„თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.02.2012
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/418/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 69 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 66 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-02-27
ბიუროს ნომერი 225

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, NN27–30, მუხ. 635) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული, საბაჟო პროცედურების განხორციელებისას უცხოური საქონლის გაშვებამდე საბაჟო კონტროლის ზონაში სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო ღონისძიებების კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური.“. 2. 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ტრანსპორტის ნებისმიერი სახეობით და ყველა სახის გზავნილებით (სარკინიგზოთი, საფოსტოთი, მათ შორის, მგზავრთა ხელბარგით) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნებიდან ცხოველისა და ადამიანის საერთო საშიში გადამდები სნეულებების აღმძვრელების შემოტანის აღკვეთის მიზნით საქართველოს სასაზღვრო გადასასვლელებში (საერთაშორისო მიმოსვლის რკინიგზის სადგურებში, ავტოსადგურებში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, ავტოტრასებზე), უშუალოდ საბაჟო კონტროლის ზონაში ხორციელდება სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ექსპორტ-იმპორტის და ტრანზიტული ტვირთების შემოწმება, შესაბამისი ღონისძიებების გატარება, ხოლო ტვირთების კეთილსაიმედოობასა და ვარგისობაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში ან მათი ტრანსპორტირების ვეტერინარულ-სანიტარიული ნორმების დარღვევისას ხდება ტვირთების დაკავება, გაუვნებლება ან ამოღება-მოსპობა დადგენილი წესით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფრომაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს, მოქმედ კანონმდებლობაში საერთაშორისო სამართლებრივ ურთიერთობიდან გამომდინარე ტერმინ საბაჟოს დამკვიდრება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია მოქმედი კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით ცვლილება შედის რამდენიმე მუხლში და ხდება ტერმინოლოგიური დაზუსტებები, კერძოდ, ტერმინის „საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული კონტროლის ზონის“ ნაცვლად იწერება ტერმინი „საბაჟო კონტროლის ზონა“. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის ვალდებულება. მიღებით არ წარმოიშობა სახელწიფოს ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპრექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპრექტის მიღება იმ პირთა მიმართ, ვისზედაც ეს კანონპროექტი გავრცელდება, არ გამოიწვევს ფინანსური კუთხით რაიმე გავლენას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვის წესი (პრინციპი): კანონპროექტით არ გადასახდელის ოდენობა. დგინდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.