„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ"
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
II მოსმენა
✓ 67 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
III მოსმენა
✓ 70 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-02-13
ბიუროს ნომერი 223
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
LidJ,(00CqnU JJdql0C60lll, bllXdnlr
AJql6'$300[q0bJ 5n'4AJ0|llq|l Jd0llb
I,4n0il0llU AJGbllqil[U I6nU0qIdil,
qJEU0bil, ?0l,Jbilb
ojOo N 223
13 o36X63sqo. 2012 SCqo
Lujut6o3gqoL ;o6o5oU Jt6o6ilgo,,Lojrriognqob $r'16o36o Lr3r6o53q6bqo
,>jg?o g3qoqSIob ?gg.:5oL ?gUrbnd"
bsJ, Jut6q.>0X5goL $6g66lo:
;. rSgrgrdrod6, $. ;1,1o3s
oX6oqolq lru3ootro..r;o0o$3$o
6 - 9 3it6go
13
t\a4a6o aoqGnt t'nardnwo a'ro9n
fsrSA6oCq,cJot q.43otr I
- 16 0sr6go
,ts!tqr/1v! LLq'aA,\Lt
lngc\Ii6 l,.tr6ofo,r
;s'al$c!P;
.rq.rao*ot ngqXLrou qqpoto qo b8ofooller
o60m'qlmL Jao$C$o.
Jn'etit|a.\ r.,A,For
[rJuA{,drratu
^Dlar6J
Lrj.:r4ar33qr.rb J.:rcrqr065gotr doy6rn rp6X5L:
Lrsjrr6o36qgrL J.:t6q'san5$oL Joao0000db.) q.> L.:Jsr4q,r035$ro Sr6sJgoXd?o
Rro$flr'rL 5ror60,>go2qo sjgoL Jr6rnnjgoL 5r6boq3l
brJ;t6or3nqob Jor6q;8n5gob
o,>335qo8r16n
10
Q.+
qs3oar B.: j16rdX
'1
წერილი
l, )Jd,RJa05O0l, 90360
L;js6rn3nqotr Jn6RraC56()L sJ.r16rgotr
L,>or6616ot,rgom RCJ.\66sAJ6(5otr tts6mtrL
j-5 norndr [r3o.>6;od1L
Jrqlsgo6o 3o3t6,
lrsjsr6or3nqol-r ;o6Lgo6p1jooL 67-g Ogbqolr orsEsb8sp Ls;r6o50p6dqrr
o6o6o,>go3oL $'nLoor Ssr63o6oq6n5o L.:jsr6o3lqol-r t.:r6q.:3n5$oL $33t6n6oL: ;.:brlXt6
.;56.:3;t6odoL p; bgo.>q.o 3g3rgrl.r 0oX6 So0trrqX[1q ,.;s5o5olr J6o6J$tr,
,,1$ jr6o4gq,r'rb
to6ogr6or U:3.>6o60q.oCbq,o rdotso $q,oq,Cbou ACOr6ol, oCt 5bCA".
5oto3o, $n3osg5o?51q ;,>5t'r6otr Jr6oXj6L SoLgnor tnLslo8oLo 3L3q6qod.',
ob. g,s6sr1oo: ,, " tl6qpnp.
Js$o3oL6n3om,
.;sLslX16 .r61;9.:rcrodn
r*-
tgorqg 39.:3.:
ru1:+1r1,\
'10' 02 alL
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28, 18.07.2007, მუხ. 280) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისათვის, ნარკოტიკული საქმიანობის
ხელშემწყობისათვის
ან
ნარკოტიკული
საშუალების
გამსაღებლისათვის
უფლებების
ჩამორთმევის შესახებ სასამართლო დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს,
საქართველოს
შრომის,
ჯანმრთელობისა
და
სოციალური
დაცვის
სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს
ადვოკატთა ასოციაციას.“.
2. მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისათვის, ნარკოტიკული საქმიანობის
ხელშემწყობისათვის ან ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლისათვის ჩამორთმეული
უფლებების მოპოვება დასაშვებია ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული შესაბამისი ვადის
გასვლის შემდეგ, ან ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი:
„11. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების
საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი
საბჭო უფლებამოსილია, პირის
ყოფაქცევის
გათვალისწინებით, ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული ვადის გასვლამდე აღუდგინოს
მას ჩამორთმეული უფლებები, ან შეუმციროს პირს უფლებების ჩამორთმევის ვადა.“;
გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ
გამოსაცდელი
ვადის
ხანგრძლივობა
აღემატება
უფლებების
ჩამორთმევის
ვადის
ხანგრძლივობას, ჩამორთმეული უფლებები აღდგება გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ,
გარდა
ამავე
კანონის
მე-3
მუხლის
პუნქტით
41
და
ამ
მუხლის
11
პუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
მუხლი 2
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 67‐ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი
67.
პირობითი
მსჯავრის
გაუქმება
ან
გამოსაცდელი
ვადის
გაგრძელება/შემცირება“;
ბ) მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლოს
შეუძლია ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ორგანოს წარდგინებით
გააგრძელოს (არა უმეტეს ერთი წლით) ან შეამციროს გამოსაცდელი ვადა.“.
მუხლი 3
პატიმრობის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 24.03.2010წ., მუხ. 49)
41-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის სასჯელის მოხდისგან
პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი
სახის სასჯელით შეცვლასა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“
საქართველოს
კანონის
შესაბამისად
ჩამორთმეული
უფლებების
აღდგენასთან
დაკავშირებული საკითხების განმხილველი ორგანო.“.
მუხლი 4
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება განპირობებულია „ნარკოტიკული დანაშაულის
წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების
დახვეწის აუცილებლობით.
„პატიმრობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები განპირობებულია „ნარკოტიკული
დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი
ცვლილებებით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
ძირითად
მიზანს
წარმოადგენს
„ნარკოტიკული
დანაშაულის
წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით ჩამორთმეული უფლების შესახებ
შესატყობინებელ უწყებათა ჩამონათვალის სრულყოფა და ამავე კანონის შესაბამისად
ჩამორთმეული უფლებების ვადაზე ადრე აღდგენის შესაძლებლობის შემოღება.
კანონპროექტის
პრობაციისა
და
მიზანს
ასევე
იურიდიული
წარმოადგენს
დახმარების
საქართველოს
საკითხთა
სასჯელაღსრულების,
სამინისტროს
ადგილობრივ
საბჭოსთვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს
კანონის
საფუძველზე
ჩამორთმეული
უფლებების
ვადაზე
ადრე
აღდგენის
უფლებამოსილების განსაზღვრა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, ნარკოტიკული
საშუალების მომხმარებლისათვის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისათვის ან
ნარკოტიკული
საშუალების
გამსაღებლისათვის
უფლების
ჩამორთმევის
შესახებ
სასამართლო დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს,
საქართველოს
შრომის,
ჯანმრთელობისა
და
სოციალური
დაცვის
სამინისტროს,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა
ასოციაციას.
ნარკოტიკული
საშუალების
მომხმარებლისათვის,
ნარკოტიკული
საქმიანობის
ხელშემწყობისათვის ან ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლისათვის ჩამორთმეული
უფლებების ვადაზე ადრე აღდგენა შესაძლებელი იქნება საქართველოს სასჯელაღსრულების,
პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს
გადაწყვეტილებით - პირის ყოფაქცევის გათვალისწინებით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის
ზრდას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის
მიღება
არ
არის
დაკავშირებული
იმ
პირების
ფინანსურ
ვალდებულებებთან, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
გადასახადის,
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას და შესაბამისად, არ ადგენს მის ოდენობასა და
გადახდის წესს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან:
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
დადებულ
ორმხრივ
და
მრავალმხრივი
შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
საერთაშორისო
ხელშეკრულებებითა
და
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ ანჯაფარიძე, ზვიად კუკავა
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ ანჯაფარიძე, ზვიად კუკავა