„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.05.2012
ავტორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/465/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-05-14
ბიუროს ნომერი 247

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,JdtdUlCtqnll J)dqJAJ60lll, bflIdnL aiqJFUSil0llqtbJ 611daJ0flrq[ 1d0il, J,4nCd0lll, AJGbllqSllU Ji4nUilqidfl l, qlFtflllll, ?CbIbCA ojOo N 247 14 aroLo. 2012 FcRo tt;lrt6o36qoU 3sEt'r6oL Jr6r'rX;lg6do: ,,L,:j,:r6o33qoL L.>6;qoL,:brqo 3rnqSjt?o g3qoq6boL ?ngoSotr ?Xl-r.:bXd", .5g}.:gogqodooo o5qo3oqgrq16o qrtrr63oU ?3Urbn}" (0'l -21465; I1.052012) trJs6orpqot 0o,036",3c to jsr6or3lqr.rt 3o.136o}.r t.rgo6$Lo-lrolol3g$o,1o3o$3$o 298.rto-lo35oto 5 - 8 o35oLo a &al't|6olt ltn?rt r$,a an a(,o reJAo!5ol, igRCLbJ $()3ol$ Ro L*dJ(rJ6 "50Ae\J-[ 'J'4co't erqa.*6oA. aj.6o&,r.l,J er ajr6.noJJq. .Iie60oJo[ ,i.*6a6"; rr6a6oRrn L q{Aolt eo k'OorsJ6 IDJ@tor Jc€.0C6o: .'Jf$qtrJ( llr,J{EtdD3'*6J0o \fAod ldo, t'astpor 4a!rr6J r.rJq'e,arp,J Lr,:J..,6rn33qoL J;r6q;315$oL }o16r'r .>p6XEL: [rojor6or3nqoL J.>r6q;3n5goL dmAo$C$Cdtrr q; b,>Jot6qs3g5go g6rjgoXd?o pro$gmL 6r.rr43ogo2qo rJgotr Jr4r'r3Jgotr 6.:5boq'3.: L; jr<6or3Xqr'rL J16q.:3X5$otr rns3SqqqrnSst6n pr3oar drj16.>dX
საქართველოს მთავრობის წარდგინება
LJdJ603Csl0l, 30J360bJ t$ jrttor3gqmb 3rd,q'$C66l' l$j.:f;o$q'r'rb 3o6b6r63cnb 67-x aubqnb Egltsb$oll:q) b:3r6o60qr30q,o o6o0orQo3ob $Xboo $rr60r'r6oqgXi6ot bsj':6n39q'ob 3s6<n6ob ifnCCOCOb: "lrrC$,<rr3Cq'r,)l' 133q,oq,C0ob ACO"lEoti BCtrbCA" c.or br6rqr':lsbrqxT 3oq6$lttso "63brgrngq'r.rbc'olo o6qgo3oql3rq5ttro qr,:b<%3ob 03bsbgb". J6,CAoCdr-€o6ob0frr NVIOO 11.0520r2V. 6oJJ 6oq,J3dx, x!l/{'VYb.] \ 'lL' os "tg
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
JB(,6J9C60 LJdJ6o)30q(')L 4o)5[J60)d0b 2012 VROL 8 0,>obolr bbRg)t]OU N17 (Y)daoeJ5 LXXV. UrCr6ogrq'ell-r 3r6o6oL S6(,CCOCbo ,,Uc j,r6orgq,ou U)aJeruJbreo JmeCCU?o g3q'oq'36oU AJOrEoU cDroArtC" eJ,,6CAJUoBq,mAocDo o6qn3oqq3cqp6o Cpi(bmA3ob 8gLsb90" (0o0bb363bgq,ol.bju6o6q'oU 0orr3t6o6olr JJ6OCq,J6ool., 06r6o49q'o6oUr qp 33o6('r6o3p6 UrJo@bCbBo A6BCaCq,or XbCgoL (bJALrbU6o) DB6(.lLo - J6CAoJiq-Ao6obO6ob Aor3rdn ddrBg3q,o 3.q,3gr3.r) 1. brJoobo eJArOCbgq, oCECL Ao)r36obou Lbpoaob pqoU $3Ut6o6tso. 2. arn$r'rbCb3q oj6JU grffir'reACboq'o Jr6o636)odOJOo e.> 6sq9rg69U bJCr6o33(,rlb Jr6q,J0C6Ot, AJ6UJboq,3Cq,re Lrdr6orJAq'mll Jd,CA,,0i6-ao6(,1,66o L.: j,>6ro36q'mL fl 5. 6oqs3r4o o;gr6odoL ,1;56nq,;t6ooL lgdrrnLo R. JC60lr0RodC
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1.81-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 81. გადასახადის განაკვეთი ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით.“ 2. 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მიღებული გრანტი, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, „ნებაყოფლობითი ინდივიდუალური დაზოგვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ნებაყოფლობითი ინდივიდუალური დაზოგვის შედეგად მიღებული თანხა, სახელმწიფო სტიპენდია, დახმარებებისა და ერთჯერადი გასაცემლების მიზნით ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან ან/და ბიუჯეტის სარეზერვო ფონდებიდან მიღებული თანხები“. 3. 99‐ე მუხლის პირველი ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ“ ქვეპუნქტი: „ძ. „ნებაყოფილობითი ინდივიდუალური დაზოგვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქმიანობის ფარგლებში დაზოგვის სქემის მიერ მიღებული შემოსავალი“. 4. 153-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 ნაწილი: „10. ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალი არ იბეგრება გადახდის წყაროსთან (გარდა, იმ შემთხვევისა, როცა იგი ასრულებს საგადასახადო აგენტის მოვალეობას) რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საკუთარი თანხების ჩარიცხვას „ნებაყოფილობითი ინდივიდუალური დაზოგვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაზოგვის სქემის ანგარიშზე, ვალდებულია დეკლარირება განახორციელოს არა უგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით“. 5. 154-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 ნაწილი: „ 6. დაქირავებულის წერილობითი მიმართვის შემთხვევაში საგადასახადო აგენტი ვალდებულია გადახდის წყაროსთან დააკავოს დაშესაბამისი თანხა და„ნებაყოფლობითი ინდივიდუალური დაზოგვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაზოგვის სქემის ანგარიშზე. ამასთან, აღნიშნულის შესახებ დეკლარირება განახორციელოს არა უგვიანეს საანგარიშო თვის (თანხის ჩარიცხვის თვის) მომდევნო თვის 15 რიცხვამდე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. 7. ფიზიკურ პირს, რომელსაც არ გამოუყენებია ამ მუხლით გათვალისწინებული უფლება (არ მიუმართავს დამქირავებლისთვის„ნებაყოფლობითი საქართველოს კანონის შესაბამისად ინდივიდუალური დაზოგვის შესახებ“ დაზოგვის სქემის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შესახებ) შეუძლია საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე თანხის გადარიცხვის მიზნით, განცხადებით მიმართოს შემოსავლების სამსახურს, რომელიც ვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით„ნებაყოფლობითი ინდივიდუალური დაზოგვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაზოგვის სქემის ანგარიშზე. 6.130-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5 პროცენტიანი განაკვეთით.“ 7. 131-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით გადახდილი პროცენტები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.“ 8. 131-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 და მე-11 ნაწილი: „10. დაზოგვის სქემიდან ფიზიკური პირის მიერ მიღებული პროცენტი წყაროსთან არ იბეგრება და აღნიშნული პროცენტი მისი მიმღები პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება“ 9. 132‐ე მუხლის პირველი ნა წილი ჩა მოყა ლიბდეს შემდეგი რედა ქ ციით: „1. არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით რეზიდენტი ფიზიკური პირისათვის (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა) გადახდილი როიალტი იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 20-პროცენტიანი განაკვეთით.“ 10. 238-ე მუხლის მე-12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 12. ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის, საბროკერო კომპანიის ნოტარიუსის და –„ნებაყოფლობითი ინდივიდუალური დაზოგვის შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიის, როგორც გადამხდელის, მიმართ ამ მუხლით გათვალისწინებულ ღონისძიებათა გამოყენებისას დაუშვებელია აღნიშნულ ღონისძიებათა მიმართვა იმ აქტივებზე, რომლებიც არ არის მისი საკუთრება და მიეკუთვნება მისი კლიენტის აქტივებს (კერძოდ, ნომინალურ მფლობელობაში არსებულ ფასიან ქაღალდებს და ფულად სახსრებს, ნოტარიუსის ანგარიშზე დეპონირებულ ფულსა და ფასიან ქაღალდებს, აგრეთვე „ნებაყოფლობითი ინდივიდუალური დაზოგვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ინდივიდუალური დაზოგვის შედეგად წარმოქმნილი აქტივები კლიენტის ასეთი აქტივები უნდა ირიცხებოდეს საკუთარი აქტივებისაგან განცალკევებულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 11. 309-ე მუხლის პირველი, მე-2 , მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:. „1. საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი: ა) 2013 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში შეადგენს 18 პროცენტს, თუ პირის, დასაბეგრი შემოსავლის 2 პროცენტი ირიცხება „ნებაყოფილობითი ინდივიდუალური დაზოგვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაზოგვის სქემის ანგარიშზე; ბ) 2014 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში, დაზოგვის სქემის ანგარიშზე დასაბეგრი შემოსავლის 2 პროცენტზე მეტი თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნტით დადგენილი 18 პროცენტიანი განაკვეთი მცირდება დაზოგვის სქემის ანგარიშზე 2 პროცენტზე დამატებით ჩარიცხული დასაბეგრი შემოსავლის პროცენტის [½]-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 3 პროცენტისა. 2. ამ კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, (მათ შორის, ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში): ა) 2013 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში იბეგრება 3 პროცენტიანი განაკვეთით, თუ პირის, დასაბეგრი შემოსავლის 2 პროცენტი ირიცხება , „ნებაყოფილობითი ინდივიდუალური დაზოგვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაზოგვის სქემის ანგარიშზე; ბ) 2014 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში, დაზოგვის სქემის ანგარიშზე, დასაბეგრი შემოსავლის 2 პროცენტზე მეტი თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში, საშემოსავლო გადასახადის ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით დადგენილი 3 პროცენტისაიანი განაკვეთი მცირდება დაზოგვის სქემის ანგარიშზე 2 პროცენტზე დამატებით ჩარიცხული დასაბეგრი შემოსავლის პროცენტის ½-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 3 პროცენტისა. 3. ამ მუხლის 31−33 ნაწილების დებულებების გათვალისწინებით, ამ კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით ფიზიკური პირისთვის გადახდილი პროცენტები (მათ შორის, ამავე კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში), თუ შემოსავლის წყარო საქართველოშია: ა) 2013 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში იბეგრება 3 პროცენტიანი განაკვეთით, თუ პირის, დასაბეგრი შემოსავლის 2 პროცენტი ირიცხება „ნებაყოფილობითი ინდივიდუალური დაზოგვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაზოგვის სქემის ანგარიშზე; ბ) 2014 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში, დაზოგვის სქემის ანგარიშზე, შემოსავლის 2 პროცენტზე მეტი თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში ამ მუხლის მე-3 დასაბეგრი ნაწილის „ა“ ქვეპუნტით დადგენილი 3 პროცენტიანი განაკვეთი მცირდება დაზოგვის სქემის ანგარიშზე 2 პროცენტზე დამატებით ჩარიცხული დასაბეგრი შემოსავლის პროცენტის ½-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 3 პროცენტისა. 12. 309-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:. „4. ამ კოდექსის 132-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით რეზიდენტი ფიზიკური პირებისათვის გადახდილი როიალტი: ა) 2013 წლის 1 იანვრიდან იბეგრება 18 პროცენტიანი განაკვეთით, თუ პირის, დასაბეგრი შემოსავლის 2 პროცენტი ირიცხება „ნებაყოფილობითი ინდივიდუალური დაზოგვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაზოგვის სქემის ანგარიშზე; ბ) 2014 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში, დაზოგვის სქემის ანგარიშზე, დასაბეგრი შემოსავლის 2 პროცენტზე მეტი თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით დადგენილი 18%-იანი განაკვეთი მცირდება დაზოგვის სქემის ანგარიშზე 2 პროცენტზე დამატებით ჩარიცხული დასაბეგრი შემოსავლის პროცენტის ½-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 3 პროცენტისა. მუხლი 2. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-11 და მე-12 ნაწილებით გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე4 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებისა ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-11 და მე-12 ნაწილებით გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღების მიზეზია: საქართველოში გრძელვადიანი საკრედიტო რესურსის შექმნა და ფასიანი ქაღალდები ბაზრის ჩამოყალიბება ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია: ინდივიდუალური დაგროვების სისტემისთვის ხელშეწყობის მექანიზმის ჩამოყალიბება. ამასთან, გრძელვადიანი კრედიტისთვის რესურსის ხელმისაწვდომობის გაზრდა და გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის საფონდო ბირჟის და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს შემდეგში: „საქართველოს საგადასახადო კოდექსით“ გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის, დივიდენდის და პროცენტის შემცირების შედეგად მიღებული თანხით ფიზიკური პირების მიერ ნებაყოფლობით ინდივიდუალურ დაგროვების განხორციელება. ამასთან, საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრისაგან თავისუფლდება აღნიშნული დანაზოგი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის მიღება გააუმჯობესებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობას, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტის მიღება არ აქვს კავშრი ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით გამართულ სამუშაო შეხვედრებზე მონაწილეობა მიიღეს: როგორც ადგილობრივმა დარგის ექსპერტებმა, ასევე სხვა და სხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტების შეფასება დ.გ) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია – საქართველოს მთავრობა. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია – საქართველოს მთავრობა.