„თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 69 ✗ 0
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
III მოსმენა
✓ 61 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-02-07
ბიუროს ნომერი 222
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს
კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28, 18.07.2007, მუხ. 275) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.
თავისუფალ
ინდუსტრიულ
ზონაში
მოგების
გადასახადისაგან
გათავისუფლებულია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ
მიღებული მოგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, გარდა იმავე
კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.
2. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„დ) ალკოჰოლიანი სასმელების (მათ შორის ლუდის), თამბაქოს ნაწარმის ან/და
თამბაქოს ნედლეულის შეტანა, შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია, გარდა ამ
მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
3. მე-12 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენის შეტანა, შენახვა,
ან/და რეალიზაცია;“.
4. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესაძლებელია ამ მუხლის მე-2
პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის შეტანა ადგილზე
მოხმარებისთვის და ეს არ განიხილება, როგორც საქონლის ექსპორტი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
a) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზს თავისუფალი ინდუსტრიული ზონების განვითარების
მიზნით ზონაში შესატანი აკრძალული საქონლის ნუსხის შემცირება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღება მიზნად ისახავს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნაცვლად
დღეს არსებული აკრძალვისა, რომლის მიხედვითაც იკრძალება ზონაში ყველა სახის
აქციზური
საქონლის
შეტანა,
აიკრძალოს
მხოლოდ
თამბაქოს
ნაწარმის,
თამბაქოს
ნედლეულის, ალკოჰოლიანი სასმელებისა და ასევე შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის
შეტანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტი ითვალისწინებს ზონაში აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალიდან
აქციზური საქონლის ამოღებას და მის ნაცვლად თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს ნედლეულის,
ალკოჰოლიანი
სასმელებისა
და
ასევე
შავი
ან/და
ფერადი
ლითონების
ჯართის
დაფიქსირებას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
ბიუჯეტის
საშემოსავლო
ნაწილის
ფორმირებისათვის
ფისკალურად ნეიტრალურია.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღებით
არ
წარმოიშობა
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულება.
ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას გადასახადის განაკვეთებზე და
შესაბამისად თანმდევ ფინანსურ შედეგებზე.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესის (პრინციპის) ცვლილება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღებით
არ
წარმოიქმნება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.