საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 66 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-02-27
ბიუროს ნომერი 225
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-16 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამხედრო მოსამსახურეს და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ
პირს, აგრეთვე შინაგან საქმეთა ორგანოების რიგითთა და უფროსთა შემადგენლობას
შესაბამისად სამხედრო სამსახურის წესის დარღვევისათვის და ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ დისციპლინურ
წესდებათა მიხედვით, ხოლო საგზაო მოძრაობის, ნადირობის, თევზჭერისა და
თევზის მარაგის დაცვისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი,
საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული
წესების დარღვევისათვის, ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე,
მცირე ოდენობით შეძენისათვის ან შენახვისათვის ან/და ნარკოტიკული საშუალების
ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის დაეკისრებათ ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა საერთო საფუძველზე. აღნიშნულ პირებს არ შეიძლება
შეეფარდოთ გამასწორებელი სამუშაოები.“.
2. 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„გ) იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, რომელიც ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს
საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის
გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის საგანი, საქონლის
ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო;
დ) იმ
საგნის
კონფისკაცია,
რომელიც
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს
საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის
გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის საგანი, საქონლის
ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო;“.
3. 28-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, რომელიც ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს
საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის
გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის საგანი, საქონლის
ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო, მდგომარეობს მის იძულებით
ჩამორთმევასა
და
შემდგომ
რეალიზაციაში,
ნავაჭრი
თანხის
ყოფილი
მესაკუთრისათვის
გადაცემით,
ჩამორთმეული
საგნის
რეალიზაციასთან
დაკავშირებული ხარჯების დაქვითვით.“.
4. 29-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
იმ
საგნის
კონფისკაცია,
რომელიც
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს
საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის
გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის საგანი, საქონლის
ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო (გარდა ამ კოდექსის 1536
მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საგნისა),
მდგომარეობს მის სახელმწიფო საკუთრებაში იძულებით, უსასყიდლოდ გადაცემაში.
კონფისკაციას ექვემდებარება მხოლოდ დამრღვევის პირად საკუთრებაში არსებული
საგანი, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული.“.
5. 1291 მუხლის „შენიშვნის“ მე-2–მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„2. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე
შემოსვლისას საზღვაო ნავსადგურში განთავსებული საბაჟო გამშვები პუნქტის
გავლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც შემდგომ
გადაადგილდება საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით, საზღვაო
ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი, 10 კმ-ის რადიუსში მდებარე,
საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის
ზონისაკენ.
3. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ამ მუხლით გათვალისწინებულ
ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის
ტვირთის
სრული
მასა
აღემატება
დამამზადებლის
მიერ
მოცემული
ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს),
რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას გადაადგილდება საბაჟო
გამშვები პუნქტის გავლით, საგადასახადო ორგანოს განთავსების ადგილიდან
უახლოესი, 25 კმ-ის რადიუსში მდებარე რკინიგზის სადგურისაკენ – საქართველოს
საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ზონისაკენ,
საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით.
4. თუ საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებისას (გარდა საბაჟო
გამშვები
პუნქტის
გავლით
საქართველოს
ტერიტორიის
დატოვებისა)
ავტოსატრანსპორტო საშუალების თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე
მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი
ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური
დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და სრული მასა – 44 ტონას ან/და
გადასაზიდი ტვირთის მასა – დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო
საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს, ავტოსატრანსპორტო
საშუალების მფლობელი (მესაკუთრე) თავისი ხარჯებით უზრუნველყოფს ზედმეტი
ტვირთის ჩამოცლას/დაშლა-დანაწილებას/გადანაწილებას (საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს ან/და ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის
უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მითითებულ დაცულ ადგილას),
ტვირთის დაცვას/შენახვას და შემდგომ ტრანსპორტირებას.“.
6. 194-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 194. საქართველოს საგადასახადო კოდექსით
გათვალისწინებულ საბაჟო კონტროლის ზონაში უკანონო
საწარმოო ან სხვა საქმიანობა
საქართველოს
საგადასახადო
კოდექსით
გათვალისწინებულ
საბაჟო
კონტროლის ზონაში უკანონო საწარმოო ან სხვა საქმიანობა არსებული წესების
დარღვევით, აგრეთვე შენობა-ნაგებობების მშენებლობა დადგენილი წესებისა და
ნორმების დარღვევით –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ორას
ლარამდე, ხოლო იურიდიული პირისა – სამასიდან ხუთას ლარამდე.“.
7. 239-ე მუხლის 521 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„521. ამ კოდექსის 1291 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში ქვეყნის საზღვრების შიდა სივრცეში
ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო საბაჟო გამშვები
პუნქტის გავლით ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე
შემოსვლისას ან მის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებისას – საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი
თანამდებობის პირები.“.
8. 268-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო
საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევისა და
კონტრაბანდის საქმეებზე დადგენილების ასლი საქართველოს საგადასახადო
კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარდება პირს, რომლის მიმართაც არის
გამოტანილი დადგენილება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ” საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფრომაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს, მოქმედ კანონმდებლობაში
საერთაშორისო სამართლებრივ ურთიერთობიდან გამომდინარე ტერმინ საბაჟოს
დამკვიდრება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია მოქმედი კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლებრივ
ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, ტერმინოლოგიური ცვლილებები შედის მთელ რიგ
მუხლებში და იცვლება რამდენიმე ტერმინი, კერძოდ: ტერმინი „ეკონომიკური საზღვარი“ საბაჟო საზღვრით, „პორტალი“ - საბაჟო გამშვები პუნქტით, „კონტროლის ზონა“ - საბაჟო
კონტროლის ზონით.
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულება.
ბ.ე) კანონპრექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპრექტის მიღება იმ პირთა მიმართ, ვისზედაც ეს კანონპროექტი გავრცელდება,
არ გამოიწვევს ფინანსური კუთხით რაიმე გავლენას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვის წესი (პრინციპი):
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.