„სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.05.2012
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ ანჯაფარიძე, პავლე კუბლაშვილი და ზვიად კუკავა
ნომერი
#07-3/607/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
III მოსმენა
✓ 67 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-05-07
ბიუროს ნომერი 244

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
კანონპროექტი საქართველოს კანონი სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო ეს კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) სამართლებრივ სტატუსს, მისი ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს და მიმართულებებს, სააგენტოს ურთიერთობას სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან. მუხლი 2. სააგენტოს სამართლებრივი სტატუსი სააგენტო არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. მუხლი 3. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, სააგენტოს დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. თავი II ძირითადი დებულებები მუხლი 4. სააგენტოს მიზნები და ძირითადი ფუნქციები 1. სააგენტოს მიზნებია: ა) სახელმწიფო მომსახურებების განვითარების ხელშეწყობა, ახალი და ინოვაციური სერვისების დანერგვა; ბ) ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პროექტებისა და რეფორმების მხარდაჭერა; გ) სამოქალაქო რეესტრის წარმოება და მისი მუდმივი სრულყოფა; დ) ამ კანონითა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების ეფექტური განხორციელება. 2. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია: ა) საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირთა აღრიცხვისა და დოკუმენტირების 4 მოწესრიგებული სისტემის შექმნა, მისი შეუფერხებელი ფუნქციონირება და შესაბამის მონაცემთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით ბ) სახელმწიფო მომსახურებების სრულყოფასა და ეფექტურობის გაზრდაზე ორიენტირებული იდეების ინიცირება და განხორციელების ხელშეწყობა; გ) ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე, განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების ინიცირება და განხორციელება; დ) სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მხარდაჭერა, მათი საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით; ე) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია, სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის გაცემა; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა; ზ) საქართველოს მოქალაქეობის დადგენა, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, აღდგენისა და შეწყვეტის საკითხების განხილვა და შესაბამისი დასკვნების გაცემა; თ) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა; ი) მოქალაქეობის ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა; კ) ბინადრობის ნებართვისა და ვიზის გაცემა; ლ) საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება და აღრიცხვიდან მოხსნა; მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ემიგრაციის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა, უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა; ნ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი, საქართველოში გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება; ო) კანონით დადგენილი წესით, მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდება; პ) სააგენტოს მიზნების მისაღწევად საჭირო სხვა ფუნქციებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 3. სააგენტო უფლებამოსილია, ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული ფუნქციების გარდა, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე განახორციელოს სხვა საქმიანობა (მომსახურება), თუ აღნიშნული საქმიანობა (მომსახურება) არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. 4. სააგენტოს უფლებამოსილება (მომსახურება) ან უფლებამოსილების (მომსახურების) განსახორციელებლად საჭირო ცალკეული მოქმედება შეიძლება განახორციელოს სხვა ადმინისტრაციულმა ორგანომ სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების, საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 5. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სააგენტოს უფლებამოსილებას (მომსახურებას) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან 5 საკონსულო დაწესებულების საკონსულო თანამდებობის პირი (შემდგომ – საკონსულო თანამდებობის პირი) ახორციელებს სააგენტოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. საკონსულო თანამდებობის პირის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესი და დელეგირების ფარგლები განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. მუხლი 5. ადმინისტრაციული ორგანოების მხარდაჭერა სააგენტოს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოსთვის მხარდაჭერის პირობები შეიძლება დადგინდეს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით ან/და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით. მუხლი 6. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურება და მომსახურების საფასური 1. მომსახურება არის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ და „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონების, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობა. 2. საფასური არის სააგენტოსა და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დადგენილი სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. 3. სააგენტოსა და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადები და ამ მომსახურებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობები, საფასურის გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით ან/და ხელშეკრულების საფუძველზე. მუხლი 7. სააგენტოს მართვა და ხელმძღვანელობა 1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. სააგენტოს თავმჯდომარე წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში და ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ უფლებამოსილებებს სააგენტოში. 2. სააგენტოს თავმჯდომარის ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება სააგენტოს დებულებით. 3. სააგენტოს თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს მოადგილეები. მუხლი 8. სააგენტოს სტრუქტურა და ტერიტორიული სამსახურები 1. სააგენტომ თავისი უფლებამოსილებები შეიძლება განახორციელოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. 2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სამსახურების 6 დასახელება და უფლებამოსილების განხორციელების წესი, აგრეთვე სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 3. სააგენტოს უფლებამოსილების სფეროში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, სააგენტოს თავმჯდომარის მიერ შეიძლება შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შესაძლებელია მოწვეული იქნენ სხვა ადმინისტრაციული ორგანოს, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, შესაბამისი სფეროს ექსპერტები და სპეციალისტები. მუხლი 9. სააგენტოს ქონება და შემოსავლები 1.სააგენტოს საკუთარი მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად აქვს ქონება, რომლის ფორმირების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება სააგენტოს ბალანსზე. 3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები; ბ) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასური; გ) ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი; დ) კრედიტები და გრანტები; ე) შემოწირულებების სახით მიღებული შემოსავლები; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 4. სააგენტოს, მისი მიზნების და ამოცანების განსახორციელებლად უფლება აქვს გასცეს მიზნობრივი გრანტი. სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. მუხლი 10. სააგენტოს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლი სააგენტოს საქმიანობაზე კანონმდებლობით დადგენილი კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. წესით სახელმწიფო მუხლი 11. სააგენტოს საქმიანობის შეწყვეტისა და ლიკვიდაციის წესი სააგენტოს საქმიანობის შეწყვეტა და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი III გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 12. გარდამავალი დებულებები 1. სააგენტო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 7 უფლებამონაცვლე. სააგენტოს გადაეცემა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქონება და ფინანსური საშუალებები. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს რეორგანიზაცია. მუხლი 13. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 8
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადების მიზეზია ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს შექმნის საჭიროება, რომლის საქმიანობის ძირითადი მიზანი იქნება სახელმწიფო მომსახურებების განვითარების ხელშეწყობა, ახალი და ინოვაციური სერვისების დანერგვა და ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პროექტებისა და რეფორმების მხარდაჭერა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნა, რომლის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულება იქნება სახელმწიფო მომსახურებების განვითარების ხელშეწყობა და ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პროექტებისა და რეფორმების მხარდაჭერაზე. აღნიშნული საქმიანობისას კი სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტო დაეყრდნობა სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გამოცდილებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონის პროექტით იქმნება ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტო, რომელიც წარმოადგენს სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს უფლებამონაცვლეს და სამოქალაქო რეესტრის წარმოების გარდა განახორციელებს ქვეყნის სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი განვითარების მხარდაჭერას. კანონპროექტით რეგულირდება სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს მიზნები, ძირითადი ფუნქციები, მართვასა და სტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: 9 კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გაწევას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას და შესაბამისად არ ადგენს მის განსაზღვრის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროეტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრვ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: 10 ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ ანჯაფარიძე, პავლე კუბლაშვილი და ზვიად კუკავა დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:საქართველოს ანჯაფარიძე, პავლე კუბლაშვილი და ზვიად კუკავა პარლამენტის წევრები: კახაბერ 11