„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.03.2012
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა
ნომერი
#07-3/569/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 70 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-03-05
ბიუროს ნომერი 228

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,ldl60lililqnL JJt4qJAt60tllr blll6nL aJqJFUtC0[qcbt 6ndaJ0[rqI Jd0il, J14ntd0llL Al6bllq0[L Jdnt]ilqI14lll, qJEUilblll, ?Cl,Ib0b (rJao N 22E 5 a.r'606. 2012 $1fro L,:j,:6o3gnqoL 3.:5o5oL Jr6og;lgo ,,Lrjsr6o3gqoL $o6o316o tro3s6rT SSqSIqo oj$tso gSqoqglob ?nguSoL ?3b.:bgl" l$J !r'<.)a356oL Smd,1ao: !.J. bi,R.)4056o1, 9C0{6alo: ,y. s53g€Goax, 3. s51.tg.v6odX, $. ,y3.1.t3,r t. 3AJr3.l o36oqo1q lu3ootro.r 3o0o$X$o 20 - 23 arrgo 2? - 30 3o16go oq,!&r561, fEqC&EJ qog3olr.r qs lroaolqcJo o5$st64oot 3oao$3$o f'&ffiAra tffiRar a,JqdSJ rrdDA"4'rarq'D b,>jsdrorg6qoL Jrdrq1365$ob do1dro rp6n5L: Lrj.:r4or33qoL Jrr6qs0656ob JoaoOCO1ALr p': brJsr6q;0n5$r'r 3r6rJ3onb?o R;$UmL 5r'rr<r0r$olqo rd$ob Jd)o6d$oL 5r5bop3r Lsjr16or3SqoL Jsr6qr335$ol-r or;33';6 P ro 3;dr g 4
წერილი
l,Ji, J6, 0)BC R gll, JJd, R JOC 5001, $'C360 lt[j,;6anng,o L J,:6q,:3n5$o lt rJndn,ol) ltlo66r5obl6 oto gfu;6@l0n66ol 7gt4o lt lt j,>4.d,:go 6 noryd ltXo,;5,>odnl ;1.>q}l6o5o 6o166, LsJv6ogjqoL ;o5tgogl6oot 67-3 8lbqoL osSstr0rp $rr63r'r6op6X6or jrt6o3nqoL Jotrrqo0n5$oL $6r,rnlotr ;sL,;Enr4 s6,;gsgsr6odots qo 'trgosq ;j;.>3slr 3oX6 L;,.1s5o53p1dqo o5o6os$o3oL $3lroo 0o3$sq$1q ;;5r'r6J6oXj6t, 'trjuior36qoL $o6onr6or Us,;.r5o53qnlqo rj6?o gSqoqnlolr ?ngsSolr B3lr.s[6]". 6ortro3o, tn&rsq5oB5lq ;,>5o5Jt6o$glr 3o163o BXIlsdrSoLo 3b3q3qrolr. Lr oh. Rr556oo: - " tlT6GR5p J.r$ogotgXSoor, dsb$6ri s51sgs6od6 $3osp.y1,3s3,; lofl[iiq !a!qo: I ao6orq,r?A.qo 6Aq: 23 16 9l o3. o3 11. ':: Uii
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, #41(48), 1999 წელი) 53-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი: „31. დანაშაულის ჩადენისას რასობრივი, ენობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივი წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის.“. მუხლი 2 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;“. 2. 311-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 311. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია, გარდა ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით პირი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 წლის ვადაში.“. მუხლი 3 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიის რეკომენდაცია, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს რასისტული შეუწყნარებლობის მოტივს, როგორც დანაშაულის ზოგად დამამძიმებელ გარემოებას (ევროპის კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ზოგადი პოლიტიკის რეკომენდაცია N 7; პუნქტი 21). კანონპროექტის მომზადება ასევე განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოქმედი რედაქციის 310ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება რომელმაც (განჩინება), დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ აღნიშნულ საქმეზე არ არის მიღებული დასკვნითი რეზოლუცია და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება.Kამავე კოდექსის მოქმედი რედაქციის 311-ე მუხლის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია. კოდექსის აღნიშნული დებულებები უმნიშვნელოვანესი ხასიათისაა და მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევების ეროვნულ დონეზე აღმოფხვრის მიზნით, განაჩენის გადასინჯვის ეფექტური მექანიზმის შექმნას. განაჩენის გადასინჯვის დასკვნითი რეზოლუციის ადამიანის უფლებათა საფუძვლად ევროპის საბჭოს არარსებობის განსაზღვრას ევროპული სასამართლოს მინისტრთა შედეგად კომიტეტის შეიძლება გადაწყვეტილების მოჰყვეს (განჩინების) აღსრულების პროცესის გართულება. კერძოდ, კოდექსის კოდექსის 310-ე მუხლის „ე” ქვეპუნქტის ამჟამად მოქმედი რედაქცია გამოიწვევს აღსრულებს პროცესის დროში გაჭიანურებას, ვინაიდან მინისტრთა კომიტეტი ვერ შეძლებს საქმეზე აღსრულების პროცესის დახურვას, ვიდრე დაინტერესებული პირი ეროვნულ სასამართლოს არ მიმართავს განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით.Aაღნიშნული პრობლემა კიდევ უფრო სერიოზულ ელფერს იძენს იმის გამო, რომ კოდექსის 311-ე მუხლის თანახმად, განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია. ამდენად, განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის ვადის დადგენა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ვადის დადგენა ასევე წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან შესაბამისობის აუცილებელ წინაპირობას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტი ემსახურება ადამიანის დაცვას რასისტული, ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენისგან. კანონპროექტის მიზანია აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების სწრაფი და ეფექტიანი აღსრულების ხელშეწყობა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენიასთან და უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილ სტანდარტებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგად ნაწილს ემატება რასისტული, ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი შეუწყნარებლობის მოტივი, როგორც ზოგადი დამამძიმებელი გარემოება ყველა იმ დანაშაულისთვის, რომლის ჩადენაც აღნიშნული მოტივით შესაძლებელია. კანონპროექტით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის ერთ-ერთ საფუძვლად განისაზღვრება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) არსებობა, რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება. ამასთან, მითითებული უფლებამოსილი სასამართლოს იქნება მიერ საფუძვლით მიმართოს გამოტანილი განაჩენის სასამართლოს გადასინჯვის ადამიანის გადაწყვეტილების მოთხოვნით უფლებათა (განჩინების) პირი ევროპული კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 წლის ვადაში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა.