„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.12.2012
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/397/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-02-07
ბიუროს ნომერი 222

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
\ LJ'dJdil3ilqnL JldqJ0c60llb aITd11l, aI+J6',U3r0[q0bl 5n6aI6fl rq0 ild0lll, aI6bIq0fl1 J'6n0tqt6[], J6nild0lll, qJ6'Utblll, ?tl,Jbtb 7 o3)g63sqo, 2012 g'3qo r{3o N 222 b.:jsr6o36qob 315o5ob Jr6r'r1j$3lo: ,,Lcjur6o3gqmL Lo6;qobaboqrr Sopgjb?o g3qog3}ob' tX$r5oL ?6bob3d" qs "os3oLtrgrqo o5q?L$t6otrqo trnSSdob tjtroUsai boj.:r6o36qob 3.:5o5Bo g3qoqgloL ?3$'>5ob ooolo$n" 1*J. go6r5lrot L.r&5oL$r6cr Ur$6opqoL 0os3t6ols Urgo6c6lro-L$o13g3$c'r 3o0o$3$o 21 - 24 oXi3ri3.rqo 28o3r363,qo-23.6$o q.r66c'afn3o lyrSoaojolr.r qs go5o&,316o Joqo&Jot JoaoOC$o i.Wil|a.\ dnSry'ar a'rt{rr6J lurbATJdr4@ Lrjurrro6XgoL Jsr6qs365$oL bolr6o sp665b: json]?o [""d""fl :,.,H],",:ff ]:!;:r''T::u,'dB'"'.'"0.t;"I:""**35$r'r316r Lr;1116o3XqrnL Jrr6q;BXS$oL oo309gPrn0r16n ,4, ',4>, ) rl{ l pr3oo brjr6rdn
საქართველოს მთავრობის წარდგინება
m80ROし Om5860bb bbJδ ltjs6orgqrmb Jsttq,rES[gL Urj.>t6or3gqrr'rb 3er6tr6o6g6oolr 67-C Ogbq,olr flgl_rsbrflolrqr br3,:6e60qrg\,er o6o6otgo3olr $gl.nor $t60o6oqr696or brjrr6or3gq,r,rll Jr6o6oL Jt6ogj63bb: ,,lrjrt6or3gqrr.rlr bsg,>qrrl-6b.:qx,r 3r,rqrXjl_rflo O3q)oq,Sbob 6COr6oU 0CtJrbCb" qrr,,oDgolrggrq,o o6qrytr66ogqo bt'rfubob ts9ltbX6" l-r.:j.:6orgq,ob 3rbo60o 63q,oqrC6ol., BCOr6oL ollr'tbJbC". rq6ots63q,l 3,r6o6Jt6ogjg9bbX bg,:r6orgq,ob Jr6q,;6X6gob lls3ar0o636o AJ Jq,Cbr6.Jq, bbqr.rflXfubg 0r'r0bbgbgbq,.)(' er6o063qlor tlrjr6orgq,<'rl,r go6l6lrot 0o6olr66ob 0r'r.rqggoq,X 6gbg(,r6 JCOCq,r6or. 36000ぃ い嗚 N 1/297 291220H し
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
b0065▽ 060 もδdbる (D30'マ mtl oo、 3̀(り 301, 2011 ヽ''実 01, 27 R3808も Ob もちR(り 80tl No49 (r)dA0R.\6 V )o(xlt. brCJ6o3cq,ob JJ6o6otr J6aICCOC6o,,lrrir6o,3cq,ou UJ J(.rlrrbrQo 3slQCdbao ogq,oE CboU ACOrbob 6ClrrbC6", ,,or3obutsrqo obqoULo6oUqo tro6SboL d3L5bC6' ljrCr6ogCq,('lL 3.r6o6ao g3q'oq,3boL ACOJ6ol, orobr$C" QJ IDCJ6)o3Cq,ci.r 0orca6robob 5r63sfugq'3bol.r J6x9CCOo,,6.JCAUqJ6oJ, LrCr6o,3Cq'(,ll, aot.r36r'tbol., lrs3r6o60qggbq,o o6oooJ6o3os, $.:6q.o66oq, Jr6r,rbJfx'lftl$06'bc do0bLr36g\,rqr qrs6ots36ol.r aclrsbca ' (acrabuc6cbgq'o ttjs6o4SqoU go6.:6Lorr Ao6obo6o cp.Ago6(,rdC) (5理 o口 " 10o■ 1500っ 噌 倒 50b5o60m.¨ 欧Kr0 3● 5o田 6oO」 o"0で ヽδδ95000b b可 。6o30甲 じ 3。 69。 005obが 6bbbR30で 。 や 20鰤 o5゛ り智 oJ50bい oo田 欧Ⅸマ0い 53。 660Ψ 050b3rDo」 oo tr; js6orSlqrolr Jr6l3oXdr-8o5olt$6o trr js6or3Xq,rolr 3or.>3<6roloL Js5136tg.'6ooL "JA6mLo ヽ1 6oqs'16rr 貰10 〕 〈 30● 0も そ gゃ
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 25. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო 1. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო (შემდგომში-თიზ-ის საწარმო) არის ,,ინდუსტრიული ზონის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმო. 2.თიზ-ის საწარმო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის (გარდა, თიზ-ის საწარმოსი) საქონლის მიწოდების შემთხვევაში გადაიხადოს საქონლის მიწოდებით მიღებული/მისაღები შემოსავლის (საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებისას ამ საქონლის საბაზრო ფასის) 5%-ი, საქონლის მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. 3. საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირის მიერ (გარდა, თიზ-ის საწარმოსი) თიზ-ის საწარმოსათვის საქონლის მიწოდების შემთხვევაში თიზ-ის საწარმო ვალდებულია გადაიხადოს მიწოდებული საქონლის საბაზრო ფასის 5%-ი, საქონლის მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. 4. საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირის მიერ (გარდა, თიზ-ის საწარმოსი) თიზ-ის საწარმოსათვის საქონლის მიწოდებისას, დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება ამ საქონლის საბაზრო ფასი. 5. თიზ-ის საწარმოს ეკრძალება: ა) საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან (გარდა, თიზ-ის საწარმოსი) მომსახურების შეძენა, გარდა: ა.ა) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორის ან/და ადმინისტრაციის მიერ დაცვის მომსახურების გაწევისა ან/და ქონების ქირით ან იჯარით გადაცემისა; ა.ბ) ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, კანალიზაციის, აუდიტორული ან/და საკონსულტაციო მომსახურებისა, ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის მიერ ფინანსური ოპერაციების განხორციელებისა ან/და ფინანსური მომსახურების გაწევისა, აგრეთვე ძირითად საშუალებათა დადგმისა, მონტაჟისა ან/და მშენებლობის მომსახურების გაწევისა; ა.გ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მომსახურებისა. ბ) საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის (გარდა, თიზ-ის საწარმოსი) მომსახურების გაწევა; გ) ,,ინდუსტრიული ზონის შესახებ” საქართველოს კანონით აკრძალული საქონლის შეტანა, შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია. 7. თიზ-ის საწარმოს მიერ საგადასახადო ანგარიშგების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“. 2. 26-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სპეციალური სავაჭრო ზონის (შემდგომ − სსზ) სტატუსი, საკუთარი ან საქართველოს მთავრობის ინიციატივით შეიძლება მიენიჭოს იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოში ეწევა ვაჭრობის ორგანიზებას.“. ბ) მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნას. გ) მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სსზ-ში განახორციელოს თითოეული საქონლის დამცავი საშუალებით ნიშანდება და სსზ-ში რეალიზებულ საქონელზე მომხმარებელთან ანგარიშსწორება უზრუნველყოს ცენტრალიზებულად მართული სალარო პუნქტების მეშვეობით.“. დ) მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნას. 3. 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობით მიღებული მოგება;“. 4. 121-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ბ) „თიზ-ის საწარმოს მიერ;“. 5. 130-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში თიზ-ის საწარმოდან მიღებული დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და ამ დივიდენდის მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.“. 6. 131-ე მუხლის მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში თიზ-ის საწარმოდან მიღებული პროცენტი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და ამ პროცენტის მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.“. 7. 1331-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სსზ-ის ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის დამქირავებელი პირის მიერ (გარდა ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის რეალიზაციიდან მიღებული/მისაღები კომპენსაცია (დღგ-ს გადამხდელის შემთხვევაში - დღგ-ის გარეშე) სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ იბეგრება 3-პროცენტიანი განაკვეთით.“. ბ) მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნას გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული გადასახადის გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. 8. 162-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი: „7. თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შეტანილი (გარდა საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან შეტანილისა) საქონლის სხვა პირისათვის (გარდა, თიზ-ის საწარმოსი) სასაქონლო კოდის შეუცვლელად მიწოდების შემთხვევაში, იმპორტის თანხას ემატება ამ საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და საქონლის სატარიფო ღირებულებას შორის სხვაობის თანხა, რომლის მიხედვითაც იმპორტიორი დღგ-ს გადაიხდის იმპორტის გადასახდელთან ერთად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“. 7. 199-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საქონლის თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან იმპორტი. საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს დაადგინოს საქონლის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულად მიჩნევის კრიტერიუმები;“. 9. 309-ე მუხლის 42-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „42. 2012 წლის 1 იანვრიდან ბაზრობის ორგანიზება (გარდა სასოფლოსამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის ორგანიზებისა) დასაშვებია მხოლოდ სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ, ხოლო პირი, რომელიც ბაზრობის ორგანიზებას ახორციელებს 2012 წლის 1 იანვრამდე, ვალდებულია მიიღოს სსზ-ის სტატუსი და 2014 წლის 1 იანვრიდან ვაჭრობის ორგანიზება (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის ორგანიზებისა) განახორციელოს ამ კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფრომაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოებისთვის დადგენილი შეზღუდვების მოსხნა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის განმახორციელებელი მიზანია თავისუფალ საწარმოებისთვის ინდუსტრიულ დადგენილი ზონაში შეზღუდვების საქმიანობის მოსხნა და ნებადართული საქმიანობის ფარგლებში დაბეგვრის რეჟიმის შემუშავება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოების დაბეგვრის რეჟიმის ცვლილებას. კერძოდ, აღარ იარსებებს საერთაშორისო საწარმოს დეფინიცია და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დარეგისტრირებული ყველა საწარმო ისარგებლებს საგადასახადო შეღავათებით. ამასთანავე, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო მიერ საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის (გარდა, თიზ-ის საწარმოსი) საქონლის მიწოდების და მათგან საქონლის მიღების შემთხვევაში დაიბეგრება საქონლის მიწოდებით მიღებული/მისაღები შემოსავლის 5%-იანი განაკვეთით. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს აეკრძალება (ნაცვლად სტატუსის გაუქმებისა) საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის (გარდა, თიზის საწარმოსი) მომსახურების გაწევა. ასევე აეკრძალება მათგან მომსახურების მიღება, გარდა არსებული კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურებებისა, რომელთა მიღებაც არ იწვევს საერთაშორისო საწარმოს სტატუსის გაუქმებას. კანონპროექტი აგრეთვე ითვალისწინებს სპეციალური სავაჭრო ზონების მარეგულირებელ მუხლებში დაზუსტებითი ხასიათის ცვლილებებს, აგრეთვე სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მქონე იურიდიული პირის მიერ სპეციალურ სავაჭრო ზონაში საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ მიღებული შემოსავალის დაბეგვრის წესის დაზუსტებას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდა, თუმცა რა ოდენობით მოხდება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდა, წინასწარ იმის განსაზღვრა შეუძლებელია. აღნიშნული დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარიმართება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ახალი საწარმოების გახსნა და მათი წარმატებული ფუნქციონირება. ამასთან, ამ ტიპის საწარმოების წარმატებული ფუნქციონირება თავის მხრივ გახდება საფუძველი მათ შორის დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისა, რითაც გაჩნდება შემოსავალი, რაც გაზრდის ბიუჯეტის შემოსავლებს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება. ბ.ე) კანონპრექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტით თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებს უწესდებათ ვალდებულება საქონლის თავისუფალი ტერიტორიაზე მიწოდებისას ან/და ინდუსტრიული პირიქით ზონიდან გადასახადის სახით საქართველოს გადაიხადონ შემოსავლის/საბაზრო ღირებულების 5%-ი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვის წესი (პრინციპი): კანონპროექტით გათვალისწინებულია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის (გარდა, თიზ-ის საწარმოსი) საქონლის მიწოდების და მათგან საქონლის მიღების დაბეგვრის წესი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.