„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე"
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-02-13
ბიუროს ნომერი 223
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,JdJdUl0cenL JJdqt0c66!tt, 6ll!6nl,
aJcJE'.U3J0fl qJbJ 6n6AJ0|lTqll Jd0llr,
Jdncd0il, 0J6bIq3[l, J6nt]tqxdllL
qJEUilbil, ?tl,lb0l
roj0o N 223
13 o3Egt63oqo. 2012 Srqo
Ur;lrt6o33qoU 3u5r'r5oL J6ogilgo ,,brjr16org6qot to6o6t6o U,:;r5o53q6lqt'r
rjg?o g3qoqglglol-r 36g15oL oot'rlo$9"
lroj. ocaqc63oL to8o6ot$r4o
Lsj. Js6q.;035goL $6Xtio ;. Llbo?goqo
oo3qog3oU.r q.r ltoE6oglot 3o3o$3$o
6-9a60"
13
o Aa@$alr treritrdpo
)p06r67p lrL*'aAr\A
- 16 as6go
.ryoaos6oL lgq6Lno qcaSolro qo bict$ry,tjo
o5gX6t6.{;ooL 3oao$C6o
b,: js16o3Xq'roL J116 g;3X5$o
b do116r'r tq6n5b:
l-r;jsr6or36qmL J,:r4q;8n5$oL Jmao$S$1dbo Rr tJrJl6qrA06$r'r 3r6sJ3oXd?o
q..,o$3roL 5rnr60sgo2qo rd$oL J6mCd0oL 6,:5boq3s
Lsjs6or36qoL J;<6qt335$oL
ors30yqo3r16n
t0
o..-zF ll\
q.:3om B.: j16sdX
წერილი
tiJdJd)0)8CRtlb JJd,qJ[)C6O0b VC3d,0
rl yyl,
13 a2. a0&d.
It.roL6r6,,tr6m RJJIroO.)A;6O.'I Tdt6olJ,
J.,q'4.)O-6 x",rr" Lr*,6r*hlr
.1,\R)1,\b",1;!, r",1rr.
L.rr$o6ilp,.pq,- o6o(rcl$osol' Sxlrmr $.rilo5,q5Xro' bdJdrooilnq,ol' r.6",1;,1'
)6-uJ6l' ,,|'.!J.!r"-siR'a, \1080460 l,.rJ,r6-6apXrq'- rJ0il,, osR',x'Jr;p.,1, JCO.![,],
,".l.,lrt1.
a-b.s",. R,-!fl8-- ,ti6al6)ru"d6ol' 6.$b"rq'3,,1")-6dr lb}.r",,' ir",,,o,){."rrrldo
I.)Oos.tbi)a-,
,t. l,.Db"TJ.q,"
oosqo6sdr.r p.r lilo?6o$dr J.€qOCO Scs6.
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) 32-ე მუხლის
პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”ა) გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის გამვლელთათვის – 15 თვე;”
მუხლი 2. „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №49, 29.12.2006, მუხ. 365) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
”5. სამხედრო სარეზერვო სამსახურში გასაწვევად გამოძახება შესაძლებელია
განახორციელოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ტექნიკური და კომუნიკაციის
სხვა
საშუალებებით.
განისაზღვრება
ასეთი
გამოძახების
საქართველოს
შემთხვევები
პრეზიდენტის
და
შეტყობინების
ბრძანებულებით.
წესი
საქართველოს
თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია საკუთარი ძალებითა ან/და ასიგნებებით
უზრუნველყოს რეზერვისტების შემკრებ პუნქტებამდე მიყვანა.”
2. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”3. ამ მუხლით განსაზღვრულ პირებს, 18 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, უფლება
აქვთ ნებაყოფლობით გაიარონ სამხედრო სარეზერვო სამსახური.”
3. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”მუხლი 11. პასუხისმგებლობა სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის
არიდებისათვის
პირს, რომელიც შეტყობინების მიღებისას მითითებულ ვადაში არასაპატიო
მიზეზით არ გამოცხადდება ან სხვაგვარად აარიდებს თავს სამხედრო სარეზერვო
სამსახურს,
დაეკისრება
პასუხისმგებლობა
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი წესით. საპატიო მიზეზი, მისი დოკუმენტური დადასტურებით, არის
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული პირის ახლო
ნათესავის გარდაცვალება, ავადმყოფობა, აგრეთვე სტიქიური ხასიათის ან სხვა სახის
დაუძლეველი გარემოებანი.”
მუხლი 3. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სამხედრო
სამსახურის 15 თვიანი ვადა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც გაწვეულ იქნენ
სამხედრო სავალდებულო სამსახურში ამ კანონის ამოქმედებამდე.
მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
სამხედრო სავალდებულო სამსახურის გასავლელად დღეს დადგენილი ვადა (12 თვე) არ
არის საკმარისი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეული პირების შესაბამისად
მომზადებისათვის. დახვეწას საჭიროებს სამხედრო სარეზერვო სამსახურში გამოძახებისა და
რეზერვში ნებაყოფლობით გაწვევის საკითხები. კერძოდ: ა) ნებაყოფლითი რეზერვის
სპეციფიკიდან გამომდინარე, დასაზუსტებელია ნებაყოფლობითი რეზერვის გავლის მსურველ
პირთა წრე; ბ) რეზერვისტების გამოძახება საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ
შემთხვევებში უნდა შეეძლოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსაც.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის გაზრდა 15 თვემდე. სამხედრო სარეზერვო
სამსახურში გაწვევის საშუალებების და სამხედრო სარეზერვო სამსახურის ნებაყოფლობით
გავლის საკითხების დაზუსტება და რეზერვისტების შეკრების ეფექტური სისტემის ჩამოყალიბება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის თანახმად:
სავალდებულო სამსახურის ვადა გახდება 15 თვე.
განისაზღვრება სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის საშუალებები. აღნიშნული
მოგვცემს შესაძლებლობას სწავლებებზე და შეკრებებზე პირები გამოძახებულ იქნენ ტექნიკური
კომუნიკაციის საშუალებებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
ნებაყოფლობით სამხედრო სარეზერვო სამსახურის განსხვავებული სტანდარტის,
მომზადების გეგმის და მიზნებიდან გამომდინარე დაზუსტდა იმ პირთა წრე, რომლებსაც უფლება
აქვთ ნებაყოფლობით გაიარონ სარეზერვო სამსახური.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტი
არ
წარმოშობს
ფინანსურ
შედეგებს
იმ
პირთათვის,
რომლებზეც
ვრცელდება კანონპროექტი.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი)
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებს
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში
კანონპროექტის შემუშავებაში ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ექსპერტების დასკვნები არ არსებობს
დ.გ) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია თავდაცვის სამინისტრო
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი
კახაბერ სუხიშვილი