„პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.05.2012
ავტორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/461/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
II მოსმენა
✓ 63 ✗ 0
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-05-10
ბიუროს ნომერი 246

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
proeqti საქართველოს კანონი „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტი, N 617, 02.04.1997წ) მე–2 მუხლის მე–9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. პროფესიული კავშირის დაფუძნება შეიძლება სულ ცოტა 50 პირის ინიციატივით.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 5
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზეზია პროფესიული კავშირების შექმნისათვის საჭირო მოთხოვნების გამარტივება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია პროფესიული კავშირების შექმნისათვის საჭირო მოთხოვნების გამარტივება და შესაბამისად, პროფესიული კავშირის დაფუძნებისათვის საჭირო 100 პირის ინიციატივის დაწევა 50 პირის ინიციატივამდე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის ძირითადი არსია პროფესიული კავშირის შექმნასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და პროცედურების დახვეწა და გამარტივება და აღნიშნუკლის საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა. ბ) კანონის პროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო პროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე პროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე პროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება 6 პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება პროექტი არ გამოიწვევს დამატებით ფინანსურ შედეგებს პროექტში მოცემულ ადმინისტრაციულ გადაცდომების სუბიექტთათვის. ბ.ვ) კანონის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) პროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს. გ) კანონის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან კანონის პროექტი შემუშავებულია საქართველოს შრომის კოდექსის საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. გ.ა) კანონის პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონის პროექტი ეფუძნება საქართველოს მიერ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხივ ხელშეკრულებებთან კანონის პროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში 7 კანონის პროექტი შემუშავდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციის საფუძველზე. დ.ბ) კანონის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ კანონის პროექტი შეთანხმებულია დაინტერესებულ უწყებებთან. დ.გ) კანონის პროექტის ავტორი პროექტის ავტორია საქართველოს მთავრობა. დ.დ) კანონის პროექტის ინიციატორი პროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა. 8