„ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ"
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 65 ✗ 0
II მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
III მოსმენა
✓ 68 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-05-10
ბიუროს ნომერი 246
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
ადმინისტრაციული სახდელისაგან
გათავისუფლების შესახებ
მუხლი 1
1. ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული
ღონისძიების
სახით
ფიზიკური
პირების
ადმინისტრაციული
სახდელისაგან
გათავისუფლება, რომელთაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, N12, 1984 წელი,
მუხ. 421)
1
130–ე მუხლის მე–4 პუნქტით და 96 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2012 წლის 1 იანვრამდე და რომელთა მიმართაც
ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე
არ აღსრულებულა.
2.
ამ
კანონით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სახდელისაგან
გათავისუფლება ეხება:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ
პირებს, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი ტოლია
ან ნაკლებია საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ
ზღვრულ ქულაზე;
ბ) სახდელდადებული ასაკით პენსიონერია (ქალი 60 წლის ასაკიდან, კაცი 65 წლის
ასაკიდან) ან არის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (მკვეთრად
მნიშველოვნად ან ზომიერად) ან არის შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვის სტატუსის
მქონე პირის მშობელი;
გ) აბონენტის მისამართზე 2012 წლის 1 იანვრის მდგომარეობის რეგისტრირებულია
ასაკით პენსიონერი (ქალი 60 წლის ასაკიდან ან კაცი 65 წლის ასაკიდან), ან შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირი (მათ შორის ბავშვის სტატუსის, მკვეთრად, მნიშველოვნად ან
ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი).
მუხლი 2
1.
ამ
კანონით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სახდელისაგან
გათავისუფლება გულისხმობს ფიზიკური პირის განთავისუფლებას როგორც ძირითადი,
ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელისაგან, აგრეთვე საურავისაგან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სახდელისაგან გათავისუფლება ვრცელდება როგორც ძირითადი, ისე დამატებითი
სახდელისა და საურავის აღუსრულებელ ნაწილზე.
მუხლი 3
1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეების განხილვაზე უფლებამოსილმა ორგანოებმა და
თანამდებობის პირებმა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე სახდელისაგან
გათავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამ კანონის შესაბამისად.
2. ამ კანონის საფუძველზე საქართველოს სააღსრულებო
დაწესებულებებმა
შეწყვიტონ მათ წარმოებაში არსებული ამ კანონის რეგულირების სფეროსთვის
მიკუთვნებული საქმეების აღსრულება.
მუხლი 4
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტის
„ადმინისტრაციული სახდელისაგან
გათავისუფლების შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება დაკავშირებულია საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმების
აღსრულების პროცესში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, ასევე ასაკით პენსიონერი
და შესაბამისი კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინტერესების
დაცვა. კერძოდ, აღნიშნული კატეგორიის პირებს შესაბამისი ადმინისტრაციული
სამართალდარღვევების ჩადენის გამო დაეკისრათ ჯარიმა, რომელთა გადახდა, აგრეთვე
მისი გადაუხდელობით წარმოქმნილი საურავი მძიმე ტვირთად აწვებათ აღნიშნულ პირთა
ოჯახებს, ამიტომ მნიშვნელოვანია მათ მიმართ შეღავათის მიცემა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან
ბაზაში რეგისტრირებული, ასევე ასაკით პენსიონერი და შესაბამისი კატეგორიის
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირების ადმინისტრაციული სახდელისაგან
გათავისუფლება, რომელთაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 130–ე მუხლის მე–4 პუნქტით და 961 მუხლით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის
მიხედვით,
ადმინისტრაციული
სახდელისაგან
გათავისუფლდებიან
პირები,
რომელთაც
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 130–ე მუხლის მე–4 პუნქტით და 961 მუხლით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2012 წლის 1
იანვრამდე და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ
დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი მოახდენს უმნიშვნელო გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
რადგან კანონპროექტით გათვალისწინებული პირები აღარ გადაიხდიან ჯარიმით
გათვალისწინებულ თანხას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო და ადგილობრივი
ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის
ვალდებულებების წარმოქმნას.
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას მოახდენს იმ პირების ფინანსურ
მდგომარეობაზე, რომლებზედაც ვრცელდება აღნიშნული კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას და შესაბამისად არ ადგენს მისი განსაზღვრის
წესს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ სახელმწიფო, არასახელმწიფო
და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ექსპერტებს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტის შეფასება.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია
საქართველოს
პარლამენტის წევრები: პავლე პავლე კუბლაშვილი, გიორგი გოდაბრელიძე და კახაბერ
ანჯაფარიძე.
დ.დ) კანონის პროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია
საქართველოს პარლამენტის წევრები: პავლე კუბლაშვილი, გიორგი გოდაბრელიძე და
კახაბერ ანჯაფარიძე.