„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
II მოსმენა
✓ 72 ✗ 0
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-03-19
ბიუროს ნომერი 232
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,lttd0lililqnL JJ.4qJAil60lll, lIldnb
AJqJEUilJ0nqfl bJ Snr4AI0n?qfl Jd0lll,
Jdt1ild0lll, AtSbIq3[L Jdnt]ilqX6[[,
qJEUil[!ll, ?Cl,Jb0b
19 0.116go. 2012 $Xq.
r'{0o N 232
rjorrro3nqml-r ;o5o5oL J16r'r3j$o,,o14obrJu$o36o Uob96nqor ,>qb<6trqnloU $'gbol-ru
r J16odogoot ?XUobnd" Lrjor6o36qot 3o5o5?o g3qoqnloL ?3gc5ot ?nl-robnd"
3 - 6 sJ6oqo
10 - 13 .rJ6oqo
&.l)A16.I LnPinnpa ari rD
,i'!t6rnT! bbq,oArnil
,)owt'io, tM ror 4ol1n6r luXtsqXlls'ot
L;Js<6or3nqmtr Jrr4qs8n5$oL dolr6o ;p665b:
bsjrr6orgnqob Jst4qs8n6$oL 3rTOo$n$nlLr pr LsJst4q':3n5$r'r 3r6':Jgonbto
q.:o$gnL 5mdr8.:$oiqo ;j$ob )6rrgj$oL 6r5boq3l
brj.:r6ar36qr.rL JsdrqrSnS$ob
or.:335pm0.:t4n
4
-1
ps3oor dsjt4;dn
წერილი
l,JdJ6Ul3CRflll, ;J6RJACGO0I, $fl 360
L,>j,>tianngo lt,)rdrlnAlqdo L,it6,:[o tt
b,x,tdl5,>6ob,:6ot t K'0JnddrA06,ob ZCt6o tr lr
il,:g'd.;Se$ no46 Lxo,;6,;odnlt
juqlrgoSo norgr6,
tr,rjllrio3nqotr JoSlr$oOIOool, 67-g 33bqoL or.:SrL8sq $1163r,r5oq5n6rn
jrt4or3nq'rrlr .]r6RraC6$ol, $6t66BoL ;rtoAnr6 s55.:gor6odoL.: q; $3o.>q
;2.1s3.:L
6nO1rr tr.:.ys5o68qndqo oSo6orgo3oL $'3Loor 8rn8$spXbSq ;iS.S:a.X16t
,,!6!lrrJs6oAr6o tstg6gos rqL6lqnlolr $nLoLr qs Jr6olsgooL BnLrL$.,
t.>;lrt6or36qoL;r5o53o ggqoqglot ?ng.r5ot ?nUrb6l".
6obo3or, tr3&'rsp5o?53q ;$o5Jt6o$gL SoLgno ?6L.:lr8oLo Blr3qlqols.
l-rs
ob qsss6oo: ,,2' slasq'rq.
I
J.:gqotgn0oor,
;st.>dnr6 s6ysgsr6odn
trgosq ,;1,;s3r
?J8ki!q.Ja!Ro, I 6o6oRrl3qco
d0R: 28 16 9l
t.#
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“
საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N24, 02.07.2007,
მუხ.219) 211-ე მუხლის:
მუხლი 1
ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11პუნქტი შემდეგი რედაქციით:
11. მუდმივმოქმედი კომისია, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული
საკითხებისა, პირის მომართვის და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ შესაბამისი
დასკვნის წარმოდგენის
საფუძველზე, იხილავს და წყვეტს „ნარკოტიკული დანაშაულის
წინააღმდეგ
შესახებ“
ბრძოლის
საქართველოს
კანონის
საფუძველზე
პირისათვის
ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენის ან ამ უფლებების ჩამორთმევის ვადის
შემცირების საკითხებს.
ბ) მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. მუდმივმოქმედი კომისია საკითხებს განიხილავს ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი
მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე
მუდმივმოქმედი კომისია იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის პირობითი
მსჯავრის გაუქმებასა და ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის, აგრეთვე „ნარკოტიკული
დანაშაულის
წინააღმდეგ
ბრძოლის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
საფუძველზე
პირისათვის ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენაზე ან ამ უფლებების ჩამორთმევის
ვადის შემცირებაზე უარის თქმის შესახებ.
11. თუ მუდმივმოქმედი კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის
პირობითი მსჯავრის გაუქმებასა და ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის, აგრეთვე
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის
საფუძველზე პირისათვის ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენაზე ან ამ უფლებების
ჩამორთმევის ვადის შემცირებაზე უარის თქმის შესახებ, ამავე საკითხებზე შუამდგომლობის
ხელახალი განხილვა დასაშვებია გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება განპირობებულია „ნარკოტიკული დანაშაულის
წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების
დახვეწის აუცილებლობით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
ძირითად
მიზანს
წარმოადგენს
„ნარკოტიკული
დანაშაულის
წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით ჩამორთმეული უფლების ვადაზე
ადრე აღდგენის შესაძლებლობის მინიჭება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა
და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს
ათვის.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისათვის, ნარკოტიკული საქმიანობის
ხელშემწყობისათვის ან ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლისათვის ჩამორთმეული
უფლებების ვადაზე ადრე აღდგენა შესაძლებელი იქნება საქართველოს სასჯელაღსრულების,
პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრობაციის ეროვნული
სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიის
გადაწყვეტილებით - პირის ყოფაქცევის გათვალისწინებით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის
ზრდას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის
მიღება
არ
არის
დაკავშირებული
იმ
პირების
ფინანსურ
ვალდებულებებთან, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
გადასახადის,
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას და შესაბამისად, არ ადგენს მის ოდენობასა და
გადახდის წესს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან:
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
დადებულ
ორმხრივ
და
მრავალმხრივი
საერთაშორისო
ხელშეკრულებებითა
და
შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ ანჯაფარიძე, ზვიად კუკავა
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ ანჯაფარიძე, ზვიად კუკავა