„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ"
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
III მოსმენა
✓ 70 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-05-10
ბიუროს ნომერი 246
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
„ნავთობისა
და
გაზის
შესახებ“
საქართველოს
კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 49) პირველი
მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ნავთობის გადამუშავება - პროცესების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს
ნედლი ნავთობის გადამუშავებას ნავთობპროდუქტების მიღების მიზნით; ასევე,
შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ნავთობპროდუქტების
შერევა (კომპაუნდირება), მიღებული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიიდან
გატანის მიზნით.“
მუხლი 2.
საქართველოს
საგადასახადო
კოდექსის
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 309-ე მუხლის მე-10 ნაწილი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10.
საქართველოში
ნავთობის
მსუბუქი,
საშუალო
და
მძიმე
დისტილატებისათვის არ გამოიყენება გადამუშავების და თავისუფალი ზონის
სასაქონლო ოპერაციები, გარდა შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისა,
რომელიც გამოიყენება საქონლის შერევის (კომპაუნდირების) და გადამუშავებული
საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანის პირობით.“
მუხლი 3.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფრომაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადება განაპირობა იმ
გარემოებამ, რომ მოქმედი კანონმდებლო არ ითვალისწინებს ნავთობპროდუქტების შერევის
(კომპაუდირების) სამართლებრივ რეგულირებას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მომზადების მიზანია, საქართველოში
ნავთობპროდუქტების
შერევის
(კომპაუდირების)
დეფინიციისა
და
საგადასახადო
რეგულირების განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს ცვლილება ხელს შეუწყობს არსებული
ტექნიკური ბაზის გამოყენებით ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას, ასეთ
პროდუქციაზე საერთაშორისო ბაზრის მზარდი მოთხოვნილების გათვალისწინებით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის
„გ“ ქვეპუნქტში განხორციელებული ცვლილების თანახმად ნავთობის გადამუშავების
დეფინიციას ემატება რომ იგი მოიცავს ასევე, შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში
მოქცეული ნავთობპროდუქტების შერევას (კომპაუნდირება), მიღებული პროდუქციის
საქართველოს ტერიტორიიდან გატანის მიზნით.“
საქართველოს
საგადასახადო
კოდექსის
309-ე
მუხლის
მე-10
ნაწილიში
განხორციელებული ცვლილების თანახმად, შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის
გამოყენება შესაძლებელი გახდება ნავთობის გადამუშავებისათვის, საქონლის შერევის
(კომპაუნდირების) და გადამუშავებული საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანის
პირობით.“
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის
მიღება გაზრდის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის. ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ
წარმოდგენილი ცვლილებით გადასახადის გადამხდელს უფლება ენიჭება გამოიყენოს შიდა
გადამუშავების
სასაქონლო
ოპერაცია,
საქონლის
შერევისა
(კომპაუნდირების)
და
გადამუშავებული საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანის მიზნით და რამდენი
პირი ისარგებლებს ამ უფლებით ამის განსაზღვრა წინასწარ შეუძლებელია, შესაბამისად
შემოსავლების ზრდის წინასწარი პროგნოზირება ვერ ხერხდება.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე: კანონპროექტის მიღება
გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ
წარმოიშვება სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება.
ბ.ე) კანონპრექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს
ზეგავლენას გადასახადის განაკვეთებზე და შესაბამისად თანმდევ ფინანსურ შედეგებზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის
ოდენობის
განსაზღვის
წესი
(პრინციპი):
კანონპროექტით
არ
არის
გათვალისწინებული გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის
განსაზღვრის წესის (პრინციპის) ცვლილება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის
მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან
დაკავშირებულ
ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღებით
არ
წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული
ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ
არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.