„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
03.02.2012
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები თეიმურაზ წურწუმია და ზვიად კუკავა
ნომერი
#07-3/549/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-02-07
ბიუროს ნომერი 222

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,JdJi4UlStqnt JJ14qtAil60llb trtlTdnll aJqJ6U3t0[q cbJ 6ndaJ0llnq0 )d0fl1, J14nCd0flb A rGbllRC0L JdnUilq36il, qJE lCb0l, ?illrJbCb 7 ogAg6Ssqo. 2012 g'pqo rojOo N 222 bsjsr6or3nqotr 3o5r'r5oL Jt6r,rgjgo ,,br jr16o3gqoL bo6,>qrL,>brqtn 3oqnJL?o g3qoq6dob ?ggsSoL ?gbobX}" trcJ. Jr6qo326got $X363Io: t. 3X3s3.r, o. $p6$1ao.r lrsgo6sSLo-lrslo13g3$o 3er&$X$o 21 - 24 odcdlirqo 28 o3d3t63iqo - 2 fi&6beAr, 6r00par 4,J[JJ6 lorr4'4,rArA"ru Ls;lsr4o3gqob Jsr6qr0n5$oL bo2t6o sq565b: Lrjrr6o3nqoL Jrr6qs865$oLr doao$1$gdLr Rr bJJr6RrACS$r'r Sr6sjgoSbto Rro$Ur'lL 5or48r$o1qo sj$ob Jt6r'r6j$oL 6s5boq3r Lojsr6ognqmb Jr16qoOXS$oL orrgSqgpoSr6X 16 l_l {-,;+ ls 1) p;3oo dsJt6rd6
წერილი
L JJ6seJACSO0lt 9C360 t-r: j;6o63q,rnb Jr6q's03b6ol-t lto6616o9rl6o<n q93Js6$r0366b Lsjr6or33q,r'rb 3o6b$o63goob 61-l a3bg* . ts3b:b':0oUrqp o6o3or$o3otr $3boor $r60r'r6oqr6g6ot lr:j'>6o63q'r'rb urlro.rlfugoq,. -"ai.cCOU;br}tf'6scqml' Us6rqrrbrbrqro 3oqg3Cbao atE.i.r, mq,oq,C0ol, ECorbolt Egbrbgb. J':6q's0366olr 0o56ob 6orbo3or 3.l6o6JrtroXj$o $rtl3qr6o6oot qr':t-ts$ggbsq'' U"bqg<n0sU br3:6r'r60q930q'o Jrir'69qr363bob irUq,i3l, pr6r6oro 3 g3t16q%3 3.16qoUg30oor, t3osp 333 orSoEg6s% $36$3Eo'> 03.02.r2
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს ცვლილება და 39-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – მათ მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით;“; ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი: „31. პირს, რომელმაც მიიღო ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია, უფლება არა აქვს გაახმაუროს ამ ინფორმაციის საიდუმლოება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი თბილისი, 2012 წლის . . . თებერვალი. N მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადება განაპირობა საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ კანონპროექტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში მეორე მოსმენით განხილვისას გამოთქმულმა წინადადებამ, რომ კონკურენციის და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და საერთოდ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების ეფექტიანი განხორციელებისათვის სასურველია უზრუნველყოფილი იქნას საჭირო ინფორმაციაზე მათთვის ხელმისაწვდომობა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისათვის, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიულ პირებისათვის მიკუთვნებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ეფექტიანი განხორცილების უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები შედის საქართველოს საგადასახადო კოდექსში, კეძოდ საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლს მე-2 ნაწილს ემატება „ა1“ პუნქტი და ასევე, 39-ე მუხლს ემატება „31“ ნაწილი. ცვლილების თანახმად, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს ექნებათ უფლებამოსილება მოითხოვონ და მიიღონ საგადასახადო ორგანოში არსებული მათთვის საჭირო ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას. ამასთან, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირები უზრუნველყოფენ აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო. კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. კანონპროექტით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები ეკისრება. არ ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: ფინანსურ შედეგებს არ გამოიწვევს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღება გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან; არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან. კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადებაში მონაწილობა მიიღეს საქართველოს პრემიერ– მინისტრის მრჩეველთა ჯგუფებმა და საქართველოს შემოსავლების სამსახურმა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორებია საქართველოს პარლამენტის წევრები თეიმურაზ წურწუმია და ზვიად კუკავა დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორებია თეიმურაზ წურწუმია და ზვიად კუკავა საქართველოს პარლამენტის წევრები