„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.05.2012
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ლაშა თორდია
ნომერი
#07-3/610/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-05-07
ბიუროს ნომერი 244

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
qJFUtblll, ?ill,Jbtb 7 asolo.2012 $gqo cojSo N 244 trsJrr6o3nqoU dDso6ol, J6m0JOo',LrdD6rr'30R1I ^t:^a,1ql' Lr3;5r'r58qnlqo oj6-?o 03qoqnlnl ?g6o5nl, tgbubnl" (07-31610; 04a52012) .rqc8o.:Eotr lgq3lcorc qog3ot r qs Lo&'}rqJJcl o56Ja6tool, Jelao$C$o 290.mLro-1o36oto ,)",AoOtOt&, ^oAnglar 5 - 8 o35oLo ('or&?6J l,Jr <'("rar I"h L;j116or3nqmb .);16qr3n5$oL dol<6o rp6n5l.r: b;jsr6or3nqoL )sr6qs3656ot,jo8o$n$ndbo qr LsJsr6q;3X5$o 3r6rj3ond?o q*93.t 5tnr60r$o2qo ;J$ob J<6ernJ$oL 6;5boq3r Irrjor6or3;1qob J;<rrqr8n66oL A orcaByqrnSr16oL Jo163Xqo 8r'r.:p6oqn "'
წერილი
l,JdJ6030sR0l, ;J6RJOC5O0U $03d,0 l-r..lJ,>t6rn3J;q'(,lr J st6 t{.r30 615 o 1r l-r.ro65s6otrr1;orn q,1J.>61).;3115$olr 1,1116r'rtlr JrqAs$cr5 3or16 lrllos6sodlL jsqI.r$o5o 1orX6, lrrj;16or3X1qolr,jo5lr$o$36ooL 67-X Clbqol-r os5'rbCrp Isr63or5o1p516rn l,.rJor6-3"nRoi" j116qr-3X66ot [63rvrotr qr?r rnot6posL 3oXr6 Ls;r5o63qi1d1qo .Sign"$n3nt, $XLo<n [or63oq5X5oq bsjrr6or36ryt'rlr-.,ls6o5olr Jr6olJ$tr: ,,\,;i.il,t,; trr.1.r5er50pXlqo .:J$?o 1l3qoq2doL ?n$s5ot ?lLsbXd" qr616oro: 111613,r1'.(, J.r$o3otr13g3oor q.>ts oror6qo.>
საქართველოს კანონის პროექტი
proeqti საქართველოს კანონი ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. პატიმრობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 24.03.2010, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: ა) მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 ნაწილი: „71. ქალ მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს საოჯახო პაემნის უფლება ამ კოდექსის 3 17 მუხლის შესაბამისად. ბ) 171 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ვიდეოპაემნით სარგებლობისათვის დაწესებულია საფასური, რომელიც ირიცხება პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე და ხმარდება მისი მიზნების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებას. მინისტრის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ვიდეოპაემნით სარგებლობა განხორციელდეს საფასურის გადახდის გარეშე. გ) მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 ნაწილი: „41. ვიდეოპაემნით სარგებლობისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან ამ კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. “. დ) 172 მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ხანგრძლივი პაემანი არ ეძლევა იმ მსჯავრდებულს, რომელიც არის საკარანტინო რეჟიმში, დაკისრებული აქვს დისციპლინური სახდელი ან/და შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა. ე) კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 173 მუხლი: „მუხლი 173. საოჯახო პაემანი 1. საოჯახო პაემანი არის ქალი მსჯავრდებულის ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებთან შეხვედრა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში. 2. ქალ მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს შვილთან, ნაშვილებთან, მეუღლესთან, მშობელთან (მშვილებელთან), დასთან და ძმასთან საოჯახო პაემნის განხორციელების უფლება. 3. საოჯახო პაემნის მოთხოვნის თაობაზე ადმინისტრაცია წერილობით უნდა იქნეს ინფორმირებული 5 დღით ადრე. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა ადმინისტრაციას უნდა წარუდგინოს ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. ადმინისტრაცია საოჯახო პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა უზრუნველყოფს საოჯახო პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის თაობაზედაც განმცხადებელი იმავე დღეს უნდა იქნეს ინფორმირებული. 5. საოჯახო პაემანი გრძელდება არა უმეტეს 3 საათისა. 6. საოჯახო პაემნის უფლების მიცემაზე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის თანხმობა ან მოტივირებული უარი მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება. 7. საოჯახო პაემნისათვის სპეციალურად გამოყოფილი ოთახის პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. 8. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში საოჯახო პაემნის უფლების განხორციელების პირობებსა და წესს განსაზღვრავს მინისტრი. ვ) 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 4 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით საკუთარი ხარჯით - ულიმიტო სატელეფონო საუბარი თითოეული - არა უმეტეს 15 წუთისა;“. ზ) 63-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) დამატებითი საოჯახო პაემანი (ქალ მსჯავრდებულთათვის) . “. თ) 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 3 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით საკუთარი ხარჯით - ულიმიტო სატელეფონო საუბარი თითოეული - არა უმეტეს 15 წუთისა;“. ი) 66-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) დამატებითი საოჯახო პაემანი (ქალ მსჯავრდებულთათვის).“. კ) 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 5 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით საკუთარი ხარჯით - ულიმიტო სატელეფონო საუბარი თითოეული - არა უმეტეს 15 წუთისა;“. ლ) 72-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 5 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით საკუთარი ხარჯით - ულიმიტო სატელეფონო საუბარი თითოეული - არა უმეტეს 15 წუთისა;“. მ) 72-ე მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 საოჯახო პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით, - თვეში 1 დამატებითი საოჯახო პაემანი. ნ) 72-ე მუხლის მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 10. საოჯახო პაემნის აღსრულების წესს განსაზღვრავს მინისტრი.“ ო) კოდექსს დაემატოს 1241 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1241. ხანგრძლივი პაემნის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები ხანგრძლივი პაემნის უფლების განხორციელების მიზნით საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ არა უგვიანეს 2015 წლის 31 დეკემბრისათვის უზრუნველყოს საჭირო პირობების შექმნა და ხანგრძლივი პაემნის უფლების განხორციელება ქალთა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში.“. მუხლი 2. “პატიმრობის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” (სსმ, 110310006, 10/03/2011) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საქართველოს მთავრობამ, არსებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, 2015 წლის 31 დეკემბრამდე გადახედოს არასრულწლოვან მსჯავრდებულთათვის და ქალ მსჯავრდებულთათვის ხანგრძლივი პაემნის რაოდენობის გაზრდის საკითხებს.“. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ “ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია ქალ მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის არასრულყოფილი მექანიზმები. აგრეთვე, სოციალურად დაუცველ მსჯავრდებულთა ოჯახებისათვის ვიდეოპაემნის განხორციელებისათვის შეღავათების არარსებობა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს ქალ მსჯავრდებულთ უფლებების დაცვა და მათი რესოციალიზაციისათვის დამატებითი მექანიზმების შემოღება. აგრეთვე, სოციალურად დაუცველ მსჯავრდებულთა ოჯახებისათვის ვიდეოპაემნით სარგებლობისათვის შეღავათების დაწესება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, პატიმრობის კოდექსში შემოდის პაემნის კიდევ ერთი სახეობა – საოჯახო პაემანი, რომელიც არის ქალი მსჯავრდებულის კანონით განსაზღვრულ პირებთან შეხვედრა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში. ქალ მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს შვილთან, ნაშვილებთან, მეუღლესთან, მშობელთან (მშვილებელთან), დასთან და ძმასთან საოჯახო პაემნის განხორციელების უფლება, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 3 საათის განმავლობაში. პროექტით, ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 საოჯახო პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით, - თვეში 1 დამატებითი საოჯახო პაემანი. საოჯახო პაემნის აღსრულების წესს განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი. ქალ მსჯავრდებულებს ასევე ეზრდებათ სატელეფონო საუბრის ლიმიტი. ამავე პროექტით, ვიდეოპაემნით სარგებლობისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან ამ კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. საქართველოს მინისტრის სასჯელაღსრულების, გადაწყვეტილებით პრობაციისა ასევე და შესაძლებელი განხორციელდეს საფასურის გადახდის გარეშე იურიდიული გახდება დახმარების ვიდეოპაემნით საკითხთა სარგებლობა ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ახალი ფინანსური ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება ვალდებულების აღებას. არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: ასეთი არ არსებობს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): ასეთი არ არსებობს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი ლაშა თორდია დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი ლაშა თორდია