„საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
27.12.2012
ავტორი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: პავლე კუბლაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა
ნომერი
#07-3/548/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
II მოსმენა
✓ 61 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-02-07
ბიუროს ნომერი 222

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, N27-28, 30.07.1998, გვ. 6) მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების საკითხის გადაწყვეტისას, მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინება შეიძლება განხორციელდეს მისი თანხმობით, 1 წლამდე ვადით. აუცილებლობის შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს მართლმსაჯულების ინტერესები, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მოსამართლის თანხმობის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება მისი სხვა სასამართლოში მივლინების თაობაზე, თუ აღნიშნულ საკითხს მხარს დაუჭერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. უფლებამოსილების დაკისრების ვადის გაგრძელება შესაძლებელია არა უმეტეს 1 წლით, რისთვისაც აუცილებელია მოსამართლის თანხმობა.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლი ითვალისწინებს, რომ სასამართლოში მოსამართლის არყოფნისას ან განსახილველ საქმეთა ნაკადის ზრდის შემთხვევაში შესაძლებელია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლე მიავლინოს სხვა სასამართლოში. განსხვავებით მივლინების საფუძვლებისა, კანონი არ განსაზღვრავს აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის წესს, მივლინების ხანგრძლივობას და სხვ. შესაბამისად, მიზანშეწონილია კანონით დადგინდეს შესაბამისი რეგულაციები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია მოსამართლის დამოუკიდებლობისათვის დამატებითი გარანტიების შექმნა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, კანონის მე-13 მუხლს ემატება 21 პუნქტი, რომლითაც დგინდება, რომ მოსამართლე შესაძლებელია მივლინებულ იქნეს სხვა სასამართლოში 1 წლამდე ვადით, მისივე თანხმობით. მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილი იქნება მოსამართლის თანხმობის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება მისი სხვა სასამართლოში მივლინების თაობაზე, თუმცა ასეთ შემთხვევაში საჭირო იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის თანხმობა. შესაძლებელია მივლინების ვადის გაგრძელება კიდევ 1 წლამდე, რაც საჭიროებს მოსამართლის აუცილებელ თანხმობას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ხარჯების გამოყოფას ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება ფისკალურად ნეიტრალურია, იგი გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება ახალ ფინანსურ ვალდებულებებს არ წარმოშობს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება ფინანსურ შედეგებზე გავლენას არ იქონიებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის და სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტით გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრა არ არის გათვალისწინებული. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს არ ეწინააღმდეგება. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებმა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი ექსპერტებისათვის წარდგენილი არ ყოფილა. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს კუბლაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა პარლამენტის წევრები: პავლე