საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
II მოსმენა
✓ 62 ✗ 1
III მოსმენა
✓ 95 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-03-26
ბიუროს ნომერი 234
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, #41(48), 199 წელი, მუხ 209) 1641 მუხლი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
1
„მუხლი164 . ამომრჩევლის მოსყიდვა
1. რომელიმე პოლიტიკური სუბიექტისათვის არჩევნებში ხმის მიცემის ან ხმის
მიცემისაგან თავის შეკავების მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის,
ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების,
ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება,
დაპირება, გადაცემა ან გაწევა 100 ლარზე მეტი ოდენობით, ანდა ამ მუხლით
დადგენილი აკრძალვებისათვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი ან/და
თვალთმაქცური გარიგების დადება −
ისჯება ჯარიმით.
2. იგივე ქმედება ჩადენილი დიდი ოდენობითისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლით გათვალისწინებულ ქონებაში არ იგულისხმება
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების კამპანიის მცირე ღირებულების
მქონე აქსესუარები − მაისურები, კეპები, ქუდები, დროშები, სხვა მსგავსი
ნივთები და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი სხვა გამონაკლისები.
2. პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება
პოლიტიკური და საარჩევნო დაპირებისთვის, რომელიც უკავშირდება
საბიუჯეტო სახსრების სამომავლო განაწილებას და სახელმწიფო პოლიტიკის
სამომავლო განხორციელებას.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი
ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან/და
ჯარიმით.
4.
ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის მოქალაქეთა
პოლიტიკური გაერთიანება ისჯება ჯარიმით.
5. ამ მუხლის მიზნებისათვის დიდი ოდენობა არის 5 000 ლარი;“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონის პროექტის მიღების მიზეზი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს სისხლის
სამართლის კოდექსის 1641 მუხლი, რომელიც რამოდენიმე პრობლემურ
საკითხს შეიცავს. უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულმა ცვლილებებმა
მნიშვნელოვნად გააფართოვა დანაშაულებრივი ქმედების მიზანი, კერძოდ,
„ხმის მიცემის ან მისგან თავის შეკავების მიზანი“ „პოლიტიკური მიზნით“
ჩანაცვლდა.
მუხლის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს აღნიშნულისათვის ამომრჩევლის
სისხლისსამარლებრივ პასუხისმგებლობას ჯარიმით ან სამ წლამდე
თავისუფლების აღკვეთით. კერძოდ, ამომრჩეველი რომელიც მოითხოვს ან
მიიღებს პოლიტიკური პარტიის ან მასთან დაკავშირებული პირისაგან
ფულად ან სხვა საჩუქრებს დაისჯება სისხლისსამართლებრივი წესით.
პასუხისმგებლობა განსაკუთრებულად მკაცრია იმ პირობებში, როდესაც
ნორმის ბუდნოვანების გამო არსებობს საფრთხე მოხდეს ამომრჩევლის
პასუხისგება მაშინაც კი თუ იგი მიიღებს უმნიშვნელო ღირებულების
მატერიალურ სიკეთეს. მივიჩნევთ, რომ კანონმდებელმა ამომრჩევლის
ქმედების კრიმინალიზაციისას უნდა გაითვალისწინოს არა მხოლოდ
საერთაშორისო გამოციდლება არამედ ქვეყნის კონტექსტი. კერძოდ, ისეთი
სოციალური ფაქტორები როგორიცაა: უმუშევრობის პრობლემა, სიღარიბის
მაჩვენებელი, ამომრჩევლის ცნობიერების დაბალი დონე და სხვა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით
ამომრჩევლის მოსყიდვისათვის გათვალისწინებული ცნების ჩამოყალიბება
იმგვარად, რომ არსებული ცნებები იქნეს მაქსიმალურად ნათელი და
განჭვრეტადი. ამასთან, ნორმა უნდა იძლეოდეს ქმედების სიმძიმის მიხედვით
მისი
დიფერენციაციის
შესაძლებლობას,
რაც
ასევე
აისახება
პასუხისმგებლობის ზომებზე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ცვლილებები და დამატებები სისხლის სამართლის კანონმდებლობაში
ავიწროვებს დანაშაულებრივი ქმედების მიზანს და მას რომელი პოლიტიკური
სუბიექტისათვის არჩევნებში ხმის მიცემის ან ხმის მიცემისაგან თავის
შეკავებას
უკავშირებს.
ამასთან,
გამორიცხავს
ამომრჩევლის
სისხლისსამმართლებრივ პასუხისმგებლობას. შემოთავაზებული ვერსიის
თანახმად, დგინდება თანხობრივი ლიმიტი, რომლის მიხედვითაც
ამომრჩევლის მოსყიდვა 100 ლარზე მეტი ოდენობით გამოიწვევს
სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით, ხოლო იგივე
ქმედება
ჩადენილი
100
ლარის
ფარგლებში
ადმინისტრაციულ
პასუხისმგებლობას. ამასთან, ნორმის მეორე ნაწილი ითვალისწინებს ერთ
წლამდე თავისუფლების აღკვეთას იმ შემთხვევაში, თუ იგივე ქმედება
ჩადენილია დიდი ოდენობით. კანონპროექტით იცვლება პასუხისმგებლობის
ზომები და ზუსტდება რამოდენიმე ბუნდოვანი ჩანაწერი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებები ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება დამატებითი ფინანსური წყაროების მოძიებას არ
მოითხოვს.
ბ.ბ)კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება დამატებით ფინანსურ ხარჯებს ბიუჯეტიდან არ
მოითხოვს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
ამ პროექტით სახელმწიფო ახალ ფინანსურ ვალდებულებებს არ კისრულობს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
გ)
კანონპროექტის
სტანდარტებთან:
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
თავსებადია საერთაშორისო სტანდარტებთან და არ ეწინააღმდეგება მას.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან :
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ სახელმწიფო,
არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებებს და
ექსპერტებს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს
ახალგაზრდა
იურისტთა
ასოციაცია;
საერთაშორისო
გამჭვირვალობა-საქართველო; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის
საერთაშორისო
საზოგადოება
(ISFED);
კოალიცია
„არჩევნის
თავისუფლებისათვის“.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი