„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.05.2012
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: კ.ანჯაფარიძე, ზ.კუკავა, პ.კუბლაშვილი
ნომერი
#07-3/605/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-05-07
ბიუროს ნომერი 244

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
bJJJdUl0tqnL Jl6qJail66lll, bflI6nb aJqlFUcil0llqJbl 6n6a J6[1qfl Jd0lll, Jdnild6llb aJ6bllqcfl L Jdnt)ilqrd[], qJEUJbllL ?il1'Jbtb 7 0.,.1".2012 $xq" ojSo N 2aa ,,oJnrvrsgo2q-lrr0dn&6o b,>JSooSoboLr g3qoqnlob ?n$r5ob oornlst6", qnjt tn g3qnqXlotr tg$u6oL ?gtrobn}"' brJr6ogXbrT 3oq6jUto g3qoqgloLr op6oqoXq L.r3oortros,jo0o$3$o 5 - 8 o35olo 293v'lro-lo36oLo ,,t )prStiAp LL\"aAr\,l r$&-so[ ffiqd.ro,r RJOapl$ q] laac]]RrJ'l o50ts6q3rxrl, JgJo600o J@OOa&,, r+,Aga 4r,rar6" ev"seratR* L.: Jrr6or3lg1rT b J.:drq ;3n5$ob bo76r'r sp616 [r: b.:lcrlor;1;;g,ob Jorrrq.:035$oL Jr'rao000aabr Rr LrJD6'{')aJ5$r'r 3<4ri3o1}?. Jd)oflJOoL 6;5boq3o e.lng5ri,"5t'rr63;$olqo rd$ol' L,r;lo6ot3lqoL Jodrq'o0n56ot-r )- o.,3336pm0,:r6ol-r Jor63Xqo 3r'r'>p6oq3 1.1 v 0obnoq 3.>|.:3rr4or5o
წერილი
l,JdJ608Cs3glU JJ6RJA05O0l, 9CBd,0 Uq#6,<r4Cqxd, Jvr,q,rAgfuoL .>J.>16*Jolt l$(,rl'ar6otr0(,(.r (,CJr66,:agE)oL gg6c rl, C<A\)crE C(,rC6, b3o!6sodCl., drq$!5er6o Co,C6,, Urj.>Ooryqxrb 3o6b6o3g6cnU 67-C A3bq,oll orr6rb0rq $rftAo6oa.o66ot bCr6o4Cqx'l1, .rl6q,racfuou ft6Qaob: 3 i&x)tsvffiou, 3gr.3.>3rb qpr J. Jubq,r03oq,ol., Ao36 lD3r6<'r6aq-oCbqxr o6.Eo50.Boll $3lrlqr 0<'r0trq6agq' 315r'16olr Jfx'rglrJU:,,r'BCd,t0qCq,+)AdC0fm lrldAorer6ou 0cbibCb 3$ofikr @q,oq,Cbcf, 0COD6ol., orx'trrtC", t$d&6/o8Nxrb ljoLbqr Urauqoq,olt JaedUAo 6gq,oq,C6oL 0CO,)5o1, OCbrbC8", lrq#d,q6Cq'ot tri:bqnlt trrar6ore,ob t$#x',OC&'r Js,eCdroo o3q'oq'CoobAC0i6ob 0drrb,C'. 6cr,b<'r3ol, tCAr'rco rqEcrBECq, Jr6o6ol., J6,odOL 0ol.63or ts3Lsbs6oln AQqlqxrb.>. $ @Gttun. ' gJ@<'O4 JgoCoLoCooor, 3$qo.$Xr$rtffiJ tso.,qr JUBar /+- ( J€q'C Jobq,so3oq'o '-L"lt"a
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1 „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 61) მე-7 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტარდება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით. ბრძანებას პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე გასცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გამოძიების ადგილის ან განაჩენის გამოტანის ადგილის მიხედვით. შუამდგომლობას, მისი მიღებიდან არა უგვიანეს 24 საათისა, პროკურორის მონაწილეობით (უშუალოდ ან დისტანციურად ტექნიკური საშუალებების გამოყენებით), განიხილავს მოსამართლე დახურულ სასამართლო სხდომაზე. შუამდგომლობისა და დართული მასალების განხილვის, პროკურორის განმარტებების მოსმენის შემდეგ მოსამართლე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) გასცემს ბრძანებას ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ; ბ) გამოიტანს დადგენილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომელთა ჩატარებაც საჭიროებს მოსამართლის ბრძანებას, გადაუდებელი აუცილებლობისას, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს საქმისათვის (გამოძიებისათვის) მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან შეუძლებელს გახდის აღნიშნული მონაცემების მოპოვებას, პროკურორის მოტივირებული დადგენილებით შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშე. ასეთ შემთხვევაში პროკურორი ვალდებულია ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების დაწყებიდან 12 საათში (ხოლო თუ ამ ვადის ამოწურვა ემთხვევა არასამუშაო დროს, მაშინ ამ დროის გასვლიდან არა უგვიანეს ერთი საათისა) მიმართოს შუამდგომლობით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ტარდება აღნიშნული ადგილის მიხედვით, მოთხოვნით. სასამართლო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, ან გამოძიების ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების დაკანონების ვალდებულია პროკურორის შუამდგომლობა განიხილოს მისი წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში, დახურულ სასამართლო სხდომაზე, რომელშიც პროკურირი მონაწილეობს უშუალოდ ან დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. პროკურორის განმარტებების მოსმენის შემდეგ მოსამართლე ამოწმებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების კანონიერებას, ასევე აღნიშნული ღონისძიების ჩატარების გადაუდებელ აუცილებლობას და გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დადგენილება: ა) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების კანონიერად ცნობის შესახებ; ბ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების უკანონოდ ცნობის, მისი შედეგების გაუქმებისა და ამ ღონისძიებით მოპოვებული მონაცემების განადგურების შესახებ.“. მუხლი 2 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელება გამოწვეულია ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის სრულყოფის აუცილებლობით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ხარვეზის აღმოფხვრა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტით წარმოდგენილი ცვლილებებით, მოსამართლე პროკურორის შუამდგომლობას ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების თაობაზე ან გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების დაკანონების შესახებ განიხილავს დახურულ სხდომაზე, რომელშიც პროკურორი მონაწილეობს უშუალოდ ან დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას და შესაბამისად, არ ადგენს მის ოდენობასა და გადახდის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. მრავალმხრივი საერთაშორისო დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: saqarTvelos parlamentis wevrebi: k. anjafariZe, z. kukava, p. kublaSvili. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: saqarTvelos parlamentis wevrebi: k. anjafariZe, z. kukava, p. kublaSvili.