საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.04.2012
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ ანჟაფარიძე, ზვიად კუკავა და ანდრო ალავიძე
ნომერი
#07-3/586/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-04-17
ბიუროს ნომერი 240

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
L)dJdflStqnU JIdqJAil60lll, bflXdnL atqJ6util0[qtbJ 6ndail0[xqll Jd0[L Jdnild0lll, a)5bIq3fl U J,4nUtqIdlll, qIEUil6JlL ?ill,JbtA c,,JAo N 240 17 $r6oqo. 2012 $Xqo brjrrvro3nqoU 3s5o5otr Jt6ogJgo ,,br jo16oS3qoU to6on6o tu;r5o53qnlqo rJg?o g3qoqndob ?ngrSoU ?nLobg}" t.rj. Js6qr0X5$oL fi13r6Xlo: ;. .r5{rg.r6od3, X. 313caj, .r. .rqr3odX t.rj. J#qc0X6got S66X'Io: 3X3"3ji .ri iq.r3"d3 Joqogo,Jor,3mao6c6o; I-4Ssob 8 - 11 0soto o AaLAJ6olr LnAnitqpa a.\rtn\b J<'t6,\tnT: I'hpnAnli ,Joetdaa4 tffiEar ab4rr'6J 0irJa" ,Jdrre tr;J.,6o33qrnL J,>16q13g5$oL do2<6r'r rq6X5L: L.:J.:r6or3gqrnL Jsr6q;335$oL JmAoO3$Cdbr qr b.:Jrr6q:3n5$o 3r6'>j3oXb?o q,.>n$6r'rL 6r'r<63.:go1qo dd$oL J6rl0il$oL 5s5toq'3r Lr j.:16ar3Xqt'rL J.>16q.:3n5$ob (n,)lAXR(')as6S q,>3orn ?,,:Jr6.>d;1
წერილი
uJdJ6U|SCsst'ru ;J6RJACE(g0U $fl360 lrs;l.rt6or3nqr.rtr J.;t4p.:3g5goL .>)st6;golr Lsert66sSo$.r1;oo p1.)st6gsfl15$oL ilgt6r.rLlr f6 ;or3t4 trSo.rSrodgL jrpds$r'r5o 1or1t6, lr.>jrrior3nq,oL ;ro5U$o$16ootr 67-n 01bqoL <n16,)b8nrP Lr.1s5o63p1lqur oSo6orgo3oL llLoo [rr+r3r'r6oq6X5or L.rjrdrur36qotr Jsr6p.:C16$otr $131616ott' ,1,:b'r3;r6 s516.,,jsdrodoL, $J1orq ;1,1.:3rLr q'r ;5qr6o ;lq'r3odoL fon6 3r'ril'l'sqnllq ;..,5.5it6-nJ6lr, ,,1,: j.:r6or3ngolr $o6onr6or 1r,1.:5ro53pnlqm ':j$?o 33qoq1loL ?19;5otr 36Lrbnl". 6orbo3or, t63osq5o?51q,jrSoEJr6t'rnjSL SoLg6or tnL;bsSoLo 313,{ilqot.) ob gl>Srrloo: ,,!' g7t417gl;P. Jr1)o3oL1113oor, ;rb.r33t6 s5y.;3st1od;1 '[,3o.rq .;1;.r3s r6p6o oqL,3od3 'lL- 0q nl2,
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N9, 31.03.2007, მუხ. 87) 20-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. თუ სასამართლო მივა იმ დასკვნამდე, რომ განცხადების შეტანის დროისათვის მოვალეს არ გააჩნია საკმარისი ქონება გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საპროცესო ხარჯების დასაფარად, მაშინ სასამართლო გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შემტან პირს უარს ეუბნება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე და გამოაქვს გადაწყვეტილება მოვალის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, რაც საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია, სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება უფლებამოსილი პირის მიერ წარედგინება მარეგისტრირებელ ორგანოს და იგი საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.“. მუხლი 2. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994.##21-21, მუხ.455) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: ა) მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: 11. სასამართლოს, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ, რომელიც უფლებამოსილი პირის მიერ 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარედგინოს მარეგისტრირებელ ორგანოს. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გააუქმოს საწარმოს რეგისტრაცია. ბ) 142 მუხლის 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: 1. რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მისი გაუქმება შესაძლებელია სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ან საქართველოს კანონმდებლობით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებისათვის დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღების მიზეზია ყოველდღიურ სამეწარმეო-ეკონომიკურ ურთიერთობებში წარმოქმნილი პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებულ ხარვეზთან, რომელიც არ აძლევს საშუალებას მოვალე საწარმოს, კრედიტორის ვადამოსული მოთხოვნის დაკმაყოფილების უუნარობის შემთხვევაში სასამართლოში მიმართვისას გაიხსნას გადახდისუუნარობის საქმე და შემდგომში გაკოტრებულად გამოცხადდეს საწარმო, რადგან სასამართლო იმ პირობებში, როდესაც საწარმოს არ გააჩნია საკმარისი ქონება, რათა დაფაროს გაკოტრების ხარჯები, გადახდისუუნარიანობის საქმის გახსნაზე უარს აცხადებს. ა.ბ.) კანონპროექტის მიღების მიზანი კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის სფეროში სასამართლოს მიერ საწარმოს გადახდისუუნაროდ (გაკოტრებულად) გამოცხადებაზე უარის თქმის შემთხვევაში ან ლიკვიდაციისათვის სავალდებულო პარტნიორთა (ხმების) ან ლიკვიდაციის დაწყებამდე კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად საკმარისი ქონების არ არსებობის შემთხვევაში უმოქმედო საწარმოს მისცეს საშუალება გამოცხადდეს ლიკვიდირებულად და ამოიშალოს სამეწარმეო რეესტრიდან, რაც საბაზროეკონომიკურ გარემოს გაასუფთავებს ფაქტიურად მკვდარი სამეწარმეო სუბიექტებისგან. ამის განხორციელება შესაძლებელია გადახდისუუნარობის და სამეწარმეო საკანონმდებლო ნორმების დაზუსტებით, დახვეწით და პროცედურების კიდევ უფრო გამარტივებით, რაც ხელს შეუწყობს საკანონმდებლო ვაკუუმის აღმოფხვრას ამ სფეროში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი აღნიშნული ცვლილებების საჭიროება წარმოშვა იმ ხარვეზმა, რომელიც არის გადახდისუუნარობის შესახებ კანონში და შესაბამისმა სასამართლო პრაქტიკამ. სასამართლო იყენებს რა კანონის ნორმას გაკოტრების ზოგადი მიზნების შესახებ, არ ხსნის გაკოტრების წარმოებას, თუკი დაადგენს, რომ საწარმოს არ გააჩნია საკმარისი ქონება, რათა დაფაროს გაკოტრების ხარჯები. ამასთან სამეწარმე ურთიერთობებში ზოგჯერ პარტნიორების საერთო თანხმობის არარსებობის გამო ვერ ხერხდება ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. იქმნება სიტუაცია, როცა, ერთი მხრივ, პარტნიორების მიერ ვერ მიიღება გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის თაობაზე, მეორე მხრივ, დირექტორი ასრულებს თავის ვალდებულებას გადახდიისუუნარობის დადგომისთანავე მიმართოს სასამართლოს გაკოტრების თაობაზე, ხოლო სასამართლო უარს ამბობს გაკოტრების წარმოების დაწყებაზე იმ მიზეზით, რომ საწარმოს არ გააჩნია საკმარისი ქონება, რომ დაფაროს გაკოტრების ხარჯები მაინც. ამასთან, პარტნიორებმა, რომც მიიღონ გადაწყვეტილება ლიკვიდაციის თაობაზე, ამ გზაზე გადაულახავი წინააღმდეგობაა მეწარმეთა შესახებ კანონის ნორმა, რომელშიც აღნიშნულია ,,კრედიტორთა დაკმაყოფილების პროცესის დასრულების შემდეგ უფლებამოსილი პირი/პირები იღებს (იღებენ) გადაწყვეტილებას საწარმოს ლიკვიდაციის დასრულების შესახებ, რომელშიც უნდა აღინიშნოს საწარმოს ყველა ცნობილი კრედიტორის დაკმაყოფილების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება წარედგინება მარეგისტრირებელ ორგანოს და იგი საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია“. გასაგებია, რომ თუკი საწარმოს არ გააჩნია გაკოტრებისათვის საჭირო ხარჯების თანხები, ის ვერც კრედიტორებს დააკმაყოფილებს. იქმნება სიტუაცია, როცა, ერთი მხრივ, არსებობს საწარმო, რომლის არსებობას არც იურიდიული და არც ეკონომიური საფუძველი არ გააჩნია, მეორე მხრივ არ არსებობს ამ საწარმოს ფუნქციონირების შეწყვეტის სამართლებრივი გზა. ჩვენს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები გვთავაზობს ამ პრობლემების მოგვარების სამართლებრივ საშუალებას, რაც აღმოფხვრის არსებულ სამართლებრივ ჩიხს, რომელშიც ხვდება სამეწარმეო სუბიექტი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე (შემცირდება). ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მიღება კანონპროექტი არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) კანონპროექტი არ ადგენს რაიმე ახალ გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის შესაბამის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ იცვლება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ ანჟაფარიძე, ზვიად კუკავა და ანდრო ალავიძე დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ ანჟაფარიძე, ზვიად კუკავა და ანდრო ალავიძე