„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.03.2012
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები ანდრო ალავიძე და მიხეილ ცქიტიშვილი
ნომერი
#07-3/574/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 69 ✗ 0
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
III მოსმენა
✓ 69 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-03-19
ბიუროს ნომერი 232

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1(8), 1999 წელი, მუხ. 1) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: 1. მე–2 მუხლის: ა) 36–ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „36. საჯარო ფასიანი ქაღალდები – იმ კლასის ფასიანი ქაღალდები, რომლებიც განთავსდა საჯარო შეთავაზების გზით ან/და დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე;“. ბ) 52–ე პუნქტი ამოღებულ იქნას. 2. მე–9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ანგარიშვალდებულ საწარმოდ (საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტად) მიიჩნევა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელსაც გამოშვებული აქვს საჯარო ფასიანი ქაღალდები (გარდა სრულად დაფარული სასესხო ფასიანი ქაღალდებისა)“. 3. მე–10 მუხლის მე–3– მე–5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ემიტენტმა, რომელიც ვალდებულია ფასიანი ქაღალდების რეესტრი გადასცეს დამოუკიდებელ რეგისტრატორს, ამ ვალდებულების გაჩენიდან 60 დღის ვადაში უნდა შეარჩიოს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, დადოს მასთან წერილობითი ხელშეკრულება და დადებიდან არა უგვიანეს 15 დღისა გადასცეს მას ფასიანი ქაღალდების რეესტრი ან/და მის საწარმოებლად საჭირო ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია. 4. თუ ემიტენტი, რომელიც ვალდებულია ფასიანი ქაღალდების რეესტრი გადასცეს დამოუკიდებელ რეგისტრატორს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში არ შეარჩევს მას, რეგისტრატორს მას უნიშნავს საქართველოს ეროვნული ბანკი თავის მიერ დადგენილი წესით. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ემიტენტმა 7 დღის ვადაში უნდა შეატყობინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შერჩევისა და მასთან ხელშეკრულების დადების შესახებ. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ემიტენტის სახელწოდება (დასახელება), იურიდიული მისამართი; ბ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ვინაობა; გ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან ხელშეკრულების დადებისა და ამოქმედების თარიღები; დ) ემიტენტის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების ყოველი კლასი, თითოეული კლასით გათვალისწინებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობის მითითებით; ე) ემიტენტის მმართველი ორგანოს ყველა წევრის, ხოლო თუ იგი საწარმო არ არის – აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირების სახელი, გვარი, თანამდებობა; ვ) მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება, რეგისტრაციის თარიღი და საიდენტიფიკაციო კოდი.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია კანონში არსებული კოლიზიებისა და შეუსაბამობების გამოსწორება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ანგარიშვალდებული საწარმოსა და საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ცნებების გაიგივება, ასევე ყველა ანგარიშვალდებული საწარმოსთვის ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორთან რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: აღნიშნული პროექტი უზრუნველყოფს ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების საჯარო ფასიან ქაღალდებად მიჩნევას, იმის მიუხედავად ფლობს აღნიშნულ ფასიან ქაღალდს 100-ზე მეტი ჩანაწერით მფლობელი, თუ არა. ცვლილების შედეგად ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორთან რეესტრის წარმოება სავალდებულო იქნება იმ მომენტიდან, როცა საწარმო გახდება ანგარიშვალდებული და არ გაითვალისწინებს იმ გარემოებას, თუ რამდენი ჩანაწერით მფლობელი ეყოლება საწარმოს ამა თუ იმ კლასის ფასიან ქაღალდებს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება ფინანსური ვალდებულების აღებას. არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ბანკი დ.ბ) (დაწესებულების) კანონპროექტის შემუშავებაში ან/და შეფასება ექსპერტის მონაწილე კანონპროექტის ორგანიზაციის მიმართ, არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია ანდრო ალავიძე და მიხეილ ცქიტიშვილი დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი ანდრო ალავიძე და მიხეილ ცქიტიშვილი ასეთის