას, შეიძლება წარმოადგენდეს ფიზიკური და იურიდიული პირი, პირთა გაერთიანება, ადმინისტრაციული ორგანო. 3. დაინტერესებული მხარის მიმართვა უნდა მოიცავდეს ინფორმაციას დაინტერესებული მხარის საიდენტიფიკაციო მონაცემების და მისამართის, დასადგენი გარემოების, ადგილმდებარეობის, ქონების მფლობელის, რომლის საკუთრებაში ან/და მფლობელობაში უნდა განხორციელდეს ფაქტების კონსტატაცია, შესახებ. 4. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ან/და ხელს შეუწყობს ფაქტების კონსტატაციას. ინფორმაციის მიუწოდებლობა წარმოადგენს ფაქტების კონსტატაციაზე უარის თქმის საფუძველს. მუხლი 9114. ფაქტების კონსტატაციის ხელის შემშლელი გარემოებები 1. ფაქტების კონსტატაციის გარემოებები, ხელისშემშლელ რომელთა არსებობის გარემოებებს შემთხვევაში წარმოადგენს შეუძლებელია ისეთი მოხდეს მტკიცებულებების შეგროვება. 2. ფაქტების კონსტატაცია იმ პირის საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც არ წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს, დაიშვება მისი თანხმობით. თანხმობა შესაძლებელია იყოს წერილობითი ან აღბეჭდილი ტექნიკური საშუალებით. 3. თუ პირი უარს აცხადებს თავის საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე ფაქტების კონსტატაციის მიზნით აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის დაშვებაზე, გამოიყენება 9116 მუხლის მე–2 პუნქტი. მუხლი 9115. ფაქტების კონსტატაცია საჯარო ადგილებში აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია თანხმობის გარეშე განახორციელოს ფაქტების კონსტატაცია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე კერძო საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც წარმოადგენს საჯარო მოხმარების ობიექტს. მუხლის 9116. ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ 1. ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ უნდა შეიცავდეს: ა) ოქმის შედგენის თარიღს და დროს; ბ) ფაქტების კონსტატაციის საფუძველს; გ) დაინტერესებული მხარის მიმართვის შემთხვევაში, დაინტერესებული მხარის დასახელებას, საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს; დ) ადგილმდებარეობას, სადაც განხორციელდა ფაქტების კონსტატაცია, ხოლო კერძო საკუთრების ან/და კანონიერი მფლობელობის შემთხვევაში, პირის დასახელებას, რომლის საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე განხორციელდა ფაქტების კონსტატაცია; ე) მითითებას გარემოებაზე, რომლის დადგენა იყო მოთხოვნილი; ვ) ფაქტობრივი გარემოების ზუსტ აღწერას; ზ) მითითებას ტექნიკურ მოწყობილობებზე, რომლებიც იქნა გამოყენებული და თანდართული მასალების ჩამონათვალს; თ) აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის, რომელმაც განახორციელა ფაქტის კონსტატაცია, ვინაობას და ხელმოწერას. 2. ფაქტების კონსტატაციის შეუძლებლობის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი ადგენს ოქმს და მიუთითებს გარემოებებზე, რომლებმაც ხელი შეუშალეს ფაქტების კონსტატაციას. მუხლი 9117. ანაზღაურება 1. ფაქტების კონსტატაცია წარმოადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს ანაზღაურებად საქმიანობას. 2. აღსრულების ეროვნული ბიურო დაინტერესებული მხარის ან სასამართლოს თხოვნით უზრუნველყოფს ფაქტების კონსტატაციის შედეგად მიღებული მტკიცებულებების შენახვას. 3. ფაქტების კონსტატაციის საფასურის ოდენობა და გადახდის პირობები, ასევე მტკიცებულებების შენახვის ვადა, საფასურის ოდენობა და გადახდის პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“. მუხლი 3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 239-ე მუხლის მე-8 ნაწილს „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;“. მუხლი 4. 1. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში არსებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV თავით განსაზღვრული საქმეები დასრულდეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესით. 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს საერთო სასამართლოთა სისტემის განტვირთვა და გამარტივებული წესით დავალიანების გადახდევინების შესახებ საქმეების განხილვის უფლებამოსილების, აგრეთვე ახალი ფუნქციის - ფაქტების კონსტატაციის განხორციელების უფლების მინიჭება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია დავალიანების გადახდევინების შესახებ საქმეების განხილვის უფლების მინიჭება აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის, ასევე სააღსრულებო პროცესის დახვეწა და ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრა, რომლებიც გამოვლინდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის იმპლემენტაციისას, აგრეთვე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ახალი ფუნქციის - ფაქტების კონსტატაციის განხორციელება და ამ ფუნქციასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი რეგულაცია. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები: იმის გათვალისწინებით, რომ დავალიანების გადახდევინების შესახებ საქმეების განხილვის უფლებამოსილება ენიჭება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - აღსრულების ეროვნულ ბიუროს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცვლილების შესაბამისად, უქმდება თავი XXXIV - დავალიანების გადახდევინების შესახებ საქმის განხილვის გამარტივებული წესი. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები: კანონპროექტის შესაბამისად, დავალიანების გადახდევინების შესახებ საქმეთა განხილვის უფლებამოსილება ენიჭება აღსრულების ეროვნულ ბიუროს, შესაბამისად, კანონს ემატება თავი XVI1, რომლის თანახმად: აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების თაობაზე მოთხოვნებთან დაკავშირებით. გამარტივებული წარმოება არ დაიშვება, თუ მოთხოვნის წამოყენება დამოკიდებულია ჯერ კიდევ შეუსრულებელ საპასუხო ვალდებულებაზე. გამარტივებული წარმოება აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიშვება მაშინაც, როდესაც მხარეებს ხელშეკრულებით განსაზღვრული ჰქონდათ დავის განხილვისა და გადაწყვეტის განსხვავებული წესი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულია დავის განხილვა არბიტრაჟის მიერ. მხარეებს გამარტივებულ წარმოებაში წარმოადგენენ აპლიკანტი და რესპონდენტი. აპლიკანტი არის პირი, რომელსაც გააჩნია დოკუმენტალურად დადასტურებული ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნა და რომელიც მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით, ხოლო რესპონდენტი არის პირი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აპლიკანტის მოთხოვნა. დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. პროექტით (მუხლი 914, მუხლი 915) განსაზღვრულია დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების რეკვიზიტები, ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ხარვეზის დადგენისა და დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების დაბრუნების შესაძლებლობა. კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების საფუძველზე დაწყებული წარმოებისას მხარეთა მორიგების შესაძლებლობა (მუხლი 917). პროექტის 918 მუხლით განსაზღვრულია დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების რეკვიზიტები. დავალიანების გადახდევინების ეროვნული ბიუროს მიერ შესახებ განცხადების საფუძველზე აღსრულების განხორციელებული წარმოებისას, პროექტით გათვალისწინებულია ყადაღის დადება რესპონდენტის ქონებაზე, კერძოდ, აპლიკანტის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით აღსრულების ეროვნული ბიურო დაადებს ყადაღას მარეგისტრირებელ ორგანოში რესპონდენტის დარეგისტრირებულ ქონებას ქვემოთ ღონისძიების სახით ჩამოთვლილი გარემოებების ერთდროულად არსებობის შემთხვევაში: ა) აპლიკანტი ითხოვს მოთხოვნის უზრუნველყოფის რესპონდენტის ქონებაზე ყადაღის გამოყენებას; ბ) აპლიკანტი ითხოვს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას და საგარანტიო თანხის სახით შეტანილი თანხა აკმაყოფილებს აღსრულების წინასწარი საფასურისათვის გათვალისწინებულ ოდენობას; გ) აპლიკანტი თავად მიუთითებს თუ რესპონდენტის რომელ ქონებაზე უნდა იქნეს გამოყენებული მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება; დ) აპლიკანტს გადახდილი აქვს ყადაღის დადებისათვის გათვალისწინებული საფასური. გამარტივებული წარმოების საფასური დადგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. კანონპროექტი ითვალისწინებს ასევე აპლიკანტის მიერ განცხადების გამოხმობის შემთხვევებს, რომლის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემამდე, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე ან მორიგების პირობების დამტკიცებამდე აპლიკანტს უფლება აქვს გაიხმოს თავისი განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილი განცხადებით. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება თავი XVI2, რომელშიც დარეგულირებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ფაქტების კონსტატაციის პროცედურები. პროექტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს ფაქტების კონსტატაციას დაინტერესებული მხარის მიმართვის ან სასამართლო დავალების საფუძველზე. ფაქტების კონსტატაცია გულისხმობს ფაქტების შესახებ მტკიცებულებების აღმოჩენას და დამაგრებას კანონით დადგენილი წესით. ფაქტების კონსტატაცია გამოიყენება ისეთ გარემოებებთან მიმართებაში, რომლის აღქმა და აღწერა შესაძლებელია. დაინტერესებულ მხარეს, რომლის მიმართვის საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს ფაქტების კონსტატაციას, შეიძლება წარმოადგენდეს ფიზიკური და იურიდიული პირი, პირთა გაერთიანება, ან ადმინისტრაციული ორგანო. ფაქტების კონსტატაციის ხელისშემშლელ გარემოებებს წარმოადგენს ისეთი გარემოებები, რომელთა არსებობის შემთხვევაში შეუძლებელია მოხდეს მტკიცებულების აღმოჩენა ან/და დამაგრება. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია სპეციალური თანხმობის გარეშე განახორციელოს ფაქტების კონსტატაცია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე, საკუთრებაში ასევე კერძო ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც წარმოადგენს საჯარო მოხმარების ობიექტს. ფაქტების კონსტატაცია დასაშვებია დღე–ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. მტკიცებულებების დამაგრება წარმოებს აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის მიერ შედგენილ ფაქტის კონსტატაციის ოქმში. გარემოებების ზუსტად ასახვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ტექნიკური მოწყობილობები, ხოლო მიღებული მასალა დაერთვის ოქმს. ფაქტების კონსტატაცია წარმოადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს ანაზღაურებად საქმიანობას. აღსრულების ეროვნული ბიურო დაინტერესებული მხარის ან სასამართლოს თხოვნით უზრუნველყოფს მიღებული მტკიცებულებების შენახვას. ფაქტების კონსტატაციის საფასურის ოდენობა და გადახდის პირობები, ასევე მტკიცებულებების შენახვის ვადა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“ კანონპროექტით გათვალისწინებულია ასევე გარდამავალი დებულება, რომლის შესაბამისად, ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში არსებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV თავით განსაზღვრული საქმეები დასრულდება ამავე კანონის ამოქმედებამდე არსებული წესით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა ინიციატორი:საქართველოს პარლამენტის წევრები: