„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.05.2012
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/463/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-05-10
ბიუროს ნომერი 246

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,Jdili4UltCqnU JtdqJAilS0llU bllI6nL aJqJFUtC0[qilbJ 6lldaJ0lliqll td0lll, at6bllqtIL ldn0cqxd[], JdnildcIb qJEtil[tll, ?ill,Jbilb l0 asollo. 2012 $3qo oj8o N 246 JrrroX j$o ,,bo jlr6o36qob to6oXr6o lr;1' lr.:,lr6orrooL ,to5r'r6olr "g3qoqnloL tn6"Snt' tntl"Una' Q1-A4$' 10 052012) lrs;lcr6o3gqc'rU 3or.r36nd.r oXr4oqoSq lt3notror.r 3er&$3$o 290mto-Io36oto tbl 4;J{,- odr"P" 5 - 8 o36oto ,jE!A6,n6U! l'6paAr1'C qs66ml6o3o 6cr5o&3olrs qo 1p6o3o,p6o Joqo$oJol, Je'aoOJ$o f'A6 $,, da,eda@ 4D4/r6r L'JD<x,rJrs4 L.:jr16o33qoL J,:16qs335$oL Bo16o'rp635b: lr;ior4orrrq"c-rL J.:r6q';3156ob ,lr,rao0000aLr pr brJst4qs3651)rn 3r6'>i6onb?o Jdrog j$oL 6;5boq3'> e.tl"$6rir" 5r'rrrrSr$o2go rJ$oL Ls j,>16or3XqoL J,>16q,:3n5$otr ms305PoBst6X l4 q.>3orn I.> jr6;dX
საქართველოს მთავრობის წარდგინება
bδ Jδ ̀080ROし Omδ 8倫 ObS brju6o6Sqxnb Jr6g$C661, brjr6or3gqarlr 3r'r6bgogg6oob 67-t Ogbq,ol-r flgbrbrflottqr bs3s6m60qrgbqxn o6o0or6ogob Sgboor $;60r'r6oqr6Xbrn ttjs6orgqrob 3s6o6ob J6r'r9j6b,,brj.>t6o6gq,erl.r tr'6og6or brJr6s,60eCbq,o rCOtso 63qoq,gbob tsgg,:6ob oXbrbgb". ry6o069q, 3$o6J6oSjgtg l-r.> j.:6o63q,rnb Juvrqr,:0g66ob It3o6o6g6o eJ JE)CbrF).Jq, b\rna3bbg 0o0bbX6gbq,.:q qrr6o063q,os l.t.:j,:6orggqrolr ogb6o6oob 0o6ob$6ob 0otqr6oq5 q.oo0o6tcro d.:66odX. V 3600omo5oぃ NV99 10052012▼ . 6o3。 W麹 60
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
δ 006b▽ 060 もδdδ ●llD80殴 (り も 80δ 86く りも0も 2012 VStOt1 8 05oし oし もbR080も Nl7 0)d80rsJ6 LXXll. ltrjr6orgq,olr 3r6o6oL &6<r3j$o ,,brjrt6or33q,oU <b<'r6og6o UJJJ6(.l60(,Cbq'('t JCO0o o3q,ogcboL 6cor6ol.J tscbrbra" qrr Lsjs6o6golt aoJg6(.lbot, aJbJJ6oUq'Cbob J6(')0{loo,,p.ds66odol-t Lrjst'or3gq'ob 0oJg6a$ou UBJ6o6Aq,Cbq,o ct6rl3o.>$rl3rl<r, $J6AbC6oq, JJ6rn6J6r'tCdOc5C 0o6bb363\,.:q.o (or6o336ob SCUrbCo" (SJ60ee6oEJ l.,r$rto3Cq'ob outOo0ooU br0oEoU$6r'r0) 1. bJJoobo erArOCbUq, oCbCb Aolrg6r'r8ob l-t\x.r0ob qrqob $gl-t6c53o. 2. 0o$ofu63q, oj63b S,:6aop66oq,o JJb.,t'Jtr,.'d0o gr 6,:qtg63b Lrjn6orgq,ob 3v6q'rac6ol., ar6t rbq'3cq,re. 3. 0o$n6369q, oj63b $;60oq.o66oq'o 6c63r6,aUq,caoL &6<'tftloo. LsJsrnorgq'crL J60Ao06-3o5rlt06o lr;j.:6m31q'ol, 3or.>3t6r',dol, ;sQ11q'sr6ooL',1gt6r'rLo t,ilq,odil
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს მუხლი 1. საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2008, მუხ. 298) შეტანილ იქნას 1. შემდეგი ცვლილებება: მე-2 მუხლის „თ“ და „რ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) რეგისტრაცია – ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, გირავნობის/იპოთეკის, საჯარო-სამართლებრივი უძრავ ნივთზე საკუთრების შეზღუდვის და უფლებასთან საგადასახადო დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების შესახებ მონაცემების ასახვის და ნუმერაციის, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, ამ მონაცემთა ცვლილებისა და შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით; რ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან – ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან ან მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;“. 2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“, „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტები: „უ) ნუმერაცია – ქუჩების, პროსპექტების (გამზირების), ხეივნების, გზატკეცილების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების დანომვრა არაბული ციფრების, ქართული ანბანის ასოების ან/და ინდექსების მეშვეობით; ფ) გეოგრაფიული ობიექტი _ ბუნებრივი თუ ანთროპოგენური წარმოშობის უძრავი ქონების ერთეული, რომელიც წარმოადგენს სამართლებრივი ურთიერთობების საგანს; ქ) დამისამართება - გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების იდენტიფიკაციის მიზნით, არაბული ციფრებითა და ქართული ანბანის ასოებით ან/და ინდექსების მეშვეობით აღნიშვნა.“. 3. მე–3 მუხლის მე–2 პუნქტს დაემატოს შემდეგი სინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსების და ნაწილების მონაცემების აღრიცხვა და ნუმერაცია.“. 4. მე–4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა.“. 5. მე–4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–6 და მე–7 პუნქტები: „6. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი არის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათი ცვლილებისა და შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. 7. სამისამართო რეესტრი არის ქუჩების, პროსპექტების (გამზირების), ხეივნების, გზატკეცილების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების სახელწოდების, აგრეთვე შენობა-ნაგებობების, ბინების, კომერციული ფართების, მიწის ნაკვეთების ნუმერაციის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.“. 6. „21. მე–10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან მზადდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრების, ასევე მოვალეთა რეესტრის მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს სუბიექტის შესახებ ამ რეესტრებში რეგისტრირებულ, ძალაში მყოფ მონაცემებს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში ამონაწერი ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას პარტნიორთა წილზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესახებ.“. 7. დაემატოს შემდეგი შინაარსის 152 მუხლი: „მუხლი 152. ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების საზღვრის დადგენის წესი. 1. ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საზღვრის დადგენა, მასში ცვლილება და მისი შეწყვეტა ხორციელდება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მომართვის საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს კანონით დადგენილი წესით შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი. 2. მიწის ნაკვეთის საზღვრის დადგენა ხორციელდება რეგისტრაციის წესით. რის შედეგადაც გაცემული ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან, შეიცავს ინფორმაციას, მხოლოდ ფაქტობრივი მფლობელის და მფლობელობაში არსებული ფართის დახასიათებას. 3. ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენა არ გამორიცხავს, ამ მიწის ნაკვეთზე კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების რეგისტრაციას. აღნიშნულ შემთხვევაში ფაქტობრივი მფლობელობის შესახებ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ინფორმაცია ითვლება ძალადაკარგულად და ამის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება შესაბამის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოს.“. 8. 16–ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–3 პუნქტი: „3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორის წილზე გირავნობის უფლება რეგისტრირდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.“. 9. დაემატოს შემდეგი შინაარსის IV1 თავი: „თავი IV 1 მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი მუხლი 20¹. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის წარმოების პრინციპები 1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სუბიექტების წარმოშობის, მათი ცვლილებისა და შეწყვეტის, ასევე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემები. 2. რეესტრში სუბიექტის რეგისტრაციის საფუძვლები, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის წარმოების წესი განისაზღვრება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. რეგისტრაციის დამატებითი პირობები განისაზღვრება ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 3. სუბიექტი წარმოშობილად, რეგისტრირებული მონაცემები შეცვლილად, რეგისტრაცია შეწყვეტილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტიდან. 4. რეგისტრაციის შედეგად მარეგისტრირებელი ორგანო ამზადებს ამონაწერს, ეს წესი არ ვრცელდება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის, აგრეთვე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციის შემთხვევებზე, გარდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილზე გირავნობის რეგისტრაციის, მისი ცვლილების, ან შეწყვეტისა. 5. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი მზადდება ქართულ ენაზე, ხოლო დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე მისი მომზადება შესაძლებელია ასევე ინგლისურ ენაზე. ინგლისურ ენაზე ამონაწერის მომზადებასთან ერთად, სავალდებულოა მისი მომზადება ქართულ ენაზეც. 6. თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ სუბიექტის საქმიანობა დაკავშირებულია სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებასთან, გადამუშავებასთან, დისტრიბუციასთან, რეალიზაციასთან, საკვებწარმოების ობიექტებთან, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სუბიექტის საქმიანობის რეგისტრაციის შესახებ ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“ დადგენილი წესით. 7. ამ წესით სუბიექტის საქმიანობის რეგისტრაციის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო ამზადებს ინფორმაციას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც მზადდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“ დადგენილი ფორმით. 8. ინფორმაცია სუბიექტის საქმიანობის შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მზადდება ქართულ ენაზე, ხოლო დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე ინგლისურ ენაზე. ინგლისურ ენაზე ინფორმაციის მომზადებასთან ერთად, სავალდებულოა მისი მომზადება ქართულ ენაზეც.“. მუხლი 2. „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 42) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. ამოღებულ იქნეს 91 მუხლის მე–2 პუნქტის ,,ფ“ ქვეპუნქტი. 2. ამოღებულ იქნეს 231 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი. მუხლი 3. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21–22, მუხ. 455) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. ,,5². მე–3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 5² პუნქტი: თუ წესდების/პარტნიორთა შეთანხმების ცვლილება აუქმებს პარტნიორის რეგისტრირებულ უფლებას, ან აკისრებს მას იმგვარ ვალდებულებას, რაც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მის რეგისტრირებულ უფლებაზე, ამგვარი ცვლილების შეტანა დაუშვებელია მისი თანხმობის გარეშე.“ 2. 51 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: ,,51. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორის წილზე საკუთრების უფლება და მასთან დაკავშირებული ვალდებულება წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად ითვლება მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.“. 3. 51 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 პუნქტი: ,,52. თუ პირის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან ერთად მოთხოვნილია იმგვარი ცვლილება, რომელზეც დაინტრესებულ პირს გადაწყვეტილების მიღება შეეძლო როგორც წილის მესაკუთრეს, ითვლება უფლებამოსილი პირის მიერ მიღებულად.“. 4. ,,4. მე–6 მუხლის მე–4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: პარტნიორთა სახელის გამოყენების შესაძლებლობის გარდა, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, სააქციო საზოგადოებას, კოოპერატივს შეუძლიათ საფირმო სახელწოდება შეარჩიონ მათი საქმიანობის საგნის მიხედვით, ან შეიძლება ეს სახელწოდება იყოს ფანტაზიის ნაყოფი; მაგრამ იგი უნდა შეიცავდეს: სააქციო საზოგადოების შემთხვევაში – დამატებას „სააქციო საზოგადოება“ ან „სს“, შპს-ის შემთხვევაში – დამატებას „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება“ ან „შპს“; კოოპერატივის შემთხვევაში – დამატებას „რეგისტრირებული კოოპერატივი“ ან „რკ“.“. 5. მე–7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შეტანილი მონაცემები არასამეწარმეო საჯაროა. ნებისმიერ (არაკომერციული) პირს იურიდიული შეუძლია პირების გაეცნოს მეწარმეთა და რეესტრის მონაცემებს და მარეგისტრირებელი ორგანოდან მიიღოს რეესტრიდან ამონაწერი. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი გაიცემა საქართველოს მთავრობის დადგენილებით ამონაწერის მომზადებისათვის დადგენილ ვადაში და განსაზღვრული საფასურის გადახდის შემთხვევაში. ამონაწერი მზადდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრების, ასევე მოვალეთა რეესტრის მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის რეგისტრირებული სუბიექტის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრებში, ასევე მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული შეზღუდვების შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში ამონაწერი ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას პარტნიორთა წილებზე მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს.“. 6. მე–144 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 6¹ პუნქტი: ,,6¹. სუბიექტის რეორგანიზაციის დაწყების მოთხოვნის შემთხვევაში სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში სავალდებულოა მიეთითოს რეორგანიზაციის სახე და ინფორმაცია რეორგანიზაციის შედეგების შესახებ.“. 7. მე–144 მუხლის მე–7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,7. ვალდებულების არსებობა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საწარმოს რეორგანიზაციით არ მცირდება კრედიტორთა დაკმაყოფილების უნარი ან არსებობს კრედიტორის თანხმობა რეორგანიზაციაზე. სახელმწიფოს მიმართ დავალიანების არსებობა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი არ არის, იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილია სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს რეორგანიზაცია.“. 8. 65–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 65. სამეთვალყურეო საბჭო 1. კოოპერატივს შეუძლია წესდებით გაითვალისწინოს სამეთვალყურეო საბჭოს არსებობა და განსაზღვროს მისი წევრთა რაოდენობა. 2. კოოპერატივის წევრებს უფლება აქვთ, საქმიანობის შედეგებიდან გამომდინარე საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღონ განსაზღვრული გასამრჯელო, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს არა აქვთ უფლება, იმავდროულად იყვნენ გამგეობის წევრები ან მათი მოადგილეები, ან სხვაგვარად წარმართონ კოოპერატივის საქმეები. გამგეობიდან გასული წევრები მათი ანგარიშის დამტკიცებამდე არ შეიძლება არჩეულ იქნენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 4. წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭო კონტროლს უწევს გამგეობას თავისი საქმეების წარმოებაში მართვის ყველა დარგში და ამ მიზნით იღებს ინფორმაციას კოოპერატივის საქმეების მიმდინარეობის შესახებ. მას შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს გამგეობისაგან ანგარიში და უშუალოდ ან მის მიერ განსაზღვრული პირების მეშვეობით შეამოწმოს საბუღალტრო წიგნები და ჩანაწერები, აგრეთვე ფასიანი ქაღალდებისა და საქონლის მდგომარეობა. სამეთვალყურეო საბჭომ უნდა შეამოწმოს წლიური ბალანსი, მდგომარეობის შესახებ მოხსენება და წლიური მოგების განაწილების წინადადებები. შემოწმების შედეგები მან უნდა მოახსენოს საერთო კრებას წლიური ბალანსის დამტკიცებამდე. 5. სამეთვალყურეო საბჭომ კანონით დადგენილი წესით უნდა მოიწვიოს საერთო კრება, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 6. სამეთვალყურეო საბჭოს სხვა ფუნქციები შეიძლება განისაზღვროს წესდებით. საბჭოს წევრებს არა აქვთ უფლება, თავიანთი ფუნქციების შესრულება გადააბარონ სხვა პირებს, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 7. წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია წარმოადგინოს კოოპერატივი გამგეობასთან ერთად მესამე პირთან ხელშეკრულების დადებისას და წარმართოს პროცესები კოოპერატივის წევრების წინააღმდეგ, თუ ამას დაადგენს საერთო კრება. სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა სჭირდება ყოველ კრედიტს, რომელიც მიეცემა გამგეობის რომელიმე წევრს, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. იგივე წესი მოქმედებს კრედიტის გაცემის შემთხვევაში გამგეობის წევრის თავდებად დადგომისას.“. 9. 66–ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით: „1. კოოპერატივის გამგეობა შედგება არანაკლებ 2 დირექტორისაგან (გამგეობის წევრებისაგან), რომლებიც შეიძლება არ იყვნენ კოოპერატივის წევრები, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“. 10. 67–ე მუხლი ამოღებულ იქნეს. მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ახალი ფუნქციის შეთავსება და არსებული პროცედურების დახვეწა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია „საჯარო რეესტრის შესახებ“, „საქართველოს დედაქალაქის თბილისის შესახებ“ და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებების შეტანა და საჯარო რეესტრის სააგენტოს მიერ დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსების და ნაწილების მონაცემების აღრიცხვა და ნუმერაცია, ასევე მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის პროცესის დახვეწა, გამარტივება და საერთაშორისო ინვესტირების პროცესის ხელშეწყობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი აღნიშნული ცვლილებებით საჯარო რეესტრის კომპეტენციაში შედის, დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსების და ნაწილების მონაცემების აღრიცხვა და ნუმერაცია. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი განისაზღვრება, როგორც საჯარო რეესტრში შემავალი ერთ ერთი რეესტრი. შესაძლებელი ხდება ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საზღვრის დადგენა, მასში ცვლილება და მისი შეწყვეტა, რომელიც ხორციელდება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მომართვის საფუძველზე, ბიზნეს ამონაწერების გაცემა შესაძლებელი ხდება ინგლისურ ენაზე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების ბიუჯეტიდან ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო გამოყოფის აუცილებლობას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტს არ ექნება გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. კანონპროექტის მიღებით სახელწმიფოს არ დაეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: ფინანსურ შედეგებს არ გამოიწვევს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი); კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახადის განსაზღვრა. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან; კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს ორმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტების შეფასება. დ.გ) კანონპროექტის ავტორი; კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა