„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
26.04.2012
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/447/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-04-30
ბიუროს ნომერი 243

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
\ Li'dJdUil0qnb JJdqJAil60llb bllI6nb aJ.qtFttt0[qilbtr 6ndaJ0[rqn td0llu AJGbIqtnL JdnDilqTd[], }4ntd0llL qJEUilllll, ?tl,Jbil[ mJAo 30 oJd,oqo. 2012 $xqo N 243 b.:Osrrroqolr otrdoRo?Ro Jo6ob $16r'rb 8er8b.>btrr6gloL buo6n5$oL nLtrqo bugrbtr6oLo qr 3sqnlot 3qoqnlob ?n$c6olr orrmh$n" oS6oqoXq U.r;ootror.r 3rn0o$X$o 15 - 18 8.rolm AtabAaSol) lb,Jt4n,8o 22 - 25 lsoln a ltoqr lrv3o6rSlx,-1,$o 6x6rl Jcrao$C$o; sqs&r5ot ngq3l.ro,c q.53otc qo ts*r$4sjo o5$Bdr.$ml, JrlaoOCtP ,ro&,ddnd iFiga@ 4,rrdSi bJ$sPrJAE B l-r,: Jsr6or33qo L J,:r6q;3666oL do2r6er rq6n6 b: Lr;lor6or3Xqob J,>r6q;0X6$oL ,;n0o$n$Xdbr p': LrJt<6qs0n5$r'r 3<6rJgogd?o p*9g.1, 5r'rr63r$olqo .: j$oL Jr6r'r6l$otr 6;5boq3o L;j.:dror3nqoL J16q;0X56otr ors331qo0.:t4n ,) p;3oor bsJt6rdn
საქართველოს მთავრობის წარდგინება
bδ Jδ 030gで Ob Om53̀ObS brjcdtor3gqoL Jr6E rACbOb l-t$,:6orgq,oL Jclbb0oOUooob 67-c 00bq"b ts9lr$,:Eolrsqr l"tt3l6cl66qqCbEo o6o6o11)o3olr $Xlroor $.t60o6oqr65or l$j&ro3gq,srtJ 3.l6o6ob J6ogfl6lr ,,1.t:at6o ltOst+roqrol-r op6oArl.Cq,rr Jo6olr brjrt6o6Sq'ob 0o61616 ltj0gor b$obolrgfrol-r Eer0b$grtrg0ob bsggbgob 0ogt6 6r$93q,o 0o0tt.:bg6g0olxn3ob qg,:$3bx0gq',o lr.rgdrS6olr qrr 34pbolt 03brbg6" brjr6o69q,r'rb 316o60o 6q,oq,3bob tsg4)$ob otobr$3". sq6o06pq, 3r6o6Jdr<ngfi1b3 brjr6or3gqxrtr Jr6q,J0 g66ot-r It3o0o6X6r.r aJ Jq)CEJ6Uq, b\mAgobg acrablig60oE r(, qg$o063q,o.> Il:ju6or3gq,ob ogbgogoob 0o6obgt6ob 0rtqr6oqp qn0og6o d,:66odg. X00omo5oM N1/76 2604"12▼ ″ ″ "/
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
b805b▼ bδ dbFo080't(γ )t 80b8Fo(Y)bOb 2012 VROし 24 ヽ360殴 Otl もbR(り 30b N・ V 060 15(り d80Rヽ 6 CXVI. Itrdr6ogCq,olr 3r&'r6ob J6o$go ,,br1J6tn br0r6roryob o36oeo3q,o Jo6oL t JCi6ogCq,{Db A06r&6 l.,J.JaCoJ bJAo6ot O6,cir Ao0brb36C6ol, UJJAC6OcTL AoC6 p$gggo 0o6lr.:bg6CboLJo8oL er$ClrCbuq,o Lrtsrbu6oLi qD g4930oL BgLrbgb.. Itj.>6o63q,oL JrEcrEAo Ggq)q'CAoL AC(>6ob o,ro6rtC.. qr,: lr,rj;6o6gq,arl_r 0cDJg6x'r6olr 6$3ur6gqpboU Jr6ogl6o ,,qr.d.r66odob t d56)c'8Cq,('ll, 6ors3r6obob brJr6('lbaeC0q,o o6oooroo3oo $r6A6C6"q, Jr6(')6J6oCJOtC 0o0blr363bq,rq-o A)Eofutr,b SCtJrbCA' (AoAbUC6C63q'o tDjr6oralqmb oStr6ogoot.r Ao6oUO6ob 0oq96oq,g qr.d.>56odg) 1 . brJoobo erArOCbUq' oj63tr 0os36o0otr Ubq.ooaoL qrqoU $gL6ro66o. 2. 6o$obgbgq, oC6CU $rffimQ$C6.,q,o Jr&r6.ldxr&loo q.o,: g,:qrrg63u t$j,>r6or33q,oL 3r6q,rac6ob arblrrboqBCq,{}. 3. ao$o6gbgq, oj63l-t $Jd)AoA6CEq,o 0J6JJ66gqCbol., J6oCCOo. L.:jsdro,3xqroL 0or316odoL ;s561q,.:drooI l3t6otro 雉 猾 ItJ.:t6or3;q'oL Jdr33o;6-3o5ol66o 5. 6oq'.:16o .,;;6gL;1qul3
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორია – სააგენტოს კუთვნილი ან მისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობით, რომელშიც განთავსებულია სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები ან/და მათი დანაყოფები;“. 2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი: „კ1) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და მათ აგრეგატებზე სააგენტოს მიერ მინიჭებული სააღრიცხვო ნომრის დადამღვა- 50 ლარი;“. 3. მე-6 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების თითოეული ერთეულის რეგისტრაციისათვის ან სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანისათვის უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოქმედებების შესრულება (გარდა ამ მუხლის „ფ“ და „ფ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულისა) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ – 50 ლარი;“. 4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი: „მუხლი 111. დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების გაწევის თაობაზე სააგნეტოსათვის მიმართვა „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით 1. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით სააგნეტოს მიმართოს შემდეგი მომსახურეობების გაწევის თაობაზე: ა) მართვის მოწმობის ან ტრაქტორისტის მართვის მოწმობის გაცემა (მხოლოდ შეცვლის ან დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში); ბ) დაკარგული ან დაზიანებული ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის აღდგენა (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მექანიკური სატრანსპოპრტო საშუალების უკანასკნელი რეგისტრაცია განხორციელებულია 2007 წლის 1 თებერვლის შემდეგ); გ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცაცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; დ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; ე) საქართველოს მოქალაქეზე სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემა; ვ) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემა; ზ) შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემა; თ) ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემა; ი) მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის გაცემა; კ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; ლ) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; მ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემა; ნ) პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემა; ო) ამ პუნქტის „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „თ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მომსახურებებზე ამ კანონით დადგენილი დაჩქარებული მომსახურებების გაწევა; პ) საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს იუსტიციის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული სხვა მომსახურებები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქით გათვალისწინებულ დაინტერესებული პირის განცხადებას თან უნდა ერთვოდეს მომსახურების მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით დოკუმენტები. შემთხვევაში, შესაბამისი დადგენილი 3. დაინტერესებულ პირის მიერ „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით მომსახურეობების გაწევის თაობაზე სააგენტოსათვის მიმართვის შემთხვევაში, „იუსტიციის სახლის“ შესაბამისი უფლებამოსილი პირები უზრუნველყოფენ: ა) დაინტერსებული პირის ინფორმირებას მოთხოვნილი მომსახურების გაწევისათვის კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ; ბ) მომსახურების გაწევის თაობაზე განცხადების შემტანი დაინტერესებული პირის იდენტიფიკაციასა და მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების მიღებას; გ) დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების გაწევისათვის „იუსტიციის სახლში“ წარმოდგენილი დოკუმენტების სააგენტოსათვის მიწოდებას ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით; დ) მომსახურების გაწევისათვის სააგენტოს მიერ დამატებითი დოკუმენტის მოთხოვნის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე დაინტერესებული პირის ინფორმირებასა და მის მიერ აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში სააგენტოსათვის ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით მიწოდებას; ე) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ან მომსახურების გაწევაზე უარის თქმის შედეგად, ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით შექმნილი და გამოცემული დოკუმენტის მიღებას, „იუსტიციის სახლში“ მიტანასა და დაინტერებული პირისათვის დადგენილი წესით გადაცემას; ვ) კანონმდებლობით განხორციელებას. განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების 4. დაინტერესებული პირის მიერ სააგნეტოსათვის მომსახურების ან დაჩქარებული მომსახურების გაწევის თაობაზე „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით მიმართვის შემთხვევაში, მომსახურების ან დაჩქარებული მომსახურების გაწევისათვის ამ კანონით დადგენილი ვადის ათვლისას არ ჩაითვლება „იუსტიციის სახლის“ მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ-ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პროცედურების განხორციელებისათვის დახარჯული ფაქტიური დრო; 5. ამ მუხლით განსაზღვრული წესით მომსახურების გაწევისას, დაინტერესებული პირის მიერ გადახდილი საფასურის 5% საზღაურის სახით გადაეცემა „იუსტიციის სახლებს“. საზღაურის გადახდის პირობები და პერიოდულობა დგინდება სააგენტოსა და „იუსტიციის სახლის“ შეთანხმებით. „იუსტიციის სახლის“ კუთვნილი საზღაური, მოიცავს საქართველოს კანონმდელობით განსაზღვრულ ყველა გადასახდელს (დღგ-ს ჩათვლით). 6. ამ მუხლით განსაზღვრული მომსახურების გაწევის წესი და პირობები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონპროექტზე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: წინამდებარე კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოდგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი სერვისების მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის დამატებითი საშუალებების შემოღების აუცილებლობა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი სერვისების მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის დამატებითი საშუალებების შემოღება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: მომზადებული კანონის პროექტით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება 111 მუხლი, რომლითაც განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს იმ სერვისების ჩამონათვალი რომელთა გაწევაც მოქალაქეებისთვის იქნება შესაძლებელი „საქართველოს იუსტიციის სახლის“ მეშვეობით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო. კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელი ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას და შესაბამისად არ ადგენს მისი განსაზღვრის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროეტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრვ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში. კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სამთავრობო დაწესებულებები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროეტის მიმართ კანონპროექტი ზეპირი შეფასებით მოწონებული იქნა სხვადასხვა სამთავრობო დაწესებულებების მიერ. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი. კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა