საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.03.2012
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის აპარატი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები თეიმურაზ წურწუმია, გია გოგუაძე და ზვიად კუკავა
ნომერი
#07-3/567/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-03-05
ბიუროს ნომერი 228

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
LJdJ6030qnl, lJ,(qJAil60lll, bIXdnL AJqJFUtC0fl qC[il 6nrqAJ0llXqll Jd0lll, J'(11ilil001, AJ6bllqSIU Jdn0tqXdlll, ql6'U0AllL ?ill,Jbilb r.rj3o N22t 5 a,y66o. 2012 $Cfreo bsjsr6o36qoU 3r5r'r5oL Jr6oSjgo,,Lrjs16orggqoL to6oqobob,:qo ;r'rq6jL?o g3qoqnloL ?3gr5oL otolrt6" L,j. rv6qJ&J56ol, $0a6cao: 916Sx&", a. 3o3xsd6, t ,P,P3r UrgoSrELo-!cioXg3$r'r ;rnOo$3$o 20 - 23 0s6go SobeaSoL brArn.rao 27 ^ttoE - 30 tu6go o q.66cn6o3o C,:sr"S"ipl,, qr 13oSoao3X6o $,q,o$rd.l, J.*So6n; qrraqq torrrnbo.r,p&$g$o; .r6r4$7q lo;rrrbor'r JoA600o di'fla0C6o J"84$da4 rrnl4or pJ0Jrl5J llJrJ<'PJ'a7sa L.rJrr6or g6qroL Jsr6q;865$o b do2r+ro .:p665b: Lrjrr4oggqoU Jsr6qr3n56oL 3r'r3o$n$661r qo LrJ;<6gr3n5$o 3r6.:j6oXl?o qro$5oL 5or63,:$olqo .ld$ob J6o0d0ob 6r5boq3,: LsJ;16or3gqob Js16gs365$ol.r orrBAXRt',An60 6 q.:3ocn dsJt6odX
წერილი
l, JJ6RJACGO0I, S03dl0 Lrjr6o63q,oL Jr6q':0566ob lr:ot66r6oicrgoo qrgJs6$;E36$b brjr6or33q'r'rb 3r'r6b6o$36oob 67a QSbq'oU 0Xbr0s0olrsqr bs3r6o60qrgbq,<'t o6o6o.:6c6otr $0uoor $r60o6oqr356or brj>t6o63q'<nl-t 316116oll J6r.rgigb l$jsfio6gq'<.tb l$649rb'rbrpo 3oqr3ilrtso o3q,()q,C0(l, ACOrEob oxnbr$g' 6orbrn3o 3rbcr6J6rrn3j6o $r63qr6o6oor Js6rqr':036$oL bogtlcrt-t grbq,oSb Lbqro6:tr Ls3r6o60pgbq'o Jttrt'r33qr363bob qrJrs$93b':q'' qrrbr6on 4 ggt66q,9ca 3r6qobgg0oor, orgo0A6s% $96$30os gos 6o6grd3 %3osqr 393:3: 02.03.2012 $.
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტი N 3591, 17 სექტემბერი, 2010) 39–ე მუხლის: ა) მე–2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები: „ნ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს – მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. ო) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სურსათის ეროვნულ სააგენტოს –კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით.“ ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი: „31. ამ მუხლის მე–2 ნაწილის „ნ“ და „ო“ ქვეპუნტებით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და მათ თანამშრომლებს, რომელმაც მიიღო ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია, უფლება არა აქვთ გაახმაურონ ამ ინფორმაციის საიდუმლოება.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით შემუშავებულ საკანონმდებლო პაკეტში შემავალი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ და „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ საქართველოს კოდექსის“ კანონპროექტების დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში მეორე მოსმენით განხილვისას გამოთქმული წინადადება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია უზრუნველყოფილი იქნას საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – სურსათის ეროვნულ სააგენტოსათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების ეფექტიანი განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები შედის საქართველოს საგადასახადო კოდექსში, კეძოდ საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლს მე-2 ნაწილს ემატება „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები. ცვლილების თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სურსათის ეროვნულ სააგენტოს ექნებათ უფლებამოსილება მოითხოვონ და მიიღონ საგადასახადო ორგანოში არსებული მათთვის საჭირო ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას. ამასთან, საჯარო სამართლის იურიდიული პირები უზრუნველყოფენ აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო. კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. კანონპროექტით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ ეკისრება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: ფინანსურ შედეგებს არ გამოიწვევს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღება გ) კანონპროექტის სტანდარტებთან. მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან; არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან. კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. და და დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადებაში მონაწილობა მიიღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრის მრჩეველთა ჯგუფებმა, საქართველოს შემოსავლების სამსახურმა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ". დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: საქართველო პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის აპარატი ეკონომიკისა და დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველო პარლამენტის წევრები თეიმურაზ წურწუმია, გია გოგუაძე და ზვიად კუკავა