„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ"
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
II მოსმენა
✓ 98 ✗ 1
III მოსმენა
✓ 71 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-05-07
ბიუროს ნომერი 244
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,JdJ6fl3JqnL JJdqilA060lll, bllTdnL
AJEJ6'UlJ6[qil]J 5n,4AI6[iqfl JJ0llU
Jdntd0lll, AI6bIq3[U Jdn0ilq?dfl1,
qJFUilbtll, ?ilbJbilb
7 0coto. 2012 $3qo
ojSo N 244
brJr16o3nqt'rb 3oEoSob Jr6r'rnj$o ,,LrJ,>r6o3nqo\ ]la:A{.: tr3oEt'r50qn}qcr
oJ$?o g3qoq6loL ?g$sEoLr ?3Uubnb"
qcr6gendn3o AJoScrAoJol$ qr CJc,5oaofl6"
lc,q,o6oJol' Jctaooaoo
29a.ml.lo-lo35olm
5 - 8 o36olro
J'!'A6ndAt! LbA'oil'!,
ry6oqo1q lr.r;ooboc3efro$C$o
pabrttda naAryor aD!.rr6r brra'eJ'apq'ra
LrJrr6or3XqoL J,>16q.:3n5$ol-r 5o3<4r'r rq6n5b:
Lo;lcr4or31qcrt.r Jrrrrq;8n5$otr ;er8o$n$nbL; po L':Jrr6qr3n5$r'r 3<4rJ3o3d?o
e*95rt 5rnr63r$o1q'o oj$ol'r Jr4r'rnl$ob 6;5boq3r
b;J.>r6or3nqmtr J;r'rrgo3X6$oL X
orr3Sjqpo3o16oL Jo163Xqo 3r'rsp6oq3
SobXoq 3ols3s16o;5o
წერილი
l,JdJ6,0A0Rgll, JJ6RJA0500l, SC360
b.>js6or35q,oLt J.:6q,.:036$ol-t
Urm66s6obsgorn qg3Js6gr036glt
brj,:6orgq,r,rl-r 3obbgogSgoob 67 -C Oubq,ob tsXt-trb.r0ol-trqr,
br3.:6o60pgbq,r,r o6ogor$o3otr $3boo $.:60o6oqr66or ttj.r6ror35q,arl,t
3.:6r'r6ot-r 36ro3jgu "lrqCJ6o6Cq,srl, $o6ogttor br3$o60qgC0q'o rCO6o
ggqnq,Sbcf, ACO$dr ACbsbC0".
5cnbo3o 3r6o6&6er3j$o $sdrgqr6o6<'ror J,:6rqr$36$oL boS6olr
grbq,mgl-r bbqrrnOrb bs3r6ar60qrgbqm J6ogSqrp6gboLt qprtr.:$99b.:qg.
q.or6,:r6on?2
gg66q,t3
3,rgo3oL630oco,
or3o036rb $p6$30o.>
'tgor(, JU(lrSs
04.05. 2012 $gq'o.
!.
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
“ საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, N5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო
1. ეს კანონი სიტყვისა და აზრის თავისუფლებისა და თავისუფალი მეწარმეობის
პრინციპების შესაბამისად განსაზღვრავს მაუწყებლობის განხორციელების წესს,
მაუწყებლობის სფეროში დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს შექმნის წესსა და
ფუნქციებს, ამ სფეროში საქმიანობის რეგულირების პირობებს, მაუწყებლობის
განხორციელების უფლების მოპოვების წესსა და პროცედურებს.
2. ამ კანონის მიზანია სახელმწიფო ჩარევისაგან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი
მაუწყებლობის ფორმირება; მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის რეგულირება
გამჭვირვალეობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების შესაბამისად,
დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მეშვეობით; სიტყვისა და აზრის
თავისუფლების, მაუწყებელთა შორის კონკურენტული გარემოს სტიმულირების,
მაუწყებელთა თანასწორობისა და დამოუკიდებლობის, სიხშირეების ეფექტიანი გამოყენების
უზრუნველყოფა.“
2. მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) დაინტერესებული პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ
ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა;“
3. მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) დამოუკიდებელი პროგრამა – პროგრამა, რომლის საავტორო უფლებების მფლობელსა და
მაუწყებელს შორის არ არსებობს ურთიერთდამოკიდებულება;“
4. მე-2 პუნქტის ი) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1
„ი) თანამგზავრული მაუწყებლობა – ტელე ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული
სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით მაუწყებლობა;
5. მე-2 პუნქტის რ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) ლიცენზია – ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად, კომისიის მიერ პირისათვის ამ კანონით დადგენილი პირობების
დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული უფლება, განახორციელოს მაუწყებლობა,
განსაზღვრული პირობების დაცვით;
6. მე-2 პუნქტის ს) ქვეპუნქტი ჩმოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ს) ლიცენზიის მოდიფიცირება – საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის
სფეროს პრიორიტეტებში შეტანილი ცვლილებების ან/და დამატებების შესაბამისად ან/და
კომისიის ან ლიცენზიის მფლობელი მაუწყებლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე
ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
7. მე-2 მუხლის ტ) პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) მაუწყებელი – საზოგადოებრივი მაუწყებელი, ლიცენზიის მფლობელი ან
ავტორიზებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საკუთარი სარედაქციო
პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო ბადით განსაზღვრული
სამაუწყებლო პროდუქციის გადაცემას, რომელიც სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს
ერთდროულად ხელმისაწვდომია მაყურებლისთვის/მსმენელისთვის.
8. მე-2 პუნქტის ჩ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჩ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყება – მაუწყებლობის დაწყება;
9. მე-2 მუხლის ჰ4) პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ4) სამაუწყებლო კონცეფცია – საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის ან
მფლობელის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც ასახავს მაუწყებლობის სავარაუდო
მოდელს, შეიცავს პროგრამების დასახელებას და მოკლე ანოტაციას;
10. მე-2 მუხლის ჰ5) პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ5) საუკეთესო დრო – დრო 19.00 სთ-დან 24.00 სთ-მდე, როდესაც შესაძლებელია
მაუწყებლის პროგრამებს უყუროს ან უსმინოს მისი მომსახურების ზონის აუდიტორიის
პიკურმა ოდენობამ.“
11. მე-2 მუხლის ჰ13) პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ ) ქცევის კოდექსი – ამ კანონის საფუძველზე კომისიის მიერ მიღებული ნორმატიული
აქტი, რომელიც განსაზღვრავს მაუწყებელთა მიერ მომსახურების გაწევის წესებს“
13
12. მე-2 მუხლის დაემატოს შემდეგი რედაქციის ჰ16 პუნქტი:
2
„ჰ16) ავტორიზაცია - მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის (გარდა საეთერო და
თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით
მაუწყებლობისა) რეგისტრაცია კომისიის მიერ, ამ კანონით დადგენილი ერთიანი წესით;“
13. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სალიცენზიო პირობების დადგენა, აგრეთვე ლიცენზიების გაცემა, მოდიფიცირება,
ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება, ლიცენზიების გაუქმება, სალიცენზიო
პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, სალიცენზიო პირობების
დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების
დაკისრება;“
14. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ე) მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების
შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის
შემთხვევაში მაუწყებებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.“
15. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) მაუწყებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო
საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;“
16. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის მ) ქვეპუნქტი:
„მ) მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია.“
17. მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მაუწყებლები. რეგულირების საფასურის
ოდენობაა მაუწყებლის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული
საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი
ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება
კალენდარული წლის განმავლობაში მაუწყებლების შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის
დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე.
მაუწყებლები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის
მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური და
წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით.“
18. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რდაქციის ლ) ქვეპუნქტი:
„ლ) რეგისტრირებული ავტორიზებული მაუწყებლების შესახებ.“
19. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „ლიცენზიის მფლობელის“ შეიცვალოს
სიტყვით „მაუწყებლის“.
20. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს სხვა მაუწყებლისათვის;
3
21. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ფლობს აქციებს ან წილს, სხვა მაუწყებელში, ან იმ საწარმოში, რომელიც ახორციელებს
ტელერადიოპროდუქციის წარმოებას ან/და მიწოდებას;“
22. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) არის სხვა მაუწყებლის, ან იმ პირის, რომელიც ახორციელებს ტელერადიოპროდუქციის
წარმოებას ან/და მიწოდებას, თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან
კონსულტანტი.“
23. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის ვ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი სხვა მაუწყებლის ან იმ
პირის მიმართ, რომელიც ახორციელებს ტელერადიოპროდუქციის წარმოებას ან/და
მიწოდებას.“
24. IV თავის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი IV. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზირება და ავტორიზება“
25. 36-ე მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 36. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის საფუძვლები
1. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობა ხორციელდება ამ კანონის საფუძველზე
შექმნილი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ, აგრეთვე ამ საქმიანობის ლიცენზირების
ან/და ავტორიზების საფუძველზე.
2. მაუწყებლობის ლიცენზია გაიცემა თუ მაუწყებლობა ხორციელდება სამაუწყებლო
გადამცემების მეშვეობით, რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით 9საეთერო
მაუწყებლობა), ან თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების
გამოყენებით.
3. მაუწყებლობა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა,
ხორციელდება ავტორიზაციის საფუძველზე.“
26. დაემატოს შემდეგი რედაქციის 361 მუხლი:
„მუხლი 361. ლიცენზირების ორგანიზება
1. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გამცემი ორგანოა კომისია, რომელიც
საჯაროობის პრინციპის დაცვით:
ა) ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე გასცემს ლიცენზიებს და აწარმოებს
უწყებრივ სალიცენზიო რეესტრს;
ბ) აკონტროლებს სალიცენზიო პირობების დაცვას;
გ) ამ კანონით დადგენილი წესით ახდენს ლიცენზიის მოდიფიცირებას, აჩერებს და
ანახლებს ლიცენზიის მოქმედებას, აუქმებს ლიცენზიას;
დ) ახორციელებს ლიცენზირების სფეროში კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა
უფლებამოსილებებს.
4
2. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით კომისიის მიერ
მიღებული
გადაწყვეტილებები
უნდა
შეესაბამებოდეს
საქართველოს
ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.
3. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია აუცილებელ
ტექნიკურ რეგულაციასთან და შეზღუდული რესურსების გამოყენებასთან, ხორციელდება
მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ამ
კანონის საფუძველზე ავტორიზაციას დაქვემდებარებული მაუწყებლობისა“.
27. დაემატოს შემდეგი რედაქციის 362 პუნქტი:
„მუხლი 362 ავტორიზების ორგანიზება
1. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ავტორიზაციას ახორციელებს კომისია, რომელიც ამ
კანონით დადგენილი წესით:
ა) ახდენს ამ კანონით გათვალისიწნებული საქმიანობის განმახორციელებელ პირთა
ავტორიზაციას და აწარმოებს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრს;
ბ) აკონტროლებს ავტორიზებული პირების მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი
კანონმდებლობის, მათ შორის კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების
შესრულებას.
გ) ამ კანონით დადგენილი წესით აჩერებს და აუქმებს ავტორიზაციას.
დ) ახორციელებს ავტორიზაციის სფეროში კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა
უფლებამოსილებებს.
28. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 37. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი
1. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი შეიძლება იყოს
საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი.
2. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი არ შეიძლება
იყოს:
ა) ადმინისტრაციული ორგანო;
ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;
გ)ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;
დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;
ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;
ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ
ზონაში რეგისტრირებული პირი.“
29. 371-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 371. შესაბამისობის დეკლარაცია
1. ლიცენზიის მაძიებელი/ავტორიზაციის მსურველი პირი ვალდებულია განცხადებას
დაურთოს შესაბამისობის დეკლარაცია, რომელშიც უნდა მიეთითოს:
ა) ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ბ) მონაცემები ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის ხელმძღვანელი
თანამდებობის პირებისა და ორგანოების შესახებ;
5
გ) დადასტურება, რომ ლიცენზიის მაძიებელი/ავტორიზაციის მსურველი პირი ან მისი
ბენეფიციარი მესაკუთრეები არ არიან ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული პირები;
დ) ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის ბენეფიციარი
მესაკუთრეების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მათ საკუთრებაში არსებული წილების
თაობაზე.
2. შესაბამისობის დეკლარაციას ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი კომისიას
წარუდგენს ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“
30. 38-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 38. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის სახეები და სახეობები“
31. 38-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, მოქმედების ვადის გაგრძელება,
მოქმედების შეჩერება და გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების
წესით.“
32. 38-ე მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნას;
33. 41-ე მუხლის პირველი და 11 პუნქტები ამოღებულ იქნას;
34. 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მაუწყებლობის ლიცენზიის სახე და სახეობა, რომლის მიღებასაც მოითხოვს ლიცენზიის
მაძიებელი;“
35. 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების
რეესტრიდან, ფიზიკური პირის შემთხვევაში – საიდენტიფიკაციო შესაბამისი დოკუმენტის
ასლი;
36. 43-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საეთერო (სიხშირული სპექტრის გამოყენებით) მაუწყებლობის ლიცენზია გაიცემა
კონკურსის საფუძველზე. კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში
მიეთითება:
ა) გასაცემი ლიცენზიის სახე და სახეობა;
ბ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა და გავრცელების გეოგრაფიული ზონა;
გ) პროგრამირების მინიმალური მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს
ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია;
დ) ტექნიკური პარამეტრები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ლიცენზიის მაძიებლის
მიერ წარმოდგენილი პროექტი;
ე) სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა და გადახდის წესი;
ვ) მოსამზადებელი სხდომის, ზეპირი მოსმენისა და კონკურსის ჩატარების თარიღები.
6
37. 43-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომისია უზრუნველყოფს კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას
და გამოქვეყნებიდან მომდევნო 1 თვის მანძილზე სალიცენზიო განცხადებების მიღებას;
38. 43-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სალიცენზიო განცხადებების მიღების დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში კომისია
ატარებს მოსამზადებელ სხდომას, რომელზედაც ხდება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე
განცხადებების განხილვა და თანდართული დალუქული დოკუმენტაციის ლიცენზიის
მაძიებელთა თანდასწრებით გახსნა; დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის
შემთხვევაში კომისია განუსაზღვრავს მას დამატებით 5 სამუშაო დღეს, დოკუმენტაციის
დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. იკრძალება
კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის საფოსტო
გზავნილის სახით მიწოდება კომისიისთვის;
39. 43-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებები და თანდართული დოკუმენტაცია
ხელმისაწვდომი უნდა იყოს საჯარო გაცნობისათვის, მომდევნო 20 დღის ვადაში;“
40. 43-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის ცნობის გამოქვეყნებიდან 20 დღის
შემდგომ კომისია ატარებს ზეპირ მოსმენას; დოკუმენტაციის არასრულყოფილების, აგრეთვე
პროგრამირებისა და საინვესტიციო ვალდებულების მინიმალური მოთხოვნების
დაუცველობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად
დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის
შესახებ.“
41. დაემატოს შემდეგი რედაქციის 451 მუხლი:
„მუხლი 451. მაუწყებლობის ავტორიზაციის ერთიანი წესი
1. საერთო ან სპეციალიზებული მაუწყებლობის განხორციელების მსურველი პირი
მიმართავს კომისიას განცხადებით, რომლის ფორმასაც ამტკიცებს კომისია.
2. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:
ა) ფიზიკური პირისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის
მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;
ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა,
იურიდიული
მისამართი
(ადგილსამყოფელი),
მეწარმეთა
და
არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები,
წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა
შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს;
გ) განსახორციელებელი მაუწყებლობის სახეობა (საერთო ან სპეციალიზებული), რომლის
ავტორიზაციასაც ითხოვს ავტორიზაციის მსურველი პირი;
დ) საქმიანობის მოკლე აღწერილობა;
7
ე) მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში.
3. განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების
რეესტრიდან, ფიზიკური პირის შემთხვევაში – საიდენტიფიკაციო შესაბამისი დოკუმენტის
ასლი;
ბ) შესაბამისობის დეკლარაცია.
4. განცხადების მიღებიდა 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ახორციელებს მაუწყებლობის
ავტორიზაციას, ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რესტრში რეგისტრაციით. ავტორიზებულ
პირთა უწყებრივ რეესტრში შეიტანება შესაბამისობის დეკლარაციის მონაცემებიც და იგი
ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის.
5. თუ საავტორიზაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია წარმოდგენილია
არასრულყოფილად,
კომისია
ავტორიზაციის
მსურველ
პირს
განუსაზღვრავს
დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის 5 დღიან ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის
წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის
განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას
ავტორიზაციისათვის. თუკი განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია
ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს
დოკუმენტაციის სრულყოფილად
წარმოდგენის ვადას, პირი ჩაითვლება ავტორიზებულად.
6. ავტორიზებულ პირებზე 3 სამუშაო დღის ვადაში გაიცემა ამონაწერი ავტორიზებულ
პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
5. თუ ავტორიზებული პირი წყვეტს მაუწყებლობას, ან განზრახული აქვს ავტორიზებული
საქმიანობის, მათ შორის მაუწყებლობის სახეობის მოდიფიცირება, იგი ვალდებულია 7
სამუშაო დღით ადრე შეატყობინოს კომისიას ამის თაობაზე. ავტორიზაციის შეწყვეტის
შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის მაუწყებლობის
სახეობის მოდიფიცირების შესახებ მონაცემები შეიტანება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ
რეესტრში.
6. მაუწყებლობის ავტორიზაცია ხორციელდება განუსაზღვრელი ვადით.
7. პირს უფლება აქვს დაიწყოს მაუწყებლობა ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში
რეგისტრაციის დღიდან.
8. ავტორიზებული პირი ვალდებულია:
ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის
კომისიის დადგენილებები, ასევე კომისიის გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში
მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში
მოიყვანოს ავტორიზებული საქმიანობა;
ბ) დაიცვას ყველა ის საავტორიზაციო პირობა, რომელიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია
ასახული;
გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი
ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო
ცვლილების შესახებ;
დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების
განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
8
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი
შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს
შესაბამისობის სერთიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების
ექსპლუატაციის წესი;
ვ)კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების
უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით
განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე, კომისიისთვის მის მიერ
მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების
დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა;
9. კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია:
ა) ავტორიზებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მის მიერ მითითებული ვადით;
ბ) საკუთარი ინიციატივით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირი ერთ
წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:
ბ.ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;
ბ.ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს
ნულოვან გაანგარიშებას;
ბ.გ) არ იხდის რეგულირების საფასურს.
10. ავტორიზაციის შეჩერების შემთხვევაში დაუშვებელია ავტორიზებული პირის მიერ
მაუწყებლობის განხორციელება კომისიისათვის საქმიანობის განახლების თაობაზე
შეტყობინების გაგზავნის გარეშე.
11. დაუშვებელია ავტორიზაციის გაუქმება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გაუქმებას ითხოვს
თავად ავტორიზებული პირი. ამ შემთხვევაში ავტორიზებულ პირს კომისიის წინაშე
შესრულებული უნდა ჰქონდეს ყველა კანონისმიერი ვალდებულება.
12. ავტორიზაციის გაუქმება არ აბრკოლებს პირს, ხელახლა გაიაროს ავტორიზაცია კანონით
დადგენილი წესით.
42. VI თავის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“თავი VI. ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობები და შინაარსობრივი მოთხოვნები“
43. 48-ე მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 48. ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობები
ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით,
აგრეთვე საავტორიზაციო ან/და სალიცენზიო განცხადებაში ნაკისრი ვალდებულებებით.“
44. დაემატოს შემდეგი რედაქციის 481 მუხლი:
„მუხლი 481 ლიცენზიის გადაცემა
ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ კომისიის წინასწარი
თანხმობით.“
45. 49-ე მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 49. არქივი
9
მაუწყებელი ვალდებულია შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს
პროგრამები. დავის შემთხვევაში მასთან დაკავშირებული პროგრამები ინახება დავის
დასრულებამდე.“
46. 51-ე მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 51. პროგრამული უზრუნველყოფა
მაუწყებლები ვალდებულნი არიან, სადაც ეს შესაძლებელია, უზრუნველყონ სატელევიზიო
დროის (ახალი ამბების პროგრამების, სპორტული მოვლენებისა და თამაშების, რეკლამის,
ტელეტექსტისა და ტელეშოპინგისათვის გამოყოფილი დროის გამოკლებით) ნაწილის
ევროპული წარმოების პროდუქციისათვის გამოყოფა. ევროპული პროდუქციისათვის
დათმობილი დროის ეს ნაწილი გამოიყენება პროგრესულად, შესაბამისი კრიტერიუმების
საფუძველზე, მაყურებელთა და მსმენელთა წინაშე მაუწყებლის საინფორმაციო,
საგანმანათლებლო, გასართობი და კულტურული ვალდებულებების გათვალისწინებით.“
47. 511-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომისია უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს საერთო და სპეციალიზებულ
მაუწყებელთა ვალდებულება, ყოველკვირეულ სამაუწყებლო ბადეში განათავსონ
არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი (გარდა სერიალისა) პირველადი წარმოების
ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს
სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით; კომისიის დადგენილებით აგრეთვე განისაზღვრება
საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლების ამ მუხლით გათვალისწინებული
ვალდებულებების შესრულების წესი.“
48. 52-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.მაუწყებლები ვალდებულნი არიან მიიღონ ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი
ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწორონ
შეცდომები.“
49. 53-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.მაუწყებლები ვალდებულნი არიან ყოველკვირეულად გამოაქვეყნონ მომდევნო კვირის
პროგრამების განრიგი პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით,
მოახდინონ პროგრამების, მათ შორის, ფილმების კლასიფიკაცია მათთვის კატეგორიისა და
შესაბამისი აღმნიშვნელი ნიშნის მინიჭებით.“
50. 54-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედქციით:
„ მუხლის 54. სამართლიანობა და მიუკერძოებლობა
1. მაუწყებლები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ფაქტების ზუსტი და სამართლიანი
გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება.
2. მაუწყებლები ვალდებულნი არიან ახალი ამბების პროგრამებში უზრუნველყონ
ფაქტებთან და მოვლენებთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო განსხვავებული აზრის
სათანადოდ წარმოჩენა რომელიმე ჯგუფისა თუ აზრის დისკრიმინაციის გარეშე.“
10
51. 55-ე მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 55. წინასაარჩევნო დებატები
1. საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები თავისი მომსახურების
ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს.
2. საერთო მაუწყებელმა თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის
დროს, აგრეთვე
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა
უზრუნველყონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა
წინასაარჩევნო დებატებში.“
52. 56-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირს
უფლება აქვს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პროგრამა ან რეკლამა განათავსოს
ნებისმიერ დროს, კოდირებული ფორმით, მომხმარებელთან ინდივიდუალურად
გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
53. 57-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 57. ქვეცნობიერზე ზემოქმედების დაუშვებლობა
მაუწყებლებს ეკრძალებათ ისეთი პროგრამის გადაცემა, რომელსაც შეუძლია ტექნიკური
აუდიო ან ვიზუალური მონტაჟის საშუალებით დროის უმცირეს მონაკვეთში ან
სხვაგვარად გადასცეს ინფორმაცია ან მსმენელის ან მაყურებლის ქვეცნობიერზე
ზემოქმედებით გავლენა მოახდინოს მათ აზრებზე ისე, რომ მათ ნაწილობრივ ან სრულად
არ ჰქონდეთ გაცნობიერებული ეს გავლენა.“
54. 58-ე მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 58. მთავარი მოვლენა
1. კომისია საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე, საჯარო ადმინისტრაციული
წარმოების წესით განსაზღვრავს და 3 წელიწადში ერთხელ აქვეყნებს მთავარი მოვლენების
ნუსხას;
2. მთავარი მოვლენების საქართველოს სახელმწიფო ენაზე(ენებზე) ექსკლუზიური
მაუწყებლობა შეუძლიათ მხოლოდ ამ კანონის შესაბამისად ლიცენზირებულ/ავტორიზებულ
მაუწყებლებს.
3. დაუშვებელია მთავარი მოვლენების ექსკლუზიური საეთერო მაუწყებლობა, გარდა იმ
შემთხვევისა, თუ მთავარი მოვლენების ექსკლუზიურ მაუწყებლობას ახორციელებს, ამ
კანონის შესაბამისად ლიცენზირებული საეთერო მაუწყებელი, რომლის სამაუწყებლო ბადეც
ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის, უფასოდ.“
55. 61-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 61. მაუწყებლის საკუთრების გამჭვირვალეობა
1.მაუწყებელი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს
შემდეგი ინფორმაცია:
ა) შესაბამისობის დეკლარაცია;
11
ბ) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის, ან მაუწყებლობის ავტორიზაციის
შესახებ;
გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;
დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ;
ე) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;
ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ;
ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;
თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ.
2. მაუწყებელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას კომისიას
წარუდგენს არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა.
3. მაუწყებელი ასევე ვალდებულია გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია, თუ
მისი წილის ან აქციების მფლობელი, დამფუძნებელი, სხვა წევრი, ხელმძღვანელი,
შემომწირველი ან მათი ოჯახის წევრი იმავდროულად ფლობს:
ა) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის მფლობელის ან მაუწყებლობაზე
ავტორიზებული პირის წილს ან აქციებს;
ბ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის წილს ან აქციებს;
გ) საინფორმაციო სააგენტოს წილს ან აქციებს.
4. მაუწყებელი შესაბამისობის დეკლარაციას აქვეყნებს ინტერნეტის მეშვეობით საკუთარ
ვებგვერდზე.
56. 62-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მაუწყებელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია მისი
წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და
თანამდებობის
პირების
ცვლილების
შემთხვევაში,
შესაბამისი
ცვლილების
განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. მაუწყებელი ასევე ვალდებულია აღნიშნული
ინფორმაცია გამოაქვეყნოს ინტერნეტის მეშვეობით საკუთარ ვებგვერდზე.“
57. 63-ე მუხლის მე-3 პუნქტი ცამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მაუწყებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამის შინაარსზე.
წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამის შინაარსზე პასუხისმგებლობა კანონმდებლობით
დადგენილი წესით ეკისრება რეკლამის დამკვეთს.“
58.
64-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საერთო ან სპეციალიზებული, ასევე სათემო მაუწყებლობის არხზე რეკლამა ან
ტელეშოპინგი შეიძლება განთავსდეს პროგრამებს შორის. ამ კანონით დადგენილი წესით
რეკლამა ან ტელეშოპინგი შეიძლება განთავსდეს პროგრამაშიც, მაგრამ ისე, რომ
შენარჩუნდეს პროგრამის ფასეულობა.
59. 65-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
„1. მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ
რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში არანაკლებ 90
წამისა.“
12
60. 66-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საერთო მაუწყებელი, აგრეთვე სხვა მაუწყებელი,
რომელიც საკუთარ ეთერში
განათავსებს წინასაარჩევნო რეკლამას, ვალდებული არიან მათი მომსახურების ზონაში
მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად, მაგრამ
3 საათში არანაკლებ 90 წამისა განათავსონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის
მიერ წარმოდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა.“
61. 69-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.სპონსორს ან რეკლამის მიმწოდებელს ეკრძალება გავლენა მოახდინოს მის მიერ
დაფინანსებული პროგრამის შინაარსსა და ხანგრძლივობაზე, ან ჩაერიოს მაუწყებლის
სარედაქციო დამოუკიდებლობაში.“
62. 70-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 70. ანგარიშვალდებულება
1. მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების,
რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის შესაბამისობა საქართველოს
კანონმდებლობის მოთხოვნებთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან.
2.
მაუწყებლის
საქმიანობის
საქართველოს
კანონმდებლობასთან
შესაბამისობის
ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო
და
სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში
განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.
3. მაუწყებელი (გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა) არა უგვიანეს ყოველი წლის 1
მაისისა კომისიას წარუდგენს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს
საქართველოს
კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის
მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების
წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.
4. კომისია ადგენს ანგარიშგების ფორმებს. ანგარიშგების ფორმებში, გარდა ამ კანონით
განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია
მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან,
სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების
თაობაზე.
5. კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო ეს უკანასკნელი
ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და
კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების
შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ,
მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და
ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე
უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის
დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ არასწორი ან არასრული
ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად; მაუწყებელმა
მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინონ მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში,
13
თუ კომისიის მიერ არ არის განსაზღვრული სხვა ვადა. კომისია უფლებამოსილია,
საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების
შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
სანქციები.
63. 71-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის
გადაწყვეტილების
შეუსრულებლობის,
აგრეთვე
მაუწყებლის
მიერ
ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია
მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს.“
64. 71-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა მის მიერ ამ მუხლის პირველი
პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ
ვადაში აღმოუფხვრელობისათვის, ან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
დარღვევისათვის გაფრთხილების გამოყენებიდან 1 წლის განმავლობაში მის მიერ ახალი
დარღვევის ჩადენის შემთხვევაში.“
65. 71-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-4 პუნქტი:
„4. ლიცენზიის ან/და ავტორიზაციის გარეშე მაუწყებლობის განხორციელება ისჯება
კანონით.
66. 72-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 72. ჯარიმის ოდენობა და გადახდის წესი
1. ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია
მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით,
მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.
2. მაუწყებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების
ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის
ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მას დააკისროს ჯარიმა, არა უმეტეს მისი
წლიური შემოსავლის 1%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა, ან დაიწყოს
საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების მიზნით.
3. მაუწყებლის მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის
გაგრძელების ან/და მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის
განმავლობაში, ყოველი ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში,
კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა, არა უმეტეს მისი წლიური
შემოსავლის 3%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 10000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო
ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების მიზნით.
4. დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება მოტივებისა და საფუძვლების მითითებით,
გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში წერილობით ეცნობება მაუწყებელს.
5. ჯარიმა გადახდილი უნდა იქნეს დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების
მაუწყებლისათვის ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში.
14
6.მაუწყებლის მიერ დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის
შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
აღსრულების ეროვნული ბიურო. ჯარიმის თანხა ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტში.“
67. 75-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მაუწყებლები (გარდა საზოგადოებრივი და საეთერო მაუწყებელებისა), დამხმარე
ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის რადიოსიხშირეებით სარგებლობის
უფლებას საჭიროების შემთხვევაში მოიპოვებენ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული აუქციონის წესით, ლიცენზიის საფუძველზე.“
68. 76-ე მუხლის 25-ე პუნქტი ამოღებულ იქნას;
მუხლი 2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს
სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, N12, 1984 წელი, მუხ. 421) 1441-ე მუხლის პირველი ნაწილი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან
მინიჭების
გარეშე
რადიოსიხშირული
სპექტრით
სარგებლობა,
ელექტრონული
კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის
ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით
სარგებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
მუხლი 3. პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის ახორციელებენ
მაუწყებლობას, რომლისთვისაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად გათვალისწინებულია ავტორიზაცია, ვალდებულნი არიან ამ კანონის
ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში გაიარონ ავტორიზაცია „მაუწყებლობის შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
15
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში
ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ.
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
,,მაუწყებლობის
შესახებ”
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანა
განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012
წლის 11 აპრილის N1/1/468 გადაწყვეტილების შესაბამისად ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
საქართველოს სახალხო დამცველის საკონსიტუციო სარჩელი და არაკონსტიტუციურად იქნა
ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან
მიმართებით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის
სიტყვების “ლიცენზიის მფლობელი” ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადგენს საკაბელო
ქსელის საშუალებით მაუწყებლის ლიცენზირების ვალდებულებას და ასევე „მაუწყებლობის
შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვები „საკაბელო ქსელის“.
შესაბამისად, თუ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, ზემოაღნიშნული
გადაწყვეტილების მიღებამდე ითვალისწინებდა საკაბელო ქსელის გამოყენებით
მაუწყებლობის განსახორციელებლად ლიცენზიის გაცემას, საკონსტიტუციო სასამართლოს
მიერ 2012 წლის 11 აპრილის N1/1/468 გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მაუწყებლობის
განხორციელება საკაბელო ქსელის გამოყენებით აღარ ექვემდებარება ლიცენზირებას და
აღნიშნული საქმიანობა რეგულირების მიღმა დარჩა.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ
კონსტიტუციური დავის განხილვისას, არ იქნა შეფასებული საკაბელო ქსელით
მაუწყებლობის ლიცენზირების (როგორც რეგულირების ერთ-ერთი მექანიზმის) ყველა
შესაძლო ფორმა და სასამართლომ იმსჯელა საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის
განხორციელებისთვის მხოლოდ ლიცენზირების რეჟიმის დაწესების კონსტიტუციურობაზე.
ამავე გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ დავის საგანს არ წარმოადგენდა სახელმწიფოს
მხრიდან საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის განხორციელების რეგულირების
საკითხი და ეს სადაო არ გამხდარა მოსარჩელის, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოთავაზებული პროექტით გათვალისიწნებულია
მაუწყებლობის განსახორციელებლად (გარდა რადიოსიხშირული სპექტრით და
თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით
მაუწყებლობისა) ავტორიზაციის რეჟიმის შემოღება და შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან
სამაუწყებლო საქმიანობის მინიმალური რეგულირების საკითხი წინააღმდეგობაში არ მოვა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის N1/1/468
გადაწყვეტილებასთან.
წარმოდგენილი
კანონპროექტის
შესაბამისად,
ნაცვლად
ნებადამრთავი - ლიცენზირების რეჟიმისა, მაუწყებლობის (გარდა რადიოსიხშირული
სპექტრით და თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების
16
გამოყენებით მაუწყებლობისა) განხორციელების (საქმიანობის) რეგულირებისთვის შემოდის
შეტყობინებითი - ავტორიზაციის რეჟიმი, რომელიც არსებითად განსხვავდება
ლიცენზირების ნებადამრთავი რეჟიმისგან (მაგალითად, დაუშვებელია ავტორიზაციის
გაუქმება
ადმინისტრაციული
ორგანოს
ინიციატივით,
რასაც
ითვალისწინებდა
ლიცენზირების რეჟიმი)
შესაბამისი ცვლილება მზადდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში;
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი;
კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012
წლის 11 აპრილის N1/1/468 გადაწყვეტილების საფუძველზე და
ტექნოლოგიური
ნეიტრალიტეტის პრინციპის გათვალისწინებით სამაუწყებლო საქმიანობაზე (გარდა
რადიოსიხშირული სპექტრით და თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და
ორბიტალური სადგურების გამოყენებით მაუწყებლობისა) ავტორიზაციის რეჟიმის
შემოღება, რომელიც გულისხმობს მაუწყებლობის დაწყების მსურველი პირის მიერ,
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის შეტყობინებას მაუწყებლობის
დაწყების შესახებ, რაც კომისიას ავალდებულებს განახორციელოს რეალაქტი და
მაუწყებელი, მისივე შეტყობინების საფუძველზე დაარეგისტრირს მაუწყებლად უწყებრივ
რეესტრში. განსხვავებით ლიცენზირების რეჟიმისა, რომელიც მოიცავს კომისიის მიერ
საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული
მთელი რიგი პროცედურების განხორციელებას.
ავტორიზაცია მოიცავს მარტივ
პროცედურას, რომელიც სრულდება მაქსიმუმ 10 დღეში.
აღნიშნული
საშუალებას
მოგვცემს
დაცულ
იქნას
მომხმარებლის
(მაყურებლის/მსმენელის) კანონიერი ინტერესი, მაუწყებლობისთვის გამოყენებული
ტექნოლოგიის მიუხედავად (რადიოსიხშირე, თანამგზავრი, კაბელი, ინტერნეტ პროტოკოლი
და ა.შ) მაუწყებლისგან მიიღოს ისეთი მომსახურება, რომელიც არ შელახავს მათ კანონით
დაცულ უფლებებსა და ინტერესებს (იხ. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის VI
და VIII თავები: პროგრამული შეზღუდვები, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა
დაცვის შესახებ საქართველოს კანონით დაცული სიკეთეები, რეკლამის მიმართ წაყენებული
მოთხოვნები, საავტორო და მომიჯნავე უფლებები და ა.შ)
შესაბამისად
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
დაფიქსირდება, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
საფუძველზე ავტორიზაციის გარეშე მაუწყებლობის განხორციელება ისჯება საქართველოს
კანონმდებლობით;
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
თუ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია
ითვალისწინებს მაუწყებლობის განხორციელებას მხოლოდ ლიცენზიის საფუძველზე,
წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად, სამაუწყებლო საქმიანობის განხორციელებაზე
დგინდება ორი რეჟიმი: ლიცენზირება და ავტორიზაცია.
17
ლიცენზირებას ექვემდებარება მხოლოდ რადიოსიხშირული სპექტრის და ტელე ან
რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები
გამოყენებით მაუწყებლობის განხორციელება, ხოლო სხვა ნებისმიერი ტექნოლოგიის
გამოყენებით მაუწყებლობის განხორციელება ექვემდებარება ავტორიზაციას.
წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად, მაუწყებელი განიმარტა როგორც
საზოგადოებრივი მაუწყებელი, ლიცენზიის მფლობელი ან ავტორიზებული ფიზიკური ან
იურიდიული პირი, რომელიც საკუთარი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს
საკუთარი სამაუწყებლო ბადით განსაზღვრული სამაუწყებლო პროდუქციის გადაცემას,
რომელიც სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს ერთდროულად ხელმისაწვდომია
მაყურებლისთვის/მსმენელისთვის. მაუწყებლის აღნიშნული განმარტება შესაბამისობაშია
როგორც
”აუდიოვიზუალური მედია სერვისის შესახებ” ევრო დირექტივასთან, ასევე
„ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციასთან.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ტ) ქვეპუნქტში
შემოთავზებული ცვლილების გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს
კანონის იმ მუხლებში, რომლებიც ითვალისიწნებდა სამაუწყებლი ლიცენზიის
მფლობელების
უფლება-მოვალეობებს,
განხორციელდა
რედაქციული
ხასიათის
ცვლილებები და სიტყვები „ლიცენზიის მფლობელი“ შეიცვალა სიტყვებით „მაუწყებელი“,
გამომდინარე იქიდან, რომ შემოთავაზებული რედაქციით მაუწყებელი მოიცავს როგორც
ლიცენზიის მფლობელს, ასევე ავტორიზებულ პირს.
შემოთავაზებულ კანონპროექტში განიმარტა ავტორიზაციის ცნება, კერძოდ, კანონის
მე-2 მუხლს
ემატება ჰ16 პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს ავტორიზაციას, როგორც
მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის (გარდა საეთერო და თანამგზავრული სისტემების
მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით მაუწყებლობისა) რეგისტრაციას
კომისიის მიერ, ამ კანონით დადგენილი ერთიანი წესით.
რედაქციული ხასიათის ცვლილებები შევიდა საქართველოს კომუნიკაციების
ეროვნული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განმსაზღვრელ მუხლებში და
განისაზღვრა რომ კომისია ახორციელებს მაუწყებლობის ავტორიზაციას, ასევე
ზედამხედველობასა და კონტროლს როგორ სალიცენზიო, ასევე ავტორიზაციის პირობების
შესრულებაზე.
შემოთავაზებული პროექტით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება
2
36 -ე და 451 მუხლები, რომლებიც განსაზღვრავენ ავტორიზების ორგანიზებას და
ავტორიზაციის ერთიან წესს. კერძოდ, შემოთავაზებული დამატებების შესაბამისად,
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ახორციელებს მაუწყებლობის სფეროში
საქმიანობის ავტორიზაციას. ავტორიზაციის მიზნით მაუწყებლობის განხორციელების
მსურველი პირი მიმართავს კომისიას განცხადებით, რომლის ფორმასაც ამტკიცებს კომისია.
განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:
ა) ფიზიკური პირისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის
მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;
ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა,
იურიდიული
მისამართი
(ადგილსამყოფელი),
მეწარმეთა
და
არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები,
18
წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა
შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს;
გ) განსახორციელებელი მაუწყებლობის სახეობა (საერთო ან სპეციალიზებული), რომლის
ავტორიზაციასაც ითხოვს ავტორიზაციის მსურველი პირი;
დ) საქმიანობის მოკლე აღწერილობა;
ე) მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში.
განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების
რეესტრიდან, ფიზიკური პირის შემთხვევაში – საიდენტიფიკაციო შესაბამისი დოკუმენტის
ასლი;
ბ) შესაბამისობის დეკლარაცია.
განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ახორციელებს მაუწყებლის
ავტორიზაციას, ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რესტრში რეგისტრაციით. ავტორიზებულ
პირთა უწყებრივ რეესტრში შეიტანება შესაბამისობის დეკლარაციის მონაცემებიც და იგი
ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. ავტორიზებულ პირებზე 3 სამუშაო დღის ვადაში
გაიცემა ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან. მაუწყებლობის
ავტორიზაცია ხორციელდება განუსაზღვრელი ვადით. პირს უფლება აქვს დაიწყოს
მაუწყებლობა ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის დღიდან.
შემოთავაზებული რედაქციის 451 მუხლი ითვალისიწნებს ავტორიზებული პირების
ისეთ ვალდებულებებს, როგორიცაა საქართველოს კანონმდებლობისა და კომისიის
გადაწყვეტილებებისა და დადგენილებების შესრულება და დაცვა, თავის საქმიანობაში
პირთა უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, მაუწყებლობის
პროცესში კომისიისთვის ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების
დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება და ა.შ.
აღნიშნული მუხლის ასევე ითვალისწინებს ავტორიზაციის შეჩერების წესს. კერძოდ,
კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია:
ა) ავტორიზებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მის მიერ მითითებული ვადით;
ბ) საკუთარი ინიციატივით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირი ერთ
წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:
ბ.ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;
ბ.ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს
ნულოვან გაანგარიშებას;
ბ.გ) არ იხდის რეგულირების საფასურს.
ავტორიზაციის ზემოაღნიშნული ერთიანი წესი, მათ შორის ავტორიზაციის შეჩერების
რეჟიმი უკვე დადგენილია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს
კანონით (მუხლები 16; 17; 18; 191) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის
დაწყების მსურველთათვის და „მაუწყებლიბის შესახებ“ საქართველოს კანონშიც დგინდება
ანალოგიური შინაარსის მოთხოვნები.
აღსანიშნავია, რომ შემოთავაზებული პროექტი არ ითვალისწინებს კომისიის მიერ
ავტორიზაციის გაუქმების პროცედურებს. ერთადერთ შემთხვევას, როდესაც კომისია
უფლებამოსილია გააუქმოს ავტორიზაცია, წარმოადგენს თვითონ ავტორიზებული პირის
19
მოთხოვნა. ამავე დროს, ავტორიზაციის გაუქმება არ აბრკოლებს პირს, ხელახლა გაიაროს
ავტორიზაცია კანონით დადგენილი წესით.
შემოთავაზებული ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ცვლილებებს „მაუწყებლობის
შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლში, რომელიც ეხება ჯარიმების ოდენობასა და
გადახდის წესს.
გამომდინარე იქიდან, რომ შემოთავაზებული რედაქციის ცვლილებებით, კანონი არ
ითვალისიწნებს ავტორიზებული მაუწყებლის მიერ კანონმდებლობის დარღვევის ჩადენის
შემთხვევაში ავტორიზაციის გაუქმებას, 72-ე მუხლში განსახორციელებელი ცვლილებებით
შემოთავაზებულია მაუწყებლის მიერ დარღვევის ჩადენის შემთხვევაში სანქცირების
მრავალეტაპიანი სისტემა. კერძოდ, პირველი ჯარიმა ითვალისწინებს მაუწყებლის
დაჯარიმებას, მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500
ლარისა. მაუწყებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის
გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის
დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მას დააკისროს ჯარიმა, არა
უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ის ოდენობით (მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს
3%-ის ოდენობას), მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული
წარმოება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების მიზნით. მაუწყებლის მეორედ დაჯარიმების
შემდეგ, მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და მეორედ დაჯარიმების
შემდეგ, მაგრამ პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ყოველი ახალი
ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია
დამრღვევს დააკისროს ჯარიმა, არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 3%-ის ოდენობით,
მაგრამ არანაკლებ 10000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება
ლიცენზიის მოქმედების შეჩერების მიზნით (ლიცენზიის შეჩერებასთან დაკავშირებული
ნორმა ვრცელდება მხოლოდ იმ მაუწყებლებზე, რომლებიც მაუწყებლობას ახორციელებენ
რადიოსიხშირული სპექტრით და ტელე რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების
მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით); მსგავსი რეგულაციებია ასევე
დადგენილი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით (მუხლი 45)
ავტორიზებული პირების სანქცირებასთან დაკავშირებით.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2012
წლის 11 აპრილის N1/1/468 გადაწყვეტილების მიღების შემდგომ საკაბელო ქსელის
გამოყენებით მაუწყებლობის განხორციელება აღარ ექვემდებარება ლიცენზირებას,
კანონპროექტის შემოთავაზებული რედაქციით პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების
მომენტისათვის ახორციელებენ მაუწყებლობას, რომლისთვისაც „მაუწყებლობის შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილია ავტორიზაცია, ვალდებულნი არიან ამ კანონის
ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში გაიარონ ავტორიზაცია „მაუწყებლობის შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლი
ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობის ან
მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის, ელექტრონული
კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობის ან ულიცენზიოდ, ნებართვის
ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით
20
სარგებლობისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს
კანონში
განხორციელებული
ცვლილება-დამატებებით
მაუწყებლობის
განხორციელებისთვის დგინდება ლიცენზიასთან ერთად, ასევე ავტორიზაციის რეჟიმი,
შემოთავაზებული ცვლილების პროექტით განისაზღვრა პასუხისმგებლობა მაუწყებლობის
სფეროში როგორც ულიცენზიოდ, ასევე ავტორიზაციის გარეშე საქმიანობისთვის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება.
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
შემოთავაზებული პროექტით „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 72–ე მუხლს ემატება პუნქტი
(მე–3), რომლის მიხედვითაც მაუწყებლის მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მის მიერ დენადი
ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი
დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ყოველი ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის
ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა, არა უმეტეს
მისი წლიური შემოსავლის 3%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 10000 ლარისა, რამაც
შესაძლებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გავლენა იქონიოს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები;
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახეალმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;
კანონპროექტის მიღება არ გააუარესებს იმ პირთა მდგომარეობას, რომლებზეც ვრცელდება
მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი);
კანონრპექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებლებს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს, მათში მოცემული
დეფინიციები შესაბამისობაშია როგორც აუდიოვიზუალური მედია სერვისის შესახებ ევრო
21
დირექტივასთან,
კონვენციასთან.
ასევე
„ტრანსსასაზღვრო
ტელევიზიის
შესახებ“
საერთაშორისო
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან;
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის შემუშავებაში არ მიუღიათ მონაწილეობა არასახელმწიფო, საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულებებს, ექსპერტებს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტების შეფასება.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები ზვიად კუკავა და
თეიმურაზ წურწუმია
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები ზვიად კუკავა
და თეიმურაზ წურწუმია
22