„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.05.2012
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: კ.ანჯაფარიძე, ზ.კუკავა, პ.კუბლაშვილი
ნომერი
#07-3/609/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-05-07
ბიუროს ნომერი 244

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
qJ6'UCblll, ?ill,ibilI 7 axrto, 2012 $xqo ojao M 2aa tgr6on16o L.>,;s5r'rSSgnbqgr oj$?o g3qoqgloL ?n$r5oL o'>rT lotn" (07-3160'9; 0405202) trr;lo16o3XqmL d)5r,l5o1., Jdtr,l1d$o,,lrojo6o3gqob -- ' tsj. laqsaxs$oL $6axlo: l,Jj. I6Rracs6ol Scc6cJo: J J. r5t qr6.dC, t. ,11Pao' J ,6lqr?3oq" 3. .63gJ1l6od6, t ;ap3r, "tXr'qsa3rqo olr4oqoXq lr.r3oorbors ;o&$2$o 290cob-lo35o1ro 5 - 8 o35oto -.h6"t'tr"r',"rtP.^r,E- pe,\bfia ^oaeaar 4J,rU6r'trrJ(PJdr A brJr<6or3nqob J;<6rq.:3n5$ob do2<6o sq635b: b;,'lo16or3gqrT L .irdrq'oAC50ob JoAoO0O0dl,r Rr Lr)r613oA050c) qy6.rJ6o;d?rr pon$3,'rl, 5ort63;$olqo oJ$oL J6r'rnJ$ob 615boq3r l-r; jc<4or33qmb Jr<vrqrBXS$otr or.'g8ypoSodrotr Jo<rr3Xqo Uorq6oqX 6 * 3ob6oq Oslr3r16ot 5o \/-
წერილი
l,JdJd,03CsP gll, ;J6RJOC5O0l, 9C360 btCr6oBCqx',b Ji6q,rA9fuob S.:Oqlolr b.y,ttt6$o\cxr qrCJ.:t<r6.>43fu oU ggrfi'rlir C!q,6\5(')6 csrcd, L3olEvdcl, $:q$\)t'l6o CorCdr, b.>jy9o69q,ttL 3crElyrr5grnU 67-3 ag\,oU olrr6rMrq, $rr6Aer6oag696or Ut#f,or3Cq}(,lt, Jr6q,q6ool, $Ad,COdr: 3. r6jgrgyffi,L, J. Jel)3rl.,r 3g6q,.>03oqld 0ogO lr.>3,:0o6Aq'Cbqx" o6o0cDor8dr Soboo A,rAtrqr3ogq, 316('16(l., ,:rxrg|{3b,,U.:jrt+loBcq,('lL tx'r6ogor ls3.>6cl6Aq60g,r vjgAo o8qr,q'cbob ACOtr,) t. er otre$.>$g" . 6otbo3or, $gAoo rq6o6e3ql 3c&'r6ob J6oal6U ao\3gor BgU$,:aobo Ahq,Cq,c,b.). Jgo3ollgg0oor, Jrb$C6 r6xrgr6oq $oora Jur€r l, J€q,C Juoq,rAgoq'o
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1 „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 146 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კერძო აღმასრულებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც საჯარო უფლებამოსილებას – სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. კერძო აღმასრულებელთა რეესტრს აწარმოებს აღსრულების ეროვნული ბიურო.“. 2. 148 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კერძო აღმასრულებელზე სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიას გასცემს აღსრულების ეროვნული ბიურო.“. 3. 149 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ვ“ ქვეპუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) რომელსაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაუუქმა სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია, გარდა ამ კანონის 1414 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“; ბ) „ი“ ქვეპუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) რომელსაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაუუქმა სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია ამ კანონის 1414 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით და ლიცენზიის გაუქმებიდან არ გასულა 1 წელი.“. 4. 1410 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფიზიკური პირი სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად განცხადებით მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელიც 5 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამუშაო ადგილის შეცვლის შემთხვევაში კერძო აღმასრულებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის თაობაზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს და წარუდგინოს მას ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.“. 5. 1411 და 1412 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1411. კერძო აღმასრულებლის რეგისტრაცია კერძო აღმასრულებელთა რეესტრში და მის მიერ სააღსრულებო საქმიანობის დაწყება 1. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კერძო აღმასრულებელი აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს: ა) სამსახურებრივ ბეჭედს (რომელზედაც აღინიშნება კერძო აღმასრულებლის სახელი და გვარი და კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის ნომერი) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებულ ხელმოწერის ნიმუშს ; ბ) ბანკში საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშის გახსნის დამადასტურებელ დოკუმენტს და ამ ანგარიშის ნომერს; გ) სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს; დაზღვევის ოდენობასა და პირობებს ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის წარდგენის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ახორციელებს კერძო აღმასრულებლის რეგისტრაციას კერძო აღმასრულებელთა რეესტრში, რის შემდეგაც კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია დაიწყოს სააღსრულებო საქმიანობა. კერძო აღმასრულებელთა რეესტრის ფორმასა და წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. მუხლი 1412. სტატისტიკური ინფორმაციის წარდგენა კერძო აღმასრულებელი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 თებერვლამდე, აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგინოს სტატისტიკური ინფორმაცია თავის წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმეების შესახებ.“. 6. 1413 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროცესის მწარმოებელი ორგანო/პირი კერძო აღმასრულებლის ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, აცნობოს ამის თაობაზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს. 4. კერძო აღმასრულებლისათვის სააღსრულებო საქმიანობის უფლების შეჩერების თაობაზე შესაბამისი ჩანაწერი აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეაქვს კერძო აღმასრულებელთა რეესტრში. თუ აღმოიფხვრა კერძო აღმასრულებლისათვის სააღსრულებო საქმიანობის უფლების შეჩერების საფუძვლები, აღსრულების ეროვნული ბიურო აუქმებს შესაბამის ჩანაწერს, რის შემდეგაც კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია გააგრძელოს სააღსრულებო საქმიანობა.“. 7. 1414 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) კერძო აღმასრულებლის წერილობითი განცხადება თავისი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, რომელიც წარედგინება აღსრულების ეროვნულ ბიუროს;“. 8. 1415 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კერძო აღმასრულებლისათვის ამ კანონის 1413 ან 1414 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააღსრულებო საქმიანობის უფლების შეჩერებისას ან სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისას მის წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმეების აღსრულებას უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიურო ამ კანონით დადგენილი წესით. აღსრულების ეროვნული ბიურო მიღებული საქმეების აღსრულებას განაგრძობს კერძო აღმასრულებლის მიერ განხორციელებული ბოლო სააღსრულებო მოქმედებიდან.“. მუხლი 2 „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №46, 22.12.2009, მუხ. 346) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სანოტარო ბიუროს იურიდიული მისამართის შეცვლის შემთხვევაში ნოტარიუსი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის თაობაზე საქართველოს ნოტარიუსთა პალატას.“. 2. მე-16 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ნოტარიუსი თანამდებობაზე დანიშვნიდან 2 თვის ვადაში საქართველოს ნოტარიუსთა პალატას წარუდგენს: ა) სამსახურებრივ ბეჭედს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებულ ხელმოწერის ნიმუშს; ბ) სავალდებულო პროფესიული დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს; გ) დოკუმენტს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციით“ დადგენილი წესის შესაბამისად აღჭურვილი სანოტარო ბიუროს მფლობელობის/საკუთრების თაობაზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის წარდგენის შემდეგ საქართველოს ნოტარიუსთა პალატა დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ახორციელებს ნოტარიუსის რეგისტრაციას საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრში და ანიჭებს ნოტარიუსს ელექტრონული სანოტარო რეესტრის ხელმისაწვდომობის უფლებას, რის შემდეგაც ნოტარიუსი უფლებამოსილია განახორციელოს სანოტარო საქმიანობა.“; ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-17 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროცესის მწარმოებელი ორგანო ნოტარიუსის ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, აცნობოს ამის თაობაზე საქართველოს ნოტარიუსთა პალატას. 3. ნოტარიუსისათვის სანოტარო საქმიანობის უფლების შეჩერების თაობაზე შესაბამისი ჩანაწერი საქართველოს ნოტარიუსთა პალატას შეაქვს საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრში. თუ აღმოიფხვრა ნოტარიუსისათვის სანოტარო საქმიანობის უფლების შეჩერების საფუძველი, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აუქმებს შესაბამის ჩანაწერს, რის შემდეგაც ნოტარიუსი უფლებამოსილია გააგრძელოს სანოტარო საქმიანობა.“. მუხლი 3 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის ,,ნოტარიატის მიღება შესახებ’’ განპირობებულია საქართველოს ,,სააღსრულებო კანონებით წარმოებათა გათვალისწინებული შესახებ’’ და სააღსრულებო საქმისწარმოების, ასევე სანოტარო საქმიანობის მომწესრიგებელი ნორმების ეტაპობრივი სრულყოფის აუცილებლობით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია სააღსრულებო საქმისწარმოებისა და სანოტარო საქმიანობის პროცესის სრულყოფის ხელშეწყობა და ამ მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატას შორის ფუნქციათა ოპტიმალური განაწილება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტით ცვლილება შედის ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონში, რომლის შესაბამისად, კერძო აღმასრულებელთა რეგისტრაციას კერძო აღმასრულებელთა რეესტრში, ასევე კერძო აღმასრულებელზე სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიას, ნაცვლად იუსტიციის სამინისტროსი, გასცემს აღსრულების ეროვნული ბიურო. სათანადო საფუძვლების არსებობისას ეს უკანასკნელი ასევე მიიღებს გადაწყვეტილებას სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის შეჩერების/გაუქმების შესახებ. ცვლილება შედის ასევე ,,ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონში. კანონპროექტის თანახმად, ნოტარიუსის რეგისტრაციას საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრში ახდენს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა, ნაცვლად იუსტიციის სამინისტროსი. ნოტარიუსთა პალატა ასევე ანიჭებს ნოტარიუსს ელექტრონული სანოტარო რეესტრის ხელმისაწვდომობის უფლებას, რის შემდეგაც ნოტარიუსი უფლებამოსილია განახორციელოს სანოტარო საქმიანობა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: სამართალწარმოების პროცესის მხარეებს მიეცემათ საშუალება თვითონ განსაზღვრონ შეტყობინების/სასამართლო უწყების ჩაბარების წესი, რაც მისცემთ საშუალებას შეამცირონ მეორე მხარისათის შეტყობინების/უწყების ჩაბარების ხარჯი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები მიღებული იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: k. anjafariZe, z. kukava, p. kublaSvili. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:k. anjafariZe, z. kukava, p. kublaSvili.