„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.05.2012
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ ანჯაფარიძე, პავლე კუბლაშვილი და ზვიად კუკავა
ნომერი
#07-3/607/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-05-07
ბიუროს ნომერი 244

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
qIE'tCllll, ?ill,jb0l 7 tuoLo. 2012 $Xqo oJ0o N 24a oXr6oqojq lrs,.loolrrs JoAoOC$o 290coto-1o35oto ltti,l I i6.lrt) t).1) rtl 5 - 8 o36olm 'l'{,,fi.,trt! lr bPoilr I'J ,r.,$til|A\ n a,/,.ot ^$4/16' &'dPA'4,rJr(.a L.>Jrt4ot3nqob J116,{.)0n5$oL boit6o sq635b: g16.>j6o;3?o L;;Jrr6or3;rqoL J;16rqr365$otr JoAoOCOSALT Pr brJ;r6qo3n5$r'r Jt6r'rXJ6oL 6,:5boq3s Rro$'Uob 5r'rr63;$olqo rJ6olr LrJ;rtror33qt'rL J.:r6qo0n5$ob 1 rnr33.ppo3rr6oL Jor63nq'o 0rn;p6oq'X tl' ll Sobgoq 3s|;3s16or5o
წერილი
l, JJd,RJA0GO0I, 90360 t tC.r6,oUCqx,,l, &6q,r636Job rJrdrsrJoL bur66.>6ob.trm q-oCJcdt6.>agfuob ggOrdit j.>gbr6o6 9orgt6 Lgo.>6xrdXb Crq'arj(.)6o co,c6,' tDj,>6Dg9q,ou Jo6\).,OU0.nL 67-9 Ag\,<tlt or6rMrq, $rt50o6oqr6g6or J. lr.>jrt6o6gq,r'rl-r $6rq,rAC60ob $33dtgbob: J. !6x€i(tuou, 3a3.>3.:ls t. qt ru6q,r0goq,ot, 0q6 l$3rer6aq,Cbqxl o6clooqJrBou $Cl.,r,o, aoatrqocloe, a$qO brj.>6omqx'ru 3rtu66o 3$r'r6ob Jt6r'rglgU: ,trrbCq,Afi,Bo AJODEdJ ./rr.r8itC qD .ltrjrf,oBcq,a ., 3rtu6o Lsa<'rjtq'rCo htigohDolr 0ifuoorr6C6olr t ir0C6ocrt, ACt rW" 6o$<'13or, $g0oor ie6offiCq' 3s6o6oL Jt6<'rgj6b 0ol43or Eglt.:O.:Oob 0bgqrgqmbr. prdvtuxr: , JqJo3oltggdnor, JrbrbC6, rEX€YffiC $ooJeJrlrrot { $,q,CJU.qD...*,o '*f E a
საქართველოს კანონის პროექტი
კანონპროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 16.06.2004, მუხ. 50) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: 1. მე–3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. სამოქალაქო რეესტრი სამოქალაქო რეესტრი არის საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაციის, მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის რეგისტრაციის მონაცემთა სისტემური ერთობლიობა.“; 2. მე-10 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტო;“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტო აწარმოებს ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ სამოქალაქო რეესტრს.“; 3. მე-11 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ეროვნული სააგენტოს, სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოსა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ საქმიანობის მეთოდურ ხელმძღვანელობას და მათ მიმართ სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქციების შესრულებას;“; 4. 121 მუხლი ამოღებულ იქნას. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სახელმწიფო რეეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავების აუცილებლობა განაპირობა „სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით შემუშავებამ, რომელიც დარეგულირდება სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოსთან დაკავშირებულ ყველა სახის ურთიერთობები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ფუნქციების და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხების რეგულირებას „სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონით და აღნიშნულით თავიდან ერთი დაწესებულების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების სხვადასხვა კანონით რეგულირების ფაქტის თავიდან აცილებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს „სამოქალაქო რეესტრის“ ტერმინის დაზუსტებას, რათა აღნიშნულ ტერმინში გაერთიანდეს სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ აღრიცხულ და შენახულ მონაცემთა ყველა ბაზა. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სამოქალაქო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს განსაზღვრას და ადგენს, რომ სამოქალაქო რეესტრის მწარმოებელი ორგანო არის სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტო. პროექტი ითვალისწინებს კანონის 121 მუხლის ამოღებას, რომელში შემავალი ნორმები გათვალისწინებული იქნება „სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჟეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჟეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. 2 ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: არ ითვალისწინებს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს იმ პირებისათვის, რომლებზეც ვრცელდება კანონი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა რაიმე სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ ანჯაფარიძე, პავლე კუბლაშვილი და ზვიად კუკავა დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კახაბერ ანჯაფარიძე, პავლე კუბლაშვილი და ზვიად კუკავა 3