საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
III მოსმენა
✓ 66 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-05-07
ბიუროს ნომერი 244
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
qJ6'Utblll, ?ill,JbJb
7 asoLo. 2012 $sqo
rojOo N 244
L.:;lr6o3gqr.rU 3u5r'r5otr Jr6onJ$o "!rofs!oa35.ob- ):a:9."' lt3'>5o53qnlqrr
oil6?o 33qoq3dob ?g$o5oL ?nbcbn}"
oX6oqoXq l.r.r;oobo.r 3o&$X$o
29fuolro-lo36olm
5 - 8 o35oLo
[ltartp- a.a\-
cqr&$ol, fgq$.Ft Rq;Aofo R'j L*.l#q{cl
o6$n6aryxrt 3oao$x$t
n&O6teL ,l,''adr'b 4D0.rr6J AlJli44,ratq.'D
b;J;r6or33qrTb Jsr6qo3n56oL boy6r'r oq6nStr:
Ir,:,lsr6orr.rec.rtr Jo6gr3x5$ob ,jo8o$n$nlbr Rr
e""rVa.it"'s.,oa"$o1q'o-
b'JJr6qra05$o 3r6rJ6o6b?o
rJ$otr Jr6o6J$ob 6o5boq3r
b.>jor6or33qurb Jo16qs0g5$oL
iloop6oqn
orr3SqqqrT Br<6ob Jo<63nqo
საქართველოს მთავრობის წარდგინება
しδ」δ O130'で 0し Om58
ObS
brjs6o43q,('Ib Jst6q,r036gli
b$r6or33q,r'rb 3o6b6o63goob 67-c AUbc,ob 031.r:b,r0ollqr
h:3s6ar60qrgbqo o6o6ol6ogob $Xl-roor $,:r60o5oqr6g6or l.r.rj.r6o6Xq,olr
3s6o6ob J6r'r3jglr,,lrsjU6orgXqrcrb bcr6og6or bJJ)6('I6Aq,Cbq)(.l 5CO0o
S3qroqsbob 6301601 tsgbrb0b".
ry6o069q, JrborEJ6t'rCCObC brj.r6or3gq,cir Jrfrqr.:0g56ob
lt3<'t0o636r'r ar Jq,CbJf).Jq,r bbqx'r030b9 0arflb[96gbq;qr qr:6o06gqro.:
brj,:6or3Xq,erb o.gtr6o6oob 0o6ol"r66ob 0r'uqr6oql qn0ogr6o d.r66od3.
3中 ¨
N y84
02052012▼
m6o
6o31 6oq,rgtlo
」
25ど
享
,72
2ど
̀̀堅2■
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
b006b▼
060
bbJδ 6080買 (Yll1 80b86∞ bOb 2012 V買 0も 30 ヽ360
(Ob bbROoOb
N16 (r)da0,sJ6
XXVI. l)Jjrt6oEgqrnb 3r6o6ot Jr,('lCOCbo ,,lroggolD qg.> 6r6obr63oLr orr3otrggq,J,
bob A3b.:bX6" ltjr6o6gqoL 3.16o160o 6q,cqrSboU SCOD$oU ors)ArtC", ,,U11goq,
b$bt6go oUgonL J3omb(')Aoud) oqCdo Jobgq,ojoob AoeCarqg b.: jr6or3gq,ol)
OC6oOo6oJtC er$r6r<,ClCq,oJ jo6Sbrtrogo 6CUOoOUOooUr qD 3crdJgbl[Ooob ACbJbCA" bJCr6ogCq,srb 3.16g163o ggq,oq'g6ou 63g.r6oL oJ(')b$C",
,,q,ogg6tro3boLr qg.: 6Cbr6o6C6ob ACUrbC6" lr.> $>ttror33goL 3r6o6tso ggqoq,3bob
3COr6o[, oJobJq5C",,,brxr6o UrAbrbC6Ao o6OC6CUoJ oCUo,r3lrCbq,oboLr er
Jm6,UgO.r)U 6Cl.,JbC6" lrJCJ6C'gCq,oU Jr6('tEAo ggq,oq,X6oU ACO"r6ol, oJobJ$C..,
,Oq'do6('l6?q,o Jo0U6oJJOoC6oL agltbgb" Urj.:6o6gqob 3r6o6tso 0gqxrqy
bou BCO)6ob o,rsrbr'bg", ,,<&.r6rqm 6.r6.roq16oL A9U$X6" trJjJdro8cq,ou JJ6o66o
oSe,c,q'CAoU 33do6ob ormbr'bg",,,Lrjr6or&q,ou 3o6gfxnq,oU Jrq,roob ECUJbC6" lrr$6cr80q,alL Jr6o6ao Ogq'oq'CAot tsCOrEoU o,Jobr$C",,,Ucfu qdgogcr
Ao(or go6)6LU6o 3o6g6r'rq,oU ACLDbCb" Lrjr6ogCq)alU Jr6o6ao g3q,oq16ob
ACOJEoU oro6r'bC", ,,ltj.:t6og9q,oU lnUbq,olr barr<rorq,otr lDJ6og3tm 3op3jLr6o
Ogq,oq,Coob ACOrEoL ACUJbCb" ()J LrCr6o)3Cq,('Ib Aor36('Ibob ar6Jb6b0q,Jbob
J6r'rCCOo,,(,.dJ66odob b.>j.>rio63q,ob AoJg6m6olr bca$o60qp30qm o6ogosOo3o(', $r6eaC6oq, JJE,('I6.X'oCCOtC Aoab$fuQ.>qr qpr6o036oL 63brbg0.. (0o0bU363b3q,o lj.$s6o)33qnu qjuooooob Ao6olro6ob docqg6oq,g C.o.dr6tu3)
I . dotioor.>qguqg do$ofubgq, oj63b $r60oq9006.ryo
Jrb('lEJ6('IdOCbo.
2. ltj.r6orpq,ott .Ijlrorl3oou [,rAo6oUOF)r'rA ('b.rq6o33oq,o) tJbeo0r.bC ArbflcroCfiU-
q,o $o6x.orqo36g6ot, AJo3Jq,oLSoECboo ao.rfrrqxdr re6oa63q,o JJ6o6J6oCdOCbob brboq)(')s) Bb6ot6oo, 6oA3q'o0 6.rq-orS0Cl, l)tjJdro3cgoU Juiq,.r0g6ou Ar6brbog3Cq,rlo.
3. 0o$m6Xbgq, ojfuU F6aocpbC6oq,o
LrJ.)'?,o,llCR(.)l, .ltrrXSoX16-0o5oL616o
LsJsdror3XqcrL 3rn;3t6r'rdoL
;o59gq.:t6ootr lgt6r.rtro
&EJrdB0q,Cbob Jd)(.)&loo.
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში
(სსმ, №19, 15/07/2004წ. მუხ.84) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.
პირველი მუხლის:
ა) „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) პროფესიული საიდუმლოება – აღსარების საიდუმლოება, პარლამენტის წევრის,
ექიმის, ჟურნალისტის, უფლებადამცველის, დამცველის პროფესიულ საქმიანობასთან
დაკავშირებით მათთვის განდობილი ინფორმაცია, აგრეთვე პროფესიული ფასეულობის
მქონე ინფორმაცია, რომელიც პირისათვის ცნობილი გახდა კონფიდენციალობის დაცვის
პირობით, მის მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით და რომლის
გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს პირის პროფესიულ რეპუტაციას. ინფორმაცია,
რომელიც არ არის პერსონალური მონაცემები, სახელმწიფო ან კომერციული საიდუმლოება,
აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ ინფორმაცია არ წარმოადგენს პროფესიულ
საიდუმლოებას;“.
2.
მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ვ) პერსონალურ
საიდუმლოებას;“.
მონაცემებს,
სახელმწიფო,
კომერციულ
ან
პროფესიულ
3. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის
მოტივით არ შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება იმ მოვლენასთან
დაკავშირებით, რომლის ცოდნაც აუცილებელია ადამიანისათვის დემოკრატიულ
სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განსახორციელებლად.“.
მუხლი 2. „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს
კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №17, 06.04.2010, მუხ. 99) მე-19 მუხლის მე-3
პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ)
უზრუნველყოს
შიდა
აუდიტის
ობიექტის
პერსონალური
მონაცემების,
სახელმწიფო, სამსახურებრივი და კომერციული საიდუმლოების დაცვა საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც
მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით,
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების
მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;“.
3.
მუხლი
„ელექტრონული
კომუნიკაციების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 06.06.2005, მუხ. 175) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის
ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან
დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის,
ფინანსურ-ეკონომიკური
დოკუმენტაცია,
მისი
კონფიდენციალურობის
მიუხედავად,
აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა
დაიცვას
კონფიდენციალურობა
კომერციულ
საიდუმლოებად
ან
მიწოდებული
ინფორმაციისა,
რომელიც
ითვლება
პერსონალურ
მონაცემებად
საქართველოს
ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე
მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული
ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ
არასწორი
ან
არასრული
ინფორმაციის
მიწოდება
ითვლება
ინფორმაციის
მიუწოდებლობად;“;
2. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 24. მომსახურების ბაზრის ანალიზთან დაკავშირებული ინფორმაციის
გამოქვეყნება
კომისიის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება ამ თავით განსაზღვრული
კონკურენციის წინასწარი რეგულირებისა და მომსახურების ბაზრის ანალიზის საფუძველზე,
გარდა პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო ან კომერციული საიდუმლოების შემცველი
ნაწილებისა, ქვეყნდება ინტერნეტში – კომისიის ვებ-გვერდზე. ასევე საჯაროდ ქვეყნდება
შემდეგი ინფორმაცია:
ა) მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების ჩამონათვალი გეოგრაფიული
საზღვრების
განმსაზღვრელი
კრიტერიუმებისა
და
ეკონომიკური
მაჩვენებლების
მითითებით;
ბ) ავტორიზებული პირების სია, რომელთაც მომსახურების ბაზრის შესაბამის და
მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე აქვთ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება;
გ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისათვის
დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებები და ამ ვალდებულებების კონკრეტული
პირობები;
დ) იმ ძირითადი ან მეორეული კრიტერიუმების აღწერილობა, რომელთა მიხედვითაც
ავტორიზებული პირი დადგინდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ.“.
3. 33-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.
დანახარჯებისა
და
შემოსავლების
განცალკევებულად
აღრიცხვისა
და
განაწილების, ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფისა და დისკრიმინაციის
აკრძალვის
სპეციფიკური ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით
კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს ავტორიზებულ პირს სააღრიცხვო, ფინანსური
ინფორმაციის, მათ შორის, დანახარჯების განაწილებისა და სხვა ავტორიზებული პირებისგან
მიღებული შემოსავლების თაობაზე ინფორმაციის, წარმოდგენა. კომისია უფლებამოსილია ამ
კანონის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და კომერციული საიდუმლოების ან პერსონალური
მონაცემების დაცვის თაობაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თავისი
გადაწყვეტილებით
საჯარო
გახადოს
ავტორიზებული
პირის
მიერ
წარმოდგენილი
ინფორმაცია სრულად ან იმ ნაწილში, რომელიც ეფექტიანად უზრუნველყოფს მომსახურების
ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის წახალისებას.
მუხლი 4. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №20, 04. 05. 2005, მუხ. 143 ) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ მიიღონ სკოლაში არსებული
ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციისა.“.
მუხლი 5. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის
შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) 203 მუხლის
მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში მართლმსაჯულების
განხორციელების და პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, კომერციული ან
პროფესიული საიდუმლოების გამჟღავნებისგან დაცვისათვის;“.
მუხლი 6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) პერსონალური მონაცემების, პროფესიული ან კომერციული საიდუმლოების დაცვის
მიზნით;“.
2. 223-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მსაჯულობის კანდიდატისთვის დასმული შეკითხვები არ უნდა ხელყოფდეს მის
პერსონალურ მონაცემებს, პროფესიულ ან/და კომერციულ საიდუმლოებას, გარდა იმ
შემთხვევისა,
როდესაც
ეს
აუცილებელია
მართლმსაჯულების
ინტერესებისთვის.
მსაჯულობის კანდიდატს შეიძლება მოეთხოვოს აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ მხარის
დასაბუთებული მოთხოვნის არსებობისას. თუ აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნებამ
შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს მის ინტერესებს, მსაჯულობის კანდიდატი
ინფორმაციას აწვდის მხოლოდ უშუალოდ სხდომის თავმჯდომარეს.“.
მუხლი 7. „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად
საქართველოს
ტერიტორიაზე
დაზარალებულთა
ქონებრივი
რესტიტუციისა
და
კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (სსმ, N51, 31/12/2006წ. მუხ.443) მე-8 მუხლის
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომისიისა და მისი კომიტეტის სხდომები საჯაროა. კომისიის (კომიტეტის)
სხდომის
თავმჯდომარე
უფლებამოსილია
სხდომა
დახურულად
გამოაცხადოს
პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული სიდუმლოების
დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით
და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით,
თუ ამას მოითხოვს ერთ-ერთი მხარე მაინც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
მუხლი 8. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) 29-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
„დ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში აქვეყნებს ინფორმაციას მარტივი
ადმინისტრაციული წარმოებით გაცემული ნებართვის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის
ან მისი გაუქმების შესახებ, აგრეთვე ინფორმაციას იმ ნებართვის თაობაზე, რომელიც შეიცავს
პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან/და კომერციულ საიდუმლოებას - საქართველოს
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი წესით;“.
მუხლი 9. „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1, 15.01.2009, მუხ. 2) მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“
ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) უზრუნველყონ პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, სამსახურებრივი და
კომერციული საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“.
მუხლი 10. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე:
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
წარმოდგენილი
ზოგიერთ
კანონპროექტის
საკანონმდებლო
მიღების
აქტში
საჭიროება
განპირობებულია
ტერმინოლოგიური
საქართველოს
ხასიათის
ცვლილების
განხორციელების აუცილებლობით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია საქართველოს კანონებში: „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების
შესახებ“,
„ყოფილ
საქართველოს
სამხრეთ
ტერიტორიაზე
ოსეთის
ავტონომიურ
დაზარალებულთა
ოლქში
ქონებრივი
კონფლიქტის
შედეგად
რესტიტუციისა
და
კომპენსაციის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, „საჯარო სამსახურში
ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“, „ელექტრონული კომუნიკაციების
შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“, „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“,
„სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ და საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსში ტერმინოლოგიური საკითხის დაზუსტება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
წარმოდგენილი კანონპროექტით ტერმინი ზემოთ მითითებულ საკანონმდებლო აქტებში
„პირადი საიდუმლოება“ იცვლება „პერსონალური მონაცემებით“.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფის
აუცილებლობას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტს არ ექნება გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები.
კანონპროექტის მიღებით სახელწმიფოს არ დაეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
ფინანსურ შედეგებს არ გამოიწვევს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი);
კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახადის
განსაზღვრა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან;
კანონპრექტი შეესაბამება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაციები მიმდინარეობდა საქართველოს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტების შეფასება.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი;
კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.