„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 89 ✗ 0
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-02-07
ბიუროს ნომერი 222
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,idJt403tqnt JI6qJAil60lllr 6llTdntl
AJqJSUtil0llqtbJ 6n,4Al0nTqI Jd0lll,
JdnCd0llll AJ6bllqSnL JdnBtqil,4llb
qJE'Uilbnlr ?Cl,Jbilb
7 o3}363.rqo. 2012 SSqo
rojOo N 222
bldrito80q'."l, orrt6rSlqo 3.>5o5ob Jrlo6j6o ,,U!odlg,o Lr[.)A!6g,Rog[oL ?6Urb36" Usjs6m6nqol-t
ols$6" qo ts j.>6oX6qoL .is6tD5oU J'r'o0d00Io,
s$og nlo l.rs q.> tr3q6lo3oUoq6Bot Ub3s
" U,td,t6o|80q(,L ,js5o5?o 03qoqn6o[ ?n$r6oL
ontrob 0o Ls3.:14oq0orr RolrOo JRoET6o
!6er'l6AoL 30t.)b0a" L.:js6o66qolr is5o5?o
E00r5oL onI,trstA"
LoJ. olLgosooL l8sqqXtro lr;dlct
oj6oqolq tc3oorlr,r 3o8o$X$o
2t - 24 o$363cqo
lrr,t
28oXb363.rq.-28utr5o
Ja'J'6rd1q" t'h,'aJi,
S4tOo &.UA6ob l\,rr'1rrp asoeo
.{,r8o.}5o1, i?q1a.,o,s qog3olrs qs UrA.rrq"J-
o5$md,r3ml, Joao0C6o
,pe'6OOOaa 6aa$aa! tb'],Sr lb?rp1,7dt(:,or
ttjsr6o3nqoL Jsr6qr365$oL do2r6r'r rp635L:
Lrjsr6og6goL JsrrrqsS6S$ob,Jr'lSoOAOlltJ! Rr tisJr6Rr305$o 3r6.rj3on}?o
Rro$Ur'rb 5or63rgolqo rJ$oL Jt4ronj$oL 6r6boq3s
Lsj;r6o3nqoL Jrr6qr865$oU
cnf381pr'lao60
3
..
.n
l.'
+/
1
,l{
I
q,:3oor }lj<6sd3
წერილი
lrJdJ6080Rgll, ;J6RJA05O0l, $0360
Ltjtr4otnnrlolt J;r49;0n5golt,tJ66n6olr
b,>t td6,;5obs6oo
p ndOrA0S6oL ZZ.6obl)
jtqd;fio6 nand lqotitodnb
;lrqbsgoSo non<6,
lrsj;6or3nrqtrL 3o5L$o$16ooL 67-n SlbrgoL ors6sLSsp $.>163o5oq'565o
Irj;r6o3xqerL Jsrrrq;815gol $'n3r618oL J.tacl1 ;ldqr?3oqotr, ;ohrd3r6
s5p3st6orloL.: ps t3osp ,12.p3.:L 3o616 Ls,ls6cr53pndr1r'r o6o3os$o3oL $nLoor
Ooel,rpnljs1 ;;5r'r6Jr6oljglr: "Lrju6or36qot or66s51go ,;15o6o ,,lt6r6oo
tstr3.>r6oqonAot ?3Lubnb" tr.:j.:r6oSXqolr cx66;5iq ;.:5o5?o 33qoq686trot
t6$.>6oLr orro6.>$n" .ltn6oo L.>Ls0sr6oqo6l?o Lsj0no.: 6l6s[oq6]olt gr
lgqn}$otoqXlot tLgs 8ot$s6orqoLroSoL q.>;otr6nlolr $ntoL ?nLrt6tr"
t.>js<6o33qob ;s6o6?o g3qoq6}otr ?n$r5olr osoB,:16", ,,tr;lurioSnqotr tsnt6oo
lr.>tr0.rr6oqo6loL 3oL$st6oq6ou qotgo)qo5tr6o Julr3Lot366dqololr.> qr
qotgoJqoSlt6o t$.:6orq$r63o6EoL tltsb6d"
t.:$t6o31qoL 3.>5o6?o
63qoqnlnloL ?3gs5otr otso}.:$X".
6obogor, trn0orqSo?51q ;r6o5J6o6Jglr 0oLggor ?3Ls6o0oLo 0t3qnqo6':.
ob. p.:5.:t6oo: - " Ai6Oq.'R
)ogo3ol13n3oo,
)s3q3 ;1lqs?3oqn
;sts8nd r6ysgst6odn
$3o.>q
31jr3r
li)at6nRaaaefl j Ao8qq.?ooeo
6nq, 28 16 9l
q
_
/
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილებები:
1. მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. პლენუმის სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი სპეციალისტები და
სხვა პირები.”.
2. 43–ე მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, მოსამართლე
გაათავისუფლოს თანამდებობიდან, თუ იგი ბოლო 12 თვის განმავლობაში 4 თვეზე მეტ ხანს
ვერ ახორციელებდა თავის უფლებამოსილებას და არსებობს შესაბამისი სამედიცინო
დასკვნა, რომლის თანახმად იგი მომავალში ვეღარ შეძლებს მოსამართლის
უფლებამოსილების განხორციელებას.“.
3. 47-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სასამართლოს (მოსამართლის) დამოუკიდებლობის, მართლმსაჯულების
ხარისხისა და ეფექტურობის უზრუნველყოფის, მოსამართლეთა თანამდებობაზე
დანიშვნის, მოსამართლეთა თანამდებობიდან განთავისუფლების, მოსამართლეობის
საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზების, სასამართლო რეფორმის გასატარებლად
წინადადებების შემუშავებისა და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესრულების
მიზნით იქმნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.“;
ბ) მე–4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. საქართველოს საერთო სასამართლოებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს
საბჭოში წარმოადგენენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს
მოსამართლეთა კონფერენციის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით
არჩეული 8 წევრი, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი შეიძლება იყოს
მხოლოდ საერთო სასამართლოს მოსამართლე.“;
გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
,,61. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნისას/არჩევისას
საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტი ითვალისწინებენ კანდიდატის პროფესიულ
გამოცდილებას, მის მორალურ რეპუტაციას და ეთიკურ სტანდარტებს.“;
დ) მე–10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,10. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, თუ იგი არ არის
საქართველოს პარლამენტის წევრი ან მოსამართლე, არ შეიძლება ეკავოს რაიმე სხვა
თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში,
ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და
შემოქმედებითი საქმიანობისა, აგრეთვე იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების
წევრი, მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.“.
4. 50–ე მუხლის მე-2 და მე–3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად
ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობამ, გარდა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.
3. იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირს მოსამართლედ დანიშნავს, თუ მის
კანდიდატურას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ
არანაკლებ სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.“.
5. 51-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ამ მუხლის მე-3 პუნქტით
განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამოსამართლო უფლებამოსილებების
განხორციელების პარალელურად, ანაზღაურების გარეშე.”.
6. 67-ე მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოებისა (გარდა
უზენაესი სასამართლოსი) და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაფინანსების
ნაწილის პროექტს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წინადადებების საფუძველზე
საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის განხილვისას
იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია წარადგინოს მოსაზრებები საერთო
სასამართლოების და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაფინანსების ნაწილის
პროექტის თაობაზე. უზენაესი სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების
პროექტს წარადგენს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კანონით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ი თ ი ბ ა რ ა თ ი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს საერთო სასამართლოების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლის
გაძლიერების, მისი წევრების პოლიტიკური ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფის
აუცილებლობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია სასამართლოს დამოუკიდებლობის დამატებითი გარანტიების
შექმნა, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა როლის
გაძლიერება, საბჭოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის განმტკიცება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის შესაბამისად ცვლილებები ეხება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს
სტატუსს.
საბჭოს
ფუნქციებს
ემატება
სასამართლოს
(მოსამართლის)
დამოუკიდებლობის, მართლმსაჯულების ხარისხისა და ეფექტურობის უზრუნველყოფა.
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის
მიერ საბჭოში არჩეული/დანიშნული წევრები უნდა აკმაყოფილებდნენ მაღალ
პროფესიულ, მორალურ და ეთიკურ სტანდარტებს.
კანონპროექტი ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობის
დაკავების შესაძლებლობას მხოლოდ საერთო სასამართლოს მოსამართლის მიერ, რაც
განამტკიცებს საბჭოში მოსამართლეთა უმრავლესობის პრინციპს.
კანონპროექტით იკრძალება საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის
მიერ პოლიტიკური საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. ასევე ცვლილება
ეხება პირის მოსამართლედ დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესს.
კერძოდ, უქმდება დღეს მოქმედი ნორმა, რომელიც საკითხის გადასაწყვეტად
ითვალისწინებს
ხელისუფლების
სამივე
შტოს
თითო
წევრის
თანხმობის
აუცილებლობას. ამასთან, მოსამართლის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების
მისაღებად საჭირო იქნება საბჭოს არანაკლებ სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
მოსამართლისათვის სამართლებრივი დაცვის გარანტიების განმტკიცების მიზნით
კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ მოსამართლის მიერ ბოლო 12 თვის განმავლობაში
უფლებამოსილების 4 თვეზე მეტი ხნით განუხორციელებლობის საფუძვლით მისი
თანამდებობიდან გათავისუფლება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მხოლოდ ასეთი
საქმიანობის განხორციელების შეუძლებლობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობის
არსებობის შემთხვევაში.
კანონპროექტი განსაზღვრავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებას,
საქართველოს
სახელმწიფო
ბიუჯეტის
შესახებ
კანონპროექტის
საქართველოს
პარლამენტში
განხილვისას
წარადგინოს
საკუთარი
მოსაზრებები
საერთო
სასამართლოების დაფინანსების ნაწილთან დაკავშირებით.
კანონპროექტით უქმდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის მუშაობაში
იუსტიციის მინისტრის სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის შესაძლებლობა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება ფისკალურად ნეიტრალურია, იგი გავლენას
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
არ მოახდენს
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება ახალ ფინანსურ ვალდებულებებს არ წარმოშობს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება ფინანსურ შედეგებზე გავლენას არ იქონიებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის და სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტით გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის
განსაზღვრა არ არის გათვალისწინებული.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. კანონპროექტით
გათვალისწინებულია
„აღმოსავლეთის
პარტნიორობის“
პროგრამის
ფარგლებში
ევროსაბჭოს ექსპერტების მიერ გამოთქმული რეკომენდაციები.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს არ ეწინააღმდეგება.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის
შემუშავებაში
აქტიური
მონაწილეობა
ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული
წარმომადგენლებმა.
მიიღეს
არასამთავრობო
საერთაშორისო მისიების
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი ექსპერტებისათვის წარდგენილი არ ყოფილა.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრები: პავლე კუბლაშვილი,
კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა