საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 63 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 68 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-02-27
ბიუროს ნომერი 225
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
t,Jdl600ilqnl, lJdqJ0il60llU bllI6nll
AJqiltU0t0[qtlJ 5n140l0[Iqll Jil0lll,
Jd11fl dOlll, AJ6bIqilllL tdn0ilqi,6lll,
qtEUCblll, ?Cl,JbCb
('jao N 226
.r
27 o3ig63,)qo, 2012 $rqo
jo16orSnqob ,;o6r'15oL Jt6rngjgo ,,Uo j116o3SqoL $r'r5onr6o Lo,;o5o50qgdqo ,:jg?o
g3qoqg6oU ?ggrSoL ?6brbnd"
llgo6c6lro-ltlo13X$er 3o0o$3$o;
ol6oqo1q lr,r3ooboc am0o$3$o.
- 16 0o6go
6 - 9 0cr6go
13
elLae6al tDeneln7po
JpAqrt rp I'bpa8rLt
,rq"Ofifi.\ rieepo. A,Jr./rtJ ar,trePddlE,J
Lr jsr4o3nqr'rU Jrr6qs8n56otr doy6o sq6n5L:
Ls;'1,:r6or;1;1groL Jsdrq;365$oL 3r'r3o$3$Xlb': Rr LrJs6qrACS$o 3t4rj3o6}?o
r.'-Vlrt- 5r'rt68r$o2qo rj$ol-r Jr6roSl$oL 6r5boq3o
pr3orn d.> jt6td3
საქართველოს მთავრობის წარდგინება
ЪS」 δ In30̀で mb oo58
Obδ
lrs j.:t6o&qxDl, 356,q'rAC6$1,
brjr6orgq,ctb 3o6b6o63crrb 67-X 0gbq'otr 03b$':0oll:qr
l-r3$er60qrg0q'ct o6o6o;r)o3olr $3\Joor $rt+)ao6op336or l-rljst6or3gqoU
3r6r'r6ob J6t'rXi6lr ,,t.r.>jlt6or3gq'r'rlr
lro3o3t6or brJrbobaq'Cbq'o rCOtso
$q,oq,Xbob 0COr6oU Egl-t.:b3b".
ry6ots6gq, JrEslbJ6roCCOtC l-r.:j.:r6orgq't'rb Jr6q'rAC6Oob
brJClaoOCOm Qr Jq'C6rd)Uq' bbqro0Sbbg 6er0bbX630q'':qr q'r6ots6uq,o)
Lrjr6orgq,<nb og\)ogoob 0o6ob66olr 0r'uq6oq'9 qn0o6t6o dl66odx'
▼
3oOmo5oい
と
│[Zノ
"と,■ 2="及
イ
̀2全
N91/34
2402.2012
L=
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
b806b▼
060
LJd.\6OiJllglC)L AOJij6Od0L 2012 !',qOL 21 orgil1lr63rrlol LbR(,)AOt'
N・
7(り d80Rヽ 6
V
LXIII. bsj.:t6o6Xq,rdr Jr6(')6ou J6r{rCCOo ,,t r.}6ogCq,(9tJ $('16()06or Ur3r6rn66qg30q,o
rCOAo $q,oq,C6oL ACOD6ol, tsCUlbCA" q.o.: l$jsdu6gq'ob 0or46('t0otr 6$3)l'AUq,CboU Jd,mCCOo,,qr.d.r66odoLr l,Jjr6o6gq,oU dorr36obob Us3s6o60p3bq,cr
o6o0oroogoo $J6qoAC6oq, 3.r6o6&rxnalgtrg A(qAbUCECbq,re qrr6oB36olr
AClJ)bCb" (AoAbUCbCoCq,o brCri6sBjq,('tl, ogugolloob ao6otro6ob 0<'Dq6oq,g
p.di66odg)
oC6Ct Ao€cmAoU L\x'raob qa.ooU $3b6o6tso.
g.>60oqr6g6oqn
2. 8o$o6gbgq, oj6gtt
J!6<'r6&n<'rebrl qp 5.rqt36Xtr LrJr6o3Cq'oU
JJ6q,rac6ol., arbtrrboqBCq,i(,.
3. ao$r'r69bgq, oj6gl-t $J6A(')(,0C6.('o 6J6JJ6OOE C6ob J6oCCOo.
I . b8ocDbo (orArOCAUq'
ー
L.\JrinorSSq'rnt, )d)JAoC6-3o5o1,06o
l,iil.,6orimq'r'r1, 0ors316rnloL
,ir5136q;6ootr 11,1;drrrlro
საქართველოს კანონის პროექტი
.
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 239-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თუ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე პირის ქონების მიმართ
რეგისტრირებულია კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების,
სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის
შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად
განსაზღვრული
განვითარებული
ქვეყნების
საფინანსო
ინსტიტუტების
გირავნობის/იპოთეკის უფლება და ხდება ამ ქონების რეალიზაცია, ამოღებული თანხით
პირველ რიგში დაკმაყოფილდება ზემოთ აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების
მოთხოვნა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე წარმოშობილი
ვალდებულების ნაწილში, ხოლო შემდეგ ხდება საგადასახადო დავალიანების
მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამ ქონების ახალი მფლობელის მიმართ საგადასახადო
გირავნობა/იპოთეკა არ გავრცელდება. თუ დარჩენილი თანხით სრულად არ იფარება
საგადასახადო დავალიანება, შეუსრულებელი საგადასახადო დავალიანება ძალაში
რჩება იმ პირის მიმართ, რომლის ქონებაც დატვირთული იყო საგადასახადო
გირავნობით/იპოთეკით.“
მუხლი 2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. 823 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების რეალიზაციიდან
მიღებული
თანხით
პირველ
რიგში
დაკმაყოფილდება
საგადასახადო
გირავნობით/იპოთეკით
უზრუნველყოფილი,
აღსასრულებლად
წარმოდგენილი
მოთხოვნები, ასეთების არსებობის შემთხვევაში, ხოლო შემდეგ – იპოთეკითა და
გირავნობით უზრუნველყოფილი სხვა მოთხოვნები მათი რიგითობის მიხედვით. იმ
შემთხვევაში, როდესაც აღსრულების პროცესში მონაწილეობენ საქართველოში
რეგისტრირებული კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სადაზღვევო
ორგანიზაციები, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული
განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტები, რომელთა გირავნობის/იპოთეკის
უფლებაც წარმოიშვა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე, იპოთეკითა
და გირავნობით უზრუნველყოფილი მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდება რიგითობის
მიხედვით,
მოთხოვნიდან
(მოთხოვნებიდან)
გამომდინარე
შესრულების
იმ
ვალდებულებების ფარგლებში, რომლებიც წარმოიშვა აღსრულების პროცესის
დაწყებამდე.“;
მუხლი 3.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის
სახეების (იპოთეკა და გირავნობა, მათ შორის საგადასახადო მოთხოვნის უზრუნველსაყოფად
არსებული იპოთეკის და გირავნობის) ურთიერთმიმართების საკანონმდებლო მოწესრიგება.
საქართველოს მთავრობასა და ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობის ფარგლებში
გამოთქმული იქნა მოსაზრებები უზრუნველყოფილი კრედიტორების მოთხოვნათა რიგითობის
საკითხების საკანონმდებლო მოწესრიგებასთან დაკავშირებით, რაც ასახულია კანონპროექტში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს უზრუნველყოფილი კრედიტორების (მათ
შორის საგადასახადო იპოთეკისა და გირავნობის) ურთიერთმიმართების განსაზღვრა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება ფინანსური ინსტიტუტების იპოთეკის
მიმართება საგადასახადო იპოთეკის და გირავნობის მიმართ, როდესაც ქონება დატვირთულია
ფინანსური ინსტიტუტების საკრედიტო მოთხოვნების უზრუნველსაყოფად და ამავდროულად
მასზე ვრცელდება საგადასახადო მოთხოვნის უზრუნველსაყოფად არსებული იპოთეკა
(გირავნობა).
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღების ვალდებულებას და შესაბამისად, არ ადგენს მის ოდენობასა და გადახდის წესს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში
წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან:
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ
ორმხრივ და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ
ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ:
კანონპროექტში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით გათვალისწინებული იქნა ბიზნეს
სექტორის მიერ გამოთქმული მოსაზრებები.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა