„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ"
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
II მოსმენა
✓ 67 ✗ 0
III მოსმენა
✓ 67 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-03-26
ბიუროს ნომერი 234
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,iJJdUlSilqnU JJ'4qtAil66lll, bfl Xdnb
aJqt6t3c6[qt6J 6ndaI0fliqfl Jd0[b
Jdnild0[b al6bIqcIL Jdnt]ilqxdjil,
qJ6'Utlllb ?ill,Jbilb
rojSo N 234
26 a.d,oo. 2012 $aRo
Lsjrr6or36qoL 3s5r'r5oL Jr6r'r6jgo ,,b,: jrt6o36qart $t'r6onr6or Lo3;So58qXlqo ,:j$?o
6gqoq6}ob ?ggr6ot tXbrLXS"
olr6oqopq lr,rSoobor.r,jo&$g$o
17-20 cJt6oqo
24-27 rJ6oqo
JpA5r63p bbpaa,$e
,ye'6rdd.\ .ffiFa (,Jrd6' 0JrJ<R drRDr
b;js<6or3nqoL Jst4qr335gob Lo2t4o rp635b:
L,:j.:r6or3nqoL Jrr6p;0g5gob 3r'rOogngnlbr q; bsJ,:r6q.:3n5$rl 3r6rJ6o3d?o
RroVU(')L 5rnr63,:$olqo,>;l$ob Jt6r'rnj$ob 6.:5toq3s
L.:;l:16ur36qob J;t4qr0n56ob
o.:33gpr.r8trrr6
q.>3oor ds j16.:d1
საქართველოს მთავრობის წარდგინება
bSdb6m80ROb OID58
ObS
It$ltio4gqolr Jr6E rOCSOb
b{r6or33q,r'rb Jc,EbOoOUOoob 67-1 Ogbqro[ 0glr6.r0ob;qr
bs3l6o60qrXQcr o6o6or$ogob $gboo $tr6&,r6oqg96or l.tjl6orpq,r,rll
316r'16oll J6r'rgj6b,,l-r.:j6o69qrrnb t<n6og6or b53r6116A(,CAq,l1'1 rCOBo
6q,oq10ob 096;6ob 0gb;bXb".
Jt6g0ogti-€o6o\)16o
V
N 1/58
23032o12▼
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
b005b▼
もヽJδ
̀080RO)b8008̀α
)も
N・
06o
Ob 2012 ΨROb 23 0o600b bbRC)80b
11(Y)d00Ro6
V
XXL brj.u6orgqrdr 3.16o6ol-r J6ogj6o ,,b{s6o63q,ob tx,r6q6or Lr3.>6o60qg3bq,o
rCOAo $goq,C6ol, 6COD6oU 0CUrbCb.' (0o0bbg6gbgq,o b.:jo6o63q,otr Bo616$
ll>CACor ao6oL$6oll JoF)gCq,o AoJeAoq,C
C.tq,gq,rdg)
0ar$m6Sbgq' oCECt gr6AoQbC6oq,o Jr6o6J6m0{loo qg.>
64rs36gLr lJJjrr6o6SgoL
3r6q,rac6$b br6urboq'3CE r(p.
lr.,j.;drrn3lq,oL .)6JA0J6-3o5ol,0d,o
V
UsJ.:t6o33q'olr Sorr316ololr
;s56Xq';16oo U 1o;r<ro Lo
5.6,r1q'.r16o
褐l
ヽ 80● 01'OR00o
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე–12 მუხლის დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–3 პუნქტი:
„3. ფიზიკური პირის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით
განსაზღვრული ტექნიკური მახასიათებლების მქონე სანადირო და სპორტული
პნევმატური იარაღის ტარება დასაშვებია მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული
პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში
რეგისტრაციის შემდგომ.“
2. მე–14 მუხლის მე–2 პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„გ1) იარაღის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას − ამ კანონის მე-19
მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის
კუთვნილ სანადირო ცეცხლსასროლ იარაღზე, მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“
ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირის კუთვნილ
სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებულ სანადირო ან სპორტულ პნევმატურ იარაღებზე,
აგრეთვე მე–12 მუხლის მე–3 პუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირის კუთვნილ
სანადირო და სპორტულ პნევმატურ იარაღზე.“
3. 141 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 141. იარაღის ტექნიკური მახასიათებლები და სხვა დასამტკიცებელი
აქტები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს:
ა) ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის
სახისა და კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, საქართველოს
თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით;
ბ) ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის
დამზადებისა და გადაკეთების წესს;
გ) იმ პნევმატური იარაღის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელიც არ
დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში;
დ) მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური
და იურიდიული პირის კუთვნილი სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო ან
სპორტული
პნევმატური
იარაღების
კონსტრუქციის
ძირითად
ტექნიკურ
მახასიათებლებს, რომლებიც ექვემდებარება საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
მომსახურების
სააგენტოში
რეგისტრაციას;
ე) სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური
იარაღის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელთა ტარება დასაშვებია საჯარო
სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდგომ;
ვ) ამ მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პნევმატური იარაღის
რეგისტრაციის წესს;
ზ) სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური
იარაღის ტარების წესს;
თ) სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ პნევმატური იარაღის კონსტრუქციის
ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომლის ტარება არის აკრძალული.“
4. მე–19 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) ტირის, სასროლეთის და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის
მფლობელ ფიზიკურ ან იურიდიული პირს – სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული
სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების და მისი ძირითადი ელემენტებისა;“
ბ) 31 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:
2
„3 . ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფიზიკური
და იურიდიული პირი ვალდებულია სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღის
(ან მისი ძირითადი ელემენტის) შეძენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, საჯარო
სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს რეგისტრაციის მიზნით წარუდგინოს შესაბამისი
დოკუმენტაცია. აღნიშნული იარაღის რეგისტრაციამდე დაუშვებელია მისი განკარგვა
ან სარგებლობის უფლებით სხვა პირისათვის გადაცემა.“
გ) მე–4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ამ მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო ცეცხლსასროლი
იარაღის, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებულ სამოქალაქო ბრუნვაში
დაშვებულ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღის, აგრეთვე მე–12 მუხლის
მე–3 პუნქტით განსაზღვრული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღის
რეგისტრაციის შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით
დამტკიცებული ფორმის იარაღის რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს.“
დ) მე–7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. დაუშვებელია სამოქალაქო სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი
იარაღის, აგრეთვე პნევმატური იარაღის გამოყენება კერძო დაცვით საქმიანობაში.“
5. 25–ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–5 პუნქტი:
„5. ტირის, სასროლეთის და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის
აღება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისთვის, სადაც
მიმდინარეობს ნებისმიერი ფორმის (სახეობის) პნევმატური იარაღიდან სროლა.“
6. 35–ე მუხლის მე–2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ა) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება „იარაღის, იარაღის
სასროლეთის, იარაღის დამზადებისა და იარაღით ვაჭრობისათვის განკუთვნილი
შენობა-ნაგებობების სახელმწიფო სტანდარტების დადგენის და აღნიშნული
მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების შესახებ“.
მუხლი 2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის
დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33):
1. მე–2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მომსახურება – სააგენტოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ფიზიკურ
პირზე თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე
ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის
გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; ფიზიკურ პირზე თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის,
სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი
იარაღის ან სპორტული მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის
(შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია;
ფიზიკურ პირზე სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ტარების უფლებით
რეგისტრაცია; ფიზიკურ პირზე თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის
შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის
რეგისტრაცია იმ პირზე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად
სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის
ტარების უფლება; სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“
საქართველოს კანონის
მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით
განსაზღვრული პირების საკუთრებაში არსებულ იარაღზე სამსახურებრივ-საშტატო
იარაღის სტატუსის მინიჭებისათვის იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების
უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; „იარაღის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით
განსაზღვრულ მოსარგებლე პირებზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით
გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის
რეგისტრაცია; „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-19 მუხლის პირველი
პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირების კუთვნილი
სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაცია; „იარაღის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური
და იურიდიული პირების კუთვნილი სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღის
რეგისტრაცია; „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე–3 პუნქტით
განსაზღვრული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაცია; უცხო
ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის)
იარაღის შეძენის ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია, აგრეთვე შეძენილი
იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; უცხო ქვეყნის მოქალაქეზე
სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის
საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა;
საქართველოს მოქალაქეზე სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის,
მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში
შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა)
ნებართვის გაცემა; იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და
გადაგზავნის ნებართვის გაცემა; შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების
მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან
სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და
საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემა; იარაღის ძირითადი ელემენტების
შეძენის უფლების გაცემა და რეგისტრაცია; იარაღის ხელახალი რეგისტრაცია; იარაღის
სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა; იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა; ტირის,
სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა; იარაღის
ბალისტიკური შემოწმება; იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის
გაცემა; იარაღის ჩამოწერა; იარაღის რეესტრის წარმოება; მექანიკური სატრანსპორტო
საშუალების გირავნობის რეგისტრაცია; ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების
რეგისტრაცია; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება;
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას
იარაღისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებების
განსაზღვრა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია (სარეგისტრაციო
მონაცემებში ცვლილებების შეტანა) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა;
საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა; საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი
ფირნიშის
დამზადება-გაცემა;
მექანიკური
სატრანსპორტო
საშუალების
რეგისტრაციიდან მოხსნა; უფლების გადაცემის ბარათის გაცემა; საქართველოს
მექანიკური
კანონმდებლობით
განსაზღვრული
გარემოების
არსებობისას
სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასის (დასაშვები წონის)
ან/და დაუტვირთავი მასის განსაზღვრა; მართვის უფლების კატეგორიების მინიჭება;
სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის, ტრაქტორის მართვის მოწმობის,
საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა; ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა;
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის
გაცემა; პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის
გაცემა; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის შესახებ ცნობის
გაცემა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის
შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი
შეზღუდვის რეგისტრაცია, აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა; მექანიკურ სატრანსპორტო
საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის
გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება; დეკლარანტის
თხოვნით, სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო
საშუალებაზე სასაქონლო დეკლარაციის შევსება ან/და სასაქონლო ოპერაციის
გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირისათვის – შემოსავლების სამსახურისათვის (შემდგომ –
შემოსავლების სამსახური) მიწოდება; სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული
დოკუმენტის
აპოსტილით
დამოწმება
ან
ლეგალიზაცია;
საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;“
2. მე–6 მუხლის:
ა) „ლ3“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ4“ , „ლ5“ და „ლ6“
ქვეპუნქტები:
„ლ4)
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი
პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირის
კუთვნილი ერთი ერთეული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის
რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია ან ჩამოწერა – 20 ლარი;
ლ5) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–12 მუხლის მე–3 პუნქტით
განსაზღვრული ერთი ერთეული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის
რეგისტრაცია ან ჩამოწერა – 20 ლარი;
4
5
ლ6) ამ მუხლის „ლ “ და „ლ “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული იარაღის ერთი
ერთეული ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია – 10 ლარი;“
ბ) „მ5“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მ6 და მ7 ქვეპუნქტები:
„მ6) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის
„ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირის კუთვნილი
სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის დამადასტურებელი
დოკუმენტის გაცემა − 15 ლარი;
მ7) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–12 მუხლის მე–3 პუნქტით
განსაზღვრული
სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის
დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა − 15 ლარი;“
3. მე–7 მუხლის:
ა) „ე2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2
„ე ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის
1
„გ “ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი ერთი ერთეული
სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან მისი ერთი ერთეული ძირითადი ელემენტის,
მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და
იურიდიული პირის კუთვნილი სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ან
მისი ერთი ერთეული ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია
ან ჩამოწერა შესაბამისი მოწმობის გაცემით – 8 სამუშაო დღე;“
ბ) „ე2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე3“ ქვეპუნქტი:
3
„ე ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–12 მუხლის მე–3 პუნქტით
განსაზღვრული კუთვნილი ერთი ერთეული სანადირო ან სპორტული პნევმატური
იარაღის ან მისი ერთი ერთეული ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია ან ჩამოწერა
შესაბამისი მოწმობის გაცემით – 8 სამუშაო დღე;“
4. მე–10 მუხლის 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 2 და 13
ქვეპუნქტები:
2
„1 . „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის
„ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი ერთი ერთეული
სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ან მისი ერთი ერთეული ძირითადი
ელემენტის რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია ან ჩამოწერა შესაბამისი მოწმობის
გაცემით:
ა) განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული
მომსახურების საფასურია 50 ლარი;
ბ) განაცხადის შეტანიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული
მომსახურების საფასურია 80 ლარი.
3
1 . „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–12 მუხლის მე–3 პუნქტით
განსაზღვრული ერთი ერთეული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ან
მისი ერთი ერთეული ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია ან ჩამოწერა შესაბამისი
მოწმობის გაცემით:
ა) განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული
მომსახურების საფასურია 50 ლარი;
ბ) განაცხადის შეტანიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული
მომსახურების საფასურია 80 ლარი.“
მუხლი 4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 182–ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1821 და 1823 მუხლები:
„მუხლი 1821. პნევმატური იარაღის უკანონო ბრუნვა, იარაღის რეგისტრაციის
ვალდებულების შეუსრულებლობა და დასახლებულ ადგილებში პნევმატური
იარაღიდან სროლა
1. ფიზიკური პირის მიერ სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ტქენიკური მახასიათებლების მქონე
სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის გარეშე ტარება,–
გამოიწვევს
კონფისკაციით.
დაჯარიმებას
200
ლარის
ოდენობით,
პნევმატური
იარაღის
2. ტირის, სასროლეთის და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის
მფლობელი
ფიზიკური
ან
იურიდიული
პირის
მიერ
რეგისტრაციას
დაქვემდებარებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის კანონით
დადგენილ ვადაში დაურეგისტრირებლობა,–
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის
კონფისკაციით.
3. ისეთი პნევმატური იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, საქართველოში
შემონატანა ან გატანა, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში, –
გამოიწვევს
კონფისკაციით.
დაჯარიმებას
500
ლარის
ოდენობით,
პნევმატური
იარაღის
4. დასახლებულ ადგილებში სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური
იარაღიდან სროლა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას
კონფისკაციით.
200
ლარის
ოდენობით,
პნევმატური
იარაღის
მუხლი 1823. ტირის, სასროლეთის და სასროლო-სანადირო სტენდის შესაბამისი
ნებართვის გარეშე ფუნქციონირება
ტირის, სასროლეთის და სასროლო-სანადირო სტენდის შესაბამისი ნებართვის
გარეშე ფუნქციონირება,–
გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
იგივე მოქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც შეეფარდა ამ მუხლის
პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, _
გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.“
2. 209–ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
შინაგან
საქმეთა
ორგანოები
განიხილავენ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1071,
1072, 1073, 108-ე, 1141, 1142, 116-ე, 117-ე, 118-ე–119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე და 127-ე
მუხლებით, 1271 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე2 ნაწილებით, 1291 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე
ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის), 134-ე მუხლით, 1536 მუხლის პირველი და
მე-3 ნაწილებით, 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 1761, 1822, 1823, 190ე და 1902 მუხლებით, 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებით (მათ შორის,
სასაზღვრო გამტარ პუნქტზე გამოვლენისას).
მუხლი 4 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
კანონპროექტზე: „ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში“ საქართველოს კანონში
ცვლილების თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
„იარაღის შესახებ“ მოქმედი კანონი არასაკმარისად არეგულირებს პნევმატური
იარაღებთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნული კანონის მიხედვით, პნევმატური
იარაღის შეძენა, შენახვა და ტარება არ საჭიროებს ნებართვას. კანონი ითვალისწინებს
აგრეთვე მითითებას სამოქალაქო ბრუნვაში აკრძალულ პნევმატურ იარაღებზე,
რომლის პარამეტრებს განსაზრვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის
ეროვნული სააგენტო. ჯერ–ჯერობით ასეთი პარამეტრები არ არის განსაზღვრული.
აღნიშნული გარემოებების გამო პნევმატური იარაღის მესაკუთრეებს ექმნებათ
გარკვეული სირთულეები საქართველოში მათ შემოტანასთან, აგრეთვე შეძენას,
შენახვასა და ტარებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა ახლებური მიდგომა, რაც
გულისხმობს გარკვეული კატეგორიის პნევმატური იარაღების საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციას. პნევმატური
იარაღების რეგისტრაცია ერთის მხივ ხელს შეუწყობს აღნიშნული ტიპის იარაღების
ბრუნვის კონტროლის გაუმჯობესებას და მეორეს მხრივ დაიცავს მათი მესაკუთრეების
უფლებებს.
კანონი არ ითვალისწინებს ტირის, სასროლეთის და სასროლო-სანადირო
სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელ ფიზიკურ ან იურიდიული პირზე სამოქალაქო
ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღების და მისი ძირითადი ელემენტების
შეძენის უფლებას, რაც მოწესრიგდება წარმოდგენილი კანონპროექტით.
კანონპროექტი
ითვალისწინებს
ადმინისტრაციულ
პასუხისმგებლობას
რეგისტრაციის გარეშე პნევმატური იარაღის ტარების და დასახლებულ ადგილებში
პნევმატური იარაღიდან სროლის, აგრეთვე ტირის, სასროლეთის და სასროლოსანადირო სტენდის შესაბამისი ნებართვის გარეშე ფუნქციონირებისთვის.
ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი:
კანონპროექტის მიზანია პნევმატური იარაღების სამართლებრივ სივრცეში
მოქცევა, მათი რეგისტრაციის და კონტროლის გაუმჯობესება, აგრეთვე ტირის,
სასროლეთის და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი
პირებისთვის სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღების და მისი
ძირითადი ელემენტების შეძენის უფლების მინიჭება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული გარკვეული
კატეგორიის პნემვატური იარაღების რეგისტრაციას საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.
პნევმატური იარაღების პარამენტრებს
დაამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ტირის, სასროლეთის და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის
მფლობელ პირების მიეცემათ სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური
იარაღების და მისი ძირითადი ელემენტების შეძენის უფლება.
კანონპროექტი ითვალისწინებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების
საგენტოს კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი
ცვლილებების
შეტანას.
კერძოდ,
კოდექსის
პროექტი
ითვალისწინებს
ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას რეგისტრაციის გარეშე პნევმატური იარაღის
ტარების და დასახლებულ ადგილებში პნევმატური იარაღიდან სროლის, აგრეთვე
ტირის, სასროლეთის და სასროლო-სანადირო სტენდის შესაბამისი ნებართვის გარეშე
ფუნქციონირებისთვის.
ბ. კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გარკვეულ გავლენას მოახდეს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე. კერძოდ, გარკვეული კატეგორიის პნევმატური იარაღების რეგისტრაციიდან
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში შემოსული
თანხები არაპირდაპირი ფორმით აისახება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილში ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება გარკვეულ გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომლებიც
განახორციელებენ მათ საკუთრებაში არსებული პნევმატური იარაღების შინაგან
საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციას. კერძოდ, აღნიშნული
კატეგორიის პირებს მოუწევთ შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი ითვალისწინებს შესაბამისი მომსახურების საფასურების
შემოღებას. კერძოდ, პროექტით გათვალისწინებული პნევმატური იარაღების
რეგისტრაციის საფასური იქნება: 20 – რეგისტრაციის საფასური, 15 – ლარი
სარეგისტრაციო მოწმობის ღირებულება და 20 ლარი – ბალისტიკა, ჯამში სულ: 55
ლარი. აღნიშნული განაკვეთები დაწესებულია იმ გაანგარიშებით, რათა სრულად იქნეს
ანაზღაურებული გაწეული მომსახურების ხარჯები.
კანონპროექტი
ითვალისწინებს
აგრეთვე
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვეთა კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანას. კერძოდ,
წინამდებარე
კოდექსით
გათვალისწინებული
იქნება
ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა:
– ფიზიკური პირის მიერ სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ტქენიკური მახასიათებლების მქონე
სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის გარეშე ტარებისთვის,–
200 ლარი;
– ტირის, სასროლეთის და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის
მფლობელი
ფიზიკური
ან
იურიდიული
პირის
მიერ
რეგისტრაციას
დაქვემდებარებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის კანონით
დადგენილ ვადაში დაურეგისტრირებლობისთვის,– 300 ლარი;
ისეთი პნევმატური იარაღის შეძენის, შენახვის, ტარების, საქართველოში
შემონატანის ან გატანისთვის, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო 500 ლარი;
– დასახლებულ ადგილებში სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური
იარაღიდან სროლისთვის, – 200 ლარი.
აღნიშნული
სამართალდარღვევების
ჩადენის
შემთხვევაში
ასევე
განხორციელდება პევმატური იარაღის კონფისკაცია.
სამართალდარღვევათა
კოდექსში
ცვლილების
შეტანის
პროექტი
ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აწესებს აგრეთვე – ტირის, სასროლეთის და
სასროლო-სანადირო სტენდის შესაბამისი ნებართვის გარეშე ფუნქციონირებისთვის –
2000 ლარი და იგივე ქმედების განმეორებით ჩადენისთვის – 5000 ლარი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ
ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთების არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციების
(დაწესებულებების) ან/და ექსპერტების შეფასება კანონპროექტის მიმართ:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.