საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.05.2012
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: კ.ანჯაფარიძე, ზ.კუკავა, პ.კუბლაშვილი
ნომერი
#07-3/605/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
III მოსმენა
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-05-07
ბიუროს ნომერი 244

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 44-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყაალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. თუ მსჯავრდებული უარს განაცხადებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაზე ან ჯიუტად თავს აარიდებს მას, ეს სასჯელი შეიცვლება, ჯარიმით, თავისუფლების შეზღუდვით ან თავისუფლების აღკვეთით. ამასთანავე, დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული თავისუფლების შეზღუდვის ან გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის იხდიდა თავისუფლების სასარგებლო ამ სასჯელს, ჩაითვლება აღკვეთის ვადაში, შემდეგი შრომის ხუთი საათი – თავისუფლების შეზღუდვის ერთი დღე, თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.“. 2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 671 მუხლი: ,,მუხლი 671. სამოქალაქო შეთანხმება 1. პირობით მსჯავრდებულისათვის, 67-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ორგანოს მიერ პირობითი მსჯავრის გაუქმება და ნასამართლობის მოხსნა შესაძლებელია გამოსაცდელი ვადის ნახევრის გასვლამდეც, თუ მსჯავრდებულთან პროკურორს გაფორმებული აქვს სამოქალაქო შეთანხმება და მსჯავრდებულმა ჯეროვნად შეასრულა სამოქალაქო შეთანხმებით განსაზღვრული მოვალეობები და ამავდროულად არ არსებობს 67-ე მუხლის მე-2 - მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული საფუძვლები. 2. პროკურორს შეუძლია პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევის გათვალისწინებით მასთან გააფორმოს სამოქალაქო შეთანხმება, თუ მას აქვს სურვილი და შესაძლებლობა გარკვეულ სფეროში საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს სხვებს. სამოქალაქო შეთანხმებით განისაზღვრება პირობით მსჯავრდებულის მოვალეობები და დრო რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულდეს აღნიშნული მოვალეობები და რომლის გასვლის შემდეგაც პირობით მსჯავრდებულს შეიძლება გაუუქმდეს პირობითი მსჯავრი და მოეხსნას ნასამართლობა. 3. სამოქალაქო შეთანხმებით, პირობით მსჯავრდებულის მიერ ნაკისრი მოვალეობების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს პრობაციის ბიურო, რომელიც პერიოდულად პროკურორს წარუდგენს ინფორმაციას შეთანხმების პირობების შესრულებასთან დაკავშირებით.“. 3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3672 მუხლი: ,,მუხლი 3672. ნაფიცი მსაჯულის და მსაჯულობის კანდიდატის მიერ სასამართლოს შეცდომაში შეყვანა ნაფიცი მსაჯულის ან მსაჯულობის კანდიდატის მიერ, მისი ნაფიც მსაჯულობასთან შეუთავსებლობის შესახებ სასამართლოსათვის ინფორმაციის წარუდგენლობა, ან შეგნებულად მცდარი ინფორმაციის წარდგენა,ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. მუხლი 2 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტით გამოწვეულია წარმოდგენილი ,,საქართველოს ცვლილებების სისხლის განხორციელება სამართლის კოდექსის“ სრულყოფის წარმოადგენს საქართველოს სისხლის აუცილებლობით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანს სამართლის კოდექსში არსებული ხარვეზის აღმოფხვრა და ახალი რეგულაციების დამატება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტით წარმოდგენილი ცვლილებებით, პირს რომელიც თავს აარიდებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ეს სასჯელი შეიძლება შეცვალოს ჯარიმით. პროექტით სისხლის სამართლის კოდექსში შემოდის ახალი ინსტიტუტი სამოქალაქო შეთანხმების სახით, რომელიც პირობით მსჯავრდებულებს აძლევს შანსს ვადაზე ადრე მოხდეს მათი გამოსაცდელი ვადის გაუქმება და ნასამართლობის გაქარწყლება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას და შესაბამისად, არ ადგენს მის ოდენობასა და გადახდის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. მრავალმხრივი საერთაშორისო დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: saqarTvelos parlamentis wevrebi: k. anjafariZe, z. kukava, p. kublaSvili. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: saqarTvelos parlamentis wevrebi: k. anjafariZe, z. kukava, p. kublaSvili.